მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 49429 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თმის მოვლა თმის ხშირი დაბანა არ იწვევს თმის ცვენას და ვარცხნილობის მოცულობის შემცირებას.

თუმცა მისი ყოველდღიური დაბანა მაინც არ არის რეკომენდებული, რადგან ჭუჭყისა და თმის მოვლის საშუალებების ნარჩენების გარდა თავის კანს სცილდება სპეციალური დამცავი ფენა, რომელიც უნარჩუნებს თმას ბუნებრივ ბალანსს;

 

 მოკლე ან გრძელი ვარცხნილობა გავლენას არ ახდენს თმების სწრაფად ზრდაზე;

 

 თმის დაყოფილი ბოლოების ხშირი შეჭრა ხელს უწყობს თმების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას, ამიტომ რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, რათა არ მოხდეს მათი დაყოფა. ასევე რეკომენდებულია სპეციალური კრემი დაზიანებული და უსიცოცხლო თმის ბოლოებისთვის.

 

 თმების მოვლა დამოკიდებულია თმების ტიპზე. ცხიმიანი თმისთვის სასარგებლოა ბალახების ნაყენი (გვირილა, სალბი (შალფეი) და ა.შ). მშრალი თმისთვის კი ნატურალური ზეთები (ზეითუნის, ავაკადოს, სელის);

 

 ლუდის ნიღბები სასარგებლოა ყველა ტიპის თმისთვის, რადგან ლუდი შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ პროტეინებს;

 

 თმაში მკბენარები არ ჩნდება ჭუჭყიანი თმების გამო, მისი ყველაზე ხშირი მიზეზი სხვისი სავარცხლისა და ქუდის გამოყენებაა;

 

 მცდარია შეხედულება, რომ ეთერული და მცენარეული ზეთები სასარგებლოა მხოლოდ მშრალი თმისთვის. ზოგიერთი მათგანი შესანიშნავად უმკლავდება თმის ჭარბ ცხიმიანობას.

ცხიმიანი თმებისთვის, ეფექტური ნიღაბი წარმოადგენს საბაზისო მცენარეულ ზეთისა და მასში დამატებული რამოდენიმე წვეთი ეთერული ზეთის ნაზავს.

საბაზისო მცენარეულ ზეთად შესანიშნავია აბუსალათინის, ჟოჟობას, ქოქოსის, ყურძნის წიპწის, ნუშის, თალგამის, ქუნჯუთის (შირბახტი) ზეთები.

ეთერული ზეთებიდან კი უმჯობესია ევკალიპტის, პიტნის, კედარის, ფიჭვის, კვიპაროსის, ბარამბოს ზეთები.

 

 არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასაძინებლად დაწოლა თუ თმებზე ლაქი გაქვთ, რადგან ამ დროს თმები ერთმანეთზე დაწებებულია, თავის კანზე ფორები დახშულია და არ არსებობს არანაირი დაცვა თმების მექანიკური დაზიანებისაგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში დილით თმები გექნებათ მშრალი, რთულად დასამორჩილებელი და გათხელებული;

 

 მარილი და ქლორი არღვევს თმის სტრუქტურას, ამიტომ არ შეიძლება აუზზე სპეციალური ქუდის გარეშე სიარული.(ასევე არ შეიძლება ქუდი ძალიან მჭიდროდ გქონდეთ თავზე და გიჭერდეთ);

 

 არ შეიძლება მთელი დღე თმებზე მჭიდროდ მოჭერილი რეზინით სიარული, იმიტომ, რომ თმები სუსტდება, ტყდება და ცხიმიანდება.

განსაკუთრებით მავნეა უკან ცხენის კუდივით გამოსკვნილი თმა (რომელიც შეიძლება ესთეტიკური თვალსაზრისითაც არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც თქვენ გგონიათ);

 

 მთელი ღამით ნაწნავის დატოვება არ არის რეკომენდებული, დილით გაგიჭირდებათ თმის დავარცხნა და თავის ტკივილი მოსვენებას არ მოგცემთ;

 

თმის მოვლის ეფექტური მეთოდები შამპუნისა და თმების მოვლის სხვა საშუალებების შეძენის წინ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი თმის ტიპი და ეს საშუალებები ამის გათვალისწინებით შეარჩიოთ;

 

 დაბანის წინ, საჭიროა გრძელი თმების საგულდაგულოდ დავარცხნა ჯაგრისით, რათა თმები განთავისუფლდეს ზედაპირული დაბინძურებისგან;

 

 თავის დაბანის დროს, არასოდეს არ დაისხათ შამპუნი უშუალოდ თავზე. გააკეთეთ ეს დელიკატურად:

გულდასმით დაისველეთ თავი, ცოტაოდენი შამპუნი დაისხით ხელის გულზე, ააქაფეთ ხელისგულებით, შემდეგ კი თითების რბილი ბალიშების საშუალებით, ფრთხილი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებში;

 

 შამპუნით თავის დაბანის დროს, არასოდეს შეიზილოთ თავში ფრჩხილებით. ეს ხელის თითების რბილი დაბოლოებებით გააკეთეთ;

 

 ზედმეტი შამპუნი არ არის რეკომენდებული. საჭიროა მისი ზომიერად გამოყენება. თუ თავზე ქაფის დიდი ფენა დადგა, ე.ი ზედმეტი შამპუნია გამოყენებული.

ასევე არ არის რეკომენდებული ზედმეტი ბალზამის გამოყენება. ამასთან მოარიდეთ ბალზამი თმის ძირებს, მისი წასმა შეიძლება თმის მთელს სიგრძეზე, მაგრამ ძირებიდან გარკვეული მანძილით 3-5 სმ -ით უნდა იყოს დაცილებული;

 

 თავის ხშირი დაბანის დროს, საჭიროა შამპუნის მხოლოდ ერთხელ გამოყენება. თავის წინასწარი ჩამობანის გარეშე;

 

 აქაფებული შამპუნი თავზე უნდა გაიჩეროთ ნახევარი ან ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანოთ;

 

 სრულყოფილად დაბანილი თმები ხელის გადასმისას „ჭრაჭუნებს“;

 

 არ შეიძლება ძალიან ცხელი წყლით თავის დაბანა. ცხელი წყალი აშრობს თავის კანს და შესაძლოა მოახდინოს ქავილისა და ქერტლის გაჩენის პროვოცირება.

თავის დაბანის დროს, წყლის ოპტიმალური და კომფორტული ტემპერატურაა 34-40 გრადუსი;

 

 თავის დაბანის დროს, არ გამოიყენოთ საპონი, რადგან მასში ტუტის მაღალი შემცველობაა, რაც ძალიან აშრობს თმებს, რომელიც ხდება მტვრევადი და დაუმორჩილებელი;

 

 თმის კონდიციონერის გამოყენების დროს, სასურველი ეფექტის მისაღებად, საჭიროა ზუსტი დოზირება და მისი თმაზე გაჩერების ხანგრძლივობის ზუსტი დაცვა;

 

 შამპუნი თავიდან ჩამოიბანეთ კომფორტული ტემპერატურის, თბილი წყლის ჭავლით, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. იგივე დროა საჭირო კონდიციონერის ჩამოსაბანად;

 

 თმის დაბანისას, ყოველ ჯერზე ისარგებლეთ ახალი პირსახოცით;

 

 თმების გაშრობის დროს, ნუ დაისრისავთ თმებს ძლიერად პირსახოცით. უმჯობესია თუ ამას ფრთხილად გააკეთებთ, ძალის დატანების გარეშე, ან პირსახოცს შემოიხვევთ ჩალმისებურად, ნელი მოძრაობებით შეიშრობთ თმებს, რის შემდეგაც მოიხსნით მას;

 

 თმებისთვის შეარჩიეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული, რბილი, ჯაგრისის ტიპის სავარცხელი;

 

 თუ ხშირად გიწევთ თავის დაბანა, შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ თმის ფენი და მაშები, რათა თმები გაშრეს ბუნებრივი სახით.

თუ ეს შეუძლებელია, პირველ რიგში კარგად გაიმშრალეთ თმები პირსახოცით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ ფენი საშუალო სიმძლავრეზე და გაისწორეთ თმები მისი საშუალებით;

 

არასოდეს დაწვეთ დასაძინებლად სველი თმით. იგი ჯერ დელიკატურად გაიშრეთ და ეს შემდეგ გააკეთეთ;

 

 არასოდეს დაივარცხნოთ სავარცხლით ან სპეციალური ჯაგრისით სველი, რთულად დასავარცხნი თმა (იგი 70-80%-ით მშრალი უნდა იყოს). იმისათვის, რომ გაისწოროთ აბურდული თმა, აუცილებლად ხშირი სავარცხელი გამოიყენეთ.

პროცესი დაიწყეთ ძალიან დიდი სიფრთხილით თმის ბოლოებიდან და ნელ-ნელა ადით მაღლა;

არ არის რეკომენდებული სველი თმით დაძინება.

 

 თმის შესაკვრელად ნურასდროს ნუ გამოიყენებთ უბრალო, უხარისხო რეზინის თმის საჭერებს. ისარგებლეთ მხოლოდ რბილი და ხარისხიანი ქსოვილისგან დამზადებული შესაკრავებით;

 

თმის მოვლა კვირაში ერთხელ მაინც, აუცილებლად გარეცხეთ თმის სავარცხლები და ჯაგრისები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ.

სარეცხ საშუალებად შამპუნი ან თხევადი საპონი გამოიყენეთ, რის შემდეგ გამდინარე წყალში გაავლეთ და კარგად გააშრეთ;

 

 თუ მშრალი თმა გაქვთ, შეეცადეთ ფენით და მაშებით იშვიათად ისარგებლოთ. თუ ფენით სარგებლობა მაინც გიწევთ, უპირველეს ყოვლისა, ვარცხნილობის გაკეთებამდე თმები კარგად გაიშრეთ პირსახოცით, დაელოდეთ 10-15 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ ფენი;

 

 არ შეიძლება ახლად შეღებილი თმის დახვევა, უმჯობესია თმა  ჯერ დაიხვიოთ და რამოდენიმე ხანში შეიღებოთ.

თუმცა, სანამ დაიხვევდეთ, დაფიქრდით გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ამგვარ დატვირთვას, ან დახვევის შემდგომში დაზიანებული თმის აღსადგენად თუ გეყოფათ ნებისყოფა - რეგულარულად გამოიყენოთ ნიღბები და აღმდგენი საშუალებები.

 

 მოერიდეთ ფენს, თუ თმა ქიმიურად გაქვთ დახვეული. თუ ფენის გამოყენება მაინც აუცილებელია, გაუკეთეთ მას ყველაზე ფართო საცმი, ჩართეთ საშუალო სიმძლავრეზე და დაიჭირეთ თმებისგან რაც შეიძლება მოშორებით (არა უმეტეს 20 სმ-ზე ახლოს);

 

 მიაქციეთ ყურადღება თქვენი თმების მდგომარეობას წლის ყოველი სეზონის დადგომისას. აგრეთვე იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა: თმა შეიღებეთ, ქიმიურად დაიხვიეთ, შეამჩნიეთ ჭაღარა, ან აღმოაჩინეთ, რომ თქვენი თმის ტიპი შეიცვალა;

 

 მოერიდეთ მზის აბაზანებს. მზის სხივები პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს თქვენს თმებს. მზე აშრობს და შესაბამისად აზიანებს თმებს;

 

 ელექტრო მაშებისა და სხვა ტიპის თმის დასახვევი მოწყობილობების გამოყენებამდე, საგულდაგულოდ გაიშრეთ თმები;

 

 გაიჩერეთ თმის კონდიციონერი თმებზე იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც მითითებულია მის ინსტრუქციაში და საჭიროა კონკრეტულად თქვენი თმისთვის.

უფრო დიდი ხნის განმავლობაში მისი გაჩერება, არ ნიშნავს რომ ეს კარგია და მეტ შედეგს მიიღებთ. იგივე სიტუაციაა თმის მუსებთან, გელებთან და ლაქებთან დაკავშირებით;

 

 თუ თქვენ თავი დაანებეთ თმების შეღებვას, გამოიყენეთ დროებითი საღებავი, რათა დამალოთ თმის ფერი თმის ძირებთან, მანამდე, სანამდე არ გაიზრდება სასურველი სიგრძის თმა;

 

 არასოდეს არ შეიღებოთ თმა და არ გაიკეთოთ ქიმიური დახვევა ერთდროულად. პირველად - თმების დახვევა, ხოლო შემდეგ, მინიმუმ ერთი კვირის შემდეგ - შეღებვა;

 

 ნუ შეიცვლით ხშირად შამპუნს და თმის მოვლის სხვა საშუალებებს. მტკიცება, რომ ერთი სახის თმის საშუალებებმა იცის მიჩვევა, საფუძველს მოკლებულია;

 

 გამოიყენეთ ერთი ფირმის თმის მოვლის საშულებები. ყოველ შემთხვევაში, შეეცადეთ, რომ თმის შამპუნი და ბალზამი მაინც იყოს ერთი მწარმოებლის.

სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის ქიმიური შემადგენლობა, შეიძლება სხვადასხვა იყოს და მათმა ერთმანეთში შერევამ, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თავის კანისა და თმების მდგომარეობაზე;

 

თმის მოვლის მეთოდები თმის ნიღბის გაკეთება, რეკომენდებულია არა უმეტეს ორ კვირაში ერთხელ. იგი ამაგრებს თმებს და ამდიდრებს მას აუცილებელი მიკროელემენტებით.

ნიღაბი აუცილებლად უნდა იქნეს შერჩეული თმის ტიპის გათვალისწინებით.

მეტი სიხშირით ნიღბების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან სამკურნალო ნიღბები ხშირ შემთხვევაში აცხიმიანებს თმას.

ნიღბები თვის განმავლობაში 2-ჯერ გაიკეთეთ, შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში.

შეეცადეთ დამზადებული ნიღაბის მასა არა მარტო თმის ძირებში შეიზილოთ არამედ მთლიანად თმაზე დაიდოთ ხოლმე.

 

 თუ გაჩნდა ქერტლი, აუცილებელია შეცვალოთ შამპუნი და თმის მოვლის სხვა საშუალებები. თუ ქერტლი მაინც არ გაქრა, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს;


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ