მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 801 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

• ზოგჯერ ისე ძალიან გვინდა, ვინმემ გვინდომოს, გვგონია, ვიჯერებთ, რომ გვინდომა, მაგრამ ეს ხშირად ჩვენივე წადილია, სიცარიელეს რომ შეასკდა და უკან დაგვიბრუნდა.

 

• გიყვარდა და აღარ გიყვარს? ასეთი რამ არ არსებოს... თუ მართლა გიყვარს სამუდამოდ გიყვარს. თუ გადაგიყვარდა, ესეიგი არც არასოდეს გყვარებია.

 

• ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია.

 

• მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს.

 

• არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხარ.

 

• ქალი მხოლოდ სიყვარულისთვისაა გაჩენილი და მას თავისი არსის ღალატი არ ძალუძს.

 

• ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება…

 

• არ დაიღუპო თავი და ღალატი არ შეგამჩნიოს, თორემ ქალი შენ რომ ცოლად გყავს მოსისხლე მტრად გაგიხდება და მოსისხლე მტერი სახლში და ლოგინში კი არა ცხრა მთას იქით დაგიფაროს ღმერთმა.

 

• სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…

 

• როცა გღალატობენ, გაგინებენ და მიწასთან გასწორებენ, როცა აბუჩად გიგდებენ და ტალახიანი ფეხით გთელავენ…როგორ ისუნთქავ იქ, სადაც ჰაერს გიწამლავენ და სისხლს გწოვენ, ამას ვინ მოითმენს ან როგორ მოითმენს?!

 

• ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა.

 

• ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო იმას, ვინც გაგამწარა. ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და გარყვნილებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ.

 

• ტოლფერობის გარეშე, ცოლქმრობა კი არა, ნაცნობობაც არ ვარგა.

 

• რაც უფრო მეტს ანახებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მით უფრო მეტად გაგიმეტებს რომ გული გატკინოს.

 

• დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპურეთ, ხორცი მოგვშივდა, ხორცი გავაძღეთ და სული გაგვიპარტახდა!!

 

• როცა ადამიანში ადამიანი იღუპება, რჩება რასაც ცნობიერება არ სჭირდება და ყველაფერი თავისთავად ხდება…

 

• მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა.

 

• ღალატის მერე ერთგულება არსებობს? კახპის გაპატიოსნება შეიძლება?! კაბაა, რომ შემოგაცვდეს ან, თუნდაც ერთი-ორჯერ იხმარო და გამოიცვალო, უხმარი, შეურყვნელი გადაიცვა?!

 

• გზა, რომელზეც საქმის, პატიოსნების, ერთგულებისა და ოჯახის სიწმინდისათვის გივლია, იგივე გზა ღალატის, ორგულობისა და ვერაგობისათვის არ გამოდგება…

 

• გონიერმა ადამიანმა დანაშაული ყოველთვის სხვაში არ უნდა ეძიო. ვისაც სახლში არ სცივა, ქუჩაში სითბოს ძებნას არ დაიწყებს. თუ კაცს თავის სახლში არ შია, პურ-ღვინოს სხვის სახლში არ მიეტუზება. თუ სიყვარული თავის ოთხ კედელში ხვდება, “სხვისი ცოლის მოიმედე ფართო ლოგინს არ დაიდგამს”. თუ პატრონმა კარი ან ფანჯარა ღია არ დატოვა და მაგრად დაგმანა, ქარი საიდან შემოიჭრა? თუ ქონებას კარგად უვლიდი, რატომ იყო, რომ გაგქურდეს?

 

• შურისძიება მსხვერპლშეწირვაა და ყველაზე მეტ მსხვერპლს შურისმაძიებელისაგან იღებს, შურისძიებულზეც მეტს.

 

• დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაგისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი.

 

• სიყვარული თუ არ იცი, ყველაფრის სწავლას დაანებე თავი და სიყვარული ისწავლე!

 

• არსებობა ხელჩართული ბრძოლაა და ვერავინ თავისი მოგებული ომის სარდლად ვერ დაგსვამს.

 

• ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი.

 

• როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ!

 

• ბევრ ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია ქვეყნად სარკე გამოიგონეს…

 

• ცუდ ამინდს კი მოყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს…

 

• მოღალატე სიკვდილამდე მოღალატედ რჩება და თუ ერთგულება-სიწმინდეს ვერ ელევი, მანამდე, სანამ გაქვს, ჩააფრინდი, ხელიდან არ გაუშვა, თორემ გასროლილ ისარსა და ტყვიას უფრო დაიბრუნებ, ვიდრე დაკარგულ უმანკოებას.

 

• როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ. გულგრილები - გივიწყებენ. თავხედები კი უფრო თავხედდებიან.

 

• სიყვარული მოკრძალებული, გაუბედავი და მორცხვია, ვნება კი შიშველი, თავაწყვეტილი და უძღები.

 

• მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს!

 

• თუ ცამდე მართალი ხარ, დასჯილის ხვედრი მით უფრო გაუსაძლისია.

 

• დრო ვერ კლავს დედას, ვერ გავიწყებს.

 

• ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს…

 

• სიყვარულისთვის რომ ქალები საგიჟეთში მოათავსონ, ნახევარზე მეტი რკინის გისოსებისა და უსახელურო კარების მიღმა იქნებოდა გამოკეტილი.

 

• ცხოვრება რთულია და ვის ფეხი სად გადაუცდება, კოჭებში ნუ ჩავუსაფრდებით…

 

• თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ...

 

• დღეს ჩვენ გვღუპავს ის, რომ არ გვცალია და, ან არ ვფიქრობთ, ან იმდენად ზერელედ ვფიქრობთ, ჭეშმარიტების წვდომის უნარი დავკარგეთ.

 

• ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ