მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 442 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თუ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ სწორი ფორმა არის აღდგა, რადგან ეს ზმნა არის ერთპირიანი, ეწყობა მხოლოდ მესამე სუბიექტური პირი, მხოლობით რიცხვში და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი - "ა" ზმნაში უკვე ასახულია.

აღსდგა - ფორმაში, ნიშანი - "ს" რეალურად მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანია (პირის ნიშანი - "ს" მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა.

აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც. “სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ” (მათეს სახარება - ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი - 28, 7).

“მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).

“არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

თუმცა ამავდროულად მრწამსში ვკითხულობთ "და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა", ხოლო ძილად მისვლის ლოცვებში და ფსალმუნის მეცხრე კანონში: "აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი"…

 

* * * * * * * * *

 

- აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა - აღუდგინა?! - ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.

- სამპირიანი - დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი - აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).

- მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!

- აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..

- უფრო მოკლედ, - არ ვეშვები.

- აღიდგინა სიცოცხლე..

- კიდევ უფრო მოკლედ?!

- აღიდგინა…

- სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..

- აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია - ისევ მიწყრება ხელმძღვანელი

- აღსდგა.

- აღდგა?

- არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).

ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი - აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..

- მაშ, აღსდგა, არა? - უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..

- დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!

 

* * * * * * * * *

გია არგანაშვილი

 

 

ამ საკამათო კონტექსტთან დაკავშირებული ყველა - ძველი თუ ახალი  მოსაზრება შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

„თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში“ „ქრისტე აღდგა“ ფორმის პარალელურად, გამონაკლისის სახით, დასაშვებადაა მიჩნეული „ქრისტე აღსდგა“, როგორც  ძველ და ახალ წერილობით ძეგლებში და საეკლესიო მსახურებაში ტრადიციულად დადასტურებული ფორმა (ა. შანიძე, ბ. ფოჩხუა, შ. აფრიდონიძე…).  აღნიშნული ფორმის გამოყენება მორწმუნის ,,სუბიექტური არჩევანის” საკითხადაა  ჩათვლილი.

„ქრისტე აღსდგა“ დასაშვებია, როგორც ფაკულტატური საშუალება, რომელიც ერთი სიტყვის განსხვავებულ მნიშვნელობათა („გაცოცხლება, განახლება, აღორძინება“; ასევე, ემოციური განწყობა) ფორმობრივად გარჩევის ფუნქციას ასრულებს (ბ. ჯორბენაძე, ჟ. ფეიქრიშვილი, ტ. ფუტკარაძე…).

„ქრისტე აღსდგა“ დაუშვებელია, როგორც არასწორი, მცდარი ფორმა (ლ. ღვინჯილია).

ყველა ამ განსხვავებულ მოსაზრებას ერთი რამ აერთიანებს: კერძოდ, მოცემულ კონტექსტში აღსდგა ფორმა ერთპირიანადაა კვალიფიცირებული და, აქედან გამომდინარე, ს – პრეფიქსი ზედმეტად და გრამატიკული წესიდან გადახვევად არის მიჩნეული. ამ ,,შეცდომას” კი, ჩვეულებრივ, იმით ხსნიან, რომ "ს" - პრეფიქსი ამ შემთხვევაში ფორმალური დიფერენცირებისათვის, სტილისტური დანიშნულებით, "სამკაულადაა“ ნახმარი, რათა ქრისტეს ღვთაებრივი, სასწაულებრივი "აღდგომა” ჩვეულებრივი, ადგილიდან ადგომისაგან განსხვავდეს.

საკამათო კონტექსტში ერთპირიანი ფორმა - "აღდგა”,  ცხადია, ვერ გადმოსცემს მაცხოვრის აღდგომის უნიკალურსა და სასწაულებრივ  მოვლენას, რომლის გამოხატვა შესაძლებელია  მხოლოდ და მხოლოდ ქართული ორპირიანი აღ-ს-დგა ზმნის საშუალებით: ამიტომაცაა, რომ სწორედ  ამ ენის მფლობელი  ჭეშმარიტი მორწმუნის „სუბიექტური არჩევანი“ აღსდგა ფორმის სასარგებლოდ ეყრდნობა მის შინაგან განწყობას, ინტუიციას, რომელიც სულიერ მოვლენებს განარჩევინებს ფიზიკური მოვლენებისაგან.

ამგვარად, მაცხოვრის, ქრისტეს აღდგომის საკრალური მოვლენის ენობრივი ნიშნით გაფორმება მხოლოდ ქართული მრავალპირიანი  სტრუქტურის ზმნას შეუძლია: ქართველი მთარგმნელის მიერ ეს საიდუმლო შინაგანად იმდენად ღრმად იყო გაცნობიერებული, რომ იგი, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა ქართული ზმნის შესაძლებლობებს და "ს" - პრეფიქსის დახმარებით გამოხატავდა იმ უნიკალურ მოვლენას, რომელსაც მაცხოვრის, ქრისტეს მკვდრეთით  ამ ქვეყანას აღდგომის საიდუმლო ჰქვია: ქრისტე აღ-ს-დგ-ა.

შესიტყვება "ქრისტე აღსდგა”  რწმენის ქვაკუთხედს წარმოადგენს, იგი ქრისტე - მაცხოვრის ქვესკნელიდან, ჯოჯოხეთიდან ამ ქვეყანაზე აღდგომის საიდუმლოს გამოხატავს და ინახავს.

ქართული ენა „იმარხავს“ ყველა იმ საიდუმლოს, რომელიც მოიაზრება იოანე ზოსიმეს ცნობილ ჰიმნოგრაფიულ თხზულებაში - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.  ამ საიდუმლოთა შორის არის ქრისტეს აღდგომის დოგმატის საიდუმლოც, რომლის ენობრივი ფორმით გამოხატვა შესაძლებელი გახდა ქართული ანალიზური და სინთეზური  აზროვნების მიერ შექმნილი პოლიპერსონალური ზმნის საშუალებით.

 

* * * * * * *

დამანა მელიქიშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ