მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12826 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ dvd ფლეერიდღეს თანამედროვე  ოჯახი წარმოუდგენელია DVD-ფლეერის გარეშე. მათ წარმატებით შეძლეს ჩაენაცვლებინათ ვიდეო-ფლეერები და ვიდეო მაგნიტოფონები. DVD - ის საშუალებით შესაძლებელია საყვარელი ფილმის ან კონცერტის, აგრეთვე სასურველი ტელეგადაცემის ჩანაწერის ყურება.

DVD - ის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა თუ მას დაუფიქრებლად იყიდით პრინციპით, რომ ”აჩვენოს და მეტი არ მჭირდება”, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოთ, რომ თქვენ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს რაღაც დასჭირდა, თქვენს DVD-ის კი იმ რაღაცის (თუნდაც უბრალოს) შესაძლებლობა არა აქვს. რის გამოსწორებასაც სამწუხაროდ ვეღარ შეძლებთ, თუ არ შეიძენთ ახალ DVD ფლეერს.

ამიტომ, სასურველია, სანამ არჩევანს გააკეთებთ, ელემენტალური და კონკრეტული თეორიული ცოდნა მიიღოთ მის შესახებ.

აბრევიატურა DVD იშიფრება - Digital Versatile Disc, რაც ითარგმნება როგორც ციფრული მრავალმხრივი დისკი. მისი წინამორბედი იყო კომპაქტ-დისკი(CD), რომელიც პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა.

იმის გამო, რომ DVD-ზე ჩაწერა ხდება ლაზერით, რომელსაც ნაკლები სიგრძის ტალღა აქვს, DVD იტევს 7-ჯერ უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე CD, ეს საშუალებას იძლევა მასზე დაეტიოს რამოდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ჩაწერილია სპეციალური შეკუმშული ფორმატით DVD-ვიდეო, მაღალი ხარისხის ხმით.

CD-ც და DVD-იც, მხოლოდ ინფორმაციის მატარებელია, რომელზეც შეიძლება ჩაწერილი იყოს როგორც მუსიკა, ასევე გამოსახულება და სხვა ნებისმიერი მონაცემი. ჩაწერილი ინფორმაციის წასაკითხად და გამოსახულების მისაღებად  საჭიროა მოწყობილობა DVD ფლეერი, რომელსაც უნდა გააჩნდეს  ჩაწერის ფორმატის მხარდაჭერა. ასეთი ფორმატები არსებობს რამოდენიმე სახის:

 

 ფორმატები

 

როგორ ავირჩიოთ dvd ფლეერი, ფორმატებიAudioCD - პირველი მუსიკალური ფორმატი, რომლის საშუალებითაც მზადდებოდა კომპაქტ-დისკები.

MP3 - მუსიკალური ფორმატი, იგი საშუალებას იძლევა შეკუმშოს და ერთ CD დისკზე ჩაწეროს 5-დან 50 სთ-მდე  მუსიკა.

WMA (windows Media Audio) - პრაქტიკულად იგივეა, რაც MP3.

DivX - ფორმატი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაიწეროს ვიდეო CD დისკზე. ერთი დისკი იტევს ერთ საათნახევრიანი ფილმს. ეს ფორმატი კომპიუტერთა სამყაროს განეკუთვნება, ამიტომ თუ თქვენს DVD ფლეერს აქვს ამ ფორმატის მხარდაჭერა, თავისუფლად შეგიძლიათ მასში ჩართოთ კომპიუტერული დისკები, რომელიც DVD-ზე იაფია (თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი ხარისხი უფრო ცუდია).

VideoCD - ძველი ვიდეო ფორმატი, ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი თავსდება ორ კომპაქტ დისკზე, თუმცა ხარისხი უტოლდება ანალოგურ ვიდეოკასეტას(VHS).

JPEG - ფორმატი სტატიკური გამოსახულებისათვის - ფოტოები, სურათები, რომელიც შეიძლება ჩაიწეროს CD ან DVD დისკზე. თუ თქვენს DVD ფლეერს გააჩნია ამ ფორმატის მხარდაჭერა, შეგიძლიათ მისი საშუალებით დაათვალიეროთ სურათები, რომელიც გადმოწერილი გაქვთ კომპიუტერიდან დისკზე.

 

 დამატებითი ფუნქციები

 

თუ  DVD-ის აქვს ამ ფორმატების მხარდაჭერა და მისგან მეტს არც მოითხოვთ, შეგიძლიათ ამით დაკმაყოფილდეთ და აღარ გადაიხადოთ ზედმეტი სხვა ტიპის ფუნქციებისთვის, მაგრამ თუ ეს არ გაკმაყოფილებთ და მეტი გინდათ, მაშინ უნდა აირჩიოთ DVD, რომელსაც უფრო მეტი ფორმატების მხარდაჭერა აქვს:

 

კარაოკეKARAOKE - ("Kara okesutora") იაპონური სიტყვიდან მოდის და ნიშნავს ”ცარიელ ორკესტრს”. თუ თქვენს DVD - ის გააჩნია კარაოკე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმღეროს საყვარელი სიმღერა გამზადებულ აკომპანიმენტზე, ამავდროულად კი წაიკითხოს ტექსტი, რომელიც მუსიკასთან ერთად სინქრონულად ჩნდება ეკრანზე.

კარაოკე შეიძლება გამოყენებული იქნას სიმღერის უნარების დასახვეწად, ახალი სიმღერის შესწავლის მიზნით, შეგიძლიათ მოაწყოთ სახალისო კონკურსი. როგორც წესი თითქმის ყველა DVD-ის, რომელსაც აქვს კარაოკე, მოყვება დისკი, რომელზეც 1000-მდე სხვადახვა კომპოზიციაა ჩაწერილი. ასევე 1 ან 2 მიკროფონი.

 

DD 5.1DD 5.1 - ასე შემოკლებულად უწოდებენ ტექნოლოგიას Dolby Digital, ეს არის ხმის სივრცითი ფორმატი, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს კინოთეატრში ზიხართ. ხოლო დამატება 5.1 ნიშნავს, რომ სისტემას უერთდება 5 პატარა და ერთი დიდი სვეტი (დინამიკი), მაღალი ეფექტის მისაღწევად.

 

DVD-ჩეინჯერიDVD-ჩეინჯერი – პრინციპი იგივეა, რაც ჩვეულებრივი CD ჩეინჯერის.

მასში ჩადის 4-10 და კიდევ მეტი დისკი, და თუ უყურებთ მრავალსერიან სურათს და თითო დისკზე თითო სერია გაქვთ ჩაწერილი, ან აღარ გსურთ რომელიმე ფილმის ყურება და გნებავთ სხვა ფილმი ჩართოთ, შეგიძლიათ ეს სავარძლიდან აუდგომლად, მართვის პულტით გააკეთოთ.

 

DVD+VHSDVD+VHS - ეს არის DVD ფლეერი და ვიდეო ერთ კორპუსში, რომელიც საშუალებას იძლევა გადაწეროთ DVD დისკი ვიდეოკასეტაზე და გააჩნია ვიდეომაგნიტოფონის ყველა ფუნქცია.

ორივე მოწყობილობა ერთი პულტით იმართება. განსაკუთრებით პრაქტიკულია იმათთვის, ვისაც ბევრი ვიდეომასალა გააჩნია როგორც დისკზე, ასევე ვიდეოკასეტაზე.

 

dvd რესივერიDVD- რესივერი - ეს არის DVD ფლეერი, AV დეკოდერი, რადიომიმღები და სიმძლავრის მრავალარხიანი გამაძლიერებელი ერთ კორპუსში.

თუ გსურთ მიუერთდეთ სატელიტურ ტელევიზიას და ამავდროულად მოაწყოთ საოჯახო კინოთეატრი, DVD- რესივერი თქვენთვის შესანიშნავი საშუალება იქნება.

 

DVD- რეკორდერიDVD- რეკორდერი - ეს არის DVD ფლეერი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს დისკზე ჩაწერა. შეიძლება DVD რეკორდერის დაპროგრამება და თქვენთვის საინტერესო ფილმის ან გადაცემის ჩაწერა.

მისი დახმარებით აგრეთვე შესაძლებელია ვიდეო-კასეტების საოჯახო კოლექცია გადაწეროთ უფრო კომპაქტურ და გაცილებით გამძლე - DVD დისკებზე.

 

პორტატული DVD ფლეერიპორტატული DVD ფლეერი - არსებობს ასევე პორტატული DVD-ფლეერებიც, რომელსაც 7-12 დიუმის ზომის ეკრანი გააჩნია.

ასეთი DVD მოსახერხებელია მანქანაში, აგარაკზე ან მოგზაურობის დროს.

ასევე ძალიან მოსახერხებელია DVD ფლეერები, რომელიც ავტომობილის საზურგეში ან

 

 

 

DVD და ტელევიზორი

 

კარგი იქნება, თუ DVD-ის არჩევანს თქვენი ტელევიზორის მონაცემების გათვალისწინებით გააკეთებთ. თუ ტელევიზორის ეკრანი 25 დიუმი და უფრო ნაკლებია, მაშინ არ არის საჭირო ძვირადღირებული და მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილი DVD-ის შეძენა, რადგან მასზე ნორმალურ გამოსახულებას ნებისმიერი, სტანდარტული ფუნქციების მქონე  ფლეერის საშუალებითაც მიიღებთ.

მაგრამ თუ ტელევიზორის დიუმი 29  და კიდევ მეტია, ან პლაზმური პანელი და თხევადკრისტალური ტელევიზორი გაქვთ, ამ შემთხვევაში ფლეერის არჩევას სხვანაირად უნდა მიუდგეთ, რადგან უმნიშვნელო ხარვეზი, რომელიც პატარა ეკრანზე არ ჩანს, დიდ ეკრანზე საკმაოდ დიდ ხარვეზად გადაიქცევა ხოლმე.

ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ უერთდება თქვენს ტელევიზორს DVD-ფლეერი, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული გამოსახულების ხარისხი.

იგივეა ხმასთან დაკავშირებითაც, როგორც ცნობილია გამოსახულება და ხმა DVD დისკზე ჩაწერილია ერთ-ერთი ციფრული ფორმატით, ამის გამო ყველაზე საუკეთესო ხარისხი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სიგნალი DVD-დან ეკრანამდე იქნება ციფრული.

თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ პლაზმური და თხევადკრისტალური ტელევიზორების შემთხვევაში, რადგან კინესკოპური ტელევიზორის ელექტრო სხივური მილი (კინესკოპი) იმართება მხოლოდ ანალოგური სიგნალით.

 

DVD - ტელევიზორი (შეერთების სახეები)

 

DVD - ტელევიზორი (შეერთების სახეები)თუ ტელევიზორი და DVD აღჭურვილია ინტერფეისით HDMI , ეს ყველაზე შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ასეთ ინტერფეისს შეუძლია როგორც ციფრული, ასევე ანალოგური სიგნალის გადაცემა.

თუ HDMI  არ არის, დარწმუნდით რომ თქვენს ფლეერს DVI ინტერფეისი მაინც გააჩნია, რომელიც მხოლოდ ციფრულ სიგნალს გადასცემს. რადგან მხოლოდ ამ ორ ინტერფეისს შეუძლია გადასცეს მაქსიმალურად მკვეთრი გამოსახულება, რათა თქვენ  DVD  ფილმის  მაღალ ხარისხში ყურება შეძლოთ.

ანალოგური სიგნალის გადასაცემად (თუ კინოსკოპური ტელევიზორი გაქვთ) გამოიყენება შემდეგი ინტერფეისები:

 

  • SCART;
  • კომპონენტური;
  • კომპოზიტური
  • S-VIDEO (Separate Video);

გამოსახულების მაღალი ხარისხის მისაღებად უფრო უკეთესია კომპონენტური ინტერფეისი, რომელშიც სიგნალი გაყოფილია ხმისა და გამოსახულების სიმკვეთრის მიხედვით.

ინტერფეისი S-video ასევე ყოფს ვიდეოსიგნალს გამოსახულების სინქრონულ სიმკვეთრისა და ფერების სიგნალად.

ასეთივე თვისებით ხასიათდება ინტერფეისი SCART, რომლის უპირატესობად ითვლება კომპაქტურობა, რადგან DVD-ფლეერთან შესაერთებლად მხოლოდ ერთი კაბელია საჭირო.

რაც შეეხება კომპოზიტურ კაბელს, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა (ასევე ერთი კაბელია საჭირო DVD-ფლეერთან მისაერთებლად) იგი ნაკლებად მომგებიანია, რადგან მისი საშუალებით შერეული სიგნალი გადაიცემა, რაც გამოსახულების ხარისხის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

DVD - ტელევიზორი (შეერთების სახეები)

 

 

 

აუცილებლად გაითვალისწინეთ

 

DVD-ის სამყაროში მსოფლიო პირობითად დაყოფილია 6 რეგიონალურ ზონად, საქართველო შედის მე-5 ზონაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ იყიდეთ, გაჩუქეს ან უცხოეთიდან გამოგიგზავნეს DVD დისკი, რომელიც განკუთვნილია სხვა რეგიონალური ზონისთვის, თქვენი DVD ფლეერი მას უბრალოდ არ წაიკითხავს (არ აჩვენებს).

ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, სასურველია თუ შეიძენთ მულტიზონალურ ფლეერს, ანუ ისეთს, რომელიც ნებისმიერი ზონისთვის განკუთვნილი დისკის წაკითხვას შეძლებს.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

DVD პლეერები ინტერნეტ მაღაზია...

DVD პლეერები
LG
DVD პლეერები
SAMSUNG
DVD პლეერები
Blu-Ray

DVD პლეერები
Blu-Ray DVD
DVD
პლეერები
DVD პლეერების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ