მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17646 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ბლენდერიბლენდერი წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც დიასახლისისათვის სამზარეულოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

მას შეუძლია უმოკლეს დროში დააქუცმაცოს თხილი, ნიგოზი, ერთმანეთში აურიოს კოქტეილისთვის საჭირო ინგრედიენტები, აქციოს ხორცი ფარშად და მრავალი სხვა.

რა თქმა უნდა ეს არ არის სამზარეულოს კომბაინი, რომელსაც შეუძლია ბლენდერთან შედარებით გაცილებით ბევრ ამოცანას გაუმკლავდეს, მაგრამ კონკრეტული საქმისთვის ბლენდერი შეუდარებელია.

მაგალითად როცა სწრაფად გჭირდებათ მხოლოდ ერთი გარკვეული პროდუქტის დამზადება.

გარდა ამისა, ბლენდერს კომბაინთან შედარებით გაცილებით ნაკლები ადგილი უჭირავს სამზარეულოში და არ არის აუცილებელი მისგან განსხვავებით იგი დაშლილ მდგომარეობაში შეინახოთ.

ამავდროულად მისი მოვლა და გარეცხვაც უფრო ადვილია.

ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ სამზარეულოს კომბაინს დიასახლისები არც თუ ისე ხშირად გამოიყენებენ, ბლენდერი უფრო მომგებიანი, პრაქტიკული და მოსახერხებელია.

 

ბლენდრის ტიპები

 

ძირითადად ბლენდერები არსებობს  ორი ტიპის:

1) სტაციონალური;

2) ჩასატვირთი;

რომელი ტიპის ბლენდერი გჭირდებათ, უნდა გადაწყვიტოთ იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობისთვის  გჭირდებათ იგი.

მაგალითად თუ თქვენ ხშირად გიწევთ ერთი სახის პროდუქტის თხილის, ნიგოზის, ნუშის და ა.შ  დაქუცმაცება, ან ხახვის, ნიორის, ყველის, ხორცის და ა.შ  წვრილად დაჭრა, ე.ი თქვენ ჩასატვირთი ბლენდერი გჭირდებათ.

თუ თქვენ კოქტეილის და კვერცხის ათქვეფა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტების შერევა და ა.შ გსურთ, უფრო სტაციონალური ბლენდერი გამოგადგებათ.

არსებობს ასევე კომბინირებული ბლენდერები, იგი ითავსებს ჩასატვირთი და სტაციონალური ბლენდერის თვისებებს, მას მინი კომბაინს, ვერტიკალურ ბლენდერს, მულტი- ბლენდერს და ბლენდერ-მიქსერსაც კი უწოდებენ.

იგი შედგება ჩასატვირთი ბლენდერისგან, სათქვეფისგან, დანის საცმებისგან დახურულ ჭურჭელში და საზომი ჭიქისგან. კომპლექტში შეიძლება შედიოდეს დიდი ზომის ჭურჭელიც.

 

სტაციონალური ბლენდერი

 

სტაციონალური ბლენდერიამ ტიპის ბლენდერებს ევროპაში შეიკერს უწოდებენ, რადგან ხშირად მას კოქტეილების შესარევად გამოიყენებენ

სტაციონალური ბლენდერი ძირითადად ყინვის დასამსხვრევად, კოქტეილების შესარევად და ნაღების ასადღვებად გამოიყენება.

ჩასატვირთ ბლენდერთან  შედარებით მას არ სჭირდება ხელში დაჭერა, რადგან ღილაკზე ხელის დაჭერით თავად ასრულებს ყველაფერს.

მას არ სჭირდება რეცხვა, რადგან სტაციონალური ბლენდერების უმრავლესობას თვითწმენდის ფუნქცია გააჩნია.

ეს ფუნქცია გარდა იმისა, რომ თავიდან აგარიდებთ ბასრ დანებთან შეხებას, საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია.

 

ბლენდერის ჯამი

მასალის ტიპი

ბლენდერის მასალის ტიპიძალიან მნიშვნელოვანია რა მასალისგან არის დამზადებული სტაციონალური ბლენდერის ჯამი. ძირითადად ორი ტიპის ჯამი გვხვდება, პლასტმასის და მინის.

ორივე მათგანს თავის პლუსები და მინუსები გააჩნია.

მინა არ იბურება, არ იკიდებს სუნს, არ იკაწრება, შეიძლება მისი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც, თუმცა ის შეიძლება ძალიან ადვილად გაგიტყდეთ, მისი შემცვლელი კი რთულად შესაძენია.

პლასტმასი დროთა განმავლობაში იბურება, არასასიამოვნო ფერს იღებს, ადვილად იკაწრება. ასეთ ბლენდერებში არ არის რეკომენდირებული ძალიან ცხელი პროდუქტის ჩასხმა, სამაგიეროდ პლასტმასის ჯამები არ იმსხვრევა ის უფრო  მტკიცე, მოსახერხებელი და პრაქტიკულია.

მწარმოებლებმა გაითვალისწინეს ჯამის მასალის ეს თავისებურებები და თანამედროვე მოდელებში უკვე გვხვდება ისეთი სპეციალური პლასტიკისგან დამზადებული ჯამები, რომელიც უძლებს დარტყმას, ინარჩუნებს გამჭვირვალობას, არ იბურება, არ იკაწრება და არ იღებს სუნს.

 

ჯამის მოცულობა

 

ბლენდერის ჯამის მოცულობაგასათვალისწინებელი ფაქტორია ჯამის სიდიდე და ტევადობა, პრაქტიკაში გვხვდება ჯამები 400 მილილიტრიდან 0,4ლ-2ლიტრამდე.

ასე რომ თქვენი გადასწყვეტია რა რაოდენობის კოქტეილების მომზადებას აპირებთ და რა ტევადობის ჯამი გჭირდებათ, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ჯამის საერთო მოცულობა არაა სასარგებლო (გამოსაყენებელი) მოცულობა, მის გამოსათვლელად - საერთო მოცულობას (რაც ბლენდერზეა მითითებული) უნდა გამოაკლოთ მიახლოებით 200 მილილიტრი.

ანუ თუ ბლენდერის საერთო მოცულობაა 2ლიტრი, მისი სასარგებლო მოცულობა იქნება 1,8 ლიტრი.

 

ბლენდერის სიმძლავრე

 

ბლენდერის სიმძლავრესტაციონალური ბლენდერების სიმძლავრე მერყეობს 220-1300 ვატამდე.

შესაბამისად, რაც უფრო მეტია ეს პარამეტრი, მით უფრო ფუნქციონალურია ხელსაწყო.

ჩვეულებრივ, ბლენდერი, რომლის სიმძლავრე შეადგენს 500-700 ვტ-ს, ადვილად უმკლავდება უმი ბოსტნეულისა და ყინულის დამუშავებას, მაშინ როცა დაბალ სიმძლავრიან ბლენდერს შეუძლია დაამუშავოს მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული, რბილი ხილი, ათქვიფოს კვერცხი და კოქტეილები.

 

სიჩქარეთა რაოდენობა

 

ბლენდერის სიჩქარეთა რაოდენობასულ უფრო იშვიათად გვხვდება ბლენდერები, რომელთაც მხოლოდ ერთი სიჩქარე აქვს. ძირითადად გვხვდება მოწყობილობები 2-5 სიჩქარით.

თუმცა არსებობს 12-14 სიჩქარიანი ბლენდერებიც. რამოდენიმე სიჩქარის არსებობა საშუალებას იძლევა აირჩიოთ ბლენდერის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმი კონკრეტულ შემთხვევაში და მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

არსებობს მოდელები სიჩქარის მწყობრი რეგულირებით. ეს საშუალებას იძლევა უფრო მკაფიოდ და ზუსტად თქვენი სურვილით აკონტროლოთ და არეგულიროთ მუშაობის პროცესი.

ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია  ტურბორეჟიმით, რომელიც მუშაობის სიჩქარეს აძლიერებს განსაზღვრული დროის განმავლობაში.

 

გაწმენდა და მოვლა

 

ბლენდერის გაწმენდა და მოვლასტაციონალურ ბლენდრებს შეიძლება აღჭურვილი იყოს ავტომატური თვითგაწმენდის ფუნქციით.

პრინციპში ბლენდერის გარეცხვა არ არის რთული, მაგრამ არსებობს იმის რისკი, რომ გარეცხვის პროცესში ხელი გაიჭრათ ხელსაწყოს ბასრ დანებზე.

ამიტომ იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ტრამვის შესაძლებლობა, შეძინეთ ბლენდერი ავტომატური თვითგაწმენდის ფუნქციით.

ამ შემთხვევაში მუშაობის დასრულების შემდეგ ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ხელი დააჭირეთ თვითგაწმენდის ღილაკს, საცმი იბრუნებს, ხოლო წყალი გარეცხავს ჯამის შიგთავსსა და დანებს.

თუ ბლენდერს არ გააჩნია თვითწმენდის ფუნქცია, დააკვირდით, მას ადვილად უნდა ეხსნებოდეს დეტალები და შესაძლებელი იყოს მათი ჭურჭლის სარეცხ მანქანში უპრობლემოდ გარეცხვა.

 

ჩასატვირთი ბლენდერი

 

ჩასატვირთი ბლენდერიჩასატვირთი ბლენდერი წარმოადგენს პლასტმასის ან მეტალის ღერძს (ფეხს), მას წაგრძელებული ფორმა აქვს. გააჩნია ორფრთიანი დანა  ღერძის ბოლოში პროდუქტების შერევისა და დაქუცმაცებისათვის.

იგი ოპტიმალურია სოუსების, პიურეს მოსამზადებლად. თხილის, ნიგვზის დასაფქვავად, მწვანილის, ხახვის და ა.შ დასაჭრელად(თუმცა ის ბოსტნეულს ისე დააქუცმაცებს, რომ მისგან სალათს ვერ დაამზადებთ).

ასეთი ბლენდერი ძალიან მოსახერხებელია პატარა პორციების და მცირე რაოდენობის პროდუქტების მოსამზადებლად.

ჩასატვირთი ბლენდერი შეუცვლელი ხელსაწყოა თუ თქვენ სახლში პატარა გყავთ, რადგან მისი საშუალებით თქვენ რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ ფაფა.

ასეთი ტიპის ბლენდერი სამზარეულოში ძალიან პატარა ადგილს იკავებს. მისი ჩატვირთვა ნებისმიერ ჭურჭელში შეიძლება. თანამედროვე მწარმოებლები  ბლენდერებს მრავალი დამატებითი საცმებით აღჭურვავენ, რაც მას მრავალფუნქციურ სამზარეულო კომბაინად აქცევს.

ჩასატვირთ ბლენდერებს სტაციონალურისაგან განსხვავებით ის მინუსი აქვს, რომ ის მუშაობის პროცესში ხელში უნდა გეჭიროთ, ამის გამო, თუ დიდი მოცულობის სამუშაო გაქვთ შესასრულებელი, შესაძლოა ხელი დაგეღალოთ.

 

მასალის ტიპი

 

ბლენდერის მასალის ტიპიჩასატვირთი ბლენდერი ძირითადად ორი მასალისგან მზადდება - პლასტმასი და მეტალი.

მეტალის ბლენდერი უფრო მტკიცეა. ამას გარდა პლასტმასის ჩაშვება ცხელ პროდუქტებში არ შეიძლება.

ამიტომ თუ ბლენდერი ცხელ პროდუქტებთან სამუშაოდ გჭირდებათ, უმჯობესია იგი მეტალის კორპუსით შეიძინოთ.

თუმცა მოსავლელად უფრო მარტივი და კომფორტული პლასტმასის ბლენდერია.

 

სიმძლავრე და სიჩქარის რეგულირება

 

ბლენდერის სიმძლავრე და სიჩქარის რეგულირებაჩასატვირთი ბლენდერის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს. არსებობს ჩასატვირთი ბლენდერები 200-დან 800 ვატამდე სიმძლავრით.

რაც უფრო მეტი სიმძლავრე აქვს ბლენდერს, მით უფრო მალე გაუმკლავდება იგი შესასრულებელ სამუშაოს და ხელებიც არ დაგეღლებათ.

რაც უფრო დიდხანს მუშაობს იგი, მით უფრო წვრილად ამუშავებს პროდუქტს.

ჩასატვირთვი ბლენდერისათვის ასევე მნიშვნელოვანია სიჩქარეთა რაოდენობა.

არსებობს 2-დან 15 სიჩქარიანი ბლენდერები. საუკეთესოა თუ ბლენდერს სიჩქარის მწყობრი რეგულირება გააჩნია. საერთოდ კი რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს ბლენდერს, მით უფრო მოსახერხებელია ოპტიმალური სიჩქარის შერჩევა მოცემული პროდუქტისათვის.

 

საცმის ტიპები

 

ბლენდერის საცმის ტიპებიიმის გათვალისწინებით, თუ რა დამატებითი საცმები მოყვება ბლენდერს, შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა მიზნით გამოიყენებთ მას.

ბლენდერს შეიძლება ქონდეს სხვადასხვა სახის საცმები: დასაქუცმაცებელი დანები, ყინულის დასამსხვრევი საცმი, კვერცხის და ბეზეს სადღვები და ა.შ.

გირჩევთ განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ბლენდერის საცმების რაოდენობასა და მრავალფეროვნებას, რადგან მათ შორის შესაძლოა იყოს ისეთი საცმები, რომელიც არასოდეს დაგჭირდეთ, ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ იმ საცმებზე, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ.

და ბოლოს, მთავარია ჩასატვირთი ბლენდერის არჩევისას, ყურადღება გაამახვილოთ მის სიმძლავრეზე და სიჩქარეზე.

ორივე ტიპის, სტაციონალური და ჩასატვირთი ბლენდერის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ კაბელის სიგრძეს, წინასწარ შეარჩიეთ ადგილი სადაც ძირითადად უნდა ამუშაოთ ხელსაწყო. სასურველია თუ თქვენს მიერ არჩეული ბლენდერის კაბელს შესაბამისი სიგრძე ექნება.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ