მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 21764 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მამაკაცისთვის ელექტროსაპარსი შეუცვლელი ელექტრონული ხელსაწყოა, რადგან იგი სწრაფი, ეფექტური, უსაფრთხო და კოფორტულია.

 

მშრალი თუ ნოტიო პარსვა

 

მშრალი პარსვაზოგადად, პარსვის ძირითად პრობლემას, კანის გაღიზიანება წარმოადგენს. ამის მიზეზია ის, რომ საპარსი მოწყობილობები აცლის კანს ზედა დამცველ შრეს, რის გამოც იგი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება გარემოს გარეგანი ზემოქმედების მიმართ.

ამიტომ, მამაკაცები, რომლებიც წვერის პარსვას მექანიკური საპარსი მოწყობილობებით (სამართებელი) ამჯობინებენ (”ნოტიო პარსვა”), იყენებენ სხვადასხვა ასაქაფ საშუალებებს, ხოლო პარსვის დამთავრების შემდეგ კი კრემებს და ლოსიონებს.

პარსვის უსაფრთხო საშუალებად ითვლება ”მშრალი პარსვა”, რომელიც ელექტროსაპარსის საშუალებითაა შესაძლებელი. ამ დროს საპარსის მჭრელი პირები ჩამონტაჟებულია საპარსის სპეციალურ თავებში და ფაქტიურად არ ეხება კანს.

სოციოლოგების გამოკვლევით მამაკაცების უმრავლესობა უფრო ”ნოტიო პარსვას” ამჯობინებს, რადგან მათ მოსწონთ თბილი წყლით წვერისა და კანის დალბობა, ქაფის გამოყენება, რომელიც საპარსის მჭრელი დანის კანზე სრიალს უწყობს ხელს.

ნოტიო პარსვისთვისეს ყველაფერი გაითვალისწინეს ელექტროსაპარსების მწარმოებლებმა და შექმნეს ელექტროსაპარსები, რომლის საშუალებითაც ”ნოტიო პარსვა” (კრემის გამოყენებით) არის შესაძლებელი.

ასეთი ელექტროსაპარსის გამოყენება  შხაპის მიღების დროსაც კი შეიძლება. ეფექტურად და კომფორტულად პარსვის გარდა ”ნოტიო ელექტროსაპარსს” მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, მისი მოვლა ძალიან მარტივია, რადგან გასაწმენდად საჭირო არ არის სპეციალური საშუალებების გამოყენება, იგი შეიძლება უბრალოდ გარეცხოთ წყლის ნაკადის ქვეშ და შეინახოთ აბაზანაში მაღალი ტენიანობის პირობებშიც კი.

გარდა ამისა ბაზარზე წარმოდგენილია მოდელები, რომელსაც სპეციალური დოზატორიანი რეზერვუარი აქვს ლოსიონის ან  გელისათვის.

რა თქმა უნდა ნოტიო ელექტრო წვერსაპარსი ჩვეულებრივად გამოიყენება ”მშრალი პარსვისთვისაც”.

 

ყოველდღიური, თუ იშვიათი მოხმარებისთვის

 

წვერის ელექტროსყოველდღიური თუ იშვიათი მოხმარებისთვისაპარსის შეძენის წინ უნდა ჩამოყალიბდეთ, ყოველდღიურად გსურთ მისი, როგორც ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენება, თუ იშვიათად, შემთხვევიდან შემთხვევამდე, სხვადასხვა პირობებში.

თუ მისი გამოყენება ყოველდღიური მოხმარებისთვის გსურთ, ამასთან ”ნოტიო პარსვა” მოგწონთ და არა ხართ წინააღმდეგი იგი აბაზანის პირობებშიც გამოიყენოთ, უმჯობესია თუ ”ნოტიო ელექტროსაპარსს შეიძენთ.

მაგრამ თუ მისი გამოყენება იშვიათად გსურთ, ძირითადად ავტომობილში, მგზავრობის დროს და ა.შ ”ნოტიო ელექტროსაპარსისის” შეძენას რომელიც გაცილებით ძვირი ღირს არავითარი აზრი არა აქვს.

სამგზავრო მიზნებისთვის უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ, აქვს თუ არა წვესაპარსს მანქანაში დამუხტვის შესაძლებლობა, რამდენად დიდხანს ძლებს მისი ბატარეა (აკუმულიატორი) და რამდენად სწრაფად იმუხტება იგი.

 

წვერსაპარსის ტიპები

 

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ წვესაპარსის შეძენის დროს, არის ის, თუ რომელი ტიპის საპარსის შეძენა გსურთ.

წვერის ელექტროსაპარსები იყოფა ორ ძირითად ტიპად, რომელთაც თავისი ღირსებაცა და ნაკლიც გააჩნია.

 

»» ბადისებრი ტიპის  წვერსაპარსი - წვერი იჭრება ვიბრირებული მჭრელი პირებით, რომელიც გამოყოფილია კანის ზედაპირისგან ფოლადის წვრილი ბადის საშუალებით;

»» როტორული ტიპის  წვერსაპარსი -წვერი იჭრება მცირე ზომის  მბრუნავი მჭრელი დანებით, რომელიც გამოყოფილია კანის ზედაპირისგან სპეციალურ საპარსი თავებით;

 

ბადისებრი ტიპის წვერსაპარსი

 

ბადისებრი ტიპის წვერსაპარსიითვლება, რომ ბადისებრი ტიპის წვერსაპარსები ნაკლებად აზიანებს კანს. იგი საუკეთესოა იმათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

გარდა ამისა არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი საპარსები უკეთესად უმკლავდება შედარებით გრძელ (მოშვებულ) წვერს.

თუმცა ისინი ნაკლებად სუფთად პარსავს წვერს, ვიდრე როტორული ტიპის წვერსაპარსი.

 

როტორული ტიპის წვერსაპარსი

 

როტორული ტიპის წვერსაპარსიროტორული ტიპის წვერსაპარსის ღირსებად ითვლება ის, რომ იგი ძალიან მოსახერხებელია მოკლე წვერის პარსვის დროს.

ამას გარდა  შესანიშნავად უმკლავდება უსწორმასწოროდ, არათანაბრად და სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილ წვერსაც კი.

ითვლება რომ ასეთი საპარსები უფრო სუფთად პარსავს წვერს.

თუმცა როტორული ტიპის წვერსაპარსს არ ურჩევენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანი აქვთ.

 

საპარსის თავების რაოდენობა და მათი მოძრაობა

 

როგორ ავირჩიოთ წვერსაპარსიპარსვის ხარისხზე და სისუფთავეზე დიდ გავლენას ახდენს საპარსი თავების რაოდენობა და აგრეთვე ის, თუ როგორ მოძრაობენ ისინი პარსვის პროცესში.

ბადისებრი ტიპის წვერსაპარსს ერთიდან სამამდე საპარსის თავი შეიძლება ქონდეს, შესაბამისად რაც უფრო მეტი საპარსის თავი აქვს მას, მით უფრო უკეთესია პარსვის ხარისხი.

ბადისებრ წვერსაპარსების სხვადასხვა მოდელებს სხვადასხვა ფორმის საპარსი თავი გააჩნია.

მაგალითად საუკეთესოა მოდელი, რომელსაც რკალისებრი ფორმის საპარსი თავი აქვს.

მისი დახმარებით ხელსაწყო უფრო სუფთად პარსავს, ვიდრე მექანიკური ხელის საპარსი და ამასთანავე გამორიცხავს კანის ნებისმიერ დაზიანებას.

როტორული ტიპის წვერსაპარსს ორი ან სამი საპარსის თავი გააჩნია, ამის მიხედვით განასხვავებენ ელექტროსაპარსებს ორმაგი ან სამმაგი პარსვის სისტემით.

როგორ ავირჩიოთ წვერსაპარსიშესაბამისად რაც უფრო მეტია საპარსი თავების რაოდენობა, მით მაღალია პარსვის ხარისხი.

გარდა ამისა ბაზარზე წარმოდგენილია როტორული ტიპის წვერსაპარსები უძრავი და მცურავი (მოძრავი) საპარსი თავებით.

წვერსაპარსი მცურავი (მოძრავი) საპარსი თავით პარსვის პროცესს უფრო კომფორტულსა და სუფთას ხდის.

ის ბრწყინვალედ პარსავს წვერს ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი.

მცურავ საპარსის თავიან  წვერსაპარსებს შორის არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელთაც მოძრაობის მიმართულების სხვადასხვა რიცხვი გააჩნია.

 

ტრიმერი

 

ტრიმერიტრიმერი არის წვერის, თმისა და ბაკების შესაჭრელი და შესასწორებელი მოწყობილობა.

თუ წვერსა და ულვაშს ატარებთ (მის გარეშედაც), კარგია თუ თქვენს წვერსაპარსს ექნება ტრიმერი.

თანამედროვე წვერსაპარსების (როგორც ბადისებრი, ასევე როტორული ტიპის) ფართო სპექტრი, აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ტრიმერით. მაგრამ უფრო მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბადისებრი ტიპის წვერსაპარსის ტრიმერები

»» მცურავი ტრიმერი - წვერის შეჭრის საშუალებას იძლევა, ამავდროულად ის იმეორებს სახის კონტურებს;

»» უძრავი ტრიმერი - წვერის, ულვაშების და ბაკების შესასწორებლად;

»» ინტეგრირებული ტრიმერი - გამოიყენება როგორც დამატებითი მჭრელი პირი, რომელიც მოთავსებულია ორ, ბადიან  საპარს თავს შორის;

»» გამოსაწევი ტრიმერი - ცალკე მჭრელ დანას წარმოადგენს, იგი ყველაზე კომფორტულია და საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც წვერს ატარებს და უნდა იგი სულ ფორმაში ქონდეს. ასევე იგი წარმატებით ართმევს თავს გრძელი თმების შეჭრას.

ზოგიერთი ადამიანი მოდურად მიიჩნევს ოდნავ გაუპარსავ წვერს, რომლის მისაღწევად ტრიმერი საუკეთესო საშუალებაა.

 

აკუმულიატორი  და  დენის წყარო

 

წვერსაპარსის დასამუხტი საშუალებაყურადღება უნდა მიაქციოთ  წვერსაპარსი დენის წყაროზე მუშაობს, აკუმულიატორზე თუ ორივეზე ერთად.

რა თქმა უნდა, აკუმულიატორით აღჭურვილი წვერსაპარსი ორივე შემთხვევაში უმჯობესია, სახლის პირობებში იყენებთ მას თუ მოგზაურობის დროს.

თუ მისი გამოყენება ხშირად მანქანაში გიწევთ, უმჯობესია აირჩიოთ მოდელი, რომლის დამუხტვა და გამოყენება ავტომობილშიც არის შესაძლებელი, ან შეიძინოთ სპეციალური დენის გადამყვანი.

ზოგადად, რაც უფრო მეტია აკუმულიატორის ტევადობა, მით უფრო დიდი ხანი მოგემსახურებათ აკუმულიატორი დენის წყაროს გარეშე და მით უფრო კომფორტული იქნება მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ პირობებში.

ასეთ წვერსაპარსებს კომპლექტში მოყვება დასამუხტი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დენის კაბელს ან უკონტაქტო სადგარს, რომელშიც შეგეძლებათ მოათავსოთ თქვენი წვერსაპარსი და ისე დამუხტოთ იგი.

აკუმულიატორით აღჭურვილი ელექტრო საპარსები ერთმანეთისგან განსხვავდება აკუმულიატორის ტევადობით და დამუხტვის სისწრაფით. ძირითადად ასეთი საპარსებს გააჩნიათ ლითიურ-იონური აკუმულატორები, რომელიც იმუხტება 1ან 2 საათში, ხოლო მათი მუშაობის ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს ერთ დღეს ან ერთ კვირას, არის მოდელები, რომელიც დამუხტულ მდგომარეობაში ერთი თვე მოგემსახურებათ. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ინდიკატორებით, რომელიც მიუთითებს ამა თუ იმ ოპერაციის შესახებ და გიჩვენებთ რამდენი ხანი მოგემსახურებათ კიდევ დაუმუხტავად თქვენი საპარსი.

ბევრი უკანასკნელი, თანამედროვე მოდელი აღჭურვილია მიკროკომპიუტერითა და თხევადკრისტალური დისპლეით, რომელიც აკონტროლებს საპარსს და უჩვენებს ყველა იმ ოპერაციას, რაც ხორციელდება მისი საშუალებით, მაგალითად:

 აკუმულიატორის დამუხტვისა და განმუხტვის დონის ინდიკატორი;

 გაწმენდის ინდიკატორი (შეიძლება გააჩნდეს თვითწმენდის ფუნქციაც)

 მჭრელი დანების შეცვლის ინდიკატორი

 განმუხტული აკუმულიატორის ინდიკაცია

 და სხვა

 

მასალა

 

წვერსაპარსის კორპუსის მასალაწვერსაპარსის კორპუსი დამზადებული უნდა იყოს მყარი პლასტმასის, ან უჟანგავი ფოლადი- პლასტმასის კომბინაციისგან.

მჭრელი სამართებლის პირები და საპარსი თავები ძირითადად მზადდება სპეციალური, მტკიცე, მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან. რომელიც უნდა იყოს ბასრი და ამავე დროს არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ზოგიერთი მწარმოებელი ამისთვის იყენებს უჟანგავი ფოლადის სპეციალურ მასალას ”Sandvik Nanoflex”, რომელიც თავისი ხარისხით ქირურგიული ფოლადების დონეს უტოლდება

თანამედროვე საპარსები დიზაინის თვალსაზრისით საკმაოდ ესთეტიურად გამოიყურება, ისინი მოპირკეთებულია ქრომისა და ხარისხიანი რეზინის დეტალებით, რაც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და ხელში დასაჭერადაც უაღრესად კომფორტულია.

ამიტომ შეძენის წინ კარგად დააკვირდით კორპუსს, შეიძლება იგი ძვირფასი მასალისგან არ იყოს დამზადებული, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მტკიცე, ყოველგვარი (თუნდაც ძალიან მცირე) ღრიჭოებისა და უსწორმასწორობების გარეშე.

 

კომპლექტაცია

 

წვერსაპარსის კომპლექტაციაარჩევანის გაკეთების მომენტში, ყურადღებით შეამოწმეთ, თუ რა მოჰყვება კომპლექტში წვერსაპარსს, რომლის შეძენასაც აპირებთ.

თითქმის ყველა წვერსაპარსს ძირითადად მოყვება დამცავი ხუფი და რბილი ან უხეში სამგზავრო ჩანთა.

აგრეთვე საპარსის თავების გასაწმენდი სპეციალური ჯაგრისი, დასამუხტი კაბელი ან დასამუხტი სპეციალური სადგარი.

თუ ასეთი სადგარი საპარსს არ მოჰყვა, იცოდეთ რომ ცალკე მისი შეძენა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

ზოგიერთ მაღალხარისხიან მოდელს კი თვითწმენდის სისტემა  ”Jet Clean ”, ასევე ინსტრუქცია.

 

თანამედროვე საპარსი მოწყობილობები

 

დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე, სხვადასხვა მწარმოებლების მიერ მრავალფეროვანი ელექტრო წვერსაპარსებია წარმოდგენილი, მაგრამ არ შეიძლება მათგან არ გამოვყოთ Philips, Braun, Panasonic და Remington.

 

Philips

 

ფილიპსიPhilips - ძირითადად როტორული ტიპის წვერსაპარსებს აწარმოებს.

ფილიპსის კომპანიის სპეციალისტები, პერსონალური მოხმარების ინსტიტუტების საშუალებით, სწავლობენ პარსვის პროცესს: როგორ იჭრება წვერი, საპარსის რა დაწოლის ქვეშ იქნება მათი მოჭრა უფრო ეფექტური, რა ემართება სახის კანის ბუნებრივ ელასტიურობას პარსვის მომენტში.

ამ ინსტიტუტების ამოცანაა საპარსი მოწყობილობების სამეცნიერო გამოკვლევები და ტესტირებები. ამისთვის კომპიუტერის საშუალებით იზომება კვ/სმ-ზე თმის რაოდენობა და სიგრძე, ოპტიკური საშუალებებით ხდება მამაკაცის სახის კონტურების დადგენა, ხოლო სპეციალური მოწყობილობით ხდება საპარსის თავის სახეზე ზემოქმედების განსაზღვრა.

ყველა ის შეგრძნება და რეაქცია, რომელიც თან ახლავს პარსვის პროცესს, შეისწავლება წამყვან დერმატოლოგიურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ელექტრო წვერსაპარსების შექმნის წინაპირობაა.

Rota Action”, ”Double Action”,” Micro Action”, ”Reflex Action” და უახლესი სისტემა ”Quadrа Action” კორპორაცია კორპორაცია ”Philips”- ის სპეციალისტების რუდუნებული შრომის შედეგია.

ამ სისტემებს შესანიშნავი თვისებები ახასიათებს, მაგალითად:

 მუშაობის რეჟიმის მაღალი ხანგრძლივობა ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯზე;

 მაღალი სიმძლავრე უხმო რეჟიმის პირობებში;

 ვიბრაციის არარსებობა;

 საპარსი დანების თვითალესვის უნარი;

 ორდანიანი სისტემა (ერთი დანა წამოწევს და უმზადებს წვერს მეორე დანას, რომელიც მაქსიმალურად სუფთად, კანთან ახლოს ჭრის მას);

 3600-ით მოძრავი მიკროარხიანი საპარსი თავები, რომელზეც ჭრილები სინქრონულადაა განლაგებული რაც უნიკალურად იმეორებს სახის კონტურს და მაქსიმალურად ზრდის პარსვის ხარისხს;

 და ა. შ.

Braun

 

ბრაუნიBraun - ის მიერ ძირითადად წარმოდგენილია ბადისებრი ტიპის ელექტროწვერსაპარსები (თუმცა არის გამონაკლისებიც) რომელიც გამოირჩევა პარსვის ზუსტი სისტემით.

Braun- ის წვერსაპარსები  პირობითად სამ ჯგუფად იყოფა:

1) 1000და 2000 სერიები - უძრავი, ძალიან წვრილი(10მმ) მპარსავი თავით, რომელიც ყველაზე მარტივი აპარატებია ბრაუნის მოდელებში;

2) 3000 სერია - ”Flex  Control”- ის ორმაგი სისტემით, ამ მოდელებზე ორი მპარსავი ბადე დამაგრებულია საპარსის ”მცურავ” თავზე;

3) 5000-6000 და ზევით სერიები -  მათ გააჩნიათ Flex Integral”-ის სამმაგი მპარსავი სისტემები. ამ  აპარატების ”მცურავი” თავი აღჭურვილია ორი მპარსავი ბადით და მათ შორის მოთავსებული ტრიმერით. ასეთი მოდელები ყველაზე დახვეწილია, მათ ”Ultra Speed”- ის ყველაზე მძლავრი, მაღალსიჩქარიანი ძრავები გააჩნია.

 

Panasonic

 

პანასონიკიPanasonic -ი, ისევე როგორც Braun-ი ძირითადად ბადისებრი ტიპის ელექტრო წვერსაპარსებს აწარმოებს.

მისი მოდელებიც, ისევე როგორც ბრაუნისა, ძირითადად სამ ჯგუფად იყოფა:

1) საპარსი ერთი უძრავი თავით და ერთი ბადით;

2) საპარსი ორი მცურავი სისტემით;

3) საპარსი სამმაგი მცურავი სისტემით.

პანასონიკმა საპარსის მცურავი თავების მოძრაობის საკითხი თავისებურად გადაწყვიტა, მაგალითად ბრაუნის ფირმის საპარსების თავები მოძრავადაა დაყენებული და 30% -ით იხრება სხვადასხვა მხარეს, რითაც იმეორებს სახის კონტურს. პანასონიკში კი მპარსავი ბადისა და ტრიმერის მცურავი მოძრაობა ურთიერთდამოუკიდებლად ხორციელდება.

პანასონიკის თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ახალი კოსტრუქციის ბადით, რომელიც წარმატებით უმკლავდება როგორც დიდი, ასევე პატარა წვერის ეფექტურად პარსვას. ეს ბადეები მზადდება სპეციალური შენადნობებისგან, რაც მის ჰიგიენურობის გარანტიას იძლევა.

კიდევ ერთი სიახლე, შიგა დანების სპეციალური სისტემა, რომელიც გამოყენებულია ბოლო მოდელებში. ძველ მოდელებში დანები თითქმის მართი კუთხით (88 გრადუსით) ით იყო შესრულებული, ახალი მოდელების  მჭრელ დანებს კი  60 გრადუსი დახრის კუთხე აქვთ. ამის დამსახურებით პარსვის პროცესი მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, კომფორტულად და შედეგიც გაცილებით სუფთა და ხარისხიანია.

კანის გაღიზიანება  წვერსაპარსის  მოძრაობის რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ხარისხიანად ითვლება ის საპარსი, რომელიც ერთი შეხებით და რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობით პარსავს ბევრ წვერს. ამისთვის კი საჭიროა საპარსი დანების მოძრაობის დიდი სიჩქარე.

პანასონიკმა ეს პრობლემა მოაგვარა, იმით, რომ ბოლო, საუკეთესო მოდელებში გამოიყენა  განსაკუთრებულად ძლიერი ძრავი  ” Linear drive ” (ელექტრომაგნიტური პულსირებით). მისი საჭრელი დანების რხევის ამპლიტუდა წუთში 13000 ბრუნს აღწევს. ამ ფუნქციამ ფაქტიურად გაანახევრა პარსვის დრო.

 

Remigton

 

რემინგტონირემინგტონის ელექტრო წვერსაპარსები უაღრესად კომფორტულია, მათი მჭრელი დანები ანვითარებენ საოცარ სისწრაფეს, შედეგად თქვენ შეგიძლიათ გაიპარსოთ ყველაზე ხშირი წვერი  მაშინაც  კი, როცა საპარსი მხოლოდ მცირედით არის დამუხტული.

Remington -ი, ისევე როგორც ბრაუნი და პანასონიკი ძირითადად ბადისებრი ტიპის ელექტრო წვერსაპარსებს აწარმოებს, თუმცა არსებობს ამ ფირმის როტორული ტიპის წვერსაპარსებიც.

ორმაგი და სამმაგი მპარსავი სისტემით აღჭურვილი რემინგტონის მშრალი და ნოტიო წვერსაპარსები. მათი მთავარი მახასიათებელი ორ რიგად განლაგებული მჭრელი დანებია, რომელიც თავისუფლად მოძრავ საპარს თავებშია განლაგებული და ”Flex” ტექნოლოგიის დამსახურებით მაქსიმალურად სუფთად იღებს წვერს. გარდა ამისა ამ საპარსებს თხევადკრისტალური დისპლეი და სხვადასხვა ოპერაციის მაჩვენებელი ინდიკატორებით გააჩნია.

რემინგტონის წვერსაპარსები დიდი ნდობითა და მოთხოვნით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით არ უნდა გაგიჭირდეთ სწორი არჩევანის გაკეთება, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ ყველა თქვენთვის საჭირო დეტალს და იმ ფუნქციას, რომელიც თქვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ