მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 18322 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ფრიტურნიცაფრიტურნიცა ელექტრონული ხელსაწყოა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პროდუქტების შეწვა მცენარეულ ზეთში (ცხიმში).

სწორედ მისი საშუალებითაა შესაძლებელი კარტოფილი „ფრის“ დამზადება.

ბევრი ფრიტურნიცას მხოლოდ „ფრის“ დასამზადებლად იყენებს, თუმცა მისი გამოყენებით, ადუღებულ ზეთში, გარდა კარტოფილის ფრისა, შეიძლება სხვა პროდუქტების - თევზის, ფრინველის, სოკოს, ბოსტნეულის, ზოგიერთი ხილის, აგრეთვე ფუნთუშებისა და ღვეზელების მომზადება.

რა თქმა უნდა „ფრის“ და სხვა პროდუქტების მომზადება გაზქურაზეც შეიძლება, ღრმა ტაფაზე, მაგრამ ეს ძალიან მოუხერხებელი და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიცაა.

გარდა ამისა ფრიტურნიცით მომზადებული პროდუქტი შეუდარებლად გემრიელია, რადგან ფრიტურნიცის ადუღებულ ზეთში (ან სხვა ცხიმში) ჩაშვებული პროდუქტის კანი ზომიერად და დროის უმოკლეს მონაკვეთში იბრაწება და ხრაშუნა ხდება, შიგთავსი კი ნაზი რჩება.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ფრიტურნიცით მომზადებული პროდუქტი ძალიან კალორიულია, ამის გამო ბევრი უარს ამბობს ამ საკმაოდ მოსახერხებელი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებაზე.

ამიტომ სასურველია თუ ფრუქტურნიცით „ბოროტად“ არ ისარგებლებთ და მისი საშუალებით მომზადებულ პროდუქტს ყოველდღიურად არ მიირთმევთ.

 

მოცულობა 

ფრიტურნიცას ჯამი

 

ფრიტურნიცას ჯამიფრიტურნიცის ჯამი შეიძლება დამზადებული იყოს ალუმინისგან, ან უჟანგავი ფოლადისაგან, აგრეთვე შეიძლება იყოს ემალირებული, ან სპეციალური, ცეცხლგამძლე მასალით მოპირკეთებული, რომელიც გამორიცხავს ჯამის კედელზე პროდუქტის მიწვის შესაძლებლობას.

ალუმინი და უჟანგავი ფოლადი შესანიშნავი მასალაა, თუმცა ყველაზე გამძლე და მოსახმარად კომფორტული. ცეცხლგამძლე მასალისგან დამზადებული ჯამია

თუ დიდი ოჯახი გაქვთ, სასურველია ისეთი ფრიტურნიცა შეიძინოთ, რომელსაც დიდი და ტევადი ჯამი აქვს.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მცენარეული ზეთის (ან ცხიმის) ხარჯი, ჯამის სიდიდის პირდაპირპროპორციულად იზრდება.

ამიტომ უმჯობესია, თუ აირჩევთ ფრიტურნიცას, რომელსაც ზომიერი ჯამი გააჩნია.

მაგალითად, ფრიტურნიცას, რომელშიც თავსდება 1 კგ  200 გრამიანი კარტოფილის ნაჭრები, სჭირდება 2 და უფრო მეტი ლიტრი ზეთი, მიღებული პროდუქტი კი გათვლილია 4 პორციაზე. ზეთის გამოყენება ამ დროს მრავალჯერადად შეიძლება.

თუ ეს რაოდენობა თქვენთვის ბევრია, მაშინ შესაძლებელია აირჩიოთ უფრო პატარა ზომის ფრიტურნიცა, რომელიც გათვლილია 1 ლიტრ  ზეთზე და 600-700 გრ ცოცხლად დაჭრილ კარტოფილის ჩიფსებზე.

ყველაზე კარგი ვარიანტია ფრიტურნიცა, რომელსაც გააჩნია დახრილად მბრუნავი ჯამი, იგი 50% ზეთის ეკონომიიის საშუალებას იძლევა.

ასეთ მოდელებში, 1-1,2 ლიტრი ზეთი საკმარისია 1 კგ პროდუქტის მოსამზადებლად.

თუმცა არსებობს თანამედროვე, ეგრეთ წოდებული უზეთო ფრიტურნიცებიც (აეროფრიტურნიცა), რომელშიც სასურველი პროდუქტის მომზადება მინიმალური რაოდენობის ზეთითაა შესაძლებელი. მაგალითად 1კგ. კარტოფილი ფრის დამზადებისთვის, საჭიროა მხოლოდ 1 სუფრის კოვზი ზეთი.

ასეთ მოდელებში პროდუქტის მომზადება მიიღწევა ცხელი ჰაერის მასით, რომელიც წარმოიქმნება ფრიტურნიცაში, ჰაერი გავლენას არ ახდენს დამზადებული პროდუქტის ხარისხზე და იგი ძალიან გემრიელია.

 

კალათი

 

ფრიტურნიცას კალათიმნიშვნელოვანი მომენტია მეტალის ბადისგან დამზადებული კალათი, რომლის დანიშნულებაა ის, რომ მოხერხებულად მოხდეს ფრიტურნიცაში პროდუქტის მომზადება.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტი თავსდება არა პირდაპირ ჯამში, რომელშიც უკვე ასხია ზეთი, არამედ  კალათში, ხოლო შემდეგ, კალათი ფაქიზად თავსდება ჯამში, ისე, რომ გამორიცხულია ყოველგვარი შხეფები.

ამიტომ ფრიტურნიცის შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენად მოსახერხებელი კონსტრუქციისაა კალათი და განსაღვრეთ რამდენად კომფორტული იქნება  მისი მოხმარება.

ყურადღება მიაქციეთ კალათის ტევადობას, როგორც წესი იგი მითითებული უნდა იყოს ინსტრუქციაში და ფრიტურნიცის ყუთზეც კი.

ეს მონაცემი აჩვენებს კალათში მოსათავსებელი პროდუქტის (ძირითადად კარტოფილის ნაჭრების) მაქსიმალურ მასას. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი ინსტრუქციაში უთითებს კალათში სხვა პროდუქტების ტევადობის მაქსიმალურ მასასაც.

 

სიმძლავრე

 

ფრიტურნიცას სიმძლავრეფრიტურნიცის შერჩევის მომენტში, ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს, ძირითადად, ფრიტურნიცების სიმძლავრე იწყება 1200 ვატიდან და 2500 ვატს აღწევს.

სიმძლავრე პირდაპირ მოქმედებს ზეთის გაცხელების სიჩქარეზე. რაც უფრო მეტია ფრიტურნიცის სიჩქარე, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო ზეთის გასაცხელებლად. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები ზეთი ეტევა ჯამში, მით უფრო ნაკლები სიმძლავრეა საჭირო მის გასაცხელებლად.

როგორც წესი, ფრიტურნიცას, რომელიც განსაზღვრულია 1 ლიტრი ზეთისთვის, გააჩნია 1200 ვატის ფარგლებში სიმძლავრე, ხოლო ფრიტურნიცა, რომლის სიმძლავრე 2200 ვატის ფარგლებშია, განსაზღვრულია 3-4 ლიტრი ზეთისთვის.

აქედან გამომდინარე, კერძის მომზადების სიჩქარეზე პირდაპირდამოკიდებულია ზეთის გაცხელების სიჩქარეზე, ანუ ფრიტურნიცის სიმძლავრეზე.

 

ფილტრები

 

ფრიტურნიცას ფილტრიფილტრები ფრიტურნიცისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ძირითადად გვხვდება ორი სახის ფილტრი:

»» სუნის საწინააღმდეგო ფილტრი - რომელიც ფილტრავს წვის შედეგად გამოყოფილ ნივთიერებებს, შედეგად სამზარეულოში არ დგება სუნი.

»» ზეთის ფილტრი - რომელიც ფილტრავს ზეთს, რათა ის ვარგისი იყოს მეორედ და მეტად გამოყენების შემთხვევაში.

თავის მხრივ, ორივე ფილტრი (სუნის საწინააღმდეგო და ზეთის ფილტრი), ფრიტურნიცაში არსებობს ორი სახის:

 სტაციონალური - მისი უპირატესობაა ის, რომ იგი არ იცვლება, მუდმივად არის ფრიტურნიცაში და ძალიან მარტივად ირეცხება. ამიტომ საჭირო არ არის ახალი, დამატებითი ფილტრის შეძენა.

 მოსახსნელი (ე.წ კატრიჯი) - ეს ისეთი სისტემაა, რომელიც აკავებს სუნს თავად ფრიტურნიცის შიგნით, იგი პარალელურად ახდენს ზეთის გაფილტვრას და წმენდს მას სხვადასხვა პროდუქტების მინარევებისგან. ასეთი ფილტრი დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის ფრიტურნიცას და მისი მალე გამოცვლა საჭირო არ არის.

ფრიტურნიცას ფილტრიმოსახსნელი (სტაციონარული) ფიტრი, სუნის შეკავების თვალსაზრისით, სტაციონალურზე ეფექტურია.

რაც შეეხება ზეთის გაფილტვრას, ამას ორივე ფილტრი პრაქტიკულად ერთნაირად უმკლავდება.

ზეთის ფილტრები არ შედის ფრიტურნიცის სტანდარტულ კომპლექტაციაში, ამიტომ მისი ცალკე შეძენაა საჭირო.

ზეთის ფილტრი საშუალებას იძლევა სწრაფად გაიფილტროს ზეთი, მაგალითად ხორცის, ან თევზის შეწვის შემდეგ, რათა იგი უმოკლეს დროში იყოს ვარგისი სხვა პროდუქტების მოსამზადებლად.

 

მოვლა, მასალა

 

ფრიტურნიცას მოვლა, მასალაერთ-ერთი საყურადღებო დეტალი, ფრიტურნიცის შერჩევის დროს, არის ის, თუ როგორ ირეცხება იგი.

როგორც წესი, ფრიტურნიცა, საკმაოდ მძიმე ხელსაწყოა. ამავე დროს იგი აღჭურვილია ელექტრონიკით.

ამიტომ ყველაზე ოპტიმალური და მოსახერხებელი ვარიანტია დასაშლელი ფრიტურნიცა, რომელსაც გააჩნია: ზეთისთვის განკუთვნილი მოსახსნელი ჯამი, მოსახსნელი თავსახური და მოსახსნელი ფილტრი, რომელთა გარეცხვა შესაძლებელი იყოს ცალ- ცალკე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც კი.

რაც შეეხება ფრიტურნიცის შიდა კედლები მასალას, იგი დამზადებული უნდა იყოს ან უჟანგავი ფოლადისგან, ან სპეციალური ცეცხგამძლე მასალისგან. ორივე მასალა მყარია, გამძლე და კარგად ირეცხება.

 

გამათბობელი ელემენტი

 

ფრიტურნიცას გამათბობელი ელემენტიფრიტურნიცის გამათბობელი ელემენტი, რომელიც ტენს წარმოადგენს, შეიძლება იყოს როგორც ღია, თვალხილული, ასევე დახურული, რომელიც ზედაპირულად არ ჩანს.

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით, ყველა თანამედროვე ფრიტურნიცას აქვს დახურული გამათბობელი ელემენტი, რომელიც განთავსებულია ბრტყელი, ფოლადის ფირფიტის ქვეშ.

მართალია დახურული გამათბობელი ელემენტი უფრო გვიან ცხელდება, ვიდრე ღია, მაგრამ სამაგიეროდ იგი გაცილებით უსაფრთხოა, ხოლო მოსავლელად მარტივი და კომფორტული.

 

ცივი ფსკერი

 

ფრიტურნიცას ცივი ფსკერიკარგია, თუ ფრიტურნიცას გააჩნია ეგრეთ წოდებული „ცივი ფსკერის (ზონის) სისტემა“.

სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფრიტურნიცის ფსკერსა და გამათბობელ ელემენტს შორის, სპეციალური სისტემის საშუალებით იქმნება შედარებით დაბალი ტემპერატურა.

ასეთი აპარატი საშუალებას იძლევა ზეთი სუფთა მდგომარეობაში შეინახოს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაბამისად ეს ხელს უწყობს ზეთის უფრო ხანგრძლივ გამოყენებასაც.

ამას გარდა შეწვის პროცესი ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მავნეა, რადგან ცივი ზონის არსებობა ხელს უშლის ზეთში ან ცხიმში პროდუქტის დამწვარი ნაწილაკების მოხვედრას.

ასეთი ფრიტურნიცა მოსავლელადაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან ის მთლიანად იშლება და მართვის ბლოკისა და გამათბობელი ელემენტის გარდა ყველა ნაწილის გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშია შესაძლებელი.

 

ტემპერატურის რეგულირება

 

ფრიტურნიცის ტემპერატურის რეგულირებამართვის ბლოკი შეიძლება მდებარეობდეს ფრიტურნიცის ერთ-ერთ გვერდითა პანელში, ან მის თავსახურში.

ზოგჯერ შეიძლება მართვის ბლოკი ორ ნაწილადაც კი იყოს გაყოფილი.

თავად მართვის სისტემა შეიძლება იყოს ორი ტიპის:

»» ნახევრად ავტომატური (ელექტრომექანიკური);

»» ავტომატური ( ელექტრონული);

მათ შორის განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ავტომატური მართვის ბლოკი აღჭურვილია ინდიკატორებით, რომელიც უჩვენებს მომხმარებელს, თუ როდის არის შესაცვლელი ზეთი ან ფილტრი.

მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის ტემპერატურის რეგულიატორი, ანუ ის, თუ როგორ რეგულირდება ტემპერატურა.

ტემპერატურის რეგულირების ორი ვარიანტი არსებობს:

 მწყობრი რეგულირება;

 მკვეთრი რეგულირება;

უფრო მოსახერხებელია, თუ ფრიტურნიცას გააჩნია ტემპერატურის მწყობრი რეგულირების სისტემა, რადგან სხვადასხვა პროდუქტის მომზადების დროს, შესაძლებელია შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაყენება.

ტემპერატურის მკვეთრი რეგულირების სისტემის შემთხვევაში კი შესაძლოა ვერ დააყენოთ ის ტემპერატურა, რომელიც ყველაზე უფრო მისაღებია კონკრეტული პროდუქტისთვის.

 

ტაიმერი

 

ფრიტურნიცას ტაიმერიკარგია თუ ფრიტურნიცას გააჩნია ტაიმერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამა თუ იმ პროდუქტის მოსამზადებლად განკუთვნილი დროის დაყენება.

ამ დროს დიასახლისს შეუძლია აკეთოს თავისი საქმე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრიტურნიცა თავისით გამოირთვება, უბრალოდ ჩაირთვება ტაიმერი, რომელიც გამცნობთ, რომ პროდუქტი უკვე მხადაა.

ტაიმერი შეიძლება იყოს მოსახსნელიც, რომელიც შეიძლება გაიტანოთ სხვა ოთახშიც, რომელშიც იმყოფებით.

ფრიტურნიცის ავტომატურ გამორთვას აზრიც არა აქვს, რადგან ზეთს გააჩნია არც თუ ისე მცირე სითბური ინერცია, ამიტომ გამორთვის შემთხვევაშიც კი პროდუქტი აგრძელებს ფრიტურნიცაში შეწვას და შესაძლოა დაიწვას კიდეც.

ფრიტურნიცაში პროდუქტის მომზადების პროცესი გულისხმობს იმას, რომ პროდუქტი მომზადებისთანავე, სწრაფად უნდა იქნეს ამოღებული ზეთიდან.

ამისათვის ფრიტურნიცის ზოგიერთ თანამედროვე მოდელს, თავსახურის ახდაც კი არ სჭირდება, საკმარისია მხოლოდ სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერა და კალათის სახელურის საჭირო მდგომარეობაში გადაყვანა. შედეგად კალათი ავტომატურად ამოიწევა და ამოტივტივდება ზეთიდან.

 

უსაფრთხოება

 

ფრიტურნიცას უსაფრთხოებაფრიტურნიცა საკმაოდ უსაფრთხო ხელსაწყოა, მართალია ადუღებული ზეთი ძალიან საშიშია, მაგრამ ხელსაწყო ისეთი კონსტრუქციითა დამზადებული, რომ ზიანის მიღება მისგან პრაქტიკულად შეუძლებელია.

რა თქმა უნდა არ შეიძლება ფრიტურნიცას ჩართვა ისე, რომ მისი თავსახური ღია დარჩეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელსაწყო თავად გამოირთვება, თუმცა ზეთი მასში ისევ ცხელი დარჩება.

რაც შეეხება ფრიტურნიცას კედლებს, მუშაობის პროცესში ის თითქმის არ ცხელდება, ყოველ შემთხვევაში მისგან დამწვრობის მიღება შეუძლებელია.

თუ ისე გადით სახლიდან, რომ იგი შემთხვევით ჩართული დაგრჩათ, ის შეწყვეტს მუშაობას, როცა ზეღი მიაღწევს საჭირო ტემპერატურის მაქსიმუმს, ან ამოწურავს წინასწარ განსაზღვრულ დროს.

 

პრაქტიკული რჩევები

 

»» თუ გაყინული პროდუქტის მომზადებას აპირებთ, სასურველია თუ პროდუქტს, კალათში ჩატვირთვის წინ შეძლებისდაგვარად მოაცილებთ ყინულის კრისტალებს.

»» ეცადეთ, რომ მოსამზადებელი პროდუქტი მშრალი იყოს, ეს შეამცირებს ზეთის დანახარჯს.

»» შეეცადეთ არ აურიოთ ახალი და უკვე გამოყენებული ზეთი, ეს არათუ გააუმჯობესებს პროდუქტის გემოს, არამედ პირიქით, გააუარესებს მას.

»» ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხის ზეთს, რადგან შერევის შედეგად ზეთის გაცხელებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

»» ნუ გამოიყენებთ არაქისისა და მცენარეულ ცხიმებს

»» ფრიტურნიცის გამართული მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზეთს, ამიტომ კარგია თუ გამოიყენებთ მცენარეულ, რაფინირებული ზეთს, ასევე ნატურალურ მზესუმზირის ზეთს.

»» თუ ატყობთ, რომ ფრიტურნიციდან ჟონავს ზეთი, ეს შეიძლება მოხდეს ან მასში ჩასხმული ზედმეტი ზეთის გამო, ან ზეთში არასაკმარისად მშრალი პროდუქტების მოხვედრის გამო.

»» იმისათვის რომ პროდუქტები არ მიეწებოს კალათს, კალათი გამოყენების წინ ზეთში მოათავსეთ, ხოლო ზეთში ამის შემდეგ ჩააწყვეთ პროდუქტის ნაჭრები.

»» დროზე გამოცვალეთ ხოლმე მოსახსნელი ფილტრები, იმ პერიოდულობით, როგორც ეს ხელსაწყოს ინსტრუქციებშია მითითებული.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

ფრიტურნიცები ინტერნეტ მაღაზია...

ფრიტურნიცები
სუნის ფილტრით
აეროფრიტურნიცები ფრიტურნიცები
ტაიმერით

ფრიტურნიცები ცივი ფსკერით ფრიტურნიცები
რეგულირებადი თერმოსტატით
ფრიტურნიცების
სრული კატალოგი
ფრიტურნიცები ინტერნეტ მაღაზია...
ფრიტურნიცები
200 ლარამდე
ფრიტურნიცები
ტაიმერით
ფრიტურნიცების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ