მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 29019 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

— სარჩევი —

თმის საკრეჭის ტიპები

ვიბრაციული თმის საკრეჭი მანქანები
როტორული თმის საკრეჭი მანქანები
საკრეჭი მანქანები აკუმულატორით
საკრეჭი მანქანები ტრიმერით
სხვაობა პროფესიონალურ და სამომხმარებლო თმის საკრეჭებს შორის
თმის საკრეჭების მასალა
თმის საკრეჭების სიმძლავრე
თმის საკრეჭის დანის პირები და საცმები
თმის სიგრძის რეგულირება
თმის საკრეჭის ხმაურისა და ვიბრაციის დონე
თმის საკრეჭის კვების წყარო
თმის საკრეჭის კომფორტული მუშაობა
როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ©

 

თმის საკრეჭები მაღაზიათა ქსელში TECHNOBOOM.GE
Aura.ge - Technoboom - Philips HC5450/15 Aura.ge - Technoboom - Philips HC3420 Aura.ge - Technoboom - Philips HC3410/15
Philips HC5450/15 Philips HC3420 Philips HC3410/15

 

თმის საკრეჭის ტიპები

 

როგორ ავირჩიოთ თმის საკრეჭიმოკლე, მამაკაცური ვარცხნილობა არასოდეს გადადის მოდიდან. ასეთი სტილი პრაქტიკულია, მოხერხებული და ბევრ ძლიერი სქესის წარმომადგენელს უხდება.

ქალების უმრავლესობაც უპირატესობას სწორედ მოკლე ვარცხნილობას ანიჭებს, რომელიც მამაკაცს უფრო მამაკაცურ, ბრუტალურ გარეგნობას სძენს.

მუდმივი, მოდური მოკლე ვარცხნილობის შესანარჩუნებლად კი იდეალურია თმის საკრეჭი მანქანები, რომელიც ამ ამოცანას წარმატებით უმკლავდება.

ამიტომ, სამომხმარებლო ბაზარზე, დღესდღეობით წარმოდგენილია თმის საკრეჭი მანქანების ფართო ასორტიმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფასით, კლასით (სამომხმარებლო, ნახევრადპროფესინალური და პროფესიონალური თმის საკრეჭი მანქანები), ტექნიკური მახასიათებლებით, მწარმოებელი კომპანიებით.

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ და კარგად გავერკვეთ თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან თმის საკრეჭი მანქანები და რომელია უფრო უკეთესი ან უარესი, საჭიროა გავერკვეთ ამ მანქანების თავისებურებებში, რათა გავაკეთოთ გონივრული და წარმატებული არჩევანი.

ძრავის მოქმედების პრინციპის მიხედვით, თმის საკრეჭი მანქანები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:

ვიბრაციული;

როტორული;

აკუმულატორით;

ტრიმერი;

განვიხილოთ თითეული მათგანი ცალ-ცალკე:

 

ვიბრაციული თმის საკრეჭი მანქანები

 

ვიბრაციული თმის საკრეჭი მანქანებივიბრაციულ თმის საკრეჭ მანქანებში, ძრავის მუშაობას უზრუნველყოფს ელექტრომაგნიტური კოჭა, რომელსაც მოჰყავს დანის პირები მოძრაობაში.

სტარტის დროს შესაძლოა გაიგონოთ ტკაცუნის ხმა, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, საკრეჭი არ არის დეფექტიანი. უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ძრავის ბერკეტი მოვიდა მოქმედებაში და მანქანა მზად არის სამუშაოდ.

ვიბრაციული თმის საკრეჭი მანქანები ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებად მიიჩნევა, ამიტომ მათ აქვთ გარკვეული ნაკლოვანებები.

პირველ რიგში ეს ნაკლოვანება გამოიხატება მანქანის სიმძლავრეში. ვიბრაციული მანქანების სიმძლავრე საშუალოდ 9-20 ვატია, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი კომფორტული მუშაობისთვის.

ამას გარდა ვიბრაციული თმის საკრეჭები საგრძნობლად ხმაურობენ და ახასიათებთ ვიბრაციის მაღალი დონე.

კიდევ ერთი მინუსია ის, რომ, ვიბრაციული მოდელები გაუჩერებლად მუშაობენ საშუალოდ 10-დან 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მანქანა ავტომატურად გამოირთვება.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ასეთ მანქანებს ყიდულობენ ძირითადად პირადი მოხმარების მიზნით. პროფესიონალი სტილისტები და პარიკმახერები ვიბრაციულ მანქანებზე არჩევანს აჩერებენ ძალიან იშვიათად.

ვიბრაციული თმის საკრეჭების თითქმის ყველა მოდელი აღჭურვილია დანის პირებით, რომელიც არ იხსნება, რაც საგრძნობლად ართულებს მანქანის მოვლისა და გაწმენდის პროცესს.

თუმცა, არსებობს ვიბრაციული საკრეჭების პროფესიონალური სერიის მოდელებიც, რომელთაც დანების შეცვლის სწრაფი და მარტივი სისტემა გააჩნიათ.

ასეთ მოდელებს შედარებით მეტი სიმძლავრეც აქვთ და მათში მინიმუმამდეა დაყვანილი ხმაურისა და ვიბრაციის დონე.

 

როტორული თმის საკრეჭი მანქანები

 

როტორული თმის საკრეჭი მანქანებიროტორული თმის საკრეჭი მანქანების მუშაობას უზრუნველყოფს ძრავი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს დანის პირები.

როტორული მანქანები ვიბრციულთან შედარებით ხარისხიანია და შესაბამისად ძვირადღირებულიც.

როტორული თმის საკრეჭები გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით - 20-დან 50 ვატამდე, რაც გარდა იმისა, რომ მარტივად უმკლავდება საქმეს, უძლებს დატვირთვას და იძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობის საშუალებას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თითქმის ყველა როტორული მოდელი აღჭურვილია გამაგრილებელი ელემენტით, რაც ძრავის გაგრილებას და შესაბამისად მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

გამაგრილებელი ელემენტის საშუალებით როტორული თმის საკრეჭი მანქანები პრაქტიკულად არ ხურდება და შეუსვენებლად მუშაობს ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ როტორულ მოდელებში ხმაური, ისევე როგორც ვიბრაცია არის მინიმალურ დონეზე.

როტორული თმის საკრეჭების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ მას გააჩნია მოსახსნელი, ყველა შესაძლო და ადვილად ცვლადი დანის პირების მრავალფეროვანი კომპლექტი.

დანების პირების არჩევანი საკმაოდ ფართოა: მასში შედის როგორც მუშა დანის პირები, ასევე თმის კანტირებისთვის განკუთვნილი (კონტურული შეჭრა), ფიგურული შეკრეჭისთვის და სხვადასხვა სახის დანის პირები.

დანის პირების დამაგრება ძალიან მარტივია და ხდება შემდეგნაირად: სასურველი დანის პირი მაგრდება დამჭერ მექანიზმში და მსუბუქი ტკაცუნით ჩაისმება ბუდეში.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: იმისათვის რომ  დანის პირებმა დაიკავონ სწორი მდგომარეობა, მისი ჩამაგრება უნდა მოხდეს მაშინ, როცა საკრეჭი მანქანა მუშა მდგომარეობაშია (ეს ეხება მხოლოდ როტორულ, სადენიან თმის საკრეჭ მანქანებს).

როტორული ტიპის მანქანებით შესაძლებელია სქელი და უხეში თმის შეკრეჭაც კი. იგი თანაბრად დაცურავს თავზე, არ წიწკნის და გლეჯს თმას. ამასთან ეს საკრეჭები საკმაოდ გამძლე და საიმედოა. მისი ხარისხი ეჭვს არ ბადებს და დიდი ხნის განმავლობაში ემსახურება მფლობელს.

ერთადერთი მინუსი, რაც როტორულ თმის საკრეჭ მანქანებს გააჩნია, არის მისი მასა. ეს მანქანები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვიბრაციული და მითუმეტეს აკუმულატორიანი თმის საკრეჭები. შეიძლება ითქვას, რომ ეს როტორული მანქანების ერთადერთი ნაკლოვანებაა.

 

საკრეჭი მანქანები აკუმულატორით

 

აკუმულატორიანი თმის საკრეჭი მანქანებიაკუმულატორიანი თმის საკრეჭები ხასიათდება ძალიან დაბალი ხმითა და ვიბრაციით. მათ უპირატესობას აგრეთვე წარმოადგენს დაბალი მასა.

ასეთი მოდელები უპირატესად გამოიყენება თმის კონტურული და ფიგურული შეჭრისთვის. მათი ძრავის სიმძლავრე საშუალოდ შეადგენს 10-15 ვატს.

სახელწოდების მიუხედავად, თითქმის ყველა ასეთი მანქანა მუშაობს როგორც აკუმულატორის, ასევე დენის წყაროს საშუალებით.

აკუმულატორიანი მანქანის კიდევ ერთი პლუსია ის, რომ ისინი აღჭურვილია სწრაფად ცვლადი დანის პირებით. მჭრელი საცმების (დანის პირების) გამოცვლის სიმარტივე ამ საკრეჭი მანქანების უდავო უპირატესობაა.

ვიბრაციული თმის საკრეჭისგან განსხვავებით, აკუმულიატორიანი მანქანა მუშაობს საკმაოდ თანაბრად და მწყობრად საშუალო სიმძლავრეზე, აქვს დაბალი ვიბრაცია და კომფორტულია სახლის გარეთ მუშაობისთვის, იქ სადაც დენის წყარო არ არის ხელმისაწვდომი, ან მოუხერხებლადაა განთავსებული შტეფსელები და ა.შ.

ზოგადადაც, აკუმულატორიანი საკრეჭი მანქანები საკმაოდ მოსახერხებელია. ხარისხიანი მოდელები ძალიან უხმაუროა, მსუბუქი (150 გრ) და უსადენოდ, დამუხტული აკუმულატორით მუშაობს ერთი საათის განმავლობაში ისე რომ ხელს საერთოდ არ ღლის.

პს. გახსოვდეთ, რომ ბევრი აკუმულატორისათვის დამახასიათებელია „მეხსიერების თვისება“. ამიტომ ახალი მანქანის გამოყენების წინ რეკომენდებულია რამოდენიმეჯერ განმუხტოთ და შემდეგ დამუხტოთ აკუმულატორი. ბოლომდე. ხოლო შემდეგ, იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სიმძლავრის დონე, სასურველია იგივე პროცედურა გაიმეოროთ თვეში ერთხელ.

 

საკრეჭი მანქანები ტრიმერით

 

უნივერსალური ტრიმერიტრიმერი არის კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია თმის, წვერისა და ულვაშების შესასწორებლად ტანის ნებისმიერ მონაკვეთზე.

სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გავრცელებულია სამი სახის ტრიმერი:

 უნივერსალური ტრიმერი;

წვერისა და თმის შესაკრეჭი ტრიმერი;

ყურში და ცხვირში თმის მოსაცილებელი ტრიმერი;

კომპლექტში ტრიმერებს მოჰყვება სპეციალური თხელი და წვრილი, ძირითადად კონუსური ფორმის საცმები, რომლებიც საშუალებას იძლევა სწრაფად და უმტკივნეულოდ შეასწოროს ან მოაცილოს თმა ყველაზე ძნელადმისადგომ ადგილებში.

უნივერსალური ტრიმერები ძალიან კომპაქტურია, მარტივი მოსახმარია და სწრაფად ანიჭებს თმას, წვერსა და ულვაშს ფაქიზ, ელეგანტურ იერს.

უნივერსალურ ტრიმერს თმის საკრეჭ მანქანასთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია. მისი საშუალებით არ შეიძლება თმის შეჭრა, იგი მხოლოდ კრეჭს წვერსა და ულვაშს და ათანაბრებს თმას გარკვეულ სიგრძეზე.

წვერისა და თმის შესაკრეჭი ტრიმერიწვერისა და თმის შესაკრეჭი ტრიმერი სპეციალური მოწყობილებაა, რომლის საშუალებით ხდება წვერისა და ულვაშის შეჭრა.

მისი მთავარი განსხვავება უნივერსალურ ტრიმერთან შედარებით არის ის, რომ მისი დანის პირი შედარებით ვიწროა და უფრო წვრილი „კბილები“ გააჩნია.

წვერისა და თმის შესაკრეჭი ტრიმერების მთავარი ღირსება არის კომპაქტური ზომა და ულვაშებისა და წვერის ფორმის ზუსტი მოდელირება მცირე ზომის დანის პირების მეშვეობით.

ისევე როგორც უნივერსალურ ტრიმერს, მასაც შეზღუდული აქვს ფუნქციონალურობა, რადგან თმის შეჭრა და შესწორება მისი საშუალებით ძალიან მოუხერხებელია.

ყურში და ცხვირში თმის მოსაცილებელი ტრიმერიყურში და ცხვირში თმის მოსაცილებელი ტრიმერი - ასეთი ტრიმერის საშუალებით შესაძლებელია ცხვირიდან და ყურებიდან არასასურველი თმის უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ მოცილება.

ყურში და ცხვირში თმის მოსაცილებელი ტრიმერი ძალიან პრაქტიკული და მარტივი მოსახმარია.

მისი კონუსური თავაკის სპეციალური კონსტრუქციის დამსახურებით სწრაფად ხდება არასასურველი თმის მოცილება ძნელად მისადგომ ადგილებში.

ასეთი ტრიმერები გამოიყენება მხოლოდ ცხვირში და ყურებში თმის მოსაცილებლად, აგრეთგვე წარბების კორექტირებისთვის.

ამიტომ, თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, თმის საკრეჭ მანქანასთან ერთად საჭიროა მოწყობილობის ცალკე შეძენა.

 

სხვაობა პროფესიონალურ და სამომხმარებლო თმის საკრეჭებს შორის

 

განსხვავდება თუ არა პროფესიონალური და სამომხმარებლო თმის საკრეჭები?პროფესიონალურ და სამომხმარებლო თმის საკრეჭ მანქანებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. 

სალონში მუშაობისთვის განკუთვნილი საკრეჭი მანქანები განსაზღვრულია უწყვეტ რეჟიმში ხანგრძლივი მუშაობისთვის. დანის პირები დამზადებულია უფრო მაღალხარისხიანი მეტალისგან და გაცილებით მჭრელი და მტკიცეა, ვიდრე სამომხმარებლო საკრეჭი მანქანებისა.

ამგვარად, პროფესიონალური სერიის მოდელები თმას ჭრის უფრო თანაბრად, არ „გლეჯს“ და  „წიწკნის“ მას.

ჩვეულებრივი მანქანებისგან განსხვავებით, პროფესიონალური თმის საკრეჭები მანქანები კარგად იტანენ ხანგრძლივ და მაღალ დატვირთვებს, და შესაბამისად უფრო დიდი ხნის განმავლობაში ემსახურება მფლობელს.

სამომხმარებლო ბაზარზე, პროფესიონალ მოწყობილობათა შორის გამოირჩევა Wahl (აშშ), Moser (გერმანია) და Oster (აშშ) ფირმის საკრეჭი მანქანები. სწორედ ეს მანქანები მიიჩნევა საპარიკმახერო ინდუსტრიაში მსოფლიო ლიდერ კომპანიებად.

ბიუჯეტურ მოდელებში კი შესაძლებელია არჩევანის გაკეთება Philips, Panasonic, Braun, Rowenta, Gillette, Remington, Valera, BaByliss, Harizma და სხვა ფირმის საკრეჭ მანქანებზე.

 

თმის საკრეჭები მაღაზიათა ქსელში TECHNOBOOM.GE
Aura.ge - Technoboom - Philips HC7460/15 Aura.ge - Technoboom - Panasonic ERGB70S520 Aura.ge - Technoboom - Philips QC5115
Philips HC7460/15 Panasonic ERGB70S520 Philips QC5115

 

თმის საკრეჭების მასალა

 

თმის საკრეჭი მანქანის მასალაერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია თმის საკრეჭი მანქანის შეძენის დროს. ბიუჯეტურ, საეჭვო ხარისხის მოდელებში, ჯერ კიდევ შეხვდებით მანქანას მეტალის დანის პირებით, მაშინ როცა კარგი ხარისხის მოდელები უჟანგავი მეტალის დანის პირებითაა აღჭურვილი.

არანაკლებ როლს თამაშობს დამატებითი ფენა, რომლითაც დაფარულია უჟანგავი მეტალის დანის პირები.

ეს შეიძლება იყოს ალმასის ან ტიტანის საფარი, რომელიც არ ბლაგვდება რამოდენიმე წლის განმავლობაში, რაც გაცილებით ახანგრძლივებს მანქანის ექსპლუატაციის ვადას.

ტიტანის საფარი არ აღიზიანებს კანს და ჰიპერალერგიულია.

ალმასის საფარი ზუსტად ჭრის როგორც მშრალ, ასევე სველ თმას და უზრუნველყოფს მსუბუქად შეჭრას ნებისმიერი სითხის გამოყენების შემთხვევაში.

ზოგიერთი პოპულარული მოდელი აღჭურვილია კერამიკული დანის პირებით. კერამიკის დანის პირების მთავარი ღირსებაა ის, რომ მანქანის მუშაობის დროს არ ხურდება და ქმნის სასურველ კომფორტს.

 

თმის საკრეჭების სიმძლავრე

 

თმის საკრეჭი მანქანის სიმძლავრეთმის საკრეჭი მანქანების სიმძლავრე მნიშვნელოვანი ასპექტია არჩევანის გაკეთების დროს, რადგან სიმძლავრე განსაზღვრავს დანის პირების მოძრაობის სიხშირეს, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული თმის შეკრეჭვის სიჩქარე.

ამიტომ, ვისაც კარგად შეუძლია საკრეჭი მანქანით სარგებლობა, უმჯობესია თუ შეიძენს მაღალი სიმძლავრის მანქანას (20 ვატიდან ზემოთ), ხოლო მათ, ვინც ბოლომდე დარწმუნებული არ არის საკუთარ ოსტატობაში, უმჯობესია არჩევანი გააკეთონ შედარებით დაბალი სიმძლავრის საკრეჭ მანქანაზე (9-12 ვატი).

კიდევ უფრო დაბალი სიხშირის საკრეჭი მანქანები არ არის რეკომენდებული, რადგან მათი საშუალებით რთულია სქელი და უხეში თმის შეჭრა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თმის შეკრეჭვის პროცესში შესაძლოა გაჩნდეს თმის დაქაჩვის და წიწკნის შეგრძნება, რაც  საკმაოდ უსიამოვნოა.

ერთი სიტყვით, რომ შევაჯამოთ - რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო მარტივად და სწრაფად კრეჭს დანის პირები.

თანამედროვე თმის საკრეჭი მანქანების მოდელები აღჭურვილია სპეციალური ღილაკით TURBO. ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა - ღილაკზე ხელის დაჭერისას ირთვება ტურბო რეჟიმი და მანქანის მუშაობის სისწრაფე იმატებს დაახლოებით 20%-ით, შესაბამისად კი მოიკლებს თმის შესაკრეჭად განკუთვნილი დრო.

 

თმის საკრეჭის დანის პირები და საცმები

 

დანის პირები და საცმებიპრაქტიკულად ყველა თმის საკრეჭი მანქანა დაკომპლექტებულია საცმებით (საჭრელი დანის პირებით).

საცმები არსებობს ფიქსირებული და რეგულირებადი, აგრეთვე მოსახსნელი და არამოსახსნელი დანის პირებით.

თმის საკრეჭ მანქანას შეიძლება ახლდეს ერთი ან რამდენიმე საცმი (10 საცმამდე). საცმების დანიშნულებაა თმის სხვადასხვა სიგრძის, ფორმის, სისქის რეგულირება, ფილირება, თმის ფაქიზი შეჭრა (თმის, წვერის, ულვაშის, საფეთქლების, წარბების შესწორება) და სხვა...

ბევრი მომხმარებელი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი საცმი მოჰყვება კომპლექტში მანქანას, მით უფრო ფუნქციონალურია იგი. პრინციპში ეს ასეცაა, მაგრამ პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ საცმებიდან მომავალში გამოგადგეთ და გამოიყენოთ 2-3 საცმი.

ამიტომ, ნუ შეგაშფოთებთ, თუ თმის საკრეჭს, რომელიც მოგეწონათ და რომლის მონაცემებიც გაკმაყოფილებთ, კომპლექტში მოყვება გაცილებით ნაკლები საცმი სხვა მოდლებთან შედარებით.

საცმებს შორის პოპულარობით გამოირჩევა საცმი თმის ფილირებისთვის, რომელიც ვარცხნილობას ანიჭებს უფრო ბუნებრივ იერს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მწყობრ გადასვლებს კულულებს შორის.

ასეთი საცმის გამოყენებით, რომელსაც გააჩნია მიმმართველი შემზღუდველები, შესაძლებელია თმის ბოლოების შეჭრა სხვადასხვა დონეზე.

გაითვალისწინეთ, რომ საცმების ხშირი ცვლა თმის შეკრეჭის პროცესში, საკმაოდ მოუხერხებელია. ამიტომ, თუ აპირებთ ხშირად გამოიყენოთ საკრეჭი მანქანა თმის სიგრძის რამოდენიმე დონით, უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ სპეციალურ მოდელებზე, რომელთა საშუალებით თმის სიგრძისა და ფორმის რეგულირება შესაძლებელია კორპუსზე განთავსებული შესაბამისი ღილაკების საშუალებით.

 

თმის სიგრძის რეგულირება

 

თმის სიგრძის რეგულირებათმის სიგრძის რეგულირება, სხვადასხვა ტიპის საკრეჭ მანქანებში შესაძლოა მოხდეს სხვადასხვაგვარად.

ბიუჯეტურ მოდელებში ეს ხორციელდება მცირე რაოდენობით თმის სიგრძის სარეგულირო მცოცავების გადაწევით ან მანქანის კორპუსზე არსებული რეგულატორის შემოტრიალებით.

უფრო ძვირადღირებულო და ფუნქციონალურ მოდელებში კი თმის სიგრძის რეგულირება ხორციელდება მოხსნადი საცმებისა და მიმმართველების საშუალებით.

თითოეულ საცმს თმის ჭრის სიმაღლის საკუთარი დონე გააჩნია. საცმის დანის პირები შესაძლოა იყოს როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი.

საცმების დაყენებისა და მათი საშუალებით თმის სიგრძის რეგულირების შესაძლებლობა შესაძლოა იყოს ძალიან მაღალი (ასიდან ორასამდე). ეს კრიტერიუმი კი განსაზღვრავს თმის საკრეჭი მანქანის პრესტიჟს და შესაბამისად მის ფასს.

მომხმარებელთა უმრავლესობა, უპირატესობას ანიჭებს საკრეჭ მანქანებს, რომელთაც შეუძლიათ თმის მინიმალურ სიგრძეზე შეჭრა. მაგრამ თუ მანქანის გამოყენება ხშირად ხდება და ამასთან რამდენიმე მომხმარებლის მიერ, აუცილებელია ყურადღების მიქცევა არა მხოლოდ თმის მინიმალურ, არამედ მაქსიმალურ სიგრძეზეც.

თმის შეჭრის მინიმალური სიგრძე შეადგენს 0,1 მილიმეტრს, მაშინ როცა ზოგიერთ მოდელებში თმის შეჭრის მაქსიმალური სიგრძე 70 მმ-ია.

რაც შეეხება დანის პირების სიგანეს, საკრეჭი მანქანების უმრავლესობას, გააჩნია დანის პირების სტანდარტული სიგანე - 35-დან 45 მმ-დე. სწორედ ეს ზომა ითვლება ოპტიმალურად თმის სწრაფი და ფაქიზი შეჭრისთვის.

სპეციალური დანიშნულების საკრეჭ მანქანებს (მაგალითად საფეთქლების შესასწორებლად ან წვერის და ულვაშის შესაჭრელად), რა თქმა უნდა გააჩნია უფრო ვიწრო დანის პირები, რაც იძლევა მანქანის უფრო დიდი სიზუსტით გამოყენების საშუალებას.

 

თმის საკრეჭის ხმაურისა და ვიბრაციის დონე

 

ხმაურისა და ვიბრაციის დონესაკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია საკრეჭი მანქანის არჩევის დროს.

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ვიბრაციული მანქანები ამ მხრივ საკმაოდ წამგებიან პოზიციაზე იმყოფებიან როტორულ და აკუმულატორიან საკრეჭ მანქანებთან შედარებით, რადგან არც დაბალი ხმა ახასიათებთ და არც ვიბრაციის დაბალი დონე.

ამის გამო, ვიბრაციულ მანქანებს ძირითადად სახლის პირობებში სამუშაოდ ყიდულობენ, ერთი შეხედვით, საკრეჭი მანქანების ხმაურის მაღალი დონე თითქოსდა არ არის კრიტიკული, მაგრამ მეორეს მხრივ, სილამაზის სალონებში და საპარიკმახეროებში მაღალი ხმის გამო შესაძლოა მოხდეს მომხმარებელთა გაღიზიანება. ამასთან მანქანის მაღალი ხმა არც თავად სტილისტებისთვისაა სასიამოვნო.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიბრაციის დონე, ის შეიძლება სხვადასხვა მანქანებში სხვადასხვა იყოს. შესაბამისად, რა თქმა უნდა მუშაობისთვის უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა მანქანა, რომელსაც დაბალი ვიბრაციის დონე გააჩნია.

ამიტომ, შეძენისა მომენტში ჩართეთ მანქანა, ნახეთ როგორია მისი ხმა, არის თუ არა მუშაობისთვის კომფორტული ვიბრაციის დონე და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთეთ.

 

თმის საკრეჭის კვების წყარო

 

თმის საკრეჭი მანქანის კვების წყაროკვების წყაროს მიხედვით, თმის საკრეჭი მანქანები იყოფა სამ ჯგუფად:

დენის;

აკუმულატორის;

კომბინირებული (დენი+აკუმულატორი);

პროფესიონალი სტილისტ-პარიკმახერები და უბრალოდ, თმის შეკრეჭის მანქანების მოყვარულები, უპირატესობას ანიჭებენ კომბინირებულ მოდელებს.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან თუ აკუმულატორი დაჯდა, შესაძლოა მისი დენის წყაროსთან მიერთება ისე, რომ არ შეწყდეს თმის შეჭრის პროცესი.

საკრეჭი მანქანა, რომელიც იკვებება მხოლოდ დენის წყაროთი, მართალია არ მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში, მაგრამ მუშაობს გაუჩერებლად იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭიროა, ისე, რომ არ ითხოვს დამუხტვას.

ასეთი მანქანები კარგია სახლში და საპარიკმახერო სალონებში მუშაობისთვის, სადაც არის ინტენსიური დენის წყარო.

აკუმულიატორიანი საკრეჭები, როგორც უკვე ავღნიშნეთ, კომფორტულია სახლის გარეთ მუშაობისთვის, იქ სადაც დენის წყარო არ არის ხელმისაწვდომი, ან მოუხერხებლადაა განთავსებული შტეფსელები და ა.შ.

მათთვის, ვინც უპირატესობას აკუმულიატორიან თმის საკრეჭ მანქანებს ანიჭებს, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს მოდელები, რომელთაც ორი აკუმულატორი გააჩნია, რაც გაცილებით ზრდის მანქანის მუშაობის ხანგრძლივობას.

 

თმის საკრეჭის კომფორტული მუშაობა

 

თმის საკრეჭი მანქანის კომფორტული მუშაობარა თქმა უნდა თმის საკრეჭი მანქანის ტექნიკური მახასიათებლები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მანქანა კომფორტულად მოსახმარი იყოს და კარგად იჯდეს ხელში.

კომფორტულად მუშაობისთვის მანქანა არ უნდა სხლტებოდეს ხელის გულიდან, რადგან მუშაობის დროს ეს ფაქტორი ძალიან მოუხერხებელია. ამიტომ, უმჯობესია ხაოიანი, ხორკლიანი კორპუსის მანქანის შეძენა, რომლის დეტალებიც რეზინითაა მოპირკეთებული.

საკრეჭი მანქანის ღილაკები უნდა იყოს განთავსებული იმგვარად, რომ მათი მართვა (ჩართვა-გამორთვა, გადართვა-გადმორთვა და ა.შ) შესაძლებელი იყოს ცალი ხელით.

თმის საკრეჭის კომფორტულ მუშაობას განსაზღვრავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

გაწმენდა - საკრეჭი მანქანის კომფორტული მოხმარებისთვის მნიშვნელოვანია მისი გაწმენდის სიმარტივე. დანის პირები მარტივად უნდა იხსნებოდეს და მასში არსებული ღრუ ადვილად სუფთავდებოდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო გახდება ბოლტების მოშვება (რითაც დანის პირები მანქანაზეა დამაგრებული) და დანის პირების მოხსნა, რაც საკმაოდ მოუხერხებელი პროცესია.

თუ მანქანა დროულად არ გაიწმინდა მოჭრილი თმის ნარჩენებისგან, იგი მალე გამოვა მწყობრიდან.

ზოგიერთი მანქანა აღჭურვილია დანის პირების ბლოკით, რომლის დეტალებიც დაცულია მოჭრილი თმების მოხვედრისგან.  

ზოგოერთი მოდელი კი განკუთვნილია ნოტიო წმენდისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ წყლის ქვეშ შეგიძლიათ გარეცხოთ მთლიანად მანქანა (მუშა ბლოკის ჩათვლით).

მასა - ამ კრიტერიუმს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, რაც შეცდომაა, რადგან თუ მანქანა მძიმეა, მისი მოხმარება რთულია, იგი მალე დაღლის ხელს.

მეორე უკიდურესობაა ულტრამსუბუქი საკრეჭი მანქანები. თუ მანქანა ხელში თითქმის არ იგრძნობა 100%-ით კომფორტული მუშაობა მაინც არ არის გარანტირებული.

ყველაზე კარგია საშუალო მასა, როცა მანქანა კარგად იგრძნობა ხელში, მაგრამ არ არის დამღლელი. ზოგადად კი მანქანის მასის შერჩევა ინდივიდუალურია არსებობს როგორც რამდენიმე ათეული გრამი მასისი (80-150), ასევე საკმაოდ მძიმე 600-700 გრ. მასის მანქანები.

თვითლესვადი დანის პირები - თმის საკრეჭი მანქანების ზოგიერთ მოდელს გააჩნია განსაკუთრებული კონსტრუქციის დანის პირები, რომლის წყალობითაც ისიბნი რჩება ბასრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ საჭიროებს გალესვას.

მრავალშრიანი კონსტრუქცია ხელს უწყობს მჭრელი დანის პირების არათანაბარ ლესვას, რის გამოც დანის პირები დიდი ხნის განმავლობაში რჩება საკმარისად ბასრი.

კაბელის სიგრძე - კაბელის სიგრძე მნიშვნელოვანია იმ თმის საკრეჭი მანქანებისთვის, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ დენის წყაროს საშუალებით

სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან აირჩიოთ ისეთი მოდელი, რომლის კაბელის სიგრძე არ არის ორ მეტრზე ნაკლები.

დამუხტვის ინდიკატორი - დამუხტვის ინდიკატორით ძირითადად აღჭურვილია ის მოდელები, რომლებიც მუშაობენ აკუმულატორის საშუალებით.

ინდიკატორი საშუალებას იძლევა დროულად დამუხტოთ მანქანა და დაახლოებით განსაზღვროთ რა დროა დარჩენილი მისი მუშაობისთვის.

თმის საკრეჭი მანქანის კომპლექტაციადასამუხტი სადგარი - მოსახერხებელი და ფუნქციონალური დამატებითი მოწყობილობაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას არა მხოლოდ როგორც დასამუხტი საშუალება, არამედ შესანიშნავია მანქანის შესანახადაც.

კომპლექტაცია - აქსესუარები, რომელიც კომპლექტში მოყვება თმის საკრეჭ მანქანას, ამსუბუქებს თმის შეჭრის პროცესს და აადვილებს მანქანის ენახვას, როცა იგი არ გამოიყენება.

კომპლექტში ეიძლება შედიოდეს შალითა რგორც მანქანისთვის, ასევე თითეული აქსესუარისთვის, საწმენდი ფუნჯი, დასამუხტი სადგარი და სხვა.

ზოგიერთ პროფესიონალურ მოდელს მოჰყვება სპეციალური პარიკმახერის მაკრატელი, რომელიც მარტივად ასწორებს უზუსტობებს მათი წარმოქმნის შემთხვევაში.

 

თმის საკრეჭები მაღაზიათა ქსელში TECHNOBOOM.GE
Aura.ge - Technoboom - Panasonic ERGB60K520 Aura.ge - Technoboom - Philips QS6141/32 Aura.ge - Technoboom - Philips HC3400/15
Panasonic ERGB60K520 Philips QS6141/32 Philips HC3400/15

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ