მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 634962 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1.

სოროს ივსებს სოკოებით,

მარაგი აქვს პანტის,

პაწაწინა და ჩხვლეტია

ტყე-ტყე მარდად დარბის...

თუ შეშინდა დამრგვალდება,

თქვი, ვინ არის? ......


3.

სულ არაფრად

არ მიაჩნდა

მაღლა ცა

და დაბლა მიწა,

ყვინჩილობდა, ყოყოჩობდა

ყოყლოჩინა .....


5.

ჭაობების ბინადარი

ყიყინა და ამაყი,

იბერება, თვალებს კარკლავს,

თქვი, ვინ არის? .....


7.

ერთ პატარა თაგუნას

თავზე ქოლგა ახურავს,

სულ ღამ-ღამე დაფრინავს

თქვი, რა ჰქვია? .....


9. ერთი ციცქნა მწერია,

მწვანე როგორც მხალია,

მაღლა-მაღლა დახტუნავს

ეწოდება .....


11.

ცხენს ფლოქვებზე აჭედებენ

გზაზე რჩება მისგან კვალი,

რკინა არის მოგრეხილი,

ალბათ მიხვდი, ჰქვია .....


13.

ასი ქილა მასხია,

შიგნით თაფლი ასხია,

ტოტი მიცავს ასკბილი,

თქვი რა მქვია? ....


15.

ძველი იარაღია

მშვილდი მოქნილ ხის არი,

რასაც სტყორცნის შორს მიდის

ეწოდება .....


17.

გაზაფხულზე ვიყვავილებ,

თეთრ ყვავილებს გავშლი,

მერე ლოყაწითელა

გავიზრდები .....


19.

ფრიადები სკოლიდან

გიას, თამროს, ციურის,

რითი მოაქვთ ხომ იცი?

თქვი, რა ჰქვია? .....


21.

ტყემლის ბიძაშვილი ვარ

ხეზე მარხევს ნიავი,

ტკბილი ვარ

და ლურჯი ვარ,

თქვით, ვინა ვარ! .....


23.

თოვლისაგან გავაკეთე,

რა ახურავს თავზე? – ტაფა!

ცხვირი კურდღელს მოუპარავს,

თქვით, რა არის? .....


25.

ქვაბში მოვიხარშები

არ მჭირდება ტაფა,

ვარ უგემრიელესი

წიწიბურას .....


27.

ვინც ხელს იბანს

წყალთან ერთად

უნდა ამაქაფოს,

მიკრობები დაგესევა,

თუ არ ხმარობ .....


29.

ვინც მიწის ქვეშ გაიზარდა,

მე იმათი ვარ დობილი,

ხან ჩიფსი ვარ, ხან პიურე,

ხან შემწვარი .....


31.

მწვანე ვარ და გასაზრდელად

წყალი მინდა ბევრი ლიტრი,

მე სალათის მშვენება ვარ

და სახელად მქვია .....


33.

თეთრი სასუსნავი ვარ,

გემოთიც მოსაწონი,

რძისგან შენადედები,

ვინ ვყოფილვარ? .....


35.

რძის ნაწარმი მეცა ვარ,

ენერგიის მარაგი,

პურს წაუსვით, მიირთვით

გემრიელი .....


37.

დაზამთრდა და ქალაქს თავზე

თეთრი ქუდი ებურა...

მიგვატოვეს ჩიტუნებმა

მარტის თვემდე ეულად...

მხოლოდ ერთი არ გვღალატობს,

დაგვჭიკჭიკებს ერთგულად,

პაწაწინა, მობუზული,

თქვი, ვინ არის? .....


39.

ააცეკვა ლამაზად

ავთანდილი და ირა,

ცხრილის რკალა,

ძროფაშვა,

რომ გახურდა .....


40.

ისე გემრიელი ვარ,

მოგადგებათ ნერწყვი,

მაკრავს თეთრი ნაჭუჭი,

ვინ ვყოფილვარ? .....


42.

ზაფხულშივე შეჭამეთ,

არვინ გამოაზამთროს,

დიდი მწვანე ბურთია,

ეძახიან .....


44.

მე კი

გვიან ვმწიფდები,

როცა მოდის ზამთარი,

მშვენის ქურქი ყვითელი,

მეძახიან .....


46.

ენერგიის შეევსება

არ გეგონოთ ადვილი,

დროზე უნდა მივირთვათ

გემრიელი .....


48.

გამარჯვების საიდუმლო

რომ გავხადოთ გასაგები,

ჯადოსნური სკივრისათვის,

გვინდა ოქროს .....


50.

კაცის ხელში აყვანილი

გაბერილი მუდამ ტირის,

პატრონი ბანს ეუბნება

თქვი, რა ჰქვია? .....


52.

პიტალო კლდეზე ბინადრობს,

არ ეშინია ქარ-წვიმის,

ფრინველთა მეფედ ითვლება

თვალებბრიალა .....


54.

ფიცრის ათი ნაჭერი

გარანდე და დაჭერი,

გაუკეთე მურას სახლს

იატაკი .. .....


56.

ზის მოთმენით მდინარესთან.

გული აქვს და ო, რა გული

ამიტომაც ხშირად ხვდება

იმის ანკესს .....


58.

თავზე ხე ადგას ისეთი,

არწივს სატახტოდ მოუნდა,

თურმე ზედ ქორიც ბუდობდა,

მისთვის შეარქვეს .....


60.

ისიც მყისვე იმეორებს,

თუ რა უჩურჩულე ყურში,

ჭრელა-ჭრულა ფრინველია,

მრგვალნისკარტა .....


62.

ხელის გულს თუ უჩვენებ,

ცოტაღა დაფიქრდი,

ცივ ზამთარში ზემოდან,

რა გეცემა? .....


64.

შინდის ხისგან გათლილი

წელში ორად გაკეცეს,

სულ კეცებთან ტრიალებს,

თქვი, რა ჰქვია? .....


66.

ბალახებში იმალება,

ჭია არის გრძელი,

შხამიანი ქვემძრომია,

რა ყოფილა? .....


68.

არ ასუფთავებს,

ანაგვიანებს,

ან სულ არ მოდის,

ან .....


70.

საბანი და ბანი,

ბანი და საბანი,

თხუპნიას აქვს ხელი

საპნით .....


72.

ზარმაცისთვის

აბეზარი,

დილით ადრე

რეკავს .....


74.

იმდენია

ჭანჭური,

ვერ ჩაიტევს

ცხრა .....


76.

თუ საჩუქრად

ხბოს ელი,

ავაშენოთ .....


78.

მხეცებს შორის შეწყდეს ომი,

ღრიალებდა მეფე .....


80.

ჩაბალახივით არა აქვს კუდი,

თავზე ახურავთ და ჰქვია .....

82.

ქართველ კაცზე უკეთ, ალბათ,

არვინ იცის მისი ფასი,

ნაყოფს ყურძენს ეძახიან,

მცენარეს კი ჰქვია .....

 

84.

ვერაფერი დააბრკოლებს,

ვერც მთა, ვერც ტყე, ვერც წყალი

მალე ჩემს აივანზე

დაიბუდებს.....

 

86.

ლამაზია ევროპა,

საოცრად ლამაზია,

მაგრამ არანაკლებად

ლამაზია.....

 

88.

დღედაღამე ცეცხლზე იწვის,

საოცარი ადგას ჯაფა,

მაგრამ მხოლოდ ქვაბმა იცის,

თუ რა ტანჯვას უძლებს.....

 

90.

ყვავილები დაკოცნა

ცვარით ნასათუთარი,

ნექტარიც აქვს, ნესტარიც,

თქვი, რა ქვია?.....

 

92.

ბაღ-ბოსტნებში დაფრუტუნებს, 

და ვაშლების არის ხარბი, 

ეკლის კაბა ჩაუცვია, 

რა არის და დინგა...

 

94.

ზოლიანი ცხენი არის, 

მას არ უნდა ტყეში ძებნა, 

მწვანე ბალახს ეტანება, 

და რა ცხოველია?...

 

96.

ძლიერ უყვარს მას ბანანი

და თუ იგრძნო მისი სუნი, 

კენწეროზე მოექცევა, 

ის პრანჭია...

 

98.

ზამთრის თოვლი სად წავიდა?

სად და მიწამ შესვა.

მალე მიწას დახნავენ და

დაიწყება...

 

100.

ეს რა გუგუნებს მინდორში?

თოვლი დადნა და თბილა.

შრომით იწყება გლეხკაცის 

საგაზაფხულო დილა.

ხარობს ამ მიწის პატრონი.

თურმე გუგუნებს...

 

102.

ჭას მიაგავს თიხისას,

არც ჯამია, არც ქვევრი.

თუ მეპურემ ივარგა, 

შოთი ცხვება შიგ ბევრი.

გინდა ხმელი ფიჩხიც, თორემ

ვერ დაგიცხობთ შოთებს....

 

104.

პატარები თივაზე

გადადიან ყირაზე.

წამოჭიმეს თივით

ვეებერთელა...

 

106.

შემოდგომის ხვავის ნახვით,

ხარობს ეზო, ხარობს სახლი!

პურის ყანა, სამკალი, 

ხილი, გოგრა, კაკალი,

გოდრით, კალთით, კალათით

შინ მოვზიდეთ მარაგი!

მუჭა-მუჭა ხომ არა?

რა ავავსეთ? - ...

 

108. 

ვინც გადმოცემს სინამდვილეს,

ეწოდება მას მართალი,

ხოლო სწორად მოქმედების

წესებს ქვია - ...

 

110

რწმენა გახლავთ სიბრძნის წყარო,

სამყაროსთვის დედაღერძი!

წინაპართა დანაბარებ

თხოვნას ჰქვია რა? - ...

 

111.

ნაცრისფერი ქათიბი

უხდება ჩვენს პრანჭიას,

ბაფთასავით ყურები

ალამაზებს პაწიას,

კომბოსტო და სტაფილო

ურჩევნია ვარდს, იას.

გამოიცან, სახელად

მას რა ჰქვია? .....

 

113. 

ქარწვიმებთან

ღამენათევს,

არწივის შვილს

ჰქვია .....

 

115. 

ჩვენს სამშობლოს ვინ დაიცავს,

ვინ იქნება მისი ფარი?

მეომრების დიდი გუნდი,

ყველას ერთად ჰქვია .....

 

117.

მზე ამოვა თუ არა,

გავა ერთი წამი,

წვეთი ქრება ბალახზე,

ეწოდება ......

 

119


მწიფე მარცვლებს კალათში ვყრით,

ლამის წვენმა გამოჟონოს,

ვარდისფერი ნაყოფი აქვს,

მაყვალსაც ჰგავს, ჰქვია ....


121


ხაზიანიც გვაქვს, უხაზოც,

წიგნებში შემორეული,

მის ფურცლებზე ვწერთ და ვხატავთ,

აბა, რა არის? ....

 

123


როცა დადგა გაზაფხული

და მერცხლები დაგვიბრუნდნენ,

ტალახით და ჩალა-ბულით

თქვით, რა აიშენეს? ....

 

125


როცა თოვს, ყინავს, ქარი ქრის

და ბინები გვაქვს დამთბარი,

აბა, ბავშვებო, წლის ამ დროს,

რა ეწოდება? ....

 

127


თავის დაბადების დღეზე

ახალ კაბას ელის ლილი,

საყელოზე დაუკერეს

სამი ვარდისფერი ....

 

129


დავთესე, მოვმკე, გავლეწე,

დავფქვი, - ბრუნავდა ბორბალი,

მოვზილე, პური დავაცხვე,

რა მოვიყვანე? ....

2.

ზამთრის ძილი უყვარს ძლიერ

და მაისის ტკბილი თაფლი,

არავისი ეშინია, თუ გვერდით ყავს

დედა - დათვი,

ბუთხუზა და საყვარელი

თქვი, ვინ არის? დათვის .....


4.

კატა თუ ვერ ერევა,

ხაფანგი გაგვითანგავს,

ნათესავი თაგვისა,

ცოტა რამით ვირსაც ჰგავს

და ამიტომ ვეძახით

ამ კუდიანს .....


6.

ჩვენთან ზოოპარკში ნახავთ,

მუდამ ტყისკენ ისწრაფვის,

უწყინარი ცხოველია,

გრძელკისერა .....


8.

ჭურჭელია პატარა,

მთაში წყალი ატარა,

ლაშქრობაში წავიღეთ,

ეწოდება .....


10.

ცხენი არის, ოღონდაც

ციცქნა ზომა-წონის,

ბავშვებს რომ ასეირნებს,

ეწოდება .....


12.

ერთ თეთრკაბიან პრინცესას,

გამოღვიძება ეძნელა...

თოვლის ქვეშ მყუდროდ ეძინა,

სახელად ჰქვია .....


14.

თურმე უყვარს ძეწნას წყალი

და ვერ მივხვდი მე საწყალი

ასე როგორ გახმებოდა,

რომ ყოველდღე მესხა .....


16.

მისგან შევკარი აკვანი -

კაცთაგან დასაფიცარი,

ოდაში თავზე მახურავს,

ფეხქვეშ მიგია .....


18.

მომღერალი ჩიტი მყავს,

დღე გალობით გალია,

გარეთ ხომ არ გავაგდებ,

გავუკეთე .....


20.

ჩემს ჯარგვალს აივანი აქვს

შემკული მოაჯირითა,

აივნის კართან თამაზიმ

ცხენჯოხა .....


22.

მზის სხივივით

ხტუნვა-ხტუნვით

მოვიარე მე ვარციხე,

ნაციხართან მითხრა ჰესმა:

- ახალ ქართლის მე ვარ .....


24.

არ იჯავრო, მებადურო,

ზღვაზე თუა ნიავქარი,

უნიჩბოდ და უმოტოროდ

ნავს წაიყვანს .....


26.

კედელთან ატუზულა,

მინები აქვს კარადა,

სიბრძნით უბესავსეა,

ჩემი წიგნის .....


28.

მხარზე თოფი

არ მკიდია,

ცერზე მიმინო არ მაზის,

და მაინც ჩავინადირე

მცხეთაში ხევი .....


30.

მიწაზეა გართხმული და

მწვანეა, ხავერდის მსგავსი,

ბალახი არ არის, ხშირად

ხეზეც ნახავ ჰქვია .....


32.

ტანი და გრძელი ნისკარტი,

ფეხებად ორი ღერო,

ხის კენწეროზე აქვს ბუდე,

რა ფრინველია? .....


34.

ყველა მისით ვარსებობთ,

ვერ წავავლე მე ხელი,

ჩვენს ფილტვებშიც ნავარდობს,

რა ყოფილა? .....


36.

მინდორ ველზე დახტის,

ყანებზე აქვს თვალია,

მწვანე ფერის მწერია,

და მას ჰქვია .....


38.

აი, ნახე, ვარია,

მუჭანახევარია,

კვერცხი დადო, კვერცხუნა...

ვის ეზოშიც შესულა,

მისი შიშით ღობეში

ზღარბმაც კი ვერ შესუნა.

ძირს რომ დაიჭახჭახებს,

ცაში აფრთხობს ძერასა,

მელას თვალი დათხარა,

წუწკს და გაიძვერასა,

ტანპატარა, ნაცარა,

ახლა მაინც იცანი,

კლანჭი უგავს ციცასა

მიტომ ქვია .....


41.

ყინვისაგან როცა წვეთებს

ეყინება ბოლოები,

საწვეთურებს რა ჰკიდია?

გამჭვირვალე .....


43.

სიმღერით გადავიარე

ლამაზი გუდამაყარი

მაყრიონს ჩამორჩენილი

ეგდო ვით .... ......


45.

სიცოცხლეში

ერთხელ მღერის,

ასეთია მისი ბედი,

ტბის ნაპირას ჩუმად ცხოვრობს

უწყინარი, თეთრი .....


47.

თოვლს ამოვუსწარ

ყელგრძელამ,

სახელად მქვია

.....


49.

კაცის კუჭის წამალი,

მელის კუჭის წამალი,

მიდი-მოდის ამალით

ყოყლოჩინა .....


51.

ხმაბულბულა

შავოსანი,

ჭახჭახებს მზის ამოსვლამდე,

ცხოვრობს შამბში, ჰქვია .....


53.

ღამით ცაზე დასეირნობს,

გაანათა არე მარე,

მეგობრებიც ბლომადა ჰყავს,

შენც მიხვდები არის .....


55.

ზღვაში ცურავს, ცხოველია,

დიდზე დიდი, - როგორც გემი,

მისი ქონი წამალია,

სახელი აქვს მას .....


57.

როცა თოვს, ციდან რა ცვივა?

არ უნდა ბევრი ფიქრი,

ბამბის პატარა ფთილას ჰგავს,

გამოიცანით! .....


59.

ყურძენს მზეზე მაწყობენ,

არ შემფერის ვიშვიში,

რადგან მალე ვიქნები,

ტკბილზე ტკბილი .....


61.

უწყინარი ცხოველია

და არ უთხრათ სიტყვა ძვირი,

ყველას ტვირთს, რომ ეზიდება,

მიტომ ხომ არ ჰქვია .....


63.

აღმართ-აღმართ დავატარებთ,

როცა ფიფქი ცვივა ციდან,

დაღმართებში არხეინად

დაგვაქროლებს. რაა? .....


65.

ერთობ ზანტი არსებაა, 

თუმც კი ზურგით დააქვს ბინა, 

წვიმის მერე ნახავ ბაღში, 

ეწოდება .....


67.

ტყეში ხეს კოდავს,

ჰოდა მას

მიტომ ვეძახით

.....


69.

ანაშალი,

დანაშალი

ახვევია დედას

.....


71.

ასეთი გვაქვს

შინ ათასი,

სასმისია

ჰქვია .....


73.

საქმეს არა

უქნა რა

მიტომ ჰქვია

.....


75.

დასხდნენ

ბუხრის წინ დები,

რომ მოქსოვონ

.....


77.

მჭადის ბუდეს ანაკეცი,

ფარფლები აქვს

რაა? .....


79.

კუზიანია, უყვარს სამკალი,

სახელად ჰქვია იმას .....


81.

დატრიალდა ბორბალი,

გამომიფქვა .....


83.

ჩვენ გვეგონა, ბრიალა

წაიკიდა ტყემ ალი,

თურმე ალი კი არა,

მწიფდებოდა .....

 

85. 

ზღვამ მღელვარე ზვირთები

დააჯახა ნაპირს

და ზვირთებზე თოვლისფრად

აქათქათდა.....

 

87.

ჩვეულებრივ ჭრილობას,

სასიკვდილოს კი არა,

პოეტების ენაზე

ეწოდება....

 

89.

ბუნებას რომ აჯადოებს

მისი სტვენა საამური,

ლერწამია ტკბილხმიანი,

ეწოდება.....

 

91.

აგერ ცალკე მიწაა,

ზღვაში ამობურცული,

ირგვლივ წყალი ეხება,

რა არის და.....

 

93.

ნადირთა მეფე ბრძანდება, 

უყვარს ჩხუბი და ომი, 

ფაფარი ყალყზე რომ უდგას, 

რა ცხოველია?..

 

95.

ღამ-ღამობით ჰკივის ტყეში, 

ჭამს, თუ კი რამ დაიგულა, 

წითელი აქვს ბეწვი ტანზე, 

მითხარ რა ყოფილა?...

 

97.

ჩიჩია უყვარს მსუნაგსა, 

საჭმელი გამოელია,

შიშის ზარსა სცემს ფრინველთა, 

რა ცხოველია?...

 

99.

პურის ყანა შემოსულა,

და მწიფს  ხორბლის მარცვალი.

ერთად ასხმულ მარცვლის მტევანს,

თქვი რა ჰქვია?..

 

101.

სად ინახავენ მოსავალს: 

მოყვანილს, მომკილს, გალეწილს.

რომ არ გაფუჭდეს მარცვალი,

როცა ცივა და გარეთ წვიმს?

თაგვო, შიგ ხომ არ შეხვედი?

არ გაგვიცალო...

 

103.

გურგუ-გურგუ-გურგუმელი,

აგინდავეს ცომი ხელით,

აქეთ გუნდა, იქით გუნდა,

ტკბილი კვერი ვის არ უნდა?

მალე დაცხვა ფუმფულა.

თქვი, რა ჰქვია?...

 

105.

აბა, იმ სახლს რა ჰქვია, 

სადაც ხორბალს ვფქვავთ?

სადაც ბრუნავს ხმაურით 

ორი დიდი ქვა? 

ხან წყლითა და ხან - ქარით,

რა იფქვება? - მარცვალი!

რა იყრება - ფქვილი!

რა ჰქვია?...

 

107.

გარუჯული გლეხები 

ყანებს მკიან ნამგლით.

მზეზე ასე ხელით შრომა

ალბათ, მალე დაღლით.

მწიფე ყანებს, კაცის ნაცვლად, 

მკის და ლეწავს მანქანაც.

ნამჯისაგან, სულ ერთ წუთში

ზვინი, ზვინზე დამდგარა.

არც ცხენი ჩანს, არც ხარები.

მაშ, ვინ შრომობს გამალებით?

არ დაირტყამს კომბალს ვირიც,

ვინ შრომობს და...

 

109

ისწავლე, რომ შენც დაბრძენდე,

შეგხაროდნენ შენს მხარეში,

აღადგინე სამართალი

და მოხვდები - ....

 

112.

კუდაბზიკა, თავმომწონე

ყველის ნახვამ აამჩატა,

მსუნაგია თაგვის მტერი,

ღნავილა და ჰქვია .....

 

114.

წნელი ვჭერით -

და ვწანით

ხან გოდორი, 

ხან ძარი.

ნარჩენები ავკრიფეთ

რომ არ გაჩნდეს .....

 

116. 

საამურია სამზერად, 

თქვენც ძლიერ მოგწონთ, მჯერა,

ცხენების ერთობლიობა, 

ანუ ცხენების ......

 

118.

ყვავმა

საყვავეთს

ახარა

შემეძინაო .....

 

120

 

ზეცის დასალიერამდე, -

ცის ნაპირს რომ სწვდება კორდი, -

ჩვენი მზერით გავლებულ ხაზს

ეწოდება ....

 

122


კლასში გვაქვს და იმის ნახვას

არ სჭირდება დიდი ჯაფა,

მასზე ცარცით ვწერთ და ვხატავთ,

აბა, რა იქნება? ....

 

124


თავის მაქებარი ბავშვი,

გეყოლებათ ნანახი,

კვეხნასა და ბაქიობას,

კიდევ ჰქვია ....

 

126


ქსოვილთა შემადგენელი,

მიღებულია დართვით,

მუდამ ნემსს ადევნებული,

აბა, რა არის? ....

 

128


მოზრდილ დასახლებულ ადგილს,

სახლებს ლამაზად მოფენილს

ბაღ-ვენახებით, ბოსტნებით,

რა ეწოდება? ...

 

 

წელიწადის თვეები

ყვავილმა ნაზმა, ლურჯთვალამ

გაულამაზა გვარი,

სუსხიან ზამთრის შუა თვედ

ითვლება ....

მთაში, ბარში თუ ზღვისპირას

რამდენჯერ დაგვწვა, ვინ იცის,

გაყვითლდა ყანა ბიბინა

და სამკალს იმკის ....

ჩიტი იმზადებს საძირკველს,

ხეში ჩამდგარა წყალი.

ვინ უსწრებს გაზაფხულის თვეს

ზეიმით ....

ჩაშაქრებული ნაყოფით

უნდა ბაღები აგვივსოს,

ღაჟღაჟა მზით დაფენილი

ზაფხულს აცილებს ....

ხან ტირის, ხან კი იცინის

ცეტი და უკუღმართი,

ყოველთვის ცრემლმოციმციმე

და მობუზღუნე ....

დასვენებას მოვრჩი უკვე,

სკოლისაკენ ჰერი-ჰერი!

სწავლასა და შემოდგომას

ერთად იწყებს ....

ამკობს ურიცხვი ყვავილი,

ცვარ-ნამი მკერდზე დაყრილი,

სურნელოვანი, ცქრიალა

ასეთი არის ....

მოშრიალე რცხილებს, მუხებს:

რომ გადაჰკრავს ოქროსფერი,

ხელუხვი და კალთაუხვი

მობრძანდება ....

აქვს ერთნაირად საამო

აისიცა და დაისიც,

და გული რომ გაგვიხაროს,

ვარდებით მოდის ....

ზეიმს იხდის თვის დასასრულს

სანთლებს ვანთებთ ვგალობთ, ვმღერით,

და ცივ ზამთარს ხვდება ასე

წვიმიანი ....

სიკეთითა და მშვიდობით

თბილი გულით და თბილი მზით,

მომავლის საკეთილდღეოდ

ზაფხულს კარს უღებს ....

შემოგვმატებს კიდევ ერთ წელს

თვე ჭკვიანი, თვე ბებერი,

წელს ამთავრებს, ზამთარს იწყებს

სუსხიანი ....


იხილეთ - ლოგიკური გამოცანები - იყავით ყველაზე ჭკვიანი!

 

გამოყენებულია: გივი ჭიჭინაძის, გიორგი წერეთლის, მარიამ წიკლაურის, ირაკლი ლომოურის, ია მშვიდობაძის, მანანა ტონიას, ლუარა ჭანტურიას, გივი ჩიღვინაძის, თამარ ფხაკაძის, მიხეილ გავაშელის, ლალი ჯაფარაშვილის და სხვათა გამოცანები...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ