მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 98925 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. მგზავრები და ავტობუსი

მგზავრები და ავტობუსიყურადღებით წაიკითხეთ პირობა. ისე, რომ ხელმეორედ წაკითხვა არ დაგჭირდეთ და შეეცადეთ პასუხი გასცეთ შეკითხვას, თორემ ამოცანა ამოხსნილად არ ჩაგეთვლებათ.

ბოლო გაჩერებაზე ავტობუსში ამოვიდა 14 მამაკაცი და 2 ქალი.

პირველ გაჩერებაზე ჩავიდა 2 მამაკაცი და ამოვიდა 2 ქალი.

შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა 9 კაცი, ხოლო კიდევ შემდეგ გაჩერებაზე ამოვიდა 5 ქალი.

გაიარა რა ნახევარი კილომეტრი, ავტობუსი გაჩერდა და ამოვიდა კიდევ ერთი მამაკაცი.

რამდენი გაჩერება გაიარა სულ ავტობუსმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. 6 ჭიქა წყალი

6 ჭიქა წყალიმაგიდაზე მწკრივში დგას 6 ჭიქა. პირველი სამი ცარიელია, ხოლო ბოლო სამი წყლითაა სავსე.

როგორ გავაკეთოთ, რომ ცარიელი და სავსე ჭიქები მონაცვლეობდნენ ერთმანეთში (ერთი ცარიელი, ერთი სავსე და ა.შ) ისე, რომ მხოლოდ ერთხელ შეეხოთ ერთ ჭიქას?



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. სხვენზე

სხვენზეელენე და ლუკა სხვენზე თამაშობდნენ. იქ სიბნელე და ჭუჭყი იყო.

როცა ბავშვებმა თამაში დაასრულეს და ქვემოთ ჩამოვიდნენ, ელენეს სახე სულ გამურული ჰქონდა მტვრისგან, ხოლო ლუკას სახე კი აბსოლიტურად სუფთა იყო.

მიუხედავად ამისა, ხელპირის დასაბანად წავიდა ლუკა და არა ელენე.

რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. გულადი პარაშუტისტი

გულადი პარაშუტისტიპარაშუტისტი გადმოხტა თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე.

მართალია დაშვება არ იყო უსაფრთხო, მაგრამ იგი სრულიად უვნებელი დარჩა.

რატომ?




—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. ბერნარ ვერბერის გამოცანა

ბერნარ ვერბერის გამოცანაღმერთზე უკეთესია და ეშმაკზე უარესი;

აქვთ ყველაზე ღარიბებს და სჭირდებათ ყველაზე მდიდრებს;

თუ შეჭამთ, მოკვდებით;

რა არის?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. ნახშირი, სტაფილო და შარფი

ნახშირი, სტაფილო და შარფიმდელოზე დევს ხუთი ნატეხი ნახშირი, სტაფილო და შარფი. იქ ისინი არავის დაუწყვია.

როგორ შეიძლება ეს ახსნათ?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. რკინიგზის სადგურში

რკინიგზის სადგურშიგიორგი უნდა დახვდეს სტუმრებს რკინიგზის სადგურზე. ერთი სტუმარი მოდის ქუთაისიდან, მეორე ბათუმიდან, ხოლო მესამე ბორჯომიდან.

ისინი სამივენი ელოდებიან გიორგის სადგურის მოსაცდელში.

გიორგიმ იცის, რომ სტუმარს ბათუმიდან ჰქვია ზურაბ ენდელაძე და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სტუმარს არ იცნობს და თვალით არასოდეს უნახავს, მაშინვე ცნობს ზურაბ ენდელაძეს.

როგორ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. ერთმანეთის პირისპირ

ერთმანეთის პირისპირორი ბავშვი იცქირება ორი ერთმანეთის წინ მდგომი სახლის ფანჯრიდან.

ფანჯრები გამჭვირვალეა, არ აქვს ჩამოფარებული ფარდები და ჟალუზები, რამაც შეიძლება ბავშვებს ერთმანეთის ცქერაში ხელი შეუშალოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთს ვერ უყურებენ.

რატომ?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. ყოვლისმცოდნე ქალი

ყოვლისმცოდნე ქალირა ქვია ქალს, რომელმაც ყოველთვის იცის სად არის საკუთარი ქმარი?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. არაპუნქტუალური სპორტსმენი

არაპუნქტუალური სპორტსმენისპორტსმენი ცდილობს არ დააგვიანდეს მატარებელზე, რომლის გასვლამდეც 2 წუთია დარჩენილი, ხოლო რკინიგზის სადგურამდე 2 კმ-ია.

თუ იგი პირველ კილომეტრს გაირბენს 30კმ/სთ სიჩქარით, რა სიჩქარით უნდა გაირბინოს მეორე კილომეტრი, რომ არ დააგვიანდეს მატარებელზე?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. მშრომელი ხარი

მშრომელი ხარიხარი ხნავს მინდორს დილის 8 საათიდან და კვალში 12 ჯერ აიარა და ჩაიარა.

რა რაოდენობით კვალს დატოვებს ხარი ხნულში?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. ძმები

ძმებიდანიელი, კლოდი და ლუი მეგობრები არიან.

- დანიელი კლოდის ძმაა;

- კლოდი ლუის ძმა,

ხოლო - ლუი არ არის დანიელის ძმა.

ეს როგორ?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. საზრიანი მასწავლებელი

საზრიანი მასწავლებელისკოლაში კომისია ამოწმებს მასწავლებელს (თუ როგორი მომზადებულია მისი კლასი). ისინი ესწრებიან გაკვეთილს. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და მთელი კლასი (სწავლაში ჩამორჩენილი ბავშვებიც კი) ხელს სწევს რათა უპასუხოს.

იგი ირჩევს ბავშვებს რომლებიც სხედან სხვადასხვა მიმართულებით - ზოგი წინ, ზოგი უკან, ზოგი მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში და ა.შ. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ისე ხდება - ეჭვის შეტანა, რომ მასწავლებელს წინასწარ შერჩეული ბავშვები პასუხობენ - შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, კლასში ბევრი ჩამორჩენილი ბავშვია და შეუძლებელი იყო ასეთი გაკვეთილის ჩატარება.

როგორ მოახერხა მასწავლებელმა ეს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. აბეზარი ყვავები

აბეზარი ყვავებინატას ეზოში ალუბლის ხე დგას. მას ძალიან უყვარს ალუბალი, თუმცა ხეზე ხშირად სხდებიან ყვავები, რომლებიც ალუბალს ანადგურებენ.

ერთ საღამოს ნატამ დათვალა ყვავები და ისინი 38-ნი აღმოჩნდნენ. ნატა ამან ისე გააბრაზა, რომ ერთი ყვავი ბადით დაიჭირა.

რამდენი ყვავი დარჩა ალუბლის ხეზე?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. გასეირნება ტბაზე

გასეირნება ტბაზედემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათ თან ახლდათ 2 მასწავლებელი.

10 მოსწავლეს თან ახლდა მშობელი, ხოლო 10 მშობლიდან 4 მშობელს საბავშვო ეტლით მოჰყავდათ პატარები.

სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. ერთნაირები

ერთნაირებიორი გოგონა დაიბადა ერთი და იგივე დღეს, თითქმის ერთი და იგივე დროს, ჰყავთ ერთი და იგივე მშობლები, მაგრამ ისინი არც ორეულები არიან და არც ტყუპები.

როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. მოხერხებული მზარეული

მოხერხებული მზარეულიიმისათვის, რომ მიეღოთ სამსახურში სახელგანთქმულ მზარეულთან, ახალგაზრდა პრეტენდენტს შესთავაზეს მოემზადებინა კერძი ისე, რომ გამოეყენებინა ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის: პროდუქტი, სითხე და მარილი.

ახალგაზრდა მზარეული დაფიქრდა და მარტივად შეასრულა მოთხოვნა.

რა მოამზადა მზარეულმა:

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. შეუსრულებელი ამოცანა

შეუსრულებელი ამოცანაადამიანი ზის. თქვენ კი არ შეგიძლიათ დაჯდეთ იქ, სადაც ის ზის. მაშინაც კი თუ იგი ადგება და წავა.

სად ზის ეს ადამიანი?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. ველოსიპედის ბორბალი

ველოსიპედის ბორბალიველოსიპედის საბურავზე 20 ჩხირია (ე.წ. სპიცები).

რამდენი შუალედური მანძილია ამ ჩხირებს შორის საბურავზე?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. უცნაური კანონი

უცნაური კანონიამერიკის ზოგიერთ შტატში დასჯადია ერთი დანაშაული:

ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ეს დანაშაული ჩაიდინონ - აპატიმრებენ და სვამენ ციხეში,

ხოლო ადამიანებს, როლებმაც ეს დანაშაული წარმატებით განახორციელეს, არასოდეს სჯიან.

რა დანაშაულზეა საუბარი?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. იხვები

იხვებიტბაში იხვები  დაცურავენ. ერთი იხვი მიცურავს ორი იხვის წინ, მეორე მიცურავს ორ იხვს შუა, ხოლო ერთი იხვი მიცურავს ორი იხვის უკან.

რამდენი იხვი დაცურავს სულ ტბაში?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. მამა და ქალიშვილები

მამა და ქალიშვილებიმერის მამას 5 ქალიშვილი ჰყავს: ჩაჩა, ჩეჩე, ჩიჩი, ჩოჩო.

რა ჰქვია მეხუთე ქალიშვილს:?

ა) ჩოჩუ;

ბ) ჩიჩუ

ბ) ჩუჩუ;

გ) ჩუჩი;

დ) მეხუთე ქალიშვილის სახელი აქ არ არის;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. უცნაური თვითმფრინავი

უცნაური თვითმფრინავითქვენ ზიხართ თვითმფრინავში, თქვენს წინ ცხენია, უკან კი აქლემი.

სად იმყოფებით?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. მაინც რა?

მაინც რა?რა შეიძლება მოამზადო, მაგრამ ვერ შეჭამ?

 

 

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. მაინც როდის?

მაინც როდის?როდის იმყოფება ადამიანი ოთახში თავის გარეშე?

 

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. საათი

საათიროგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს მხოლოდ დღეღამეში ორჯერ?

 

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. ჯარისკაცები

ჯარისკაცებირა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ ოთხი ჯარისკაცი თითო ჩექმით დარჩეს?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. მგზავრები და ნავი

მგზავრები და ნავიორი მგზავრი ერთდროულად მიადგა მდინარის ნაპირს. ნავს, რომლითაც მდინარე უნდა გადაცურონ, შეუძლია ზიდოს მხოლოდ ერთი ადამიანი.

მიუხედავად ამისა, ორივე მგზავრმა შეძლო დამოუკიდებლად, ვინმეს დახმარების გარეშე მდინარის ნავით გადაცურვა.

როგორ მოახერხეს ეს?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. გასროლილი კვერცხი

გასროლილი კვერცხიროგორ შეიძლება ნასროლმა კვერცხმა იფრინოს 3 მეტრი ისე, რომ არ გატყდეს?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. ყვავი და ძაღლი

ყვავი და ძაღლიყვავი ზის, ხოლო ძაღლი კუდზე ზის.

შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს?

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. სამი ექიმი

სამი ექიმისამ ექიმს ჰყავს ძმა სახელად დავითი, ხოლო დავითს ძმა საერთოდ არა ჰყავს,

არის თუ არა ეს შესაძლებელი?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. სამართლიანი ცენტურიონი

სამართლიანი ცენტურიონიერთხელ, დილით, რომაელი ჯარისკაცი, რომელიც იმყოფებოდა ღამის სადარაჯოზე, მივიდა ცენტურიონთან (უმცროსი ოფიცერი) და უთხრა, რომ ღამით მან ნახა სიზმარი, თუ როგორ დაესხნენ თავს ბარბაროსები სიმაგრეს სამხრეთიდან.

ცენტურიონმა მაინცდამაინც არ დაუჯერა ჯარისკაცს, თუმცა სიფრთხილის ზომები მაინც მიიღო.

იმ ღამითვე ბარბაროსები მართლაც დაესხნენ თავს სიმაგრეს, მაგრამ მიღებული ზომების წყალობით, მათი იერიში უკუგდებული იქნა.

ბრძოლის შემდეგ, ცენტურიონმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცს გაფრთხილებისთვის, შემდეგ კი მისი დაპატიმრება ბრძანა.

რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. ენაჭარტალა ნუციკო

ენაჭარტალა ნუციკორომელ თვეში ლაპარაკობს ენაჭარტალა ნუციკო ყველაზე ნაკლებს?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. მუხები

მუხებიერთმანეთის გვერდით დგას ორი მუხა, ერთს 3 გირჩი აქვს, მეორეს კი 2-ჯერ ნაკლები.

რამდენი გირჩი აქვს მეორე მუხას?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. 3 რიცხვი

3 რიცხვირომელი სამი რიცხვის ჯამი და ნამრავლია ერთ და იგივე?

 

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. მაინც რა უნდა იყოს?

მაინც რა უნდა იყოს?ვისაც არა აქვს, არც უნდა რომ ჰქონდეს, ხოლო ვისაც აქვს, არ შეუძლია თავიდან მოიცილოს.

რა არის?

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. კატები და თაგვები

კატები და თაგვები5 კატა 5 თაგვს იჭერს 5 წუთში.

რამდენ წუთში დაიჭერს ერთი კატა ერთ თაგვს?

 

 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. კანფეტები

კანფეტებიმაგიდაზე დევს კანფეტები. ორმა დედამ, ორმა ქალიშვილმა, ერთმა ბებიამ და შვილიშვილმა აიღეს თითო კანფეტი.

რამდენი კანფეტი იდო მაგიდაზე?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. ასანთის კოლოფი

ასანთის კოლოფიშეიძლება თუ არა ასანთის კოლოფი მოაქციოთ წყლის ქვეშ?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. მართი კუთხე

მართი კუთხესაათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ შეადგენენ მართ კუთხეს?

 

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ