მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 21708 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. რამდენია საშუალო სიჩქარე

რამდენია საშუალო სიჩქარეავტომობილი დანიშნულების ადგილისკენ მოძრაობს 20 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო უკან ბრუნდება 60 კმ/სთ სიჩქარით.

რამდენ კმ/სთ-ს შეადგენს ავტომობილის საშუალო სიჩქარე:

ა) 30;

ბ) 40;

გ) 50;

დ) 60;

ე) ვერ განვსაზღვრავთ, რადგან არ ვიცით რა დისტანცია დაფარა ავტომობილმა.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. უცნაური ანდერძი

უცნაური ანდერძიერთმა მდიდარმა გლეხმა შვილებს სიკვდილის წინ საქონლის ჯოგი დაუტოვა, რომელიც 17 ძროხისგან შედგებოდა.

გლეხს სამი ვაჟი ჰყავდა, ანდერძში კი საქონელი ამგვარად იყო განაწილებული: 

- უფროს ვაჟს უნდა მიეღო საქონლის ნახევარი;

- შუათანას საქონლის მესამედი;

- უმცროსს კი საქონლის მეცხრედი;

როგორ გაიყონ ძმებმა საქონელი ანდერძის მიხედვით?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. შეადგინეთ სიტყვა

შეადგინეთ სიტყვაშეადგინეთ ერთი სიტყვა ქვემოთ მოყვანილი ასოებისგან: (ყველა ასოს გამოყენებით)

რ  ე  ს  ი  ყ  ა  ვ  თ  ტ  ი

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. იმედგაცრუებული არქეოლოგი

იმედგაცრუებული არქეოლოგიარქეოლოგმა იპოვა ვერცხლის მონეტა, რომელსაც ამოტვიფრული ჰქონდა წარწერა 7 წელი ჩვენს ერამდე.

მას მაშინვე უთხრეს, რომ მონეტა ყალბი იყო, რატომ?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. სახიფათო კომპიუტერული ვირუსი

სახიფათო კომპიუტერული ვირუსისახიფათო კოპიუტერულმა ვირუსმა მომხმარებელს შეატყობინა, რომ მოიპარა მნიშვნელოვანი ფაილი, რომლის მომავალი ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეტყობინების ტექსტს აკრებს მომხმარებელი კლავიატურაზე.

თუ მომხმარებელი აკრებს შეტყობინების ტექსტს, რომელიც იქნება ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვირუსი წაშლის ფაილს, ხოლო თუ შეტყობინება იქნება სიმართლე, ვირუსი შეცვლის ფაილის დასახელებას ისე, რომ მისი მოძებნა შეუძლებელი გახდება.

მომხმარებელმა კლავიატურაზე აკრიბა შეტყობინება, რომლის შემდეგაც ვირუსმა ვერ განახორციელა ვერანაირი  ქმედება და კომპიუტერი გამოირთო.

რა შეტყობინება აკრიბა მომხმარებელმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. მაინც რამდენის?

მაინც რამდენის?ანა ორჯერ ნაკლები წლისაა, ვიდრე იყო ელენე, როცა იგი 5 წლით უფროსი გახლდათ ანას ეხლანდელ ასაკზე.

რადენი წლისაა ანა?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. კომპლექსური რიცხვები

კომპლექსური რიცხვებიკომპლექსური რიცხვები შეესაბამება ნამდვილ რიცხვებს როგორც:

ა) სულიერი : გლობალური;

ბ) უსაზღვრო: საბოლოო;

გ) მარტივი: რაციონალური;

დ) უარყოფითი: დადებითი;

ე) ურიგო: რიგობრივი:

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. უპასუხეთ კალკულატორის გარეშე

უპასუხეთ კალკულატორის გარეშე40 წამის განმავლობაში კალკულატორის გარეშე უპასუხეთ რომელი უფრო მეტია:

354 × 357 თუ 355 × 356.

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. საათების მაღაზიაში

საათების მაღაზიაშისაათების ბრენდულ მაღაზიაში გააკეთეს 20%-იანი ფასდაკლება მაჯის საათებზე, ხოლო შემდეგ, როცა ფასდაკლება შევიდა ძალაში, ფასი შეამცირეს კიდევ 30%-ით.

იქნება თუ არა საათების საბოლოო ფასი იმაზე ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ თავიდანვე გამოაცხადებდნენ 50%-იან ფასდაკლებას?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. იმედგაცრუეებული ადვოკატი

იმედგაცრუეებული ადვოკატიადვოკატი შეეცადა წარედგინა სარჩელი 1 მილიონი დოლარის მოთხოვნით გამომსახველობითი ხელოვნების ინსტიტუტისთვის.

ადვოკატი სარჩელს ასაბუთებდა შემდეგნაირად:

მისი კლიენტი იმყოფებოდა მუზეუმში, როცა დაინახა სურათი - „მარია ანტუანეტა გილიოტინაზე“. 

იგი ჩამოჯდა სურათის წინ და ცოტა ხანში მის ცქერაში ჩაეძინა კიდეც, თუმცა სიზმარშიც გააგრძელა სურათის დათვალიერება.

როცა მოვიდა მუზეუმის დაკეტვის დრო, მასთან მივიდა დარაჯი და ზუსტად იმ მომენტში, როცა კლიენტს ესიზმრებოდა, რომ უნდა ჩამოვარდნილიყო გილოტინის დანა, მსუბუქად შეეხო მას კისერზე.

ამ შეხებამ გამოიწვია გულის გაჩერების პროვოცირება და კლიენტის გარდაცვალება, რადგან იგი ასოცირდებოდა დაზარებულის ქვეცნობერში გილოტინის დანის ჩამოვარდნასთან.

მოსამართლემ ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. წინდები კომოდში

წინდები კომოდშიკომოდში დევს 40 ლურჯი და 40 ყავისფერი წინდა. რამდენი მინიმალური წინდა უნდა გამოიღოთ კომოდიდან შეუხედავად, რათა გარანტირებულად მიიღოთ ერთი წყვილი ერთი ფერის წინდა?

ა) 2;

ბ) 3;

გ) 4;

დ) 40;

ე) 41;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. კვირის რომელი დღეა?

კვირის რომელი დღეა?კვირის რომელი დღე იქნება გუშინწინის შემდეგ, თუ დღეის შემდგომი დღის შემდეგი დღე კვირაა?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. რა რიცხვით?

რა რიცხვით?რა რიცხვით უნდა გაგრძელდეს შემდეგი თანმდევრობა: 0 0 1 2 2 4 3 6 4 8 5 

ა) 6;

ბ) 8;

გ) 10;

დ) 12;

ე) 14;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. რომელია სიმართლე?

რომელია სიმართლე?სამკუთხედის გვერდების სიგრძეები შეადგენს А, В და С.

ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებებიდან რომელი შეესაბამება სინამდვილეს?

ა) С - В ყოველთვის > А;

ბ) С - В ყოველთვის < А;

გ) С - В ყოველთვის = А;

დ) არც ერთი მტკიცებულება არ არის სწორი;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. ქერა და ცისფერთვალება

ქერა და ცისფერთვალებაოთახში იმყოფება ადამიანთა ჯგუფი, რომელთაგანაც  14 ადამიანს აქვს ქერა თმა, 8 ადამიანს ცისფერი თვალები.

სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ოთახში, თუ ადამიანების ამ ჯგუფში შედის 5 ცისფერთვალება და ქერა ადამიანი?

ა) 14;

ბ) 17;

გ) 19;

დ) 24;

ე) 27;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. ციფრული საათი

ციფრული საათიდავუშვათ გაქვთ ციფრული საათი 12 საათიანი ინდიკაციით, რომელსაც შეუძლია აჩვენოს დრო მხოლოდ მაშინ, როცა საათების რაოდენობა ემთხვევა წუთების რაოდენობას, ანუ საათის დისპლეი ირთვება მხოლოდ 8:08, 9:09, 10:10 და ა.შ.

დროის რა მინიმალური შუალედი შეიძლება იყოს ორ ასეთ ჩართვას შორის?

ა) 101 წუთი;

ბ) 61 წუთი;

გ) 60 წუთი;

დ) 49 წუთი;

ე) 11 წუთი;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. რას მივიღებთ?

რას მივიღებთ?რას მივიღებთ, თუ  - 50 × 50 × 50 × ... (სულ ასი რიცხვი - 50) გავყოფთ 100 × 100 × 100 × ... (სულ ორმოცდაათი რიცხვი 100)-ზე?

ა) 25 × 25 × 25 × ... (სულ ორმოცდაათი რიცხვი 25);

ბ) 4 × 4 × 4 × ... (სულ ორმოოცდაათი რიცხვი 4);

გ) 2 × 2 × 2 × ... (სულ ორმოცდაათი რიცხვი 2);

დ) 1;

ე) სწორი პასუხი არ არსებობს;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. ექიმი და შვილი

ექიმი და შვილიექიმის შვილის მამა არ არის ექიმი.

ასეთი რამ შესაძლებელია? როგორ?

 

 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. წინდაუხედავი მენეჯერი

წინდაუხედავი მენეჯერიმაღაზიის მენეჯერმა გამოაკრა შემდეგი შინაარსის რეკლამა:

„მობრძანდით მაღაზიაში დილით ადრე და შეიძინეთ პროდუქცია რიგის გარეშე“

რა უკუშედეგი შეიძლება გამოიღოს ამგვარმა სარეკლამო განცხადებამ? 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. ლოგიკური შესაბამისობა

ლოგიკური შესაბამისობაგვაქვს მოცემულობა - მუზარადი: თავი

მოძებნეთ ყველაზე ლოგიკური შესაბამისობა:

ა) ხმალი: მეომარი;

ბ) ქოლგა: ტანსაცმელი;

გ) სათითე: თითი;

დ) ფეხსაცმელი: წინდა;

ე) საათი: მაჯა;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. მაინც რომელი?

მაინც რომელი?დავუშვათ ოთხნიშნა რიცხვი ნაშთის გარეშე იყოფა 9-ზე.  ამ რიცხვის პირველი სამი ციფრია 1, 2, და 3.

რომელია მეოთხე ციფრი?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. რაინდი და ეშმაკი ხელმწიფე

რაინდი და ეშმაკი ხელმწიფერაინდს სურს დაქორწინდეს პრინცესაზე და პრინცესაც არ არის ამის წინააღმდეგი.

თუმცა მეფეს თავისი პირობები აქვს. მას სურს, რომ რაინდმა ყუთიდან ამოიღოს ორიდან ერთი ქაღალადი. მისი თქმით, ერთ ქაღალდზე წერია - „სიკვდილი“, ხოლო მეორეზე „ქორწილი“.

პრინცესამ მოასწრო და თავისი რჩეული გააფრთხილა, რომ ეშმაკმა მეფემ ორივე ქაღალდზე დაწერა - „სიკვდილი“.

რა უნდა გააკეთოს რაინდმა, რომ თავიდან აიცილოს სიკვდილი და დაქორწინდეს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. რიგში

რიგშირიგში დგას ოთხი ადამიანი. თამარი დგას ელენესა და ანას შორის. ანა დგას ორი სხვა ადამიანის წინ, ხოლო ირაკლი დგას ანას წინ.

ამ ოთხი ადამიანიდან ვინ არის რიგში: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. მოხერხებული მჭედელი

მოხერხებული მჭედელიერთ მჭედელს მიუტანეს 7 ცალი ჯაჭვი, თითეულ ჯაჭვში იყო ხუთი რგოლი და სთხოვეს, რომ გადაება ერთმანეთზე ეს ჯაჭვები ისე, რომ გამოსულიყო ერთი მთლიანი ჯაჭვი.

მჭედელმა ეს გააკეთა, მაგრამ ისე, რომ გახსნა და შემდეგ შეაერთა მხოლოდ 5 რგოლი.

როგორ?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. ბუტერბროდები

ბუტერბროდებილაშქრობაში მყოფმა, 50 კაცისგან შემდგარმა ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა სადილობა. 

მათ თან წაღებული ჰქონდათ 60 დიდი და 60 პატარა ბუტერბროდი.

დასაწყისში, მათ სურდათ ბუტერბროდები გაეყოთ ამგვარად: პირველ 30 ადამიანს აეღო 2 დიდი ბუტერბროდი (თითოს), ხოლო 20 ადამიანს 3 პატარა ბუტერბროდი (თითოს).

როდესაც ბუტერბროდები გადმოაწყვეს, ისინი აირია ერთმანეთში, ამიტომ გადაწყვიტეს დაერიგებინათ 5 ბუტერბროდი 2 ადამიანზე. რამდენად დიდი იყო მათი გაოცება, როცა ბოლო ორ ადამიანს ბუტერბროდები აღარ შეხვდა, თუმცა დარიგდა ზუსტად 120 ბუტერბროდი.

შეეცადეთ მიხვდეთ - რატომ გამოვიდა ასე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. უცნაური საათები

უცანური საათებიერთ ადამიანს აქვს სახლი, რომელშიც არის 10 ოთახი, ხოლო ყველა ოთახში აქვს საათი.

ერთხელ, ოქტომბრის ბოლოს, პარასკევ საღამოს მან ათივე საათი გადაიყვანა ზამთრის დროზე, ანუ გადასწია ერთი საათით წინ.

მეორე დილით კი აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი საათი უჩვენებდა სწორ დროს, რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. ბიჭუნა ვაშლი და ბებია

ბიჭუნა ვაშლი და ბებიაერთ კუნძულზე იმყოფება ბიჭუნა, კუნძულზე ასევე არის ვაშლის ხე. მეორე კუძულზე იმყოფება ბიჭუნას ბებია, ხოლო კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს ხიდი.

ბიჭუნამ აუცილებლად უნდა მიუტანოს ბებიას ორი ვაშლი, ხიდი კი გაუძლებს მხოლოდ ბიჭუნას და ერთ ვაშლს.

ხიდზე გავლა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. წყალში გაცურვა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება გადაფრენა, არ შეიძლება გვირაბის გათხრაც.

მაშ როგორ გადაიტანოს ბიჭუნამ ვაშლები?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. რომელს გაწირავთ?

რომელს გაწირავთ?წარმოიდგინეთ, რომ მიქრიხართ სპორტული ავტომობილით მაღალი სიჩქარით მთიან სერპანტინზე (ვიწრო, დაკლაკნილი გზა).

უცებ თქვენს წინ აღმოჩნდა ორი ადამიანი - მარცხენა მხარეს ახალგაზრდა გოგონა - 20 წლამდე, ხოლო მარჯვენა მხარეს მოხუცი ბებია, დაახლოებით 80 წლამდე.

მარჯვნივ მოხვევა არ შეიძლება - კლდეებია, არ შეიძლება მარცხნივ მოხვევაც - ხრამია.

რომელს დარტყამთ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. გაუგებარი სიტუაცია

გაუგებარი სიტუაციასამი ახალგაზრდა შევიდა კომპიტერულ მაღაზიაში, მათ დადეს 10-10 დოლარი და 30 დოლარად შეიძინეს დისკი ახალი თამაშით.

როდესაც გამოვიდნენ მაღაზიიდან, მეპატრონეს გაახსენდა, რომ იყო ფასდაკლების დღე და გაგზავნა კონსულტანტი გოგონა, რათა დასწეოდა მათ და უკან დაებრუნებინა 5 დოლარი.

გოგონამ გზაში მოიფიქრა, რომ ბიჭებისთვის დაებრუნებინა 3 დოლარი, ხოლო 2 დაეტოვებინა თავისთვის და ასეც მოიქცა.

ეხლა კი დავთვალოთ: ბიჭებმა საბოლოო ჯამში დახარჯეს თითომ 9 დოლარი, 2 დოლარი დაიტოვა გოგონამ. ანუ  9 x 3 + 2 = 29 დოლარს.

სად დაიკარგა კიდევ ერთი დოლარი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. გონიერი ცხენი

გონიერი ცხენიფერმერმა დოღის ცხენი გამოაბა 20 მეტრიან თოკზე და ისე წავიდა ქალაქში 2 დღით, საერთოდ დაავიწყდა ამის შესახებ.

ცხენიდან 150 მეტრში იდგა ქერით სავსე ვარცლი. 2 დღის შემდეგ ფერმერი ქალაქიდან დაბრუნდა, მას გაახსენდა ცხენი და როდესაც მიუახლოვდა, ძალიან გაუკვირდა, რომ ორი დღის განმავლობაში ცხენს ნახევარი ვარცლი ქერი შეეჭამა.

როგორ მოახერხა ცხენმა ეს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. ჭკვიანი შეფი

ჭკვიანი შეფიერთი ფორმის 4-მა თანამშრომელმა დააგვიანა სამსახურში 2 საათით. საკუთარ შეფს მათ დაგვიანების მიზეზად უთხრეს, რომ ოთხივენი მგზავრობდნენ ერთი ავტომობილით და სამსახურისკენ გზაში დაეშვათ საბურავი.

შეფმა არ დაიჯერა მათი ახსნა განმარტება, და თითეულს ცალ-ცალკე გაესაუბრა კაბინეტში, რის შემდეგაც მარტივად დაადგინა, რომ თანამშრომლებმა მოიტყუეს და ყოველ შემთხვევაში საბურავის დაშვებას ადგილი არ ჰქონია.

როგორ დაადგინა შეფმა ტყუილის ფაქტი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. თვითმფრინავის კატასტროფა

თვითმფრინავის კატასტროფაორი ქალაქის ტერიტორიულ საზღვარზე (აღმოსავლეთის და დასავლეთის) კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა.

რომელ ქალაქში დაასაფლავებენ გადარჩენილებს?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. სატვირთო, ხიდი და ბეღურა

სატვირთო, ხიდი და ბეღურადავუშვათ მდინარეზე გადებულია 10 კმ სიგრძის ხიდი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მაქსიმუმ (ანუ ზუსტად) 20 ტონა დატვირთვას.

წარმოვიდგინოთ, რომ ხიდის ერთი ბოლოდან მეორისკენ დაიძრა სატვირთო ავტომობილი, რომელიც იწონის ზუსტად 20 ტონას. დაახლოებით ხიდის შუაში, სატვირთო ავტომანქანაზე ჩამოჯდა ბეღურა, რომელსაც რაღაც წონა გააჩნია (როგორც ჩვეულებრივ ბეღურას)

დაარღვევს თუ არა ბეღურა ბალანსს, რამაც შეიძლება ხიდის ჩანგრევა გამოიწვიოს? და რაც მთავარია - რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. გამჭრიახი ქმარი

გამჭრიახი ქმარიწარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ქმარი ბრუნდება დილით ადრე სახლში ნასვამი.

„სად იყავი“? - ეკითხება მრისხანედ ცოლი.

„მეგობრებთან ვთამაშობდი ჭადრაკს“ - პასუხობს ქმარი.

„მაგრამ მაშინ რატომ გაქვს ასე ძლიერი არაყის სუნი? - არ წყნარდება ცოლი.

როგორ ფიქრობთ, რა უპასუხა ქმარმა ცოლს ამ კითხვაზე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. როგორ?

როგორ?როგორ შეიძლება რიცხვი 188 გაყოთ შუაზე ისე, რომ მიიღოთ ერთი?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. რა სიჩქარით?

რა სიჩქარით?მანქანის უკან, მაყუჩზე ონავარმა ბავშვებმა მოაბეს რკინის ცარიელი ქვაბი, რომელიც საშინელ ხმას გამოსცემს.

ავტომობილი მიქრის გზატკეცილზე.

რა სიჩქარით უნდა იაროს ავტომობილმა, რომ ქვაბის ხმა არ ისმოდეს?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში

ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიმოქმედება ხდება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მეხუთე სართულზე, 555-ე ნომერში.

სასტუმროში მცხოვრები პიროვნება დილით ადგა საწოლიდან, მიიღო შხაპი, ჩაიცვა, მიირთვა ფინჯანი ყავა, გავიდა აივანზე და აღმოაჩინა, რომ არ ეცვა შარვალი.

როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. ოთახი-ხაფანგი

ოთახი-ხაფანგიწარმოიდგინეთ, რომ ადამიანი იმყოფება ოთახ-ხაფანგში. ამ ოთახიდან არის მხოლოდ სამი გასასვლელი კარი.

პირველი კარი გადის ოთახში, რომრლიც სავსეა შხამიანი გველებითა და მორიელებით, მეორე კარი გადის ოთახში, სადაც დგას უზარმაზარი ლუპა, რომელიც ოთახში შესვლისთანავე წამში ფერფლად აქცევს ყველაფერს და მესამე კარი გადის ოთახში, სადაც მშიერი ლომები იმყოფებიან.

ადამიანს შეუძლია თავს უშველოს მხოლოდ ერთ-ერთი ამ ოთახის გავლის შემდეგ.

როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ ხაფანგს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. ნათურა ავტოფარეხში

ნათურა ავტოფარეხშიწარმოიდგინეთ, რომ დგახართ ავტოფარეხის წინ. ავტოფარეხში ჩამოკიდებულია ერთი დიდი ნათურა, ხოლო ფარეხის გარეთ არის 3 ჩამრთველი, რომლიდანაც ნათურას ანთებს მხოლოდ ერთ ჩამრთველი, დანარჩენი ორი სათადარიგოა.

დაფიქრდით, როგორ უნდა გაიგოთ ზუსტად, თუ რომელი ჩამრთველი ანთებს ნათურას. ამასთან, ფარეხში შესვლა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ და ფარეხს არ გააჩნია არავითარი ჭუჭრუტანა.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. თავზეხელეღებული ლევანი

თავზეხელეღებული ლევანილევანს ძალიან უყვარს სწრაფად სიარული, იგი ყოველთვის არღვევს გზებზე მოძრაობის წესებს, ამიტომ ხშირად აჩერებს და აჯარიმებს საპატრულო სამსახური.

ერთხელ იგი გადაადგილდებოდა ცალმხრივი გზის მარცხენა ზოლში, საპირისპირო მიმართულებით, შემდეგ გადავიდა ტროტუარზე, გადაკვეთა ქვეითმოსიარულეთა გადასასვლელი და ყურადღებაც არ მიაქცია, რომ მანქანებისთვის შუქნიშანზე წითელი ნიშანი ენთო.

ლევანმა ეს ყველაფერი საპატრულო სამსახურის ავტომობილის წინ გააკეთა, თუმცა ამჯერად პატრულმა ამას არავითარი ყურადღება არ მიაქცია, რატომ?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ