მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 18648 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. აგენტი 007

აგენტი 007აგენტი 007 მოათავსეს ციხის კამერაში და შესთავაზეს თავდახსნის ერთი საშუალება:

მას უნდა აერჩია კამერიდან გამავალი სამი კარიდან ერთ-ერთი, საიდანაც აღმოჩნდებოდა თავისუფლებაზე.

პირველი კარის მიღმა ენთო 10000 გრადუსი ცელსიუსის სიმხურვალის ცეცხლი;

მეორე კარს მიღმა: იმყოფებოდნენ 2 თვის ნაშიმშილები ლომები.

მესამე კარს მიღმა: ჩასაფრებული იყო 10 კბილებამდე შეიარაღებული მსროლელი;

რომელი კარით უნდა ისარგებლოს 007-მა, რომ აღმოჩნდეს თავისუფლებაზე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. ორი საათი

ორი საათიგვაქვს ორი ტიპის საათი.

ერთი შედგება მინიმალური რაოდენობის მოძრავი ნაწილებისგან, ხოლო მეორე მაქსიმალური რაოდენობის მოძრავი ნაწილებისგან.

რა ტიპის საათებია ეს?



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. პატარა გროსმეისტერი

პატარა გროსმეისტერიერთ ოჯახში ძალიან უყვარდათ ჭადრაკის თამაში. მამამ თამაში ასწავლა საკუთარ შვილს, 10 წლის ბიჭუნას, რომელიც ჯერ-ჯერობით ახერხებდა ფიგურების სწორად გადაადგილებას, თუმცა თამაშისთვის საჭირო ანალიტიკური აზროვნება ჯერ არ გააჩნდა.

ამ ოჯახში, სტუმრად ხშირად დადიოდა მამის ორი მეგობარი, ჭადრაკის გროსმეისტერები. ისინი ხშირად თამაშობდენენ ჭადრაკს ერთმანეთში და ასევე ხშირად ეთამაშებოდნენ მამას. ისინი მას აძლევდნენ ფორას - ერთ ფიგურას (კუს, მხედარს და ეტლსაც კი), თუმცა მიუხედავად ამისა, მამა მაინც ყოველთვის აგებდა მათთან.

ერთხელ ბავშვმა გადაწყვიტა თავადაც ეთამაშა გროსმეისტერებთან ერთდრული სეანსი ორ დაფაზე. მან ფორაზე უარი თქვა, თუმცა შესანიშნავად ითამაშა და ერთ-ერთს თამაში მოუგო, ხოლო მეორესთან წააგო, თუმცა მედგარი წინააღმდეგობის შემდეგ.

როგორ შეძლო ეს 10 წლის ბავშვმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. დაუდევარი მუშები

დაუდევარი მუშებიმდინარის პირას იდო დიდი რკინის მილი. მათ შორიახლოს მიდიოდნენ ბავშვები. ისინი შეძვრნენ მილში, ითამაშეს და მილშივე ჩაეძინათ.

ამ დროს იქვე ჩაიარეს მუშებმა, დაინახეს მილი, მივიდნენ, ერთ-ერთმა ქანჩით დააკაკუნა მილზე და აღნიშნა, რომ მილს ბზარი ჰქონდა. მეორე მუშამ შესთავაზა მილი მდინარეში გადაეგდოთ. მართლაც, მათ ასწიეს მილი ისე, რომ შიგნით არც შეუხედავთ და მდინარეში გადააგდეს.

და ბავშვები? - ბავშვებმა გაიღვიძეს და წავიდნენ სახლში. როგორ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. კონცერნ ტოიოტაში

კონცერნ ტოიოტაშიიაპონურ კონცერნ ტოიოტაში, სამი ინჟინრის მიერ ინდივიდუალურად იქნა წარმოდგენილი გეგმა, რომელიც საშუალებას იძლეოდა შემცირებულიყო ავტომობლების საწვავის ხარჯი.

პირველი ინჟინრის მიერ წარმოდგენილი გეგმით, საწვავის ხარჯი უნდა შემცირებულიყო 50%-ით;

მეორე ინჟინრის მიერ წარმოდგენილი გეგმით - 30%-ით;

მესამე ინჟინრის მიერ წარმოდგენილი გეგმით - 20%-ით;

დირექტორთა საბჭოს კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წარმოებაში დაენერგად ერთბაშად სამივე ინჟინერის მიერ წარმოდგენილი გეგმა.

როგორ ფიქრობთ, სამივე გეგმის განხორციელების შემდეგ რამდენ პროცენტამდე შემცირდება საწვავის ხარჯი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. შეეცადეთ განსაზღვროთ

შეეცადეთ განსაზღვროთცნობილია, რომ:

2 კვადრატში = 4;

10 კვადრატში = 100;

1/2 კვადრატში = 1/4;

1/3 კვადრატში = 1/9;

შეეცადეთ განსაზღვროთ რას უდრის კვადრატის კუთხე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. ცხენები

ცხენები10-მა ცხენმა 10 ტომარა ქერი შეჭამა 10 დღეში.

რამდენ დღეში შეჭამს 20 ცხენი 20 ტომარა ქერს?

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. გამჭრიახი გამომძიებელი

გამჭრიახი გამომძიებელიერთ ახალგაზრდა წყვილთან მივიდა გამომძიებელი და აცნობა, რომ გოგონას ძმა გაქურდეს.

საბრალო ირაკლი - თქვა გოგონას ქმარმა, მისი იმდენს შურდა რომ...

გამომძიებელმა დაიწყო წყვილის გამოკითხვა, თუ ვისზე შეიძლებოდა ჰქონოდათ მათ ეჭვი.

„შეიძლება ეს იყოს ჩემი ბიძა - თქვა გოგონამ, მას შურდა ირაკლისი და კარგი ურთიერთობაც არ ჰქონიათ“

„ჩემს ცოლს ჰყავს ძმა ალექსანდრე - აღნიშნა ქმარმა, ისიც ხშირად გამოხატავდა შურს ირაკლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არანაკლებ შეძლებულად ცხოვრობდა“

„ჩემი მესამე ძმა დიმიტრიც შემჩნეულია ქურდობაში, თუმცა მას ეს ვერცერთჯერ ვერ დაუმტკიცდა“ - დაამატა ცოლმა.

ამის შემდეგ, გამომძიებელმა წყვილს სთხოვა გაჰყოლოდნენ ზოგიერთი დეტალების დასაზუსტებლად. როგორც კი მივიდნენ განყოფილებაში, გამომძიებელმა ისინი მაშინვე დააპატიმრა ქურდობის ბრალდებით.

როგორ მივიდა გამომძიებელი იმ დასკვნამდე, რომ ქურდობა წყვილმა ჩაიდინა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. უცნაური მზვერავი

უცნაური მზვერავიერთი მზვერავი, რომელიც დავალების შესასრულებლად მიდიოდა, ღამით კარავში დაბანაკდა.

მან ღამითვე დატოვა კარავი და გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გადაწყვიტა გზის შესამოკლებლად რკინიგზის ლიანდაგებზე ევლო. 

გაიარა რა რამდენიმე კილომეტრი, მზვერავმა გაიგონა მოახლოებული მატარებლის ხმა, რომელიც უკვე იყო საკმაოდ ახლოს.

მიუხედავად ამისა, აუღელვებელი მზვერავი გაიქცა მატარებლისკენ შემხვედრი მიმართულებით და 50 მეტრის გარბენის შემდეგ, როცა თითქმის უნდა შეჯახებოდა მატარებელს, გადახტა რელსებიდან და თავიდან აიცილა შეჯახება.

როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა მზვერავი ასე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. ორი მეცნიერი

ორი მეცნიერიორი მეცნიერ-მკვლევარი ატარებდა სხვადასხვა სახის მცენარეების, ცხოველების და ადგილმდებარეობის შესწავლას.

კვლევის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, მათ თავს დაესხათ მტაცებლების ჯოგი.

როდესაც ერთმა მეცნიერმა დაინახა მოახლოებული მტაცებლები, მკვეთრად შემობრუნდა უკან და სწრაფად გაეშურა ბანაკისკენ, სადაც ისინი იყვენენ დაბინავებული.

მეორე მეცნიერმა კი გააცნობიერა, რომ მტაცებელები ვერ დაეწეოდნენ და ბანაკისკენ გაეშურა საკმაოდ  ნელა.

როდესაც ორივენი ბანაკში დაბრუნდნენ, აღმოჩნდა რომ სწრაფად დაბრუნებული მეცნიერი გახდა ავად, ხოლო მეცნიერი, რომელიც უკან ძალიან ნელა დაბრუნდა, იყო აბსოლიტურად ჯანმრთელი.

როგორ ფიქრობთ - რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. კაზინოში

კაზინოშიორი ძალიან მდიდარი ცოლ-ქმარი ყოველდღიურად სტუმრობდა კაზინოს.

ქმარს უყვარდა რულეტკის თამაში და მუდმივად დებდა საკმაოდ დიდ თანხებს შავ ფერზე.

მიუხედავად ამისა, ისინი აგებდნენ ძალიან მცირე თანხას.

რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. სურათების ქურდი

სურათების ქურდიცნობილი ძვირფასი სურათების ქურდი, ერთხელ შევიდა კარგად დაცულ შენობაში. ამ დროს არ იმუშავა არც ერთმა სიგნალიზაციამ და არც ერთი მცველი არ შეეცადა მის შეჩერებას.

სურათების ქურდი უკვე ერთი კვირაა იმყოფება იმ შენობაში, მცველები მას მუდმივად ხედავენ, მაგრამ არც კი ცდილობენ მის დაკავებას.

რატომ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. ოთახში

ოთახშიკვადრატული ფორმის ოთახში, თითეულ კუთხეში დგას თითო ადამიანი.

ოთხივე მათგანი უყურებს ერთმანეთს, ანუ თითეული უყურებს მთელ ოთახს.

როგორ ფიქრობთ, სად უნდა დავდოთ მობილური ტელეფონი ოთახში, რომ მისი დანახვა შეძლოს მხოლოდ სამმა ადამიანმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. ძლიერ წვიმაში

ძლიერ წვიმაშიმოდიოდა ძლიერი წვიმა. იყო გვიან, დაახლოებით ღამის 2 საათი. შავ საწვიმარში გამოწყობილი მამაკაცის გვარდით ჩაიარა უზარმაზარმა ჯიპმა ( ყველგანმავალმა).

უცნაური მანქანაა, გაიფიქრა მამაკაცმა, მისი ერთი საბურავი ხომ არ ბრუნავს?

როგორი ნომერი ექნებოდა ყველგანმავალს და მისი რომელი საბურავი არ ბრუნავდა?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. რა უნდა იყოს?

რა უნდა იყოს?აყავხართ ზემოთ და ჩამოყავხართ ქვემოთ იმ დროს, როცა თქვენ დგახართ ერთ ადგილზე.

ლიფტი არ არის.

რა უნდა იყოს?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. რა ფერისაა დათვი?

რა ფერისაა დათვი?წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლს აქვს ოთხი კედელი და ოთხივე იყურება (მიმართულია) სამხრეთისკენ.

სახლის მახლობლად დასეირნობს დათვი.

შეკითხვა - რა ფერისაა დათვი?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. რას უდრის?

რას უდრის?რას უდრის X-ის მნიშვნელობა ქვემოთ მოყვანილ სქემაში?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. დაალაგეთ ლოგიკური თანმიმდევრობით

დაალაგეთ ლოგიკური თანმიმდევრობითდაალაგეთ ქვემოთ მოყვანილი წინადადებები შესაბამისი თანმიმდევრობით:

ა) ხომალდმა ზღვის ყურეში ღუზა ჩაუშვა;

ბ) იუნგამ გაიღვიძა და ზღვის ლომი დაინახა;

გ) იუნგა გადავიდა ნაპირზე და მწვანე მოლზე დაიძინა;

დ) იუნგამ არავის უთხრა ნანახის შესახებ;

ე) იუნგა მეზღვაურთა ეკიპაჟში ჩაეწერა;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. რამდენი სამკუთხედია?

რამდენი სამკუთხედია?რამდენი სამკუთხედია ქვემოთ მოყვანილ სურათზე?

ა) 9;

ბ) 10;

გ) 11;

დ) 12;

ე) 13;

ვ) სწორი პასუხი არ არის მითითებული;

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. ჩიტი ყუთში

ჩიტი ყუთშიწარმოიდგინეთ, რომ სასწორზე დევს ყუთი, რომლშიც იმყოფება ჩიტი.

შემცირდება, გაიზრდება თუ იგივე დარჩება სასწორის მაჩვენებელი, თუ ჩიტი დაიწყებს ყუთში ფრენას?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. მარათონი

მარათონითქვენ მონაწილეობთ შეჯიბრში - სირბილი მცირე დისტანციაზე; და გადაუსწარით მორბენალს, რომელიც იმყოფებოდა ბოლო ადგილზე.

რომელ პოზიციაზე (ადგილზე) იმყოფებით თქვენ ახლა?

ა) ბოლო ადგილზე;

ბ) ბოლოს წინა ადგილზე;

გ) ბოლოდან მესამე ადგილზე;

დ) თქვენი პოზიციის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ გვეცოდინება შეჯბრში მონაწილეთა რაოდენობა;

ე) სწორი პასუხი შეუძლებელია, რადგან კითხვას არა აქვს აზრი;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. როგორ გავანულოთ?

როგორ გავანულოთ?ლევანს მართებს გიორგის 30 ლარი;

გიორგის მართებს დავითის 20 ლარი;

დავითს მართებს ლევანის 50 ლარი;

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოქმედება გადაჭრის ვალების საკითხს?

ა) ლევანმა მისცეს დავითს 50 ლარი;

ბ) გიორგიმ მისცეს დავითს 20 ლარი, ხოლო ლევანმა მისცეს გიორგის 40 ლარი;

გ) ლევანმა მისცეს დავითს 20 ლარი, ხოლო გიორგიმ მისცეს დავითს 10 ლარი;

დ) გიორგიმ და დავითმა ერთად მისცენ ლევანს 50 ლარი;

ე) დავითმა მისცეს ლევანს 20 ლარი და გიორგის 10 ლარი;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. ტანსაცმლის მაღაზიაში

ტანსაცმლის მაღაზიაშიტანსაცმლის მაღაზიაში თანმიმდევრობით ჩამოაფასეს 100 ლარის ღირებულების სვიტერი. ჯერ 30%-ით, შემდეგ კი 10%-ით.

რამდენს შეადგენს ექვივალენტური ერთჯერადი ფასდაკლება?:

ა) 34%

ბ) 36%

გ) 37%

დ) 38%

ე) 40%

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. გამოთვალეთ კუთხე

გამოთვალეთ კუთხემოცემულ სურათზე:

კუთხე AED = 90°;

კუთხე BED = 40°;

ხოლო კუთხე AEC = 75°; 

რამდენ გრადუსს შეადგენს კუთხე BEC?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. გამოთვალეთ 10 წამში

გამოთვალეთ 10 წამშიკალკულატორის გარეშე, ათი წამის განმავლობაში განსაზღვრეთ: მეტია, ნაკლებია თუ ტოლია შემდეგი მნიშვნელობა:

999 × 1001 თუ 1000 × 1000. 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. წვეულებაზე

წვეულებაზეწვეულებაზე მივიდა 24 ადამიანი და თითეულმა მათგანმა ხელი ჩამოართვა სხვა დანარჩენს.

რამდენ ხელის ჩამორთმევას ჰქონია სულ ადგილი?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. შეადგინეთ რიცხვი

შეადგინეთ რიცხვიგვაქვს ციფრები: 2, 3, 5 და 7.

რა სამნიშნა რიცხვი შეიძლება შევადგინოთ ამ ციფრებისგან ისე, რომ ციფრები არ მეორდებოდეს და შედგენილი სამნიშნა რიცხვი იყოს მასში შემავალი თითეული ციფრის ჯერადი?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. ანას გარდერობი

ანას გარდერობიანას აქვს სამი სვიტერი, ოთხი ქვედაბოლო და ორი წყვილი ფეხსაცმელი.

ჩაცმის რამდენი კომბინაცია შეიძლია გვაჩვენოს ანამ, თუ გამოიყენებს ნებისმიერ სვიტერს, ნებისმიერ ქვედაბოლოს და ნებისმიერ ფეხსაცმელს?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. რომელია შემდეგი ასო?

რომელია შემდეგი ასო?რომელი ასოთი შეიძლება გავაგრძელოთ შემდეგი თანმიმდევრობა:

ა  გ  ვ  კ  პ

1) რ;

2) ს;

3) ტ;

4) ფ;

5) ქ;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. მაინც რამდენი?

მაინც რამდენი?რამდენი დადებითი მთელი რიცხვია 0-სა და 1000-ს შორის, რომელიც უნაშთოდ იყოფა 3-ზე?

 

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. რამდენს მივიღებთ?

რამდენს მივიღებთ?რამდენს მივიღებთ, თუ  40-ს გავყოფთ ½ -ზე და მივუმატებთ 20-ს?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. შეეცადეთ დაალაგოთ 

შეეცადეთ დაალაგოთდაალაგეთ ლოგიკური თანმიმდევრობის მიხედვით:

ა) ქალი ისინჯავს კაბას;

ბ) ქალი ყიდულობს შლიაპას;

გ) მამაკაცი ყიდულობს კაბას; 

დ) ქალი აბრუნებს კაბას მაღაზიაში;

ე) მამაკაცი უკეთებს მეუღლეს საჩუქარს;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. მაშ რომელია?

მაშ რომელია?ორი მთელი (0-ზე მეტი) რიცხვის ჯამი შეადგენს 3-ს. ერთ-ერთი ამ რიცხვთაგანი არ არის 2.

მაშ რომელია ერთ-ერთი რიცხვი?

ა) 0;

ბ) 2;

გ) 3;

დ) 4;

ე) რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. სტუდენტები

სტუდენტებისამოცმა სტუდენტმა ჩააბარა გამოცდა, რომლის შედეგებიც ფასდებოდა შკალით - 0-დან 100 ქულამდე.

მხოლოდ 21-მა სტუდენტმა შეძლო მიეღო შეფასება, რომელიც უდრიდა ან აჭარბებდა 80 ქულას.

რას უდრის სამოცივე სტუდენტის შეფასების მინიმალური საშუალო ქულა?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. უპასუხეთ 5 წამში

უპასუხეთ 5 წამშიშეძლებთ თუ არა 5 წამში უპასუხოთ:

რა უფრო მეტია 3/7 თუ 7/16?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. გამოიცანით 10 წამში

გამოიცანით 10 წამში10 წამის, ან უფრო ნაკლების განმავლობაში, გამოხატეთ გაყოფის მნიშვნელობა პროცენტებში - 1111 გავყოთ 25-ზე.

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. კარგად დაფიქრდით

კარგად დაფიქრდითრა რაოდენობის კომიტეტების შედგენა შეიძლება სამი ადამიანისგან, თუ თითეულ კომიტეტში შეიძლება შედიოდეს 1-დან 3 ადამიანამდე?

ა) 3

ბ) 4

გ) 5

დ) 6

ე) 7

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. რომელია ყველაზე ნაკლები

რომელია ყველაზე ნაკლებიქვემოთ მოყვანილი მნიშვნელობებიდან, რომელია ყველაზე ნაკლები?

ა) 11 / 20

ბ) 5 / 6

გ) 5 / 7

დ) 2 / 3

ე) 3 / 4

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. რას უდრის C?

რას უდრის C?თუ a, b და c თანმიმდევრობით განლაგებული კენტი რიცხვებია, რომლებიც ჯამში 57-ს იძლევა.

რას უდრის c?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. წიგნების თარო

წიგნების თაროპედაგოგმა, რომელსაც ოთახში აქვს გარკვეული რაოდენობის წიგნების თაროები, გაანაწილა საკუთარი წიგნების კოლექცია თანაბრად ისე, რომ თითეულ თაროზე მოათავსა 80 წიგნი.

თუ პედაგოგი დაამატებს კიდევ 3 თაროს და კვლავ თანაბრად გაანაწილებს წიგნებს, თითო თაროზე მას იქნება 50 წიგნი.

სულ რამდენი წიგნი აქვს პედაგოგს?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ