წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 14820 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

1. ავტოსამრეცხაოში

ავტოსამრეცხაოშიავტოსამრეცხაოს ყველა თანამშრომელი მუშაობს ერთნაირი სიჩქარით და 8 ადამიანს შეუძლია 50 ავტომობილის გარეცხვა 60 საათში.

რამდენ საათში გარეცხავს ავტოსამრეცხაოს 4 თანამშრომელი 100 ავტომობილს?

ა) 30;

ბ) 60;

გ) 120;

დ) 240;

ე) 360;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. რომელია სწორი ვერსია

რომელია სწორი ვერსიათუ ზოგიერთი „ბლიპი“ შეიძლება იყოს - „ფლიპი“, ხოლო ზოგიერთი „ფლიპი“ იყოს - „ზლიპი“, მაშინ ზოგიერთი „ბლიპი“ არის - „ზლიპი“.

(ბლიპი, ფლიპი და ზლიპი პირობითი სიტყვებია)

რომელია სწორი ვერსია:

ა) ეს მოსაზრება სწორია;

ბ) ეს მოსაზრება არ არის სწორი

გ) მოსაზრების მართებულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. სულ რამდენი მორბენალია?

სულ რამდენი მორბენალია?ლევანს უჭირავს 50-ე ადგილი სკოლაში ყველაზე სწრაფ მორბენლებს შორის და 50-ე ყველაზე ნელ მორბენლებს შორის.

სულ რამდენი მორბენალია სკოლაში იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ყველანი დარბიან სხვადასხვა სიჩქარით?

ა) 50

ბ) 51

გ) 99

დ) 100

ე) 101

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. საცერი

საცერიწარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მართკუთხედი ფორმის საცერი, რომელის ზომებია:

სიგრძე - 9 სმ;

სიგანე - 7 სმ;

რა მოცულობის წყლის მოთავსება შეიძლება საცერში?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. რომელი მოსაზრებაა მართებული?

რომელი მოსაზრებაა მართებული?ანა არის ელენეზე მაღალი, ხოლო თეკლა არის ანაზე დაბალი.

ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომლის დამტკიცებაა შესაძლებელი?

ა) თეკლა ელენეზე მაღალია;

ბ) თეკლა ანაზე დაბალია;

გ) თეკლა და ანა ერთი სიმაღლისანი არიან;

დ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრების დამტკიცება არ არის შესაძლებელი;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. ორი მეთევზე

ორი მეთევზედავითმა ერეკლესთან ერთად 32 თევზი დაიჭირა, ამასთან, დავითმა ერეკლეზე 3-ჯერ მეტი თევზი დაიჭირა.

რამდენი თევზი დაიჭირა დავითმა?

ა) 6

ბ) 8

გ) 16

დ) 24

ე) 28

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. ორი მორბენალი

ორი მორბენალიორი მორბენალი იწყებს სირბილს ერთი წერტილიდან ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით.

თითეული მათგანი გაირბენს სამ კილომეტრს პირდაპირი მიმართულებით, შემდეგ კი მოუხვევს მარჯვნივ და გაირბენს კიდევ 4 კილომეტრს პირდაპირი მიმართულებით.

რამდენი კილომეტრი იქნება მათ შორის ამ მომენტში?

ა) 5;

ბ) 8;

გ) 10;

დ) 12;

ე) 14;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. გამოიტანეთ აზრი

გამოიტანეთ აზრირა აზრის გამოტანა შეიძლება ავტორის მიერ გამოთქმული შემდეგი მტკიცებულებიდან?

„იმის გამო, რომ ყველა ბავშვს, ვისაც მე ვიცნობ, უყვარს ნაყინი, ირაკლისაც უნდა უყვარდეს ნაყინი“

ა) ავტორი არ იცნობს ძალიან ბევრ ბავშვს;

ბ) ირაკლის ძალიან უყვარს ტკბილეული;

გ) ავტორი ირაკლის ახლო მეგობარია;

დ) ირაკლი ბავშვია;

ე) ავტორმა შეხედა, როგორ მიირთმევდა ირაკლი ნაყინს.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. დაბადების დღე

დაბადების დღერამდენი დაბადების დღე აქვს საშუალო სტატისტიკურ ადამიანს?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. რამდენი?

რამდენი მარკა?რამდენი ორი თეთრის ღირებულების მარკაა დუჟინში?

 

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. 3 აბი წამალი

3 აბი წამალიექიმმა მოგცათ წამლის 3 აბი და დანიშნულება, რომ მიიღოთ თითო აბი ყოველ ნახევარ საათში.

რამდენი წუთი გავა პირველი და მესამე აბის მიღებას შორის?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. რომელი რიცხვით?

რომელი რიცხვით?რომელი რიცხვით უნდა გაგრძელდეს შემდეგი თანმიმდევრობა:

125, 64, 27, 8 ?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. დემეტრე და დედა

დემეტრე და დედადემეტრე 10 წლისაა, ხოლო დედა მასზე ოთხჯერ უფროსია.

რამდენი წლის იქნება დედა, როცა დემეტრეს შეუსრულდება 15 წელი?

ა) 65

ბ) 60

გ) 55

დ) 50

ე) 45

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. ლიფტში

ლიფტშიდავუშვათ ადამიანი იმყოფება ლიფტში და 39-ე სართულზე გაწყდა ლიფტის ბაგირი.

გარედან შველა შეუძლებელია.

რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ გადარჩეს?

ა) ახტეს ზემოთ ზუსტად იმ მომენტში, როცა კაბინა უნდა დაეცეს მიწაზე;

ბ) რამეს ჩაეჭიდოს და იდგეს უმოძრაოდ; 

გ) განერთხოს (დაწვეს) კაბინის იატაკზე;

დ) არაფრის გაკეთება არ შეიძლება;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. უპასუხეთ 5 წამში

უპასუხეთ 5 წამშიუპასუხეთ 5 წამში, მეტია, ნაკლებია თუ ტოლია შემდეგი ნიმუში:

46 × 767 × 72 და 767 × 46 × 74.

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. გამოიცანით შესაბამისობა

გამოიცანით შესაბამისობააცრა - დაავადება.

რომელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ლოგიკური შესაბამისობა:

ა) ასპირინი - თავის ტკივილი;

ბ) სწავლა - განათლება;

გ) ექიმი - პაციენტი;

დ) გაყინვა - პროდუქტების გაფუჭება;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. უპასუხეთ 5 წამში

უპასუხეთ 5 წამშიუპასუხეთ 5 წამის განმავლობაში:

რომელი უფრო მეტია, 1 თუ 77/99 (თუ ორივეს გავყოფთ 99/77-ზე)?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. მაღვიძარა

მაღვიძარათამუნა უნდა ადგეს დილის 7 საათზე, რომ არ დაიგვიანოს სამსახურში. მისი მაღვიძარა, სამი დღის განმავლობაში წინ მიდის 9 წუთით.

რა დროს დარეკავს მაღვიძარა სამშაბათს დილით, თუ თამუნამ საათი ბოლოს კვირას, საღამოს 11 საათზე გაასწორა?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. მონეტები

მონეტები და სასწორიგაქვთ 9 ცალი ზუსტად ერთნაირი მონეტა. ერთ-ერთი მათგანი იწონის დანარჩენ მონეტებზე მეტს.

საჭიროა განსაზღვროთ სასწორის და მხოლო ორი აწონის საშუალებით რომელია ყველაზე მძიმე მონეტა.

როგორ ფიქრობთ რამდენი მონეტა უნდა დაიდოს სასწორის პინებზე პირველი აწონის დროს და რატომ?

ა) 1 და 1;

ბ) 2 და 2;

გ) 3 და 3;

დ) 4 და 4;

ე) სწორი პასუხი არ არის მითითებული;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. გამოთვალეთ ნამრავლი

გამოთვალეთ ნამრავლიგამოთვალეთ 10 წამის განმავლობაში (თუ გნებავთ კალკულატორის დახმარებითაც) რას უდრის შემდეგი ნამრავლის შედეგი:

2/3 × 3/4 × 4/5 × 5/6 × 6/7 .


 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. ტანსაცმლის ბუტიკში

ტანსაცმლის ბუტიკშიტანსაცმლის ბუტიკში ფასდაკლებაზე წარმოდგენილია სამი სახის საქონელი. თითოს ღირებულება 100 ლარია.

ისინი იყიდება თანმიდევრობით დაწესებული შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

პირველი - თამნმიმდევრობითი ფასდაკლებით 60 და 40%

მეორე - თამნმიმდევრობითი ფასდაკლებით 50 და 50%

მესამე - თამნმიმდევრობითი ფასდაკლებით 30 და 70%

ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, ქვემოთ მოყვანილი ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს სიმართლეს?

ა) ექვივალენტური ერთდროული ფასდაკლება სამივე საქონელზე იყო ერთნაირი, მაგრამ არა 100%-იანი;

ბ) ექვივალენტურმა ფასდაკლებამ თითეულ საქონელზე შეადგინა 70-დან 80%-მდე;

გ) ექვივალენტურმა ფასდაკლებამ თითეულ საქონელზე შეადგინა 80-დან 90%-მდე;

დ) ექვივალენტურმა ფასდაკლებამ თითეულ საქონელზე შეადგინა 100%;

ე) არც ერთ ზემოთ მოყვანილი ვერსია არ შეესაბამება სიმართლეს;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. ორი ქილა

ორი ქილაგაქვთ ორი ცარიელი - 3 ლიტრიანი და 5 ლიტრიანი ქილა.

როგორ უნდა არწყოთ ამ ორი ჭურჭლის გამოყენებით 1ლიტრი რძე ისე, რომ არ დაღვაროთ არც ერთო წვეთი?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. კარტები

კარტებითქვენს წინაშეა ერთ რიგში დაწყობილი სამი გახსნილი კარტი:

ხუთიანი მდებარეობს უშუალოდ ორიანის მარჯვნივ. ხუთიანი მდებარეობს უშუალოდ ორიანის მარცხნივ.

ამ სამი კარტის გვერდით კიდევ არის განთავსებული კარტები: ყვავის კარტი მდებარეობს უშუალოდ ჯვარის კარტის მარცხნივ და კიდევ ერთი ყვავის კარტი მდებარეობს უშუალოდ ყვავის კარტის მარჯვნივ.

დაასახელეთ სამი გახსნილი კარტის მდებარეობის ორი შესაძლო ვარიანტი.

დაასახელეთ ყვავის და ჯვარის კარტების მდებარეობა ორივე ვარიანტისთვის.

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. რომელია სიმართლე?

რომელია სიმართლე?ქვემოთ მოყვანილი 4 მტკიცებულებიდან, რომელი შეესაბამება სიმართლეს?

ა) მცდარი მტკიცებულებების რაოდენობა აქ უდრის ერთს;

ბ) მცდარი მტკიცებულებების რაოდენობა აქ უდრის ორს;

გ) მცდარი მტკიცებულებების რაოდენობა აქ უდრის სამს;

დ) მცდარი მტკიცებულებების რაოდენობა აქ უდრის ოთხს;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. დაასახელეთ რიცხვი

დაასახელეთ რიცხვიდაასახელეთ ოთხნიშნა რიცხვი, რომელშიც:

პირველი ციფრი მეორე ციფრის ერთი მესამედია;

მესამე შეადგენს პირველი და მეორე ციფრების ჯამს;

ხოლო მეოთხე 3 ჯერ მეტია მეოთხეზე;

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. რომელი ცრუობს?

რომელი ცრუობს?მერხზე სხედან ვაჟი და გოგონა.

„მე გოგონა ვარ“ - ამბობს შავთმიანი ბავშვი.

„მე ვაჟი ვარ“ - ამბობს ქერათმიანი ბავშვი.

თუ ორ ბავშვს შორის თუნდაც ერთ-ერთი მაინც არ ამბობს სიმართლეს - რომელი?

თუ არც ერთი მათგანი არ ამბობს სიმართლეს?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. სასწორი და ბურთულები

სასწორი და ბურთულებიგაქვთ 12 ზუსტად ერთნაირი და აბსოლიტურად იდენტური ბურთულა, იმ განსხვავებით, რომ ერთ-ერთი მათგანი უფრო მძიმეა.

როგორ შეიძლება პინებიანი სასწორით და მხლოდ სამი აწონით დავადგინოთ რომელია მძიმე წონიანი ბურთულა?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. შეაერთეთ რგოლები

შეაერთეთ რგოლებიშეაერთეთ 16 რგოლი 6 სწორი ხაზით ისე, რომ ერთი და იგივე ხაზი არ გაავლოთ ორჯერ.

გააკეთეთ 4 სხვადასხვა ვარიანტი.

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. რომელია საწყისი ფიგურა?

რომელია საწყისი ფიგურა?მოცემული გვაქვს რაღაც ფიგურა, რომელიც მხოლოდ ერთი სწორი ხაზის გავლებით შეიძლება გაიყოს ორ კვადრატად.

საწყისი ფიგურა შეიძლება იყოს:

ა) სამკუთხედი;

ბ) კვადრატი;

გ) რვაკუთხედი;

დ) უპროპორციო ოთხკუთხედი;

ე) წრე;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. ავტობუსში

ავტობუსშიავტობუსში ეტევა X რაოდენობის მგზავრი. ავტობუსი იყო სანახევროდ სავსე, შემდეგ კი Y რაოდენობის მგზავრი ჩავიდა გაჩერებაზე.

რამდენი მგზავრი შეიძლება ახლა ავიდეს სულ ავტობუსში?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. დაასახელეთ რიცხვი

დაასახელეთ რიცხვიდაასახელეთ ყველაზე მცირე რიცხვი, რომელიც მეტია 95 555-ზე და რომელშიც არის ოთხი ერთნაირი ციფრი.

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. რომელია ლოგიკური შესაბამისობა

რომელია ლოგიკური შესაბამისობადასახლება - სოფელი

მოძებნეთ სწორი შესაბამისობა:

ა) ქუჩა - ტროტუარი;

ბ) გზატკეცილი - ავტომობილი;

გ) მშენებლობა - ცათამბჯენი;

დ) ფოტოსურათი - პორტრეტი;

ე) კოტეჯი - სახლი;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. გამოთვალეთ მნიშვნელობა

გამოთვალეთ მნიშვნელობაX + Y = 7, ხოლო XY = 4.

რამდენი იქნება შემდეგი მნიშვნელობა - (X × X) + (Y × Y)?

შენიშვნა: X და Y შესაძლოა არ იყოს მთელი რიცხვები.

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. რამდენი რიცხვია?

რამდენი რიცხვია?რამდენი 3-ის ჯერადი მთელი რიცხვია 10-სა და 100-ს შორის?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. რამდენი იქნება?

რამდენი იქნება?კუბის მოცულობაა 27. 

რამდენი იქნება  ყველა მისი წიბოების სიგრძეების ჯამი?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. დავალება

დავალებადათო ასრულებს დავალებას 4 საათის განმავლობაში, ლაშა კი იგივე დავალებას ასრულებს 2 საათის განმავლობაში.

რამდენ ასეთ დავალებას შეასრულებენ ისინი ერთად 4 საათის განმავლობაში?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. მაინც რამდენს?

მაინც რამდენს?50 მოსწავლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 20 მათგანს შეეძლო წერა მხოლოდ მარცხენა ხელით, ხოლო 10 მათგანს ორივე ხელით.

50 გამოკითხულიდან, რამდენ მოსწავლეს შეუძლია მარჯვენა ხელით წერა?

ა) 30;

ბ) 20;

გ) 25;

დ) 10;

ე) 40;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. გამოთვალეთ სხვაობა

გამოთვალეთ სხვაობაყველაზე მეტ და ყველაზე ნაკლებ, 4-ის ჯერად ორნიშნა ლუწ რიცხვებს შორის სხვაობა შეადგენს:

ა) 82;

ბ) 84;

გ) 96;

დ) 88;

ე) 80;

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. მუყაოს ფურცელი

მუყაოს ფურცელიგვაქვს მუყაოს ფურცელი, რომლის ფართობია 186 სმ² .

თუ მისგან ამოვჭრით ორ ნაჭერს, ზომით - 6 × 3 სმ. რამდენი იქნება დარჩენილი მუყაოს ფურცლის ფართობი?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. დაალაგეთ ლოგიკური თანმიმდევრობით

დაალაგეთ ლოგიკური თანმიმდევრობითდაალაგეთ ქვემოთ მოყვანილი წინადადებები ლოგიკური თანმიმდევრობით:

ა) ბენზინის ფასმა ორჯერ მოიმატა;

ბ) მამაკაცმა გააუქმა შეკვეთა ავტომობილზე;

გ) მამაკაცი მოხვდა ავტოსაგაზო შემთხვევაში და სულ დაამსხვრია ავტომობილი;

დ) მამაკაცმა შეუკვეთა ავტომობილების სალონში პატარა მსუბუქი ავტომობილი; 

ე) მამაკაცმა ავტომობილების სალონში შეუკვეთა მძლავრი ძრავის მქონე ავტომობილი;

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  — —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  — —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —