1. გვაქვს 8 ასანთის ღერისგან შემდგარი კვადრატი.
4 ასანთის ღერის გამოყენებით გაყავით მოცემული კვადრატი ორ თანაბარ ნაწილად.
გამოიყენეთ ასანთის მხოლოდ მთელი ღერები (არ გაჭრათ, არ გადატეხოთ, არ დაადოთ ერთმანეთს).
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
2. გვაქვს ასანთის ღერების შემდეგი კომბინაცია 4X კვადრატი.
მოცემულ კონსტრუქციაში, აიღეთ (მოაშორეთ) 9 ასანთის ღერი ისე, რომ არ დარჩეს არც ერთი კვადრატი (ნებისმიერი ზომის!)
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
3. გვაქვს 12 ასანთის ღერისგან აგებული ფიგურა - გისოსი.
გადააადგილეთ მხოლოდ 3 ასანთის ღერი ისე, რომ მივიღოთ სამი იდეალური კვადრატი.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
4. ილუსტრაციაზე ვხედავთ ნაძვისხის პრინციპით აგებულ სამ ტოლგვერდა სამკუთხედის კონსტრუქციას.
თქვენი მიზანია მიიღოთ ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედი (არ არის აუცილებელი ოთხივე ერთი ზომის იყოს) ისე, რომ გადადაადგილოთ მხოლოდ სმაი ასანთის ღერი.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
5. როგორც ხედავთ, სურათზე ასანთის ღერებით აგებული კონსტრუქციის რიცხვითი მნიშვნელობა არასწორია.
თქვენი მიზანია:
ა) გადააადგილოთ ერთი ასანთის ღერი ახალ პოზიციაზე ისე, რომ კონსტრუქციის რიცხვითი მნიშვნელობა იყოს სწორი;
ბ) გადაადგილოთ ორი ასანთის ღერი ახალ პოზიციაზე ისე, რომ კონსტრუქციის რიცხვითი მნიშვნელობა იყოს სწორი (გააკეთეთ ორი სხვადასხვა ვარიანტი);
გ) გადააადგლოთ სამი ასანთის ღერი ახალ პოზიციაზე ისე, რომ კონსტრუქციის რიცხვითი მნიშვნელობა იყოს სწორი.
(სამივე შემთხვევაში არ შეეხოთ ტოლობის ნიშანს).
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
6. როგორც ხედავთ, გვაქვს 10 ასანთის ღერისგან აგებული ორი ბოკლის კონსტრუქცია.
თქვენი მიზანია გადააადგილოთ 6 ასანთის ღერი ისე, რომ ბოკლების ნაცვლად მიიღოთ სახლის კონსტრუქცია.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
7. თქვენს წინაშეა 16 ასანთის ღერისგან აწყობილი 5 ერთნაირი კვადრატი.
თქვენი ამოცანა კი გახლავთ - ახალ პოზიციებზე მხოლოდ ორი ასანთის ღერის გადაადგილებით, მიიღოთ 5-ის ნაცვლად 4 ერთნაირი კვადრატი.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
8. ილუსტრაციაზე ვხედავთ 10 ცალი ასანთის ღერისგან აწყობილ "ღამურას" კონსტრუქციას.
თქვენი ამოცანაა გადააადგილოთ სამი ცალი ასანთის ღერი ისე, რომ ღამურა "გაფრინდეს" სხვა მიმართულებით.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
9. გამოსახულებაზე ვხედავთ 8 ასანთის ღერისგან აგებულ თევზის კონსტრუქციას, რომელიც მიცურავს მარცხნივ.
თქვენი ამოცანაა: მხოლოდ სამი ასანთის ღერის გადაადგილებით "აიძულოთ" თევზი იცუროს საპირისპირო მიმართულებით, ანუ მარჯვნივ.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
10. გამოსახულებაზე ვხედავთ 12 ასანთის ღერისგან შემდგარ ელექტრონული საათის სამ კვადრატს (0:00).
თქვენი ამოცანაა: მხოლოდ ორი ასანთის ღერის გადაადგილებით "ელექტრონული საათი" აჩვენებდეს დროს - ხუთის ნახევარი.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
11. გამოსახულებაზე ვხედავთ 4 ასანთის ღერისგან აგებულ ბოკალის კონსტრუქციას, რომლის შუაგულში მოთავსებულია ალუბალი.
თქვენი ამოცანაა: გადააადგილოთ 2 ასანთის ღერი ისე, რომ ალუბალი აღმოჩნდეს ბოკლის გარეთ.
ბოკლის მდებარეობის ნებისმიერი ცვლილება სივრცეში შესაძლებელია, მაგრამ უცვლელი უნდა დარჩეს მისი ფორმა.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
12. თქვენს წინაშეა 10 ასანთის ღერით და ერთი ღილით აგებული "ჩიტის" კონსტრუქცია.
თქვენი ამოცანაა ის, რომ ღილისა და ორი ასანთის ღერის გადაადგილებით - "ჩიტი" იხედებოდეს სხვა მიმართულებით.
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
თქვენი ამოცანაა: კონსტრუქციას მოაშოროთ 6 ასანთის ღერი ისე, რომ 9-ის ნაცვლად დარჩეს 3 კვადრატი (ნებისმიერი ზომის).
(არ შეიძლება ღერების დაჭრა, გადატეხა, ან ერთმანეთზე გადადება.)
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
14. გვაქვს 7 ასანთის ღერისგან და ერთი ღილისგან აგებული კონსტრუქცია - "ზღარბი".
თქვენი ამოცანაა, ღილისა და ასანთის ღერების გადაადგილებით ზღარბი "გადაადგილდებოდეს" სხვადასხვა მიმართულებით.
გააკეთეთ 4 ვარიანტი:
ა) ღილის და ორი ასანთის ღერის გადაადგილებით;
ბ) ღილის და სამი ასანთის ღერის გადაადგილებით (2 ვარიანტი/2 მიმართულება);
გ) ღილის და 5 ასანთის ღერის გადაადგილებით;
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
პასუხები |
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა |