მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2870 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პასიური შემოსავალი ბრაუზერის გამოყენებით

 

 

CriptoTab Browser

 

 

არის ბრაუზერი, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც კომპიუტერში ასევე მობილურ ტელეფონზე აპლიკაციის სახით. მეტი თქვენგან არაფერი საჭირო არ არის. დაიწყება ბიტკოინის სატოშების ავტომატური დაგროვება.

თუ ბრაუზერის ჩაწერა კომპიუტერზე გნებავთ, ბმულზე გადასვლის შემდეგ დააჭირეთ ვინდოუსის ნიშანს, გადმოწერეთ და დააინსტალირეთ კომპიუტერში ბრაუზერი.

თუ ბიტკოინების გამომუშავება ტელეფონით გსურთ, საიტის ბმულის გახსნის შემდეგ ნუ დააჭერთ ცენტრში განთავსებულ Google Play-ის ნიშანს, რადგან იგი გადაგიყვანთ პროგრამის ფასიან ვერსიაში, რომელიც არ გჭირდებათ.

ნახეთ სულ ქვემოთ (კიდევ შეგხვდებათ ორჯერ Google Play-ის ნიშანი და ნურც მასზე გადახვალთ. საიტის სულ ბოლოში - CryptoTab BROWSER - ის გვერდზე არის ენების არჩევის ფუნქცია. ხოლო ქვემოთ, მენიუს ჩამონათვალში მოძებნეთ და დააჭირეთ ღილაკს CryptoTab for Android LITE

ამის შემდეგ გაიხსნება Google Play მარკეტში CryptoTab-ის ბრაუზერის პროგრამა, დააჭირეთ ღილაკს Install, ხოლო როცა ჩატვირთვა დასრულდება , ღილაკს - Open, 

შემდეგ ღილაკს - Accept&continue -  ღილაკს - NEXT, კიდევ - NEXT და ბოლოს ღილაკს - FINISH.

ამის შემდგომ, ქვედა ნაწილში უნდა დააწვეთ ღილაკს CRYPTOTAB DASHBOARD და გაიაროთ რეგისტრაცია - სასურველია თქვენი გუგლის ექაუნთით (ღილაკი SIGN UP WITH GOOGLE), თუმცა ქვემოთ არის ფეისბუქის ნიშანიც და შგიძლიათ რეგისტრაცია ფეისბუქითაც გაიაროთ.

შემდეგ დააწვებით ღილაკს ACTIVATE აირჩევთ სიჩქარეს 300 H/s, ღილაკს Slide to verify-ის გადასწევთ მარჯვნივ და ფიგურას ჩასვამთ თავისივე ფორმის ცარიელ სივრცეში და მაინერიც ჩაირთვება.

მაინერი აქტიურია 2 საათის განმავლობაში. ხოლო YOUR BALANCE-ეს ქვემოთ ჩანს თქვენს მიერ გამომუშავებული ბიტკოინის სატოშების რაოდენობა.

პროგრამა შეგიძლიათ დახუროთ, იგი მაინც იმუშავებს და აქტიური იქნება 2 საათის განმავლობაში, უბრალოდ იმისათვის, რომ მან მუდმივად გამოიმუშაოს თანხა, საჭიროა ყოველ ორ საათში შეხვიდეთ და დააჭიროთ ღილაკს - ACTIVATE და Slide to verify -ის ღილაკით ჩასვათ ფიგურა ცარილ სივრცეში

(მალე დაიდება ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ასწიოთ უფასოდ სიჩქარე 1000 H/s-მდე.

შეგიძლიათ ბრაუზერი დააყენოთ როგორც კომპიუტერზე, ასევე ტელეფონზე, ამით თქვენი გამომუშავება შესაბამისად გაიზრდება.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც. გააზიარეთ თქვენი რეფერალური ბმული სოც-ქსელებში, გაუზიარეთ მეგობრებს და მიიღეთ პროცენტი მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან (დააჭირეთ სულ ზემოთ, CryptoTab LITE-ს გვერდით გაზიარების ნიშანს და დაკოპირეთ, ან პირდაპირ გადააგზავნეთ ვისთანაც გსურთ თქვენი რეფერალური ბმული).

 

პასიური შემოსავალი მაინინგით და ტრეინინგით

 

 

Ice Network

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მობილური აპლიკაცია რომლის საშუალებითაც უფასოდ არის შესაძლებელი ICE კოინების გამომუშავება.

ICE კოინების დაგროვება ნამდვილად ღირს, რადგან იგი უკვე განთავსებულია ისეთ კრიპტო ბირჟებზე, როგორიცაა OKX, BITGET, GATE.IO და მომავალში იგეგმება სხვა ბირჟებზე განთავსებაც, ასე რომ მონეტების დაგროვება და გაყიდვა მარტივად არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მონეტები METAMASK ან Trust Wallet საფულეებზე გადაიტანოთ და შეინახოთ.

სმარტფონში აპლიკაციის ინსტალაცია მარტივია, იგი მსუბუქია და არ იკავებს დიდ ადგილს, პრაქტიკულად არ მოიხმარს არანაირ ენერგიას და მისი მუშაობა არ აისახება სმარტფონის ელემენტის გამძლეობაზე.

ინსტალაცია და რეგისტრაცია ძალიან მარტივია:

ბმულზე გადასვლის შემდეგ, ქვემოთ დააჭერთ Google Play (თუ ანდროიდი გაქვთ) და Register (თუ Iphone-ს მფლობელი ხართ - მოწვევის კოდი volfmai).

დააინსტალირეთ პროგრამა და გაიარეთ რეგისტრაცია (რეკომენდებულია რეგისტრაციის გავლა გუგლის GMAIL-ის საშუალებით), რის შემდეგაც ბონუსის სახით მიიღებთ 10 ICE კოინს.

ამის შემდეგ პროგრამა მზად არის სამუშაოდ. უბრალოდ საჭიროა შეხვიდეთ აპლიკაციაში 24 საათში ერთხელ და ქვემოთ (ცენტრში) დააჭიროთ ლურჯ ღილაკს, რომელიც გამწვანდება, დაეხატება მოძრავი ძალაყინი და პროგრამა დაიწყებს თქვენთვის  ICE კოინების გამომუშავებას.

შეგიძლიათ შეასრულოთ სხვადასხვა სახის მარტივი დავალებები, რომელიც აპლიკაციის პირველივე გვერდზეა განთავსებული (ICE Network-ის ტვიტერის, იუთუბის და ა.შ... გვერდების გამოწერა) და მიიღოთ სხვადასხვა ბონუსები.

აპლიკაციას აქვს რეფერალური პროგრამაც, რომელიც ყოველ თქვენი რეფერალური ბმულით დარეგისტრირებულ მომხმარებელზე, საათში 0.5 lce/h მოიმატებს ICE კოინების გამომუშავების სიჩქარე. თქვენი რეფერალი კი ბონუსის სახით მიიღებს 10 ICE კოინს, რომელიც ასევე თქვენც დაგერიცხებათ ჩვენი ბმულით რეგისტრაციის შემდეგ.

აპლიკაციიის ცენტრში BNB SMART CHAIN ADDRESS - თუ კოინების გაყიდვა გსურთ, ჩააკოპირეთ კრიპტო ბირჟაზე (რეკომენდებულია ბირჟა OKEX) ICE კოინის მისამართი, ხოლო თუ მონეტების შენახვა გსურთ, METAMASK ან Trust Wallet ელექტრონულ საფულეებზე ICE კოინის მისამართი (თუ მონეტა საფულეზე სახელწოდებით ვერ დაამატეთ, დაამატეთ სმარტ კონტრაქტით, რომელიც მითითებულია პროექტის აპლიაციაშიც და ვებ-გვერდზეც, ასევე შეგიძლიათ მონეტის სმარტ კონტრაკტი და ზოგადად მის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია იხილოთ სერვისზე Coinmarcetcap)

შესაძლოა აპლიკაციამ მოგთხოვოთ მარტივი KYC იდენტიფიკაციის გავლა (გამოჩნდება არე, სადაც მოათავსებთ თქვენს სახეს და ქვემოთ მენეჯერის პატრა გიფის სურათი გიჩვენებთ ემოციებს, რომელიც უბრალოდ უნდა გაიმეოროთ).

 

გაითვალისწინეთ:

თუ თქვენ დღეში ერთხელ არ შეხვალთ და არ გაააქტიურებთ მაინინგის ღილაკს, ანგარიშიდან დაიწყება ICE კოინების ჩამოჭრა.

 

პასიური შემოსავალი ინტერნეტის გაზიარებით

 

Honeygain

 

 

გამომუშავების წყაროა - თქვენი ინტერნეტ ტრაფიკის მონეტიზაცია.

ბმულზე გადასვლის შემდეგ ცენტრში დააჭერთ ღილაკს Claim $5 now და ბონუსის სახით მიიღებთ 5 დოლარს.

შემდეგ გაივლით რეგისტრაციას (მეილი, პაროლი) და მოხვდებით თქვენს "მართვის პანელში", სადაც უკვე ჩანს თქვენი ბონუსი 5 დოლარი (იგივე 5000 ქულა), ხოლო ზემოთ ფიჭა, სადაც მოძრაობენ ფუტკრები და გამოიმუშავებენ თქვენთვის თანხას.

შემდეგ უნდა გადმოტვირთოთ და დააინსტალიროთ მცირე პროგრამა კომპიუტერში (დააჭერთ ფიჭის ზემოთ ღილაკს - Get Windows app) და ინსტალაციის შემდეგ შეხვიდეთ პროგრამაში თქვენი მეილით და პაროლით.

შეგიძლიათ პროგრამა დააინსტალიროთ სმარტფონშიც - ანდროიდის შემთხვევაში დააჭერთ ფიჭის ზემოთ Get android app, ხოლო თუ აიფონი გაქვთ, ღილაკს - Get MacOS app.

ამის შემდგომ შეხვალთ სმარტფონში გადმოწერილ პროგრამაში - თქვენი მეილით და პაროლით.

მეტი მოქმედება საჭირო არ არის, პროგრამა იყენებს თქვენს ინტერნეტს და ამაში გიხდით გარკვეულ თანხას. ამიტომ პროგრამა უნდა გამოყენოთ მხოლოდ ვაიფაის და თვიური 4G ულიმიტო ინტერნეტის შემთხვევაში. თუ ულიმიტო მობილური 4G ინტერნეტი არ გაქვთ, იმისთვის, რომ შემთხვევით არ მოხდეს გამოყენება, ფუნქციებში მისი გათიშვა შესაძლებელია.

პროგრამა შეგიძლიათ დახუროთ როგორც კომპიუტერში, ასევე სმარტფონში, იგი თანხას მაინც გამოიმუშავებს, მთავარია ფუნქციებში ჩართული გქონდეთ პირველი ფუნქცია. ზოგადად კი ფუნქციებში მოცემული 5 ღილაკიდან ჩართული გქონდეთ ყველა მეორეს გარდა (მობილური 4G ინტერნეტი)

დასაშვებია პროგრამა ჩართული გქონდეთ როგორ კომპიუტერში, ასევე სმარტფონშიც (ამ შემთხვევაში გამოიმუშავებთ უფრო მეტ თანხას).

დღეში ერთხელ, სერვისში შესვლის შემთხვევაში თქვენ გაგეხსნებათ თაფლით სავსე კასრი, რომელზე დაჭერის შემთხვევაში იღებთ ბონუსის სახით 10-დან 100 ბბ-მდე ინტერნეტის შესაბამის თანხას (რომელიც მაშივე ემატება ბალანსზე).

სერვისი პრაქტიკულად არ მოქმედებს სმარტფონის ბატარეაზე.

თანხის გამოტანა შესაძლებელია PayPal-ის საშუალებით როცა თქვენი ბალანსი მიაღწევს 20 დოლარს. (თუ არ გაქვთ ფეიფალი, შეგიძლიათ მარტივად დარეგისტრირდეთ და გახსნათ ანგარიში. თანხის გამოტანის დროს კი მიუთითებთ მხოლოდ ელ-ფოსტას, რომლის საშუალებითაც დარეგისტრირდით ფეიფალზე).

თუ კრიპტოვალუტაში მცირედით მაინც ერკვევით, შეგიძლიათ სერვისი ფუნქცია Honeygain-დან ღილაკით გადართოთ ფუნქციაზე - JumpTask wallet. ამ შემთხვევაში თქვენ გამოიმუშავებთ 50%-ით მეტ თანხას, მხოლოდ არა დოლარის, არამედ კრიპტო მონეტის - JMPT - ის სახით, რომლის დღევანდელი ღირებულება დაახლოებით 2 დოლარია.

ამ შემთხვევაში საჭირო არ არის დალოდოთ 20 დოლარის დაგროვებას და დაგროვილი მონეტები ნებისმიერი რაოდენობით გადარიცხოთ თქვენს Trust Wallet ან Metamask ელექტრონულ კრიპტო საფულეზე.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც. თქვენ შეგძლიათ სერვისში მოცემული თქვენი რეფერალური ბმულით დაარეგისტრიროთ მეგობრები. ისინი ბონუსის სახით მიიღებენ 5 დოლარს, ხოლო თქვენ მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან დაგერიცხებათ გარკვეული პროცენტი.

 

Peer2Profit

 

 

გამომუშავების წყაროა - თქვენი ინტერნეტ ტრაფიკის მონეტიზაცია.

პირველ რიგში გაივლით რეგისტრაციას (შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გუგლის ექაუნთით).

რეგისტრაციის შემდეგ უნდა გადმოტვირთოთ და დააინსტალიროთ მცირე პროგრამა კომპიუტერში - სერვისის მარცხნივ, ვერტიკალურ მენიუში დააჭერთ ღილაკს - Download/Install და აირჩიეთ Peer2Profit for Windows.

ინსტალაციის შემდეგ შეხვიდეთ პროგრამაში თქვენი მეილით და პაროლით.

შემდეგ პროგრამა უნდა გადმოწეროთ სმარტფონში. ანდროიდის შემთხვევაში დააჭერთ ღილაკს - Peer2Profit from PlayMarket for Android, ხოლო თუ აიფონი გაქვთ - Peer2Profit for MacOS .

ამის შემდგომ, უნდა შეხვიდეთ სმარტფონში გადმოწერილ პროგრამაში - თქვენი პაროლითა და მეილით.

სერვისის ცენტრში თქვენ დაინახავთ ციფრებს, თუ რამდენი მეგაბიტი ან გიგაბიტი ინტერნეტი გამოიყენეთ და რამდენია თქვენს მიერ გამომუშავებული თანხა (დოლარებში)

მეტი მოქმედება საჭირო არ არის, პროგრამა იყენებს თქვენს ინტერნეტს და ამაში გიხდით გარკვეულ თანხას. ამიტომ პროგრამა უნდა გამოყენოთ მხოლოდ ვაი-ფაის და თვიური 4G ულიმიტო ინტერნეტის შემთხვევაში. თუ ულიმიტო მობილური 4G ინტერნეტი არ გაქვთ, იმისთვის, რომ შემთხვევით არ მოხდეს გამოყენება, ფუნქციებში მისი გათიშვა შესაძლებელია.

პროგრამა შეგიძლიათ დახუროთ როგორც კომპიუტერში, ასევე სმარტფონში, იგი თანხას მაინც გამოიმუშავებს, მთავარია ფუნქციებში ჩართული გქონდეთ პირველი ფუნქცია. ზოგადად კი ფუნქციებში მოცემული 5 ღილაკიდან ჩართული გქონდეთ ყველა მეორეს გარდა (მობილური 4G ინტერნეტი).

დასაშვებია პროგრამა ჩართული გქონდეთ როგორ კომპიუტერში, ასევე სმარტფონშიც (ამ შემთხვევაში გამოიმუშავებთ უფრო მეტ თანხას).

სერვისი პრაქტიკულად არ მოქმედებს სმარტფონის ბატარეაზე.

თანხის გამოსატანად მაცხენა მენიუში დააჭირეთ ღილაკს Payouts და აირჩევთ ჩამოთვლილი სერვისებიდან თქენთვის ყველაზე მისაღებ საფულეს: Qiwi, Yoomoney min,  Bank Card, Perfect Money, Payeer

ასევე თანხის გატანა შესაძლებელია კრიპტო ვალუტის სახით: Bitcoin, Ethereum, Dash, Doge, Bitcoin Cash, BNB, Ripple, Tether, Litecoin, Monero, BUSD

გატანის თითეული მეთოდის გვერდით მითითებულია გასატანი თანხის მინიმუმი და მაქსიმუმი (გაითვალსიწინეთ, რომ თუ მიუთითებთ მეტს ან ნაკლებს, თანხა დაიკარგება, ამიტომ იყავით ყურადღებით).

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც. თქვენ შეგიძლიათ სერვისში მოცემული თქვენი რეფერალური ბმულით დაარაეგისტრიროთ მეგობრები და მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან დაგერიცხებათ გარკვეული პროცენტი.

 

Iproyal

 

 

გამომუშავების წყაროა - თქვენი ინტერნეტ ტრაფიკის მონეტიზაცია.

პირველ რიგში გაივლით რეგისტრაციას (შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გუგლის ექაუნთით).

ამის შემდეგ ჩამოტვირთავთ და დააინსტალირებთ კომპიუტერში მცირე პროგრამას - მარცხნივ მენიუში - Download - DOWNLOAD FOR WINDOWS 64 BIT (ან Windows 32 bit - გააჩნია თქვენი კომპიუტერის მონაცემებს)

შემდეგ პროგრამა უნდა გადმოწეროთ სმარტფონში. ანდროიდის შემთხვევაში დააჭერთ ღილაკს Google Play ან Android APK, ხოლო თუ აიფონი გაქვთ, ღილაკს - mac0S.

ამის შემდგომ უნდა შეხვიდეთ სმარტფონში გადმოწერილ პროგრამაში თქვენი პაროლითა და მეილით.

მეტი მოქმედება საჭირო არ არის, პროგრამა იყენებს თქვენს ინტერნეტს და ამაში გიხდით გარკვეულ თანხას. ამიტომ, ეს პროგრამა უნდა გამოყენოთ მხოლოდ ვაი-ფაის და თვიური 4G ულიმიტო ინტერნეტის შემთხვევაში. თუ ულიმიტო მობილური 4G ინტერნეტი არ გაქვთ, იმისთვის, რომ შემთხვევით არ მოხდეს გამოყენება, ფუნქციებში მისი გათიშვა შესაძლებელია.

მენიუში Dahboard - თქვენ დაინახავთ ციფრებს, თუ რამდენი მეგაბიტი ან გიგაბიტი ინტერნეტი გამოიყენეთ და რამდენია თქვენს მიერ გამომუშავებული თანხა (დოლარებში).

თანხის გატანა - მენიუში Payout Merhods - აირჩევთ Paypal-ს ან მიუთითებთ თქცენი ბიტკოინის მისამართს. მინიმუმი გაატანი თანხაა 5 დოლარი.

თუ არ გაქვთ Paypal (ფეიფალი), შეგიძლიათ მარტივად დარეგისტრირდეთ და გახსნათ ანგარიში. თანხის გამოტანის დროს კი მიუთითებთ მხოლოდ ელ-ფოსტას, რომლის საშუალებითაც დარეგისტრირდით ფეიფალზე).

დასაშვებია პროგრამა ჩართული გქონდეთ როგორ კომპიუტერში, ასევე სმარტფონშიც (ამ შემთხვევაში გამოიმუშავებთ უფრო მეტ თანხას).

სერვისი პრაქტიკულად არ მოქმედებს სმარტფონის ბატარეაზე.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც (მენიუ - Affiliate). თქვენ შეგიძლიათ სერვისში მოცემული თქვენი რეფერალური ბმულით დაარაეგისტრიროთ მეგობრები და მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან დაგერიცხებათ გარკვეული პროცენტი.

 

 

პასიური შემოსავალი გადაადგილებით (ფეხით ან ტრანსპორტით)

 


Sweatcoin

 

 

გამომუშავების წყაროა - ტელეფონზე აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გადაადგილების დროს SWEAT მონეტების გამომუშავება.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ დააჭერთ ღილაკს Accept Invite, გადახვალთ Google Play-ის მაღაზიაში, დააჭერთ ღილაკს Install და ჩამოტვირთავთ აპლიკაციას თქვენს სმარტფონში.

ჩამოტვირთვის შემდეგ გახსნით აპლიკაციას, დააჭერთ ღილაკს Sign up with Google და გაივლით რეგისტრაციას გუგლის ექაუნთის საშუალებით. შემდეგ დააჭერთ ღილაკს Access physical activity, დაეთანხმებით - Allow, შემდეგ ღილაკი - Enable GoogleFit (ანუ გაააქტიურებთ პროგრამას Google Fit (ეს არის გუგლის პროგრამა, რომელიც ითვლის თქვენს აქტივობას, ნაბიჯებს, პულსს, კალორიებს და ა.შ).

ჩვეულებრივ, Google Fit უკვე დაინსტალირებულია ყველა სმარტფონში, მაგრამ თუ იგი წაშალეთ, ან არ გაქვთ რაიმე სხვა მიზეზით, შედით Google Play-ის მაღაზიაში, ჩაწერეთ ძებნაში Google Fit და გადმოწერეთ პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში Sweatcoin - არ დაითვლის თქვენს ნაბიჯებს და არ დაგირიცხავთ მონეტებს.

შემდეგ კვლევ დაეთანხმებით - ღილაკი - Allow, შემდეგ - Allow step counting, კიდევ - Allow, შემდეგ - Got It და პროგრამა დაინსტალირებულია.

შენიშვნა: - პროგრამა ელ-ფოსტაზე გამოგიგზავნით იდენტიფიცერების კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ სპეციალურ ველში (პროგრამა თავად ამოგიგდებთ ამ ველს).

პროგრამის ცენტრში განთავსებულია მთვლელი - steps today - მის ზემოთ კი ციფრები - თუ რამდენი ნაბიჯი გაიარეთ დღის განმავლობაში.

აპლიკაცია გირიცხავთ 1 SWEAT მონეტას ყოველ 1000 ნაბიჯზე. დღეში კი მაქსიმუმ შეგიძლიათ მიიღოთ 10 000 ნაბიჯის მონეტები, ანუ დაახლოებით 10 SWEAT მონეტა. 10 000 ნაბიჯის ზემოთ მონეტები აღარ დაგერიცხებათ (დაერიცხებათ მხოლო პრემიუმ მომხმარებელს)

გარდა ამისა შეგიძლიათ აიღოთ ბონუს მონეტებიც - პროგრამის მთავარ გვერდზე (თუ სხვა მენიუში ხართ, ქვემოთ დააჭერთ სახლის ნიშანს), ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭერთ ღილაკს - Balance,  შემდეგ კი ქვემოთ - მარჯვენა ღილაკს - Claim bonuses. ამის შემდეგ კი ღილაკს - Daily Rewards.

პროგრამა გადაგიყვანთ ბონუსების გვერდზე, სადაც არის სამი სახის ბონუსი:

1. Swearcoins unloked - ყოველდღიური ბონუსი (დააჭერთ ღილაკს Claim);

2. Walk 500 steps - ბონუსი გააქტიურდება და Claim ნიშანი ჩაირთვება 500 ნაბიჯის გავლის შემდეგ.

3. Walk 500 steps - ბონუსი გააქტიურდება და  Claim ნიშანი ჩაირთვება 1000 ნაბიჯის გავლის შემდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ ხშირად Claim-ის დაჭერის შემდეგ ირთვება 20-30 წამიანი ვიდეო რეკლამა, რომლის დასრულებასაც უნდა დაელოდოთ და შემდეგ დახუროთ რეკლამის გვერდი.

ღილაკზე Claim დაჭერის შემდეგ თქვენი ბალანსი გამოჩნდება მარჯვენა ზედა კუთხეში - Balance ღილაკის გვერდით.

შეგიძლიათ ბონუსები აიღოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად. სიმარტივისთვის უმჯობესია 1000 ნაბიჯის გავლის შემდეგ შეხვიდეთ და სამივე ბონუს მონეტა აიღოთ ერთიანად.

გაითვალისწინეთ - თუ 1000 ნაბიჯს გაივლით, მაგრამ არ შეხვალთ ბონუსების გვერდზე და Claim-ით არ აიღებთ მონეტებს, მეორე დღეს წინა დღის ბონუსები უქმდება და ათვლა დაიწყება თავიდან.

ბონუსები ამით არ მთავრდება - თუ პროგრამის მთავარ გვერდზე ჩამოხვალთ ცოტა ქვემოთ, დაინახავთ ტაიმერს 20:00 (მორბენალი სპორტსმენის სურათის ქვემოთ). თქვენ შეგიძლიათ დღეში ერთხელ დააჭიროთ ტაიმერის ქვეშ ღილაკს Open 2x Boost და ოცი წუთის განმავლობაში რამდენ ნაბიჯსაც გაივლით, მიიღებთ მის გაორმაგებულ რაოდენობას და შესაბამისი რაოდენობის მონეტებს.

მონეტების რაოდენობა ასევე შეიძლიათ გაზარდოთ მოწვეული მეგობრების (რეფერალების დახმარებით) - ზედა მარჯვენა კუთხეში - Balance, ქვემოთ - მარჯვენა ღილაკი - Claim bonuses და ღილაკი - Add friend - შემდეგ დაელოდებით რამოდენიმე წამი და სერვისი შემოგთავაზებთ, თუ სად გსურთ გაუგზავნოთ მეგობარს მოწვევის ბმული (სოც-ქსელები, ელ-ფოსტა და სხვა...)

ყოველ მოწვეულ მეგობარზე დაგერიცხებათ 5 SWEAT მონეტა ერთჯერადად. შემდეგ თქვენი მეგობრის მიერ გამომუშავებული მონეტებიდან პროცენტები არ დაგერიცხებათ.

დღეში შესაძლებელია 10+ მონეტის გამომუშავება.

მონეტების გადაცვლა შეიძლიათ მრავალფეროვან მარკეტში (დააჭერთ სახლის მენიუს ნიშანის გვერდით - მარკეტის ნიშანს) -  ფასდაკლების ბარათებში, სხვადსხვა სახის აქსესუარებსა და ნივთებში (არ არის გატესტილი, თუ როგორ ხდება ეს).

თუმცა უმჯობესია უბრალოდ დააგროვოთ SWEAT მონეტები და დაელოდოთ, რადგან როგორც სერვისი იუწყება, აგვისტოდან - წლის ბოლომდე, მოხდება ნამდვილი კრიპტო მონეტების - SWEAT-ის გამოშვება (საწყისი ღირებულება უცნობია), რომელიც ერთი-ერთში შეგიძლიათ გადაცვალოთ თქვენს მიერ დაგროვილ მონეტებში.

 

 

Aglet

 

 

AGLET - არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კრიპტო მონეტების გამომუშავება ფეხით გადააადგილებით.

აპლიკაცია ამ დროისთვის უფასოა, რადგან ის აგროვებს მხარდამჭერ საზოგადოებას, განსხვავებით პროექტ Stepn-ისგან, სადაც ბოტასის საყიდლად საჭიროა საწყისი კაპიტალი +- 1000 დოლარის ოდენობით.

NFT-ები განხორციელდება 2022 წლის განმავლობაში. აპლიკაციის მომხმარებლები ასევე იღებენ ექსკლუზიურ წვდომას Airdrops-ზე, NFT sneakers-ზე და სხვა ღონისძიებებზე. რაკომენდებულია გამოიწეროთ მათი Discord, რათა თვალყური ადევნოთ სიახლეებს პროექტის შესახებ. 

1. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Android-ზე ან AppStore-ზე (თუ დაგიწერათ, რომ რეგიონი არ არის ხელმისაწვდომი, ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ ამ ბმულის საშუალებით).

2. დარეგისტრირდით და ახალი NFT ბოტასისა და ბონუს 1000 მონეტის მისაღებად გამოიყენეთ მოწვევის კოდი - FQYMSA

3. გახსენით ყუთი Sneakers - და მიიღეთ NFT ბოტასი.

4. შედით თქვენს პროფილში, დააჭირეთ რედაქტირების ნიშანს (ფანქარი) და აირჩიეთ თქვენი ავატარი - კანის ფერი და ტანსაცმელი (შარვალი და მაისური).

მართვა:

პირველ რიგში აუცილებელია სმარტფონში ჩართული გქონდეთ ლოკაცია (ადგილმდებარეობა), ხოლო გამორთული გქონდეთ ბატარეის დამზოგველი ფუნქცია პროგრამა AGLET-ისთვის (მარტივად გამორთავთ ტელეფონის მენიუდან).

(ნუ შეგეშინდებათ, პროგრამა მოიხმარს მინიმალურ ენერგიას და პრაქტიკულად არ მოქმედებს სმარტფონის ელემენტზე).

WEAR - ჩანს თქვენს მიერ არჩეული NFT ბოტასი, რომლითაც დადიხართ კონკრეტულ მომენტში და გამოიმუშავებთ მონეტებსა და ახალ NFT ბოტასებს.

ბოტასის ქვემოთ არის სამი ღილაკი:

მარცხნივ პატარა ღილაკი - რუკა, რომელიც გიჩვენებთ, თუ სად იმყოფებით. თქვენ შეგიძლიათ ფეხით წახვიდეთ და აიღოთ რუკაზე აღნიშნული Boosts -ები, რომელიც მიმოფანტულია ქალაქის სხვადასხვა უბანში (ძირითადად თქვენს საცხოვრებელთან ახლოს). ამ Boosts-ების საშუალებით შესაძლებელია ქულების, NFT ბოტასებისა და სხვადასხვა პრიზების მოპოვება.

შუა გრძელ ლურჯ ღილაკზე გადასვლისას (რომელზეც აღნიშნულია თქვენი ენერგია, დაგროვილი AGLET ქულები და ოქროს AGLET ქულები (რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მარკეტში სასურველი სიძლიერის NFT ბოტასებისა და მისი გამწმენდი და გამაძლიერებელი საშუალებების შეძენა), მოხვდებით მენიუში, სადაც სულ ზემოთ ჩანს წრე, ხოლო წრეში თქვენს მიერ გავლილი ნაბიჯების რაოდენობა.

ოქროს AGLET ქულების გამომუშავება ხდება მას შემდეგ, როცა პრიზად მიიღებთ არა ჩვეულებრივ, არამედ ოქროს ყუთს, რომელშიც არის NFT ბოტასი, რომელიც გამოიმუშავებს ოქროს ქულებს.

მის ქვემოთ კი თქვენი შედეგები: გავლილი ნაბიჯების და აღებული ბოტასების რაოდენობა. ბოტასები საჩუქრად გეძლევათ ყოველ 1000, 2500, 5000, 10 000, 15 000, 20 000 და ა.შ. ნაბიჯზე.

მესამე მარჯვენა პატარა ღილაკი გიჩვენებთ თქვენს მიერ გავლილი ნაბიჯების სტატისტიკას დღეების მიხედვით.

SHELF - ჩანს თქვენს მიერ გამომუშავებული NFT ბოტასები. თუ ბოტასის შეცვლა გსურთ (უფრო ძლიერი მონაცემების ბოტასით), დააჭირეთ ბოტასს, რომელიც გსურთ და შემდეგ ქვემოთ ღილაკს - ROCK EM NOW. ხოლო თუ გსურთ აღნიშნული ბოტასი გაყიდოთ, დააჭირეთ ღილაკს - SELL IN MARKETPLACE - ჩაწერეთ ის ფასი, რა ფასადაც გსურთ გსურთ გაყიდვა და დააჭერთ ღილაკს CONTINUE.

დროდადრო საჭიროა ბოტასების გასუფთავება და გაძლიერება, ამისთვის, მენიუში - SHELF, ბოტასების ზემოთ არის ქვემენიუ - Power-ups, გადადით ამ ქვემენიუში, დააჭირეთ ღილაკს Go Shopin და თქვენ მოხვდებით მაღაზიაში - SHOP - სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ბოტასების გამწმენდი და გამაძლიერებელი საშუალებების (AGLET მონეტებით).

მაღაზიის (SHOP)- ის გვერდით არის მარკეტი (MARKET) - სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა დიზაინის, მონაცემებისა და ფასის NFT ბოტასები.

SHOP და MARKET ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ SHOP-ში შეგიძლიათ შეიძინოთ პროექტის მიერ შემოთავაზებული ბოტასები, MARKET-ში კი შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა მომხმარებლების მიერ განთავსებული ბოტასები და ასევე თავადაც განათავსოთ გასაყიდად თქვენი ბოტასები.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ მიღებული NFT ბოტასები და ოქროს NFT ბოტასები არ არის ნამდვილი NFT. ნამდვილია ის NFT ბოტასი, როელიც იასამნისფერ ფონზეა გამოსახული.

პროექტი AGLET ზაფხულში დაილისტება ბევრ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ ცნობილ პლატფორმაზე, როგორიცაა - Immutable. ჯერ-ჯერობით უცნობია ექნება თუ არა პროექტის კრიპტო მონეტა (AGT) რეალური ღირებულება, თუმცა დროულად ჩართვის შემთხვევაში შეიძლება მეტი NFT ბოტასების გამომუშავება, რომელიც მომავალში შესაძლოა გაიყიდოს NFT ბირჟებზე.

 

 

GeoCash

 

 

გამომუშავების წყაროა - ლოკაციის ჩართვა ტელეფონზე და გადაადგილების დროს GEO (GeoDB) მონეტების გამომუშავება.

სერვისი მუშაობს მხოლოდ სმარტფონზე. მის ჩასართავად, ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია, რომელიც მდებარეობს საიტის ცენტრში - Proprietary Data Apps - GeoCash-ის ქვემოთ.

ანდროიდის შემთხვევაში გადმოწერეთ ანდროიდ ვერსია (Google Play), აიფონის შემთხვევაში კი App Store ვერსია.

შემდეგ დააკოპირეთ (ან ხელით ჩაწერეთ) და შეიყვანთ პრომო კოდი - VOLFMAI_FFVDXS  - ჩართეთ ლოკაცია თქვენს სმარტფონზე, რომელიც დაიწყებს GEO (GeoDB) მონეტების გამომუშავებას.

რაც უფრო მეტს მოძრაობთ ფეხით, ველოსიპედით, ავტომობილით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მით უფრო მეტ მონეტას გამოიმუშავებთ (რასაც თავადაც შეამჩნევთ).

დაგროვებული მონეტები შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენს კრიპტო საფულეზე (Metamask, Trust Wallet).

თანხის გამოტანის შესახებ დაწვრილებითი ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე, შესაბამის განყოფილებაში.

 

 

პასიური შემოსავალი მობილური მაინინგით

 

ქვემოთ მოყვანილი სერვისები გამოიმუშავებენ კრიპტო მონეტებს, რომელთაგანაც ზოგი უკვე არის ("დალისტული") კრიპტო ბირჟებზე, ზოგი კი მათ ჩამონათვალში მოხვდება წლის ბოლოს.

ეს არის უმარტივესი მაინინგ სერვისები, სადაც საჭიოა მხოლოდ რეგისტრაცია, პროგრამის გადმოწერა სმარტფონში და 24 საათში ერთხელ - ერთ ღილაკზე ხელის დაჭერა.

 

BONDEX

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

პროექტი Bondex Origin-ის პრიორიტეტია იპოვოს ერთი პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები, დაეხმაროს მათ კავშირების დამყარებაში ახალი თაობის პროფესიული ქსელის შექმნის საქმიანობაში.

მონეტა BNDX - კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს. ერთი მონეტის საწყისი ღირებულება იქნება 25 ცენტი.

მანამდე კი საჭიროა ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწეროთ პროგრამა, რომელიც მუშაობს მხოლოდ სმარტფონებზე.

აუცილებლად შეიყვანეთ მოწვევის (ბონუსის) კოდი9G2AC (ბონუსად მიიღებთ 10 BNDX მონეტას ან 0.03Hr-ით მეტ მაინინგის სიჩქარეს.) და 24 საათში ერთხელ, პროგრამის ცენტრში B ნიშნის ქვემოთ დააწვეთ ღილაკს Start earning now

დაიწყება დროის ათვლა და მონეტის გამომუშავება, რომლის დაგროვებულ რაოდენობასაც დაინახავთ საიტის ცენტრში.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - დააწვებით ღილაკს Invite your conract - და ან დააკოპირებთ და ისე გაყუგზავნით მეგობრებს თქვენს კოდს (ღილაკი Copy), ან დააწვებით ღილაკს Share და პირადპირ გადაუგზავნით მოსაწვევ ლინკს თქენთვის სასურველი სოციალური ქსელის მესინჯერში (ფეისბუქი, ვაიბერი, ვოთსაპი, ლ-ფოსტა და სხვა).

ყოველ დარეგისტრირებულ რეფერალს თქვენი მოწვევის კოდით დაერიცხება 10 BNDX, ხოლო თქვენ მოგემატებათ მაინინგის სიჩქარე 0.03Hr-ით და შესაბამისად მოხდება მეტი მონეტების გამომუშავება

თამხის გატანა (ქვემოთ მარცხენა მხარეს საფულის ნიშანი) ჯერ-ჯერობით არ არის აქტიური და გააქტიურდება წლის ბოლოს, როცა დაგროვილი BNDX მონეტების გატანა იქნება შესაძლებელი.

ასევე არ არის აქტიური ჯერ-ჯერობით ქვემოთ მარჯვენა მხარეს ჩემოდნის ნიშანი, რომელიც შემდგომში სასურველი პროფესიის მოძებნაში დაეხმარება მსურველს და ერთმანეთს დააკავშირებს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს.

ქვემოთ, შუაში B ნიშანი არის მაინინგის ნიშანი და სწორედ ის უნდა იყოს გააქტიურებული (გამწვანებული), როცა მიდის მაინინგი - 24 სათის ათვლა და BNDX მონეტების გამომუშავება.

 

 

BitcoinLegend

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

Bitcoinlegend არის "მეტავერსის" (ვირტუალური რეალობის/კიბერ სივრცის) ახალი პროექტი, როელსაც აქვს საკუთარი კრიპტო მონეტა BCL.

მონეტა BCL - კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს. ერთი მონეტის საწყისი ღირებულება უცნობია, თუმცა სხვადასხვა წყაროები მიიჩნევენ, რომ მისი ღირებულება იქნება 1 დოლარი.

მანამდე კი პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფასოდ გამოიმუშაოს პროექტის კრიპტო მონეტები.

სერვისი მუშაობს მხოლოდ სმარტფონზე. მის ჩასართავად, ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია (Google Play ან App Store) რომელიც მდებარეობს საიტის ქვედა ნაწილში და დარეგისტრირდეთ გუგლის ან  App Store-ს ექაუნთით.

შემდეგ აუცილებლად უნდა შეიყვანოთ მოწვევის (ბონუსის) კოდი - 6prmit36vks - და თქვენს საწყის ბალანსზე დაირიცხება 10 BCL კრიპტო მონეტა.

ამის შემდგომ, საიტის ცენტრში დააჭერთ წრეში მოთავსებულ ღილაკს Tap this button to start mining for 24 hours და მაინინიგიც დაიწყება. თქენ დაინახავთ მაინინგისთვის დარჩენილ დროს და გამომუშავებული მონეტების რაოდენობას.

საჭიროა პროგრამაში შეხვიდეთ 24 საათში და გაააქტიუროთ აღნიშნული ღილაკი.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - მეგობრების მოსაწვევად ცოტა ქვემოთ დააწვებით ღილაკს - invite and 25% for mining და გაუგაზავნით თქვენი მოწვევის კოდს. შესაბამისად, მათ სჩუქრად დაერიცხებათ 10 BCL კრიპტო მონეტა, ხოლო გარკვეული პროცენტით მგაიზრდება თქვენს მიერ მონეტების გამომუშავების სიჩქარე.

 

Pi-Network

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

Pi-Network არის პირველი ციფრული კრიპტო მონეტა, რომლის გამომუშავებაც სმარტფონის საშუალებით უფასოდ არის შესაძლებელი.

Pi მონეტა კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს. ერთი მონეტის ღირებულება უცნობია, თუმცა სხვადასხვა წყაროები მიიჩნევენ, რომ მისი საწყისი ღირებულება იქნება 1-დან 10 დოლარამდე.

მანამდე კი პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფასოდ გამოიმუშაოს Pi კრიპტო მონეტები.

ზემო მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ პროგრამა სმარტფონში - ანდროიდის შემთხვევაში - Google Play, აიფონის შემთხვევაში - App Store, გაიარეთ რეგისტრაცია ტელეფონის ნომრით ან ფეისბუქით, Invitation code (მოწვევის (ბონუს კოდი) - ჩაწერეთ - volfmai1 - რომლის საშუალებითაც თქვენს გალანსზე დაირიცხება 1-დან 5-მდე Pi მონეტა.

ამის შემდგომ, 24 საათში ერთხელ შედით პროგრამაში და დააჭირეთ ღილაკს  -  Tap to erarn - 0 p/h რომელიც გამწვანდება და დაეწერება გამომუშავების სიჩქარე, ზემოთ კი დაგროვილი მონეტების რაოდენობა.

სერვისი ერთჯერადად მოგთხოვთ ელ-ფოსტით ვერიფიკაციას (ანუ დააჭირეთ ვერიფიკაციის ღილაკს, შედით ელ-ფოსტაზე და გააქტიურეთ გამოგზავნილი ბმული). თუ პირველ ჯერზე ელ-ფოსტაზე არ მოვიდა Pi-Network-ის ბმული, დააჭირთ ღილაკს RESENT EMAIL და მეორე ჯერზე ბმული აუცილებლად მოვა ელ-ფოსტაზე. გააქტიურების შემდეგ კი გამოჩნდება წარწერა - Email verification is successful.

მეტი მოქმედება საჭირო აღარ არის, საკმარისია შეხვიდეთ დღეში (24 საათში) ერთხელ და დააჭირო ღილაკს - Tap to erarn - 0 p/h

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - მეგობრების მოსაწვევად ცოტა ქვემოთ დააჭირეთ ღილაკს - INVITE და გაუგზავნეთ თქვენი მოწვევის კოდს მეგობრებს, რომლებიც თუ დარეგისტრირდებიან და დაიწყებენ მაინინგს, შესაბამისად კი საჩუქრად მიიღებენ 1-5 Pi მონეტას, ხოლო ყოველ მოწვეულ მეგობარზე გაიზრდება თქვენს მიერ Pi  მონეტების გამომუშავების სიჩქარე.

 

COINX

 

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

Coin-X არის პროექტი, რომელიც გამომუშავებს კრიპტო მონეტას Coin-X (CNX) 

მონეტა კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს, მანამდე კი მისი დაგროვება სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა სმარტფონში, შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის დროს შეიყვანეთ მოსაწვევი ბონუს კოდი - volfmai და ანგარიშზე დაგერიცხებათ 1 CNX მონეტა.

შემდეგ დააჭირეთ პროგრამაში (შავ წრეში) ღილაკს START - ჩაირთვება წამზომი და მაინინგიც დაიწყება - სიჩქარით - 0.15 Coins p/h, ხოლ ზემოთ გამოჩნდება თქვენს მიერ გამომუშავებული მონეტების რაოდენობა.

ეს პროცედურა გააკეთეთ 24 საათში ერთხელ.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - დააჭირეთ ღილაკს - START INVITING და გაუგზავნეთ მეგობრებს ბმული, სადაც მითითებული იქნება თქვნი მოსწავევი კოდიც. ისინი მიიღებენ საჩუქრად 1 CNX მონეტას, ხოლო თქვენი გამომუშავების სიქარე გაიზრდება 0.15 Coins p/h-ით.

 

Star Network

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი და თამაშები.

Star Network არის დეცენტრალიზებული ფინანსების, სოციალური ქსელის და მობილური თამაშების აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ კრიპტოვალუტის გამომუშავება მაინინგით, თამაშებით, კრიპტო მონეტების ყიდვა-გაყიდვა და პირდაპირი კავშირი ("ჩათი") და თამაში გლობალურ საზოგადოებასთან.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა სმარტფონში, შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის დროს შეიყვანეთ მოსაწვევი ბონუს კოდი - volfmai და ანგარიშზე დაგერიცხებათ 100 STAR მონეტა.

ამის შემდეგ დააჭერთ პროგრამაში ზედა მარჯვენა კითხეში რაკეტის ნიშანს და მაინიინგიც დაიწყება. შესაბანისად ჩაირთვება 24 საათის წამზომი და დაიწყება მონეტების გამომუშავება.

პრგრამის ზედა ნაწილში ჩანს თქვენს მიერ დაგროვებული მონეტების რაოდენობა, მაინინგის დარჩენილი დრო და მაინინგის სიჩქარე - hr.

პროგრამა შეგიძლიათ დახუროთ, მაინინგი გაგრძელდება, უბრალოდ უნდა შეხვიდეთ 24 საათში ერთხელ და გაააქტიუროთ რაკეტის ნიშანი.

გარდა მაინინინგისა, ყველ 10 საათში შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი ლატარიით:

1. Draw Power-Up - დააჭერთ ღილაკს და მიიღებთ დამატებით მაინინგის სიჩქარეს;

2. Draw Libra - დააჭერთ ღილაკს და მიიღებთ დამატებით მაინინგის სიჩქარეს;

ასევე თამაშებით:

შეგიძლიათ შეხვიდეთ - Game Center -ის ქვემოთ თამაშებში, აირჩიოთ სასურველი თამაში და შესაბამისად გაზარდოთ თქვენი გამომუშავების სიჩქარე.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - რაკეტის ქვემოთ დააჭირეთ ღილაკს Start inviting! სადაც გამოჩნდება თქვენი მოწვევის კოდი, რომელსაც გაუზიარეთ  მეგობრებს, რომლებიც ასევე მიიღებენ საჩუქრად 100 STAR  მონეტას, ხოლო თქვენს მიერ მონეტების გამომუშავების სიჩქარე გაიზრდება 0.01/hr-ით.

 

 

ANTCOIN

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

Ant Network არის პროექტი, რომელიც უფასოდ გამოიმუშავებს კრიპტო მონეტას ANTCOIN (მონეტა - ANTC) 

მონეტა კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს, მანამდე კი მისი დაგროვება სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ პროგრამა სმარტფონში - დააჭირეთ ქვემოთ ღილაკს - PLAY STORE UYGULAMASINDA AC - შემდეგ კი - Install. ინსტალაციის შემდეგ კი ღილაკს PLAY.

შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია - ღილაკი - Register - ჩაწერეთ მოქმედი ელ-ფოსტა, ორჯერ პაროლი - მოსაწვევი ბონუს კოდი aua011 (მოსაწვევი კოდით ანგარიშზე მიიღებთ 25 ANTC მონეტას) და ღილაკს Register, რის შემდეგაც პროგრამა გაიხსნება.

წამზომის ქვემოთ დააჭირეთ ბადის მაგვარ ღილაკს და წამზომზე დაიწყება 12 საათის ათვლა - სიჩქარით 1.0/h. ზემოთ კი დაინახავთ ციფრს, თუ რამდენს შეადგენს თქვენს მიერ გამომუშავებული მონეტები.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - წამზომის ქვემოთ დააჭირეთ ღილაკს +Invite და გაუზიარეთ ბმული მეგობრებს, რომლებიც ასევე მიიღებენ საჩუქრად 25 ANTC მონეტას, ხოლო თქვენს მიერ მონეტების გამომუშავების სიჩქარე გაიზრდება 25%-ით.

 

 

Alpha Nerwork

 

 

 

Alpha Nerwork არის პროექტი, რომელიც უფასოდ გამოიმუშავებს Alpha Coin-ებს. 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

ალფა მონეტა კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს, მანამდე კი მისი დაგროვება სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა სმარტფონში (Google Play ან App Store) და გაიარეთ რეგისტრაცია გუგლის ან ფეისბუქის საშულებით (უმჯობესია რეგისტრაცია გუგლის ექაუნთით).

აუცილებლად შეიყვანეთ მოსაწვევი ბონუს კოდი - vlofmai - ველში Enter Refferal Code და ბალანსზე ბონუსის სახით უფასოდ მიიღებთ 1 Alpha Coin-ს.

სულ ქვემოთ, ველში Username ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი, რომელიც შემდგომში იქნება თქვენი მოსაწვევი კოდი.

შემდეგ ცენტრში დააჭირეთ წრეში მოთავსებული ალფას ნიშანს, შესაბამისად  დაინახავთ, რომ ჩაირთო 24 საათის წამზომი და დაიწყო მონეტების გამომუშავება.

სერვისზე პერიოდულად (ყოველ ნახევარ საათში) აქტიურდება ბონუს სასაჩუქრე სკივრები - ღილაკი - Open Lootbox, რომელზეც დაჭერის დროს  საჩუქრად დამატებით გერიცხებათ გარკვეული რაოდენობის Alpha Coin-ები. ხოლო თუ დააჭერთ CLAIM X 3, ჩაირთვება 20-30 წამიანი რეკლამა და ბონუსების რაოდენობა გასამმაგდება.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც -  ქვემოთ, მენიუში Team - დააჭირეთ ღილაკს მომხმარებლის სურათს + პლუს ნიშნით, სადაც ნაინახავთ თქვენს მოწვევის კიდს, რომელიც შეგიძლიათ დააკოპიროთ ან პირდაპირ დააჭიროთ ღილაკს SHARE და გაუზიარეთ ბმული მეგობრებს, რომლებიც ასევე მიიღებენ საჩუქრად 1 Alpha Coin-ს., ხოლო თქვენს მიერ მონეტების გამომუშავების სიჩქარე გაიზრდება 0.20/H-ით.

 

Bee Network

 

 

Bee Nerwork არის პროექტი, რომელიც უფასოდ გამოიმუშავებს Bee Coin-ებს. 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

მონეტა კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2022 წლის ბოლოს, მანამდე კი მისი დაგროვება სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა სმარტფონში (Google Play ან App Store) და გაიარეთ რეგისტრაცია (უმჯობესია რეგისტრაცია გუგლის ექაუნთით).

შემდეგ გრაფაში - please enter your nickname - ჩაწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი, ხოლო გრაფაში Enter invitation code here - ჩაწერეთ მოწვევის ბონუს კოდი - volfmai და საჩუქრად მიიღებთ 1 Bee Coin-ს.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - Next, მოიფიქრეთ და ჩაწერეთ პაროლი (ორჯერ) და დააჭირეთ ღილაკს - Complete

ამის შემდეგ დიდ წრეში დაინახავთ თქვენს ბონუს მონეტას. დააჭირეთ მის ქვემოთ წითელ წრეში მოთავსებულ ფუტკრის ნიშანს, იგი გამწვანდება, ფუტკარი დაიწყებს მოძრაობას და დაიწყება მაინინგიც (მონეტების გამომუშავება).

დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში), თქვენ უნდა შეხვიდეთ და დააჭიროთ ფუტკრის ნიშანს, თუ იგი წრე გაწითლებულია (დიდ წრეზე კარგად ჩანს, თუ რა დროა დარჩენილი 24 საათის ამოწურვამდე).

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც -  ფუტკრის ქვემოთ, დააჭირეთ ღილაკს Invite your friends! - სადაც ჩაწერთ თქვენი მოწვევის კიდს და დააჭერთ ღილაკს - Complet. გაუზიარეთ ბმული მეგობრებს, რომლებიც ასევე მიიღებენ საჩუქრად 1 Bee Coin-ს., ხოლო თქვენს მიერ მონეტების გამომუშავების სიჩქარე გაიზრდება 0.25 Bee/hr-ით.

 

TimeStope

 

 

 

TimeStope არის პროექტი, რომლის აპლიკაცია უფასოდ გამოიმუშავებს Tau Coin-ებს. 

გამომუშავების წყაროა სმარტოფონით მაინინგი.

მონეტა კრიპტოვალუტის ბირჟების ჩამონათვალში მოხვდება ("დაილისტება") 2023 წლის ბოლოს, მანამდე კი უფასო მონეტების დაგროვება სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი.

ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Download App და გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა სმარტფონში (Google Play ან App Store).

პროგრამის გახსნის შემდეგ - დააჭირეთ ქვედა მარჯვენა კუთხეში  - New Account - დაეთანხმეთ პირობებს და მონიშნეთ - Agree to the terms of service, შემდეგ კი ღილაკს - Accept.

ამის შემდეგ შეავსეთ ფორმა და გაიარეთ რეგისტრაცია (პროექტში რეგისტრაცია გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას.

1. ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი (შემდეგ დააჭიროთ ღილაკს Check - თუ ასეთი მომხმარებლის სახელი არ არსებობს ღილაკი გამწვანდება)

2. პაროლი ორჯერ (პაროლი უნდა შეიცავდეს ერთ დიდ ასოს მაინც, ციფრებს და რომელიმე სიმბოლოს %$#@).

3. ველში Witness - ჩაწერეთ მოწვევის კოდი - volfmai (შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Check, რომ ღილაკი გამწვანდეს)

4. აირჩიეთ ქვეყანა (Georgia)

5. მონიშნეთ სქესი. 6. ჩაწერეთ სახელი და გვარი ინგლისურ ან ქართულ ენაზე,

6. ველში Given - ჩაწერეთ - GEORGIA.

7. მოინიშნეთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს NEXT, შემდეგ ისევ NEXT და CLOSE. ამის შემდეგ გამოჩნდება ველი, რომელშიც უნდა ჩაწეროთ თქვენი ელ ფოსტა (ორჯერ) და დააჭიროთ ღილაკს REGISTER. თქვენს ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება 6 ნიშნა კოდი, რომელსაც შეიყვანთ გახსილ ველში და დააჭერთ ღილაკს SUBMIT.

ამის შემდგომ სერვისი გთავაზობთ დაიმახსოვროთ თქვენი პირადი გასაღების (Private Key) კოდი, რომელსაც დააკოპირებთ და შეინახავთ ღილაკით Copy ან Share. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Confirm.

რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია და თქვენს სმარტფონში გაიხსნება პროგრამა, სადაც უნდა შეხვიდეთ 24 საათში ერთხელ, ქვემოთ ჰორიზონტალურ მენიუში დააჭიროთ მეოთხე (კალენდრის) ღილაკს და შემდეგ გამოსულ შტამპის ღილაკს. შესაბამისად  კალენდარზე გაწითლდება იმ დღის რიცხვი, რა დღესაც დააჭერთ ღილაკს და გააქრიურებთ მაინერს.

ზემოთ, წრეში მოთავსებული ძალაყინის ზემოთ კი დაინახავთ, თუ როგორ ემატება თქვენს ანგარიშზე Tau Coin-ები.

გაითვალისწინეთ, რომ თუ სერვისში არ შეხვალთ 24 საათის განმავლიბაში და არ დააჭერთ კალენდრის ღილაკს, ანგარიშიდან მოგაკლდებათ ერთ დღეში გამომუშავებული კოინები.

დროდადრო სერვისის ცენტრში გამოჩნდება ხოლმე ლურჯი სასაჩუქრე ყუთი, რომელზე დაჭერის დროს ანგარიშზე ბონუსად დაგერიცხებათ Tau კოინები.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც - ცენტრში დააჭერთ ღილაკს - Share Timestope witch your friends დაგაუზიარებთ ბმულს ნაცნობ-მეგობრებს, რომლებიც ბონუსად მიიღებენ 1 Tau მონეტას ხოლო თქვენი მაინინგის სიჩქარე გაიზრდება.

 

Cheatmoon

 

 

Cheatmoon არის პროექტი, რომლის აპლიკაცია უფასოდ გამოიმუშავებს CTM მონეტებს. 

ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ აპლიკაცია - Android ან AppStore

აპლიკაციაში შესვლის შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია Google-ს აქაუნთით - განყოფილებაში - Invitation - გრაფაში Invitation code - ჩაწერეთ - volfmai - 10 ბონუს მონეტის მისაღებად, ხოლო Your referral code (Username) - ჩაწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი (რომელიც შემდგომში იქნება თქვენი რეფერალური კოდი) და დაასრულეთ რეგისტრაცია - Continue.

ამის შემდეგ დააწვებით აპლიკაციის ცენტრში რაკეტის გამოსახულებას, შესაბამისად ჩაირთვება მაინინგი და დაიწყება Cheatmoon მონეტების გამომუშავება.

საჭიროა მხოლოდ 24 საათში ერთხელ შესვლა და რაკეტის ღილაკზე ხელის დაჭერა და CTM მონეტების გამომუშავება. რაკეტის ქვემოთ ჩანს დრო - ციფერბლატი, ხოლო ზემოთ ღილაკი - Open gift! - სასაჩუქრე ყუთი - დააჭირეთ ამ ნიშანს და შემდეგ ღილაკს Collrct

- სანამ არ ჩართვება 20-30 წამიანი რეკლამა, რომელიც დამატებით მონეტებით გასაჩუქრებთ. სასაჩუქრე ყუთი აქტიურდება ყოველ 16 წუთში.

ქვემოთ ნახავთ შემდეგ ფუნქციებს:

Invite your friends! - მეგობრების მოსაწვევი რეფერარული ბმული (მარჯვნი გამოჩნდება მოწვევის ღილაკი - Invite, ხოლო მარცხნივ კოდი, რომელიც უნდა ჩაწეროს თქვენმა მეგობარმა რეგისტრაციის გავლის დროს, და როგორც მას, ასევე თქვენ დაგერიცხებათ 10 მონეტა.

Additional info (KYC) - იდენტიფიკაცია (ქვეყანა, ტელეფონი და ა.შ). თუ არ გაივლით, ჯერ-ჯერობით მაინინგს ეს ხელს არ უშლის, თუმცა მომავალში შეიძლება საჭორო გახდეს მონეტების გატანის დროს.

სულ ქვემოთ კი ნახავთ პროექტის - ფეისბუქს, ტვიტეს, იუთუბს, ინსტაგრამს და ტელეგრამს, რომლებზეც ხელმოწერის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ შეძლებთ პროექტის განვითარების შესახებ ახალი ინფორმაციების მიღებას, თითო სერვისზე ხელმოწერისთვის საჩუქრდებით 10 CTM მონეტით

პროექტის მონეტები ჯერ-ჯერობით არ არის დალისტული არც ერთ ბირჟაზე, თუმცა ეს წლის ბოლომდე იგეგმება და არ იქნება ცუდი მანამდე უფასო მონეტების დაგროვება, რომლის ფასიც შემდგომში შესაძლოა საკმაოდ სოლიდური იყოს.

 

Mine Tron

 

 

გამომუშავების წყაროა სმარტფონის საშუალებით კრიპტოვალუტა TRON-ის მაინინგი.

ბმულზე გადასვლის შემდეგ გადმოწერეთ და დააყენეთ აპლიკაცია - Mine Tron - Cloud Mining APP.

აპლიკაციის გახსნის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - CONTINUE WITH GOOGLE (რეგისტრაცია გუგლის აქაუნთით). მონიშნეთ I agree with Mine Tron და დააჭირეთ ღილაკს - SIGN UP NOW.

ამის შემდეგ დააჭირეთ ტრონის ლურჯ ლოგოს აპლიკაციის ცენტრში, შემდეგ ქვემოთ ღილაკს - START NOW და ზემოთ მარცხენა ისრით დაბრუნდით საწყის გვერდზე.

სულ ეს არის ტრონის მაინერი ჩართულია; რომელიც უნდა გაააქტიუროთ ყოველ 12 საათში (ანუ დღეში ორჯერ) - ტრონის ლურჯ ლოგოზე ხელის დაჭერით.

სერვისის მთავარი გვერდზე - MINE TRON-ის ქვემოთ ჩანს თქვენს მიერ გამომუშავებული ტრონის კრიპტო მონეტების რაოდენობა და მაინერის სიჩქარე.

გარდა ამისა, მენიუში - PLAY GAME - შეგიძლიათ ყოველ 90 წუთში გააქტიუროთ იღბლიანი ბორბალი - დააჭირეთ ღილაკს - SPIN OF LUCK - და ანგარიშზე დამატებით დაგერიცხებათ ტრონის მონეტები.

გამომუშავება ასევე შეიძლება გაზარდოთ რეფერალური ბმულის საშუალებით, რომელსაც გაუზიარებთ მეგობრებს მენიუდან - Refer with your friends (გაიზრდება თქვენი მაინინგის სიჩქარე).

კრიპტო მონეტების გამოტანა ხდება მენიუდან - Withdraw - პირველ გრაფაში ჩაწერეთ (ჩააკოპირეთ) ტრონის საფულის მისამართი, მეორეში - აირჩიეთ ქსელი - TRON (TRC20) და მესამე გრაფაში - გამოსატანი მონეტების რაოდენობა.

ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - WITHDRAWAL და მონეტების გადავა თქვენი საფულის მისამართზე.

 

Stormgain

 

 

Stormgain - არის პროექტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია არ მხოლოდ ამერიკული დოლარების უფასოდ გამომუშავება, არამედ შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს კრიპტო ენთუზიასტებისთვის ტრეიდინგის შესწავლის თვალსაზრისით (კრიპტო ვალუტით ვაჭრობა).

გამომუშავების წყაროა სმარტფონით მაინინგი.

ბმულზე გადასვლის შემდეგ დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს Sign up 

Your email - ჩაწერეთ თქვენი ელ-ფოსტა

Create password - ჩაწერეთ ელ-ფოსტა - პაროლი (პაროლი უნდა შეიცავდეს ლათინურ ასოებს, ციფრებს (თუმდაც ერთ ციფრს) და @#$% სიმბოლოებიდან ერთ-ერთს).

Promocode - ჩაწერეთ - BNS123708453 - და ბონუსის სახით ანგარიშზე მიიღებთ 3 დოლარს.

და დააჭირეთ ღილაკს - Join now. შემდეგ შეყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ისევ დააჭირეთ ღილაკს- Join now. შემდეგ მწვანე ღილაკი გადასწიეთ მარჯვნივ და ფიგურა ჩასვით თავისივე ფორმის ცარიელ სივრცეში.

ამის შემდეგ დააჭირეთ ცენტრში მწვანე წრეში მოთავსებულ პატარა ვაგონის ნიშანს, ისევ გადასწიეთ მარჯვნივ ღილაკი და ფიგურა ჩასვით თავისივე ფორმის ცარიელ სივრცეში და მაინერიც ჩაირთვება. თქვენ დაინახავთ თქვენს ანგარიშზე 3.5 დოლარს.

ამის შემდეგ, რათა ყოველ ჯერზე არ მოგიწიოთ სერვისის საიტზე შესვლა, შედით Googla Play -ში (თუ ანდროიდი გაქვთ) ან App Store -ში (თუ აიფონის მფლობელი ხართ) ჩაწერეთ ძებნაში Stormgain, გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა, შემდეგ დააჭორეთ ღილაკს Sign In - ჩაწერეთ თქვენი ელ ფოსტა და პაროლი, მწვანე ღილაკი გადასწიეთ მარჯვნივ და ფიგურა ჩასვით თავისივე ფორმის ცარიელ სივრცეში და ისევ მოხვდებით იგივე მაინერის გვერდზე (უკვე პროგრამაში).

მაინერი (ქვემოთ ვერტიკალურ მენიუში პირველი ღილაკი - ძალაყინის ნიშანი Miner) აქტიურია 4 საათის განმავლობაში, ამიტომ მაინინგის განსაახლებლად უნდა შეხვიდეთ პროგრამაში ყოველ 4 საათში და დააჭიროთ ცენტრში მწვანე წრეში მოთავსებულ პატარა ვაგონის ნიშანს.

როცა ბალანსი მიაღწევს 10 დოლარს, შეგიძლიათ მაინერის ანგარიშიდან იგი გადაიტანოთ პროგრამის ანგარიშზე.

თანხის გამოტანა შესაძლებელია 50 დოლოარის დაგროვების შემდეგ, თუმცა პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას 10 დოლარით დაიწყოთ ტრეიდინგი (ქვედა ვერტიკალურ მენიუში მეორე ღილაკი Trading (იყიდოთ და გაყიდოთ პროგრამაში სასურველი კრიპტო ვალუტა და მიიღოთ შემოსავალი).

ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო დაელოდოთ 50 დოლარის მაინინგით დაგროვებას, იგო შეგიძლიათ ტრეიდინგით გამოიმუშაოთ და თუნდაც გაიტანოთ იმ დღესვე ან საათზე, როცა დააგროვებთ 50 დოლარს.

ამ დროს მაინინგი და თანხის გამომუშავება ჩვეულებრივ გაგრძელდება. შეგიძლიათ დაელოდოთ და ტრეიდინგი დაიწყოთ 20, 30, 40 დოლარით, რაც უნიკალური პრაქტიკაა ტრეიდინგის შესასწავლად და ტრეიდერული ჩვევების გამოსამუშავებლად.

თუ არადა შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ მაინინგით და ისე დააგროვოთ თანხა.

თუ ტრედინგით დაკავბდებით, უნჯობესია ეს კომპიუტერით Stormgain-ის საიტზე გააკეთოთ (სადაც პირველად დარეგისტრირდით). ამისათვის სერვისს აქვს შესანიშანვი ფუნქცია - ღილაკი More და გახსნილ მენიუში ღილაკი Demo accaunt - მისი ჩართვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაეუფლოთ ტრეიდინგს და ისწავლოთ იგი არა თქვენს მიერ დაგროვილი ნამდვილი ფულის, არამედ ვირტუალური ფულის საშუალებით.

იქვეა ვიდეო გაკვეთილი (იუთუბზეც მრავლად ნახავთ ვიდეოებს), იქვეა ენის შეცვლა და სხვა ფუნქციები.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც. გააზიარეთ თქვენი რეფერალური ბმული სოც-ქსელებში, გაუზიარეთ მეგობრებს და მიიღეთ პროცენტი მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან (ღილაკი Enhance your mining - შემდეგ დიდი მწვანე ღილაკი - Refer a friend... და ბოლოს Share the link).

 

გაგრძელება იქნება...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ