მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 83 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა არის კრიპტოვალუტა?

 

იყო დრო, როდესაც ციფრული ფული ზღაპარივით ჟღერდა - ფული, რომელსაც ვერ შეეხები, ჯიბეში ვერ ჩაიდებ, ბანკში ვერ შეიტან, მაგრამ მაინც შეგიძლია იყიდო, გაყიდო, გადაიხადო, გადაუგზავნო, მიიღო სხვისგან, დააგროვო, ჩადო სტეიკინგში (როგორც ანაბარი) და ა. შ... სწორედ ეს არის კრიპტოვალუტა (ციფრული ფული).

კრიპტოვალუტა არის ციფრული (ვირტუალური) ფული, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია ონლაინ გადახდებისთვის, ვაჭრობისთვის (ტრეიდინგი), ინვესტიციებისთვის და სხვა მიზნებისთვის. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა დაშიფრული კოდია, რომელსაც არ მართავენ ქვეყნების მთავრობები, ეროვნული ბანკები ან კერძო საბანკო სისტემები. იგი მუშაობს დეცენტრალიზებულად, „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობას, უსაფრთხოებას და გამჭვირვალობას.

 

როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა

 

 

ტრადიციულ ფულს ცენტრალური ბანკი გასცემს, ხოლო ტრანზაქციებს სხვა ბანკები ამუშავებენ. კრიპტოვალუტის შემთხვევაში კი არ არსებობს არც ბანკი და არც ცენტრალური ორგანო - ყველაფერი მუშაობს ბლოკჩეინის დახმარებით, რაც ნიშნავს რომ:

• ტრანზაქციები იწერება საჯარო ციფრულ წიგნში, რომელსაც ამოწმებს ათასობით კომპიუტერი მსოფლიოში;

• ახალი მონეტები იქმნება მაინინგის ან სტეიკინგის მეშვეობით, რაც გარკვეული ალგორითმებით კონტროლდება;

• დაცულობა და სანდოობა სრულად ენიჭება მათემატიკას და კოდს და არა ადამიანის ნდობაზე დაფუძნებულ სისტემას;

• ამ ყველაფრის შედეგად კი შესაძლებელია რამდენიმე წუთში ფულის გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში, შუამავლის გარეშე;

 

რა არის ბლოკჩეინი?

 

ბლოკჩეინი არის ციფრული ტექნოლოგია, რომელიც სამუდამოდ ინახავს მონაცემებს არა ერთ კომპიუტერში, არამედ მთელს ქსელში - ერთდროულად ასობით ან ათასობით კომპიუტერზე და მისი ნახვა ყველასათვის საჯარო და ხელმისაწვდომია.

წარმოიდგინეთ უზარმაზარი, საჯარო ციფრული ჟურნალი (საბუღალტრო წიგნი) სადაც განუწყვეტლივ იწერება ყოველი ტრანზაქცია, რომლის ნახვა და გადამოწმება ყველას შეუძლია, ხოლო ჩაწერილი მონაცემების შეცვლა შეუძლებელია.

 

ბლოკჩეინის უპირატესობებია:

 

გამჭვირვალობა  - ბლოკჩეინზე ყველას შეუძლია განხორციელებული ტრანზაქციის ნახვა, თუმცა არავინ იცის ვინ დგას კონკრეტული მისამართის უკან. ამგვარად, ერთდროულად  არის შენარჩუნებული გამჭვირვალობაც და ანონიმურობაც.

დაცულობა - ტრანზაქციების დასაცავად გამოიყენება კრიპტოგრაფია (დაშიფვრა). ბლოკჩეინის გატეხვა ან გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დეცენტრალიზებულობა - ყველაფერს აკონტროლებს  მთელი სისტემა და არა ერთი ცენტრი. სწორედ ამიტომ ბლოკჩეინი „დეცენტრალიზებული“, გამჭვირვალე და უსაფრთხოა.

 

შესაძლებელია თუ არა ბლოკჩეინის გატეხვა

 

ბლოკჩეინის გატეხვა თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად კი ძალიან რთულია და რამდენიმე რამდენიმე პირობაზეა დამოკიდებული:

რატომ არის რთული ბლოკჩეინის გატეხვა ან გაყალბება:

დეცენტრალიზაცია - ბლოკჩეინი არ ინახება ერთ სერვერზე ან კომპიუტერში. ის ნაწილდება ათასობით ან მილიონობით მოწყობილობაზე (ნოდებზე) მთელ მსოფლიოში.

კრიპტოგრაფია - ბლოკები ერთმანეთთან შერწყმულია რთული მათემატიკური კოდებით. ერთის შეცვლაც კი არღვევს მთელ ჯაჭვს.

კონსენსუსის მექანიზმი - რომ დაამატო ახალი ტრანზაქცია (ან ბლოკი), ქსელის მონაწილეთა უმრავლესობამ უნდა დაადასტუროს, რომ ინფორმაცია სწორია. მაგალითად, Proof of Work-ში ამას წყვეტს ათასობით მაინერი.

 

როდის არის შესაძლებელი ბლოკჩეინის გატეხვა

 

თუ ერთსუბიექტიან ჯგუფს ექნება ქსელის გამოთვლითი ძალის უმეტესობა (50%+1), თეორიულად შეუძლიათ ბლოკების უკან დახევა ან ყალბი ბლოკის გატარება.

იმისათვის, რომ მოხდეს ბლოკჩეინის გატეხვა, უნდა მოხდეს ერთდროულად ქსელის უმრავლესობის მოტყუება. ხშირად ამას უწოდებენ 51%-იან შეტევას. ანუ თუ ვინმეს ხელთ აქვს ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის ნახევარზე მეტი, გაყალბება თეორიულად შეძლებელია. მაგრამ დიდ ბლოკჩეინებში, მაგალითად როგორიცაა ბიტკოინი, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია რესურსების სიმრავლის გამო.

მაგალითად, მეცნიერებმა დააადგინეს, რომ მომავალში კვანტური კომპიუტერით შესაძლებელი იქნება ბიტკოინის გატეხვა, თუმცა ასეთი კვანტური კომპიუტერის შექმნის ღირებულება შესაძლოა აღემატებოდეს ბიტკოინის მთელს კაპიტალიზაციას, რაც ბლოკჩეინის გატეხვას უაზრობად აქცევს.

 

დასკვნა:

 

ტექნიკურად ბლოკჩეინის გატეხვა შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ბლოკჩეინი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული ტექნოლოგია, რაც დღემდე შექმნილა.

 

კრიპტოვალუტის ისტორიიდან

 

კრიპტოვალუტის იდეა გაცილებით ძველია, ვიდრე პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, სხვადასხვა კიბერენთუზიასტი ცდილობდა ციფრული ფულის შექმნას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო იყო ტექნიკური მიზეზებისა და ცენტრალიზებულობის პრობლემების გამო.

გარღვევა მოხდა 2008 წელს, როცა ანონიმურმა პიროვნებამ (ან პიროვნებათა ჯგუფმა) ფსევდონიმით "სატოში ნაკამოტო", გამოაქვეყნა ბიტკოინის თეთრი წიგნი (whitepaper), რომელშიც აღწერილი იყო სრულიად ახალი მოდელი - ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა - ბიტკოინი, რომელიც არ საჭიროებდა ბანკებს და სხვა შუამავლებს.

2009 წლის იანვარში გაეშვა ბიტკოინის ქსელი, რის შემდეგაც მსოფლიო საფინანსო სისტემაში ნელ-ნელა დაიწყო ახალი ერის - კრიპტო ინდუსტრიის ფორმირება.

ბიტკოინის წარმატებამ ახალი კრიპტოვალუტების შექმნისკენ უბიძგა სხვა დეველოპერებს. ასე გაჩნდა ალტკოინები (ალტერნატიული მონეტები), მაგალითად:

Litecoin (2011) - ბიტკოინზე უფრო სწრაფი ტრანზაქციებით.

Ripple (2012) - ორიენტირებული ბანკებსა და დიდ გადარიცხვებზე.

Ethereum (2015) – წარმოადგინა სმარტ კონტრაქტები (ჭკვიანი კონტრატები), რაც კრიპტოვალუტას აღარ ზღუდავდა მხოლოდ ფულადი გადახდებით და შესაძლებელი გახდა დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) შექმნაც.

და სხვა...

მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული ბლოკჩეინები ბიტკოინზე სწრაფი, მოქნილი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულია, ბიტკოინი მაინც რჩება კრიპტო ეკონომიკის მთავარ "ორთქმავლად" და კრიპტო ინდუსტრიის აღმავლობა თუ დაღმავლობა სწორედ ბიტკოინის კურსის ცვლილებაზე არის დამოკიდებული.

შემდგომ წლებში კრიპტოვალუტებმა მოიცვა სხვადასხვა სექტორები - ფინანსები, თამაშები, ხელოვნება (NFT-ები), ლოგისტიკა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა კრიპტოვალუტამ დიდ წარმატებას მიაღწია, ბევრი კი ბაზრიდან საერთოდ გაქრა.

დღეს კრიპტოვალუტა აღარ არის მხოლოდ ციფრული ფული - ეს ტექნოლოგიური და ეკონომიკური რევოლუციაა, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება და ყოველდღიურად ახალ ფორმებს იღებს.

კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბევრს მოსწონს, რომ გარკვეული კრიპტოვალუტა ძალიან გაძვირდა და ზოგიერთი ადამიანი მილიონერიც კი გახდა. ბევრს მოსწონს თავისუფლება და ანონიმურობა, რაც კრიპტო ინდუსტრიის სავიზიტო ბარათია. ზოგს აინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და მომავლის ინოვაციები და ა.შ.

 

კრიპტოვალუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

კრიპტოვალუტის დადებითი მხარეები:

 

• კრიპტოვალუტა წარმატებით გამოიყენება ონლაინ გადახდებისთვის;

•  შეიძლება მისი გადარიცხვა ონლაინ, ნებისმიერი ადამიანთან მთელს მსოფლიოში;

• ტრანზაქციების საკომისიო გაცილებით ნაკლებია ვიდრე ბანკის საკომისიო მომსახურეობა;

• გამოიყენება ინვესტიციისთვის (როგორც: ოქრო, აქციები და სხვა);

•  ზოგიერთ ქვეყანაში კრიპტოვალუტას იყენებენ პირდაპირი გადახდებისთვის მაღაზიებში და სხვადასხვა სახის სერვისებში.

• მარტივად ინახება ციფრულ საფულეში (ქლაუდზე, სმარტფონში ან კომპიუტერში);

• არ სჭირდება არანაირი შუამავალი (ბანკი, სახელმწიფო, ან ფინანსური დაწესებულება) რომელიც მას გააკონტროლებს. ყველაფერი ხდება ინტერნეტის მეშვეობით, დაუფარავად, საჯაროდ, მაგრამ მაინც დაცულად.

• ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს ალტერნატიული სახის ინვესტიცია.

 

კრიპტოვალუტის უარყოფთი მხარეები:

 

• ფასების მერყეობა და ბაზრის მანიპულირება (კრიპტოვალუტის ფასი ძალიან მერყევია, იგი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ძალიან სწრაფად);

• თუ დაიკარგა კოდი, პაროლი ან განსაკუთრებით ელექტრონული საფულის "საიდუმლო სიტყვები", - კრიპტო პორტფელთან (კრიპტო მონეტებთან) წვდომას ვერავინ შეძლებს.

• თაღლითობის საფრთხეები (ყალბი, თაღლითური პროექტები);

• სირთულე დამწყებთათვის - აუცილებელია სისტემის მუშაობის საფუძვლების ცოდნა (არც ისე რთულია, მაგრამ საჭიროა);

• რეგულაციების არარსებობა ან ბუნდოვანი რეგულაციები - ზოგ ქვეყანაში რეგულაცია გაურკვეველია, ზოგან კი საერთოდ აკრძალული;

 

PS

 

ზოგისთვის კრიპტოვალუტა ციფრული ოქროა, სხვებისთვის კი მორიგი საპნის ბუშტი, რომელიც მალე გასკდება. თუმცა უკვე ფაქტია, რომ კრიპტოვალუტამ დიდი გავლენა მოახდინა ფინანსურ სისტემაზე, ტექნოლოგიებზე და ზოგადად ხედვაზე, თუ როგორ უყურებენ ადამიანები ფულს.

შესაძლოა არ იყოთ ინვესტორი, მაინერი, ან ტექნოლოგიური გურუ, მაგრამ მაინც ღირს იმის ცოდნა, თუ რა არის კრიპტოვალუტა და რატომ არის მნიშვნელოვანი მის შესახებ ინფორმაციის ფლობა.

კრიპტოვალუტა არ არის მხოლოდ ტექნოლოგია - მან შეცვალა ადამიანების წარმოდგენა ფულზე, ფინანსების ფლობაზე, შენახვაზე, ეკონომიკასთან ურთიერთობაზე.

თუმცა, კრიპტო ინდუსტრია სავსეა როგორც შესაძლებლობებით, ასევე მაღალი რისკებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სფეროში ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს გააზრებული, გონივრული, ცოდნაზე დაფუძნებული და არა ემოციური.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ