მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14368 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იხვინომერი პირველი ფინანსური კონსულტანტი ევროპაში, ცნობილი მწერალი და ბიზნესმენი, ტაიმ-მენეჯმენტისა და ფინანსების მართვის უბადლო სპეციალისტი ბოდო შეფერი არაორდინარული აზროვნებით გამოირჩევა, რის გამოც მას ”ფინანსური მოცარტი” უწოდეს.

მისი სემინარები წარმატებით ტარდება, ხოლო ნაშრომები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და ბევრისთვის სასწავლო სახელმძღვანელო გახდა ფინანსურ და დროის მართვის საკითხებში.

მცირე ექსკურსი მის ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც შეიძლება თქვენთვის ბევრის მთქმელი, საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო აღმოჩნდეს.

შეფერმა ადამიანები ცხოვრების წესის მიხედვით ორ ნაწილად დაყო - იხვები და არწივები.

თუ ზედაპირულად შევხედავთ, იხვი ჰგავს არწივს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა.


პარალელები:

  • იხვები ამბობენ - ”მე არ შემიძლია ჩემს თავს ამის უფლება მივცე!”, არწივები კითხულობენ - ”რა გავაკეთო, რომ ჩემს თავს ამის უფლება მივცე?”;
  • იხვები პესიმისტები არიან, არწივები კი ოპტიმისტები;
  • იხვები ერთმანეთს ნეგატიურ შთაბეჭდილებებს უზიარებენ, არწივები კი მხოლოდ პოზიტიურ, დადებით საკითხებზე საუბრობენ;
  • იხვები მხოლოდ სავალდებულო, აუცილებელ მოთხოვნებს და საქმეებს ასრულებენ, არწივები ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ გააკეთონ იმაზე მეტი, რასაც მათგან არავინ არ ითხოვს;
  • იხვები ნელა მუშაობენ, მათი დევიზია ”მე სამსახურში ვარ და არა მარათონზე”. არწივები ყველაფერს რაც შეიძლება სწრაფად ასრულებენ.
  • იხვებმა ყველაფერი ყოველთვის სხვებზე კარგად იციან და მუდამ შეუძლიათ მოძებნონ მიზეზი, რათა არაფერი გააკეთონ. არწივებს შეიძლება ყველაფერი შეასწავლო, ისინი სწრაფად ითვისებენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა;
  • იხვები ეძებენ მიზეზს - არწივები გამოსავალს;
  • იხვები არ იღებენ თავს თავზე არანაირ რისკს, არწივებს გაბედულად მოქმედებენ. ისინი უფრო მამაცები არიან.
  • იხვები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობენ, არწივები დილის ექვსი საათიდან საღამოს ათ საათამდე;
  • იხვები შესაძლებლობებში პრობლემებს ეძებენ, არწივები პრობლემებში შესაძლებლობებს პოულობენ;
  • იხვები ცუდად მოიხსენიებენ მათ, ვინც მათ გვერდით არ იმყოფება, არწივები მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ ან დუმან;
  • იხვებს ჭირდებათ დრო, გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ შეუძლიათ მალევე გადაიფიქრონ. არწივები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, რადგან მათი ღირებულებები სუფთაა. ისინი ენდობიან საკუთარ ინტუიციას;
  • იხვები ყურადღებას ამახვილებენ სიძნელეებზე, არწივები საძნელეების დაძლევის გზებზე;
  • იხვები დიდი ხნის განმავლობაში, ან საერთოდ არ ივიწყებენ უსამართლო მოპყრობას, არწივები მალე პატიობენ;
  • იხვები ელოდებიან როდის დააპურებენ და თუ საკმარისს ვერ მიიღებენ - ყიყინებენ. არწივები თვითონ მოიპოვებენ იმას, რაც ჭირდებათ;
  • იხვებს უყვართ ის, რაც უკვე გააჩნიათ, არწივები უქმნიან საკუთარ თავს იმას, რაც სურთ;
  • იხვები მალე აღეგზნებიან წვრილმანების გამო, რადგან ამ დროს გრძნობენ, რომ ცოცხლობენ. არწივები წვრილმანებს სერიოზულად არ აღიქვამენ;
  • იხვები აკრიტიკებენ გარემოებებს, არწივები ცვლიან მათ;


განსაკუთრებით შესამჩნევი და აღსანიშნავი იხვების ხასიათიდან მათი ყიყინია: იღვიძებს - ყიყინებს, შია? - ყიყინებს, რამეთი უკმაყოფილოა? -  ყიყინებს, სხვა იხვები საკვებს წაართმევენ? - ყიყინებს, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს? - ყიყინებს.

შესაბამისად რას სწავლობენ იხვის ჭუკები იხვებისგან? - როგორ უნდა იყიყინონ.

როდისმე გინახავთ როგორ ასწავლიან არწივები თავიანთ მართვეებს ფრენასროდისმე გინახავთ როგორ ასწავლიან არწივები თავიანთ მართვეებს ფრენას?

ისინი პირველად რბილ საფენს აცლიან ბუდეს, შემდეგ ბალახებს.  შემდეგ ნელ-ნელა, თითო-თითო პატარა ტოტს აცლიან ბუდეს.

ბუდე თანდათან მოუხერხებელი ხდება და მართვეებს უჭირთ უხეშ ტოტებზე ჯდომა. მალე ბუდეში ჯდომა შეუძლებელი ხდება და ისინი იძულებული არიან დასახმარებლად ფრთებს მიმართონ.

თუ რომელიმე მართვე მხდალი აღმოჩნდება, მშობლები მას ბუდიდან აგდებენ. თუ მართვე ვარდნის მომენტში ფრთებს არ გაშლის, მშობლები მას ქვემოდან შეუფრინდებიან და ბუდეში აბრუნებენ, იმისთვის, რომ ისევ გადმოაგდონ.

ასე გრძელდება მანამდე, სანამ მართვე ფრენას არ ისწავლის.

გერბიარწივები ვერ იტანენ ადგილის ტკეპნას და სიზარმაცეს, ისინი მუდმივ მოქმედებაში უნდა იყვნენ, ამიტომაც აყენებენ მაღალ მოთხოვნებს ირგვლივ მყოფების მიმართ.

არწივების გარემოცვაში შეუძლებელია არ გაიზარდო.

ალბათ ესაა იმ პატივისცემის მიზეზი, რასაც არწივი იმსახურებს, შემთხვევითი არაა რომ მისი გამოსახულება ამშვენევს ბევრ გერბს.

კარგად დააკვირდით რომელი გამოსახულება ამშვენებს თქვენს გერბს?

არწივიცა და იხვიც უზენაესმა შექმნა, მანვე მიანიჭა ადამიანს არჩევანის უფლება, რომელი კანონებით სურს ცხოვრება, არწივის თუ იხვის...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ