მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1162 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მხედველობის ლაზერული კორექცია - მხედველობის აღდგენის თანამედროვე და ეფექტური მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს სამუდამოდ დაემშვიდობოს სათვალესა და ლინზებს. 

მოდით გავარკვიოთ როგორ მუშაობს ლაზერული მხედველობის კორექცია და რა არის მისი არსი.

მხედველობის ლაზერული კორექცია რეფრაქციული ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მხედველობის გაუმჯობესებას.

თვალის ლაზერული ოპერაცია ცვლის რქოვანას, თვალის წინა გამჭვირვალე ნაწილს და აუმჯობესებს ფოკუსირების უნარს. 

ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს უბრუნდება მახვილი მხედველობა, აღარ სჭირდება სათვალე და კონტაქტური ლინზები.

 

 

რა იკურნება მხედველობის ლაზერული კორექციით? 

 

მხედველობის ლაზერული კორექციით (ფემტოლაზერით) შესაძლებელია გამოსწორდეს:

მიოპია (ახლომხედველობა);

ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა)

პრესბიოპია (აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტება) - ბროლის სიმრუდის ნებისმიერი ან უნებლიე ცვლილება სხვადასხვა მანძილზე მოცემული საგნების გასარჩევად.

ასტიგმატიზმი ( თვალის დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით).

 

რა ტექნოლოგიები გამოიყენება მხედველობის ლაზერული კორექციისთვის?

 

დღესდღეობით, მსოფლიოში არსებობს  მხედველობის ლაზერული კორექციის შემდეგი ძირითადი მეთოდები:

 

PRK  ფოტორეფრაქციული კერატექტომია

ექსიმერული ლაზერის გამოყენებით ორთქლდება თვალის რქოვანას ზედაპირული ფენა, რისი საშუალებითაც ხდება თვალის რქოვანას გარე ზედაპირის გამრუდების აუცილებელი კორექცია და მიიღწევა რეფრაქციული ეფექტი. 

 

LASIK ლაზერული მხედველობის კორექცია 

ეს არის ოპერაცია ისეთი მხედველობის დარღვევის გამოსასწორებლად, როგორიცაა: ჰიპერმეტროპია (5 დიოპტრიამდე); მიოპია (-8 დიოპტრიამდე); ასტიგმატიზმი (±5,00 დიოპტრიამდე). 

 

ReLEx

დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად აღიარებულია ლაზერის გამოყენებით შესრულებულ Relex ტექნოლოგიები: SMILE, FemtoLASIK, FLEx.

 

SMILE ტექნოლოგია

 

ფემტოწამიანი ლაზერით მხედველობის კორექციის ყველაზე ეფექტური, თანამედროვე, უსაფრთხო და მაღალი სიზუსტის მეთოდია SMILE ტექნოლოგია (თვალის რქოვანას მიკროინვაზიური ფემტოლაზერული ექსტრაქცია), რომელიც ხორციელდება ფემტო ლაზერის გამოყენებით.

SMILE ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა არის ქსოვილის ფრაგმენტის (lenticule) მოცილება მცირე წვდომის მეშვეობით (რომლის ზომა არ აღემატება 2-3 მმ-ს) და რქოვანას ანათალის ფორმირების გარეშე, როგორც ლაზერული კორექციის სხვა ტექნოლოგიების შემთხვევაში. 

მეთოდის დროს, თვალის რქოვანა პრაქტიკულად რჩება ხელუხლებელი. ლაზერის სხივით შესრულებული რქოვანას ჭრილი წააგავს ღიმილს, საიდანაც მომდინარეობს მეთოდის სახელწოდება - SMILE. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დაკორექტირდეს მიოპია -2.0-დან -10.0 დიოპტრიამდე.

ლაზერული სხივის მოქმედების პროგრამის შერჩევა იმდენად ინდივიდუალურად ხდება, რომ გამოთვლებში გათვალისწინებულია არა მხოლოდ პაციენტის რქოვანას პარამეტრები და ასაკი, არამედ პროფესია და ჰობიც კი.

SMILE საშუალებას იძლევა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული რქოვანას ჩარჩოს მექანიკური სიმტკიცე და მისი ბიომექანიკა. 

მიკროინვაზიური ჩარევა, რომელიც არ ცვლის რქოვანას ანატომიას, საშუალებას იძლევა პაციენტებს აღუდგეთ მზერა სულ რაღაც რამოდენიმე წამში, ხოლო აღდგენის პერიოდს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე საათი.

SMILE - მხედველობის აღდგენის დახვეწილი ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავი შედეგებს და იძლევა მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას. მხედველობის კორექცია, როგორც წესი, ტარდება 18 წლიდან.

 

FLEX ტექნოლოგია

 

FLEx რეფრაქციული ტექნოლოგია (რქოვანას ლინტიკულის ექსტრაქცია ფემტოწამში), ისევე როგორც ტრადიციული ექსიმერული ლაზერული კორექცია, აკორექტირებს რეფრაქციულ დარღვევებს, თუმცა რქოვანას ქსოვილის მოცილებისა და რქოვანას ფორმის შეცვლასთან დაკავშირებული მიდგომა სრულიად განსხვავებულია.

ტექნოლგია ითვალისწინებს თვალის რქოვანას ფორმირებას არა მიკროკერატომით (სკალპელი), არამედ ლაზერის სხივით, რომელიც არ ჭრის, მაგრამ ახდენს ქსოვილების დაშორებას, შემდეგ კი სპეციალური, სამგანზომილებიანი პროფილის საშუალებით, VisuMax-ის ფემტოწამური ლაზერის სხივი რქოვანას სისქეში ამოკვეთს ოპტიკურ ლინზას, რაც კურნავს მიოპიას და ასტიგმატიზმს.

FLEx პროცედურა მთლიანად ფემტოწამული ლაზერით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს თვალთან მიმართებაში სამგანზომილებიანი ჭრილის მაღალი სიზუსტით ფორმირებას - თვალთან მიმართებაში ლაზერის გაანგარიშებისა და მკაცრად დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად. 

FLEX ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ გრძელვადიანი შედეგები აჩვენებს მის მაღალ ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

 

FemtoLASIK ტექნოლოგია

 

FemtoLASIK არის ფემტოწამული ლაზერული კერატომილეზი.

როგორც ყველა ტექნოლოგიის შემთხვევაში, საანესთეზიო წვეთების თვალში ჩაწვეთების შემდეგ, პაციენტს უდგამენ ქუთუთოების გამაფართოებელს, რომელიც გამორიცხავს ოპერაციის დროს პაციენტის მიერ თვალის დახამხამებას. 

თვალის რქოვანას ადებენ სპეციალური, ჩაზნექილი ფორმის ერთჯერად კონტაქტურ ლინზას, რომელიც იმეორებს რქოვანას ფორმას.

FemtoLASIK ტექნოლოგია მოიცავს პროცედურას ორი ლაზერული მოწყობილობის გამოყენებით. პირველ რიგში, VisuMax ფემტოწამური ლაზერი ერთჯერადი კონტაქტური ლინზის საშუალებით ქმნის რქოვანაში ჰაერის მიკრობუშტების უთხელეს ფენას, რომლებიც შრეებად და  სპირალისებურად ედება ერთმანეთზე. შემდეგ თანდათან აშორებენ ქსოვილებს, რის გამოც ღეროზე წარმოიქმნება რქოვანას ლინზა.

ამის შემდეგ ლინზას გადასწვენ გვერდზე და ექსიმერ ლაზერის (MEL-80)  დახმარებით აშორებენ (ფაქტიურად „ფუშავენ“ ) რამდენიმე მიკრონ რქოვანას ქსოვილს. 

შემდეგ ლინზას ათავსებენ საკუთარ ადგილზე და საიმედოდ აფიქსირებენ ყოველგვარი ნაკერების გარეშე.

პროცედურის შედეგად იცვლება რქოვანას ფორმა და მიიღწევა მხედველობის გაუმჯობესების ეფექტი.

 

 

განსხვავება მხედველობის ლაზერული კორექციის მეთოდებს შორის

 

ძირითადი განსხვავება EPI-LASIK, PRK და LASIK და FemtoLASIK, FLEx და SMILE  მეთოდებს შორის არის ის, რომ პირველი კეთდება მექანიკური ხელსაწყოს (სკალპელის) გამოყენებით, ხოლო მეორე - მის გარეშე, როცა სკალპელის როლს ასრულებს ლაზერის სხივი.

ფემტო-ექსიმერული ლაზერი ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო ტექნოლოგია რეფრაქციულ ქირურგიაში. ფემტოლაზერი იმდენად ზუსტია, რომ მისი საშულებით თმის ღერზე წარწერის გაკეთებაც კი არის შესაძლებელი.

ფემტოლაზერი ასხივებს ულტრა მოკლე ლაზერულ იმპულსებს და შეიცავს საუკეთესო მიზანმიმართულ ოპტიკას, რომელიც საშუალებას აძლევს ქირურგს, უპრეცედენტო სიზუსტით გააკეთოს საჭირო სიღრმის ჭრილი რქოვანაზე ქირურგიული სკალპელის გამოყენების გარეშე. 

ფემტოლაზერული ქირურგია  სტანდარტული LASIK პროცედურისგან განსხვავდება იმით, რომ პროცედურის დროს რქოვანაზე ჭრილობა კეთდება არა მიკროლანცეტით, არამედ ფემტოლაზერით, რომელიც აგზავნის სინათლის იმპულსებს  წამის მეკვადრილიონედი სისწრაფით რქოვანას წინასწარ შერჩეულ და დაპროგრამებულ სიღრმეზე.

FEMTO ლაზერული კორექციის პროცედურა ტარდება დაბალი ინტრაოკულარული წნევის დროს, იგი არ საჭიროებს ბადურის გაძლიერებას და არ იწვევს ბადურაზე ბზარების წარმოქმნას.  პროცედურა კეთდება სწრაფად და უმტკივნეულოდ, ინფექციების ნულოვანი რისკით. 

ლაზერის ზემოქმედება ქსოვილზე გრძელდება არაუმეტეს 15 წამისა, ხოლო მთლიანობაში ოპერაციას სჭირდება არა უმეტეს 10 წუთი. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და აბსოლიტურად უმტკივნეულოა.

ფემტოლაზერით შესაძლებელია ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომლებისთვისაც ტრადიციული ოპერაცია შეუძლებელი იყო რქოვანას არასაკმარისი სისქის ან რეფრაქციული ცდომილების ძალიან მაღალი ხარისხის გამო.

შესაბამისად - FemtoLASIK, FLEx და SMILE მეთოდები ბევრად უფრო მოწინავე, უსაფრთხო და ეფექტურია.

 

მხედველობის ლაზერული კორექციის ეფექტურობა

 

1. პაციენტს უმოკლეს დროში, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, თითქმის სრულყოფილად აღუდგება მხედველობა.

2. სრული სპეციალიზებული კონტროლი და კომპიუტერული მხარდაჭერა იძლევა ოპერაციის მაღალი სიზუსტის ჩატარების გარანტიას თვალის მინიმალური დაზიანებით (ნარჩუნდება თვალის რქოვანა გარსის ანატომიური სტრუქტურა);

3. ყველა მანიპულაცია ხდება მხოლოდ თვალის რქოვანა გარსზე და პაციენტის მხედველობითი სისტემის ყველა სხვა კომპონენტი რჩება ხელუხლებელი;

4. ლაზერული მხედველობის კორექციის არსი მის ანტიტრავმატულობასა და უსისხლობაში მდგომარეობს. ლაზერული კორექცია კეთდება ყოველგვარი ნაკერის გარეშე;

5. მხედველობის აღდგენის შესაძლებლობა რთული რეფრაქციული ანომალიებისა და მიოპიის მაღალი ხარისხის შემთხვევაში;

6. თვალის თხელ რქოვანა გარსზე მუშაობის შესაძლებლობა (რაც ადრე უკუჩვენებად ითვლებოდა);

7. ტრამვების, რქოვანას გადანერგვის და კატარაქტის ოპერაციის შემდეგ მხედველობის კორექციის შესაძლებლობა იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც ლაზერული კორექცია ადრე შეუძლებელი იყო;

8. ამჟამად ლაზერული კორექცია ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და უმტკივნეულო ოპერაციაა,  რომლის დროსაც გართულებების რისკი მინიმალურია;

9. უმეტეს შემთხვევაში მხედველობის ლაზერული კორექცია შეიძლება ჩატარდეს ორივე თვალზე ერთდროულად (ან ოპერაციებს შორის ერთ კვირიანი ინტერვალით).

 

სჭირდება თუ არა მხედველობის ლაზერულ კორექციას სპეციალური მომზადება

 

მხედველობის ლაზერულ კორექციას არ სჭირდება რაიმე სახის სპეციალური მომზადება. 

საკმარისია ოფთალმოლოგისა და თერაპევტის მიერ ჩატარებული სტანდარტული კვლევები და აუცილებელი მინიმალური ანალიზების ჩაბარება.

 

შენიშვნა

 

ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ მხედველობის ოპერაცია დასაშვები იყო მხოლოდ 18-დან 45 წლამდე პაციენტებისთვის, თუმცა დღესდღეობით ოფთალმოლოგიური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ მხედველობის ლაზერული კორექცია დასაშვებია 60-65 წლამდე პაციენტებშიც.

თუმცა ეს ყველაფერი იმ პირობით, რომ პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი პრესბიოპია, რომლის დროსაც შორსმხედველობის მიზეზს ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი ცვლილებები წარმოადგენს

 

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

 

ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია და შეიძლება გაგრძელდეს ერთიდან ხუთ დღემდე. 

ოპერაციიდან პირველ დღეს პაციენტების მცირე ნაწილს აღენიშნება მცირე ტკივილი, სინათლისადმი მგრძნობელობა და ცრემლდენა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში პოსტოპერაციულ პერიოდში თვალის არეში დისკომფორტი უკვალოდ ქრება რამდენიმე საათში.

პოსტოპერაციულ პერიოდში ინფექციის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები და პრეპარატები თვალის შიდა წნევის ნორმალიზებისთვის.

მნიშვნელოვანი ის ფაქტორიც, რომ ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას სჭირდება ძალიან ცოტა დრო და არ საჭიროებს სერიოზულ ხარჯებს. 

ოპერაციის შემდეგ, შეზღუდვები ფიზიკურ აქტივობაზე პრაქტიკულად არ არსებობს. სულ რამდენიმე დღეში პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურს და გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება, მაგრამ უკვე სრულყოფილი მხედველობით -  სათვალისა და ლინზების გარეშე.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ