
ხილის წვენები გაზიანი სასმელების ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა მათ ძნელად შეიძლება ეწოდოს ნამდვილად სასარგებლო, რადგან როგორც აღმოჩნდა, ისინი არანაკლებ საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ორგანიზმისთვის.
ეს დასკვნა გააკეთეს ემორის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რომლებმაც ჩაატარეს ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევა, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში.
მკვლევარების აზრით, ხილის წვენები შეიცავს ზოგიერთ ბოჭკოს და ვიტამინებს. თუმცა, მათი რაოდენობა არასაკმარისია იმისათვის, რომ რაიმე სახის სასარგებლო გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე.
წვენში შემავალი ანტიოქსიდანტები არანაირად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, არც დადებითად და არც უარყოფითად. ამიტომ, ხილის წვენების უპირატესობა კოკა-კოლასთან და სხვა გაზიან სასმელებთან შედარებით ( სასარგებლო საკვები ნივთიერებების შემცველობის მხრივ), ძალიან საეჭვოა. უფრო მეტიც, შაქრის დონე ორივე სასმელში დაახლოებით ერთნაირია: ორი ჩაის კოვზი 100 გრამ სასმელზე, მაშინ როცა ჯანმო-ს მონაცემებით, ნორმა შეადგენს დღეში რვა კოვზს.
მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 13 440 ადამიანს, აანალიზებდნენ მათ მიერ მიღებული ბუნებრივი წვენებისა და ტკბილი გაზიანი სასმელების რაოდენობას. ექსპერიმენტის მონაწილეები საშუალოდ იღებდნენ კალორიების 8.4% -ს ტკბილი კალორიული სასმელებიდან და კალორიების 4%-ს 100%-იანი ხილის წვენისგან.
კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა გულის იშემიური დაავადებებით გარდაცვალების 168 შემთხვევა და სხვა მიზეზებით გარდაცვალების 1000 შემთხვევა. მკვლევარებმა, იმ ადამიანების სიმსუქნის გათვალისწინებით, რომლებიც ყველაზე მეტ შაქრიან სასმელს მოიხმარდნენ, დაადგინეს, რომ ყოველ ნორმის ზემოთ მიღებულ 420 გრამ გაზიან სასმელზე და ხილის წვენზე,სიკვდილის რისკი იზრდებოდა შესაბამისად 24% და 11%-ით.
კვლევის ავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ წვენებისა და გაზირებული სასმელების მიღებისგან გამოწვეული სიკვდილის გაზრდილი რისკის მიზეზები იყო სხვადასხვა:
წვენების ყოველდღიურმა მოხმარება შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე მისი თანმდევი ნეგატიური შედეგებით. ტკბილი წვენები ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას ინსულინის მიმართ, რაც დიაბეტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, წვენებში შემავალი ფრუქტოზა გავლენას ახდენს არტერიულ წნევასა და ლიპიდურ დონეზე, ხოლო გლუკოზა ინსულინის დონეზე, რაც ასევე იწვევს დიაბეტის განვითარებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რისკები წარმოიქმნება მხოლოდ წვენებისა და გაზირებული სასმელების არაზომიერი გამოყენების შემთხვევაში - დღეში 700 მლ-ზე მეტი. ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუ ყოველდღიური დოზა არ აღემატება 150 მილილიტრს.
















