ლუდის დადებითი თვისებები
ლუდის ჯანმრთელობაზე მოქმედების შესახებ ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს. შევეცადოთ გავერკვეთ მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებს.
რა თქმა უნდა, ლუდი არ არის პანაცეა, მაგრამ ზომიერი მოხმარების შემთხვევაში მას აქვს გარკვეული სამკურნალო თვისებები.
• ლუდი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს უჯრედების გაახალგაზრდავებას. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამენ ლუდს (ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზომიერად) ბევრად უფრო ნელა ბერდებიან მათთან შედარებით, ვინც ლუდს საერთოდ არ იღებს.
• გერონტოლოგები მიიჩნევენ რომ დღეში 1-2 ჭიქა ლუდი ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.
• ლუდი ორგანიზმიდან გამოდევნის კანცეროგენებს და ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს. იაპონელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ ლუდის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება 2-3-ჯერ შეამციროს კიბოთი დაავადების რისკი. შესაძლოა სწორედ ამის გამო, ათწლეულების განმავლობაში, იაპონიაში ლუდი ეროვნულ სასმელად იქცა.
• აბსოლუტურად ზუსტად არის დადგენილი, რომ ლუდი ორგანიზმიდან გამოდევნის ალუმინის მარილებს, რაც სხვა სითხეს არ შეუძლია.
• ლუდი შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, რაც აიხსნება მის შემადგენლობაში მინერალური ნივთიერებებისა და ნახშირორჟანგის არსებობით, რომელიც აფართოებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსის კაპილარებს და ხელს უწყობს სისხლის სითხით სწრაფ მომარაგებას.
• ლუდი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის სიმწარეს. იგი ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფის პროცესს და თრგუნავს ლუდში ალკოჰოლის არასასურველ მოქმედებას. ამ თვისებების გამო ლუდის ზომიერი მოქმედება ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობას. ჩეხი ექიმები, კუჭ-ნაწლავის ღრუს ოპერაციების შემდეგ პაციენტებს ურჩევენ ყოველდღიურად მიიღონ ერთი ბოთლი ლუდი.
• სვიიდან ლუდში გადასულ აქტიურ ნივთიერებებს (ეთერზეთები და ცილები) აქვთ დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ჰიპნოტიკური მოქმედების უნარი. ისინი აფერხებენ ბაქტერიების ზრდას და გამრავლებას.ამიტომ, ლუდის ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს ადამიანების ქცევებსა და ემოციებზე.
• ლუდი ხელს უწყობს ძილის პროცესს; ბევრს ეხმარება ნაბახუსევზე. ლუდის აბაზანები კარგად არეგულირებს ოფლიანობას. ვისაც ხშირი ოფლიანობა ახასიათებს, შეუძლია ძილის წინ თბილ წყალში გაურიოს ერთი ბოთლი ლუდი, გადაივლოს და დასაძინებლად ისე დაწვეს.
• არსებობს გაციების სამკურნალო ხალხური რეცეპტები, რომელშიც ერთ-ერთ აქტიურ კომპონენტს ლუდი წარმოადგენს. მაგალითად, ერთი კოვზ თაფლს ხსნიან ერთ ჭიქა შემთბარ ლუდში და სვამენ „ზალპით“. ამტკიცებენ, რომ ვერც ერთი ვირუსი წინ ვერ აღუდგება ამგვარ კოქტეილს.
არსებობს ლუდის საფუძველზე დამზადებული სხვა რეცეპტებიც, რომლებშიც შემთბარ ან ცხელ ლუდს კვერცხს, მიხაკს ან დარიჩინს უმატებენ.
ძალიან ეფექტურია გაციების საწინააღმდეგო ძველი ინგლისური რეცეპტი, რომელიც როგორც ამტკიცეებენ გაციებისგან ერთ დღეში კურნავს. მეთოდი დადასტურებული და უვნებელია:
გააცხელეთ ორი ბოთლი ახალი ლუდი (არ აადუღოთ), დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, 3-4 ცალი მიხაკის ჩხირი და ცოტაოდენი ლიმონის კანი. შემდეგ ათქვიფეთ 3 კვერცხის გული 2-5 სუფრის კოვზ შაქართან ერთად - აქაფებამდე. მიღებულ მასას დაასხით გაცხელებული ლუდი თავის სანელებლებით და კარგად მოურიეთ. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ იქამდე, სანამ არ შესქელდება (არ აადუღოთ).
ერთ ჯერზე იღებენ 1-1,5 ჭიქას. როგორც ამბობენ გაციება ქრება 2-3 დოზის შემდეგ.
• გერმანული ხალხური მედიცინის მიხედვით, გერმანელები გაციების საწინააღმდეგოდ იღებდნენ წყლის აბაზანაში 30 გრადუსამდე გამთბარ ლუდს, რომელიც პათოგენების დათრგუნვის ძლიერი საშუალებაა.
• ხალხურ მედიცინაში აღწერილია მარტივი რეცეპტი, რომელსაც გულის ტკივილის დროს იყენებდნენ: 1 ჭიქა ღია ფერის ლუდში ხსნიდნენ ნახევარი ლიმონის წვენს და იღებდნენ ყლუპ-ყლუპობით.
• ცნობილია პილსნერის ტუტოვანი ლუდის სამკურნალო თვისებების შესახებ. ჩეხებს იშვიათად აწუხებთ თირკმლების დაავადებები. ექიმები ადასტურებენ, რომ ამ სახეობის ლუდი ანადგურებს ქვებს თირკმლებში.
• ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალკოჰოლის ერთი ან ორი დოზის მოხმარება (13,2 გრ ალკოჰოლი ან 330 გრ ლუდი) ამცირებს გულის იშემიური დაავადების რისკს, ხოლო გულის შეტევის რისკი მცირდება 50%-ით.
• ლუდი შეიცავს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს (ანუ როგორც მას უწოდებენ "კარგ ქოლესტერინს"), რომელიც ასრულებს სისხლძარღვების მავნე ნადებისგან გაწმენდის მნიშვნელოვან ფუნქციას. თუმცა ანტიოქსიდანტები „ცუდ ქოლესტერინს“ ამუშავებენ იმ შემთხვევაში, თუ დღეში მოხმაებული ლუდის ოდნეობა არ აღემატება 50 გ-ს.
• ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობის გამო, ლუდი ასტიმულირებს ლორწოვანი გარსის კაპილარების გაფართოებას და ხელს უწყობს სითხის სწრაფად შეწოვას სისხლში. თუმცა, საჭიროა სიფრთხილე, რადგან ეს ძირითადად ეხება ღია ფერის ლუდის სახეობებს.
• ლუდის შემადგენლობაში შედის მცირე რაოდენობით ცილები და ამინომჟავები - ერთ ლიტრზე 1-დან 2 გრამამდე , საფუარში არსებული ვიტამინები B1, B2, PP, ასევე ორგანული მჟავები. გარდა ამისა, ლუდი პრაქტიკულად არ შეიცავს ორგანიზმისთვის ისეთი არასასურველ ნივთიერებებს, როგორიცაა საქაროზა და ფრუქტოზა.
• ლუდი კარგად ინარჩუნებს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს. ამ ამოცანას კიდევ უფრო კარგად უალკოჰოლო ლუდი ემკლავდება.
• ესპანელმა მკვლევარებმა დადგინეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც საერთოდ არ მიირთმევდნენ ლუდს, ალკოჰოლისგან, ჰქონდათ გლუკოზის რეგულაციის დარღვევის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც მოიხმარდნენ მცირე რაოდენობის ლუდს. მათ დაასკვნეს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება დაიცვას მამაკაცები დიაბეტისგან.
• რომში სპორტული მედიცინის ინსტიტუტში, სხვადასხვა კატეგორიის სპორტსმენებს ერთი თვის განმავლობაში, სასმელებიდან (წყლის გარდა) ეძლეოდათ მხოლოდ ლუდი. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ დღეში 1 ლიტრი ლუდის მიღება გავლენას არ ახდენდა სხეულის წონაზე, პულსის სიხშირეზე, არტერიულ წნევაზე და კუნთების განვითარებაზე. ამავდროულად, იზრდებოდა სუნთქვის ხარისხი, კვების შემდგომი რეგენერაციის სიჩქარე, მცირდებოდა რეაქციის დრო, უმჯობესდებოდა მოძრაობის კოორდინაცია და რეფლექსები.
• ცნობილი კულტურისტის, მსახიობის და ყოფილი გუბერნატორიის არნოლდ შვარცნეგერის დედის განცხადებით, არნოლდი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ მას ურჩიეს მიეცა ბავშვისთვის რძის გარდა ცოტა ლუდიც. ამიტომ, დედას სჯეროდა, რომ არნოლდი სწორედ ლუდის დამსახურებით გახდა ისეთი დიდი და ძლიერი.
• ლუდს აქვს ერთი „ნაკლი“ - ის ნაკლებად კალორიულია. მასზე ნაკლები კალორია მხოლოდ მინერალურ წყალში, ჩაიში და ყავაშია. ხოლო ვინც ამტკიცებს, რომ ლუდი ასუქებს, უნდა იცოდეს, რომ ლუდი უბრალოდ ასტიმულირებს მადას. კარგი მადა კი ჯანმრთელობის საწინდარია.
ლუდის უარყოფითი თვისებები
• ლუდი პირველ რიგში შეიძლება საზიანო იყოს მასში შემავალი ალკოჰილის გამო. (მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი მოხმარება კარგად უმკლავდება დეპრესიას და გარდა ამისა მას მრავალ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ).
• ლუდის უკონტროლო მოქმედება (დღეში 3-5ლიტრი) ტვირთავს ვენურ კლაპოტს და გული იძულებულია იმუშაოს გაძლიერებულ რეჟიმში. შედეგად იგი იმატებს ზომაში და ვითარდება ალკოჰოლური კარდიომიოპათია (ლუდისმიერი (ხარის) გული“).
ლუდის ზედმეტად მოყვარული ადამიანებისთვის დამახასიათებელია სიმსუქნეც, რაც უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას და ვითარდება გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია.
რენტგენოლოგები ამ ფენომენს „ლუდისმიერ (ხარის) გულს“ უწოდებენ. ამ დროს გული ხდება მოდუნებული, მოშვებული და გაჭირვებით უმკლავდება თავის ფუნქციებს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ვითარდება არა მხოლოდ გულის დარღვევები, არამედ ზიანდება სხვა ორგანოებიც.
• ლუდი გაზიანი, კარბონიზირებული სასმელია, მისი უკონტროლო მოქმედება ზრდის არტერიულ წნევას, ხელს უწყობს შეშუპების გაჩენას. ლუდი შეიცავს რახის ზეთებს, და ალდეჰიდებს. ამ მხრივ იგი ახლოსაა თვითნახად არაყთან.
• ქალებში ლუდის ბოროტად გამოყენება, რამდენიმე წლის შემდეგ ზრდის მკერდის კიბოს ალბათობას.
• არსებობს მითი, რომ ლაქტაციის პერიოდში ლუდი ზრდის რძის გამომუშავებას. ეს მითი მოდის იმ დროიდან, როდესაც ქალები სვამდნენ მცირე რაოდენობით სახლში დამზადებულ დაბალალკოჰოლიან ნატურალურ ლუდს, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა ბურახისგან. მაგრამ თუ დედა, რომელიც შვილს ძუძუთი კვებავს, დალევს თანამედროვე ქარხნულ ლუდს, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
• ბევრი მიიჩნევს, რომ სქელი ლუდი, რომელის ქაფს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხის ნიშანია, რის გამოც ზოგიერთი მწარმოებელები ლუდში კობალტს უმატებენ.
კობალტი ტოქსიკური ნივთიერებაა. ლუდში მძიმე მეტალების არსებობა უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ორგანიზმზე, ამცირებს ტესტოსტერონის, მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონების რაოდენობას. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპათია და გულის გაცხიმოვნება.
• გამოუცდელი მომხმარებლები, ლუდს მაღალკალორიულ სასმელად მიიჩნევენ, რაც არასწორია. ის ნაკლებად კალორიულია ვიდრე რძე, ტკბილი გაზიანი სასმელები ან ხილის წვენი. სხვა საქმეა, რომ ლუდი ასტიმულირებს მადას და აიძულებს ადამიანს იმაზე მეტი საკვების მიღებას, ვიდრე სჭირდება.
ძველ დროში ამ თვისების გამო ლუდი „ზამთრის“ სასმელად ითვლებოდა და მისი წყალობით ლუდის მოყვარულები რამდენადმე იმატებდნენ წონაში.
• ლუდის დამამშვიდებელ ეფექტს აქვს უარყოფითი მხარე: ადამიანი ეჩვევა ამგვარ „დამამშვიდებელს“ და გარკვეული ხნის შემდეგ ერთი ბოთლი (ზოგჯერ მეტი) ლუდის გარეშე ვეღარ დუნდება და ისვენებს. ზოგჯერ კი ლუდზე დამოკიდებულება ისე იზრდება, რომ მუდმივად ზრდის დოზას და ლუდით წყალსაც კი ანაცვლებს ხოლმე.
• ლუდში შემავალი სასარგებლო ელემენტები უმაღლესი პროცენტით ნარჩუნდება მხოლოდ გაუფილტრავ ლუდში, რადგან მისი მომზადების დროს არ ამოიყენება პასტერიზაციის პროცესი (გახურება პროდუქტის შენახვის ვადის გასაზრდელად).
• ცხელ ზაფხულში დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს გულზე; ორგანიზმიდან გამოჰყავს სითხე და ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროელემენტები.
• უალკოჰოლო ლუდი, რომელიც არ შეიცავს ეთანოლს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და არც თუ ისე ცუდი იზოტონიკია სპორტსმენებისთვის. მაგრამ არა ყველასთვის: - ორსულებმა, მეძუძურებმა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებმა მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.
უალკოჰოლო ლუდისგან თავის შეკავება მარტებთ ორსულებსა და მეძუძურ ქალებს, რადგან უალკოჰოლო ლუდიც კი შეიცავს 0,5%-ალკოჰოლს და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე და მომავალშიც გამოიწვიოს ზრდისა და სწავლის პრობლემები.
გარდა ამისა, უალკოჰოლო ლუდი არ არის რეკომენდებული ალკოჰოლზე დამოკიდებულებთათვის, რადგან მისი გემო და სუნი შეიძლება აღმოჩნდეს მაპროვოცირებელი და გამოიწვიოს რეციდივი ან უფრო ძლიერი ალკოჰოლის შემცველი სასმელის მოთხოვნილება,
მედიკოსები და კვების სპეციალისტები ლუდის შესახებ
- ლუდი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და მცირე რაოდენობით ნატრიუმს, ამიტომ მისი ზომიერი მიღება შეუძლიათ მათ, ვისაც ჰიპერტენზია აწუხებს და იძულებულია შეზღუდოს მარილის მიღება.
- კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის, სპილენძისა და თუთიის შემცველობით ლუდი არ განსხვავდება ფორთოხლის წვენისგან - რომლის ერთი ჭიქა საუზმეზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის სიმბოლოდ მიიჩნევა.
- ლუდი შეიცავს დიდი რაოდენობით B1 და B2 ვიტამინებს იმ ფორმით, რომელსაც კარგად ითვისებს ორგანიზმი. ერთი ლიტრი ლუდი უზრუნველყოფს თიამინის (B1) და რიბოფლავინის (B2) ყოველდღიური მოთხოვნილების 40-60%-ს.
- ლუდი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რომელსაც ლუდს უმატებენ ჟანგვის პროცესების თავიდან ასაცილებლად. ერთი ლიტრი ლუდით ადამიანმა შეიძლება მიიღოს C ვიტამინის დღიური დოზის 70%, ხოლო ნიკოტინის, ფოლიუმის და პანტოთენის მჟავების ყოველდღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისია მხოლოდ ნახევარი ჭიქა ლუდი.
- ლიმონმჟავა, რომელიც ლუდის შემადგენელი ნაწილია, ასტიმულირებს ორგანიზმში შარდის გამომუშავებას და ამით ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.
- ფენოლური ნაერთები ლუდის ყველაზე ღირებული კომპონენტია. ისინი ხელს უშლიან თრომბის წარმოქმნას, არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას და შესაბამისად, იცავენ ინფარქტისა და ინსულტისგან.
- ლუდში შემავალი ნახშირორჟანგი ასტიმულირებს კუჭის სეკრეციას და სისხლის მიმოქცევას კუნთებში, ღვიძლში, ფილტვებში და თირკმელებში. გარდა ამისა, ის არ იძლევა სასმელის სწრაფად დალევის საშუალებას, რაც ხელს უშლის ალკოჰოლურ თრობას და მის უარყოფით გავლენას ორგანიზმზე.
- ხანდაზმულებში ლუდის ზომიერი მოხმარება რამდენადმე ამიცრებს მოტეხილობების რისკს. ლუდში აღმოჩენილი ნაერთები ურთიერთქმედებენ სილიციუმთან (კაჟმბადი), რაც აუმჯობესებს ძვლების სტრუქტურას და ხელს უწყობენ ძვლებისა და კბილების გაძლიერებას. (თუმცა არაზომიერმა მოხმარებამ შეიძლება გამოიღოს საპირისპირო შედეგი.)
- სვიის ექსტრაქტულ ნივთიერებებს (ეთერზეთები და ცილები) აქვთ დამამშვიდებელი, ჰიპნოტიური მოქმედების უნარი და ხასიათდებიან ბაქტერიციდული თვისებებით.
რა რაოდენობის ლუდის მიღება მიიჩნევა ნორმად?
საქმე ზომიერებაშია, და ყველაზე უვნებელი დოზა არის მაქსიმუმ ერთი ლიტრი დღეში.
ერთ ლიტრ ჩვეულებრივი სიძლიერის ლუდს (ეთილის სპირტის შემცველობა 3-5%) სისხლში გადააქვს დაახლოებით 40 გრ ეთანოლი. ეს არის ალკოჰოლის მაქსიმალური დღიური ლიმიტი, რომელიც შეიძლება მიიღოს ადამიანმა.
მაგრამ თუ ვსაუბრობთ არა მაქსიმალურ დასაშვებ, არამედ საშუალო ნორმაზე, უმჯობესია შემოიფარგლოთ დღეში 0,5 ლიტრი ლუდით.
ეს ნორმა არ ეხება მაღალალკოჰოლურ ლუდს, რომელშიც ეთანოლის შემცველობა - 10-14% -მდეა, რადგან ამ რაოდენობით დღიურმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკური შედეგები.
ფინეთში, უნგრეთში და დიდ ბრიტანეთში საშუალო სტატისტიკური ადამიანი წელიწადში დაახლოებით 80-120 ლიტრ ლუდს მიირთმევს; შეერთებულ შტატებში - 100 ლიტრს, ჩეხეთში, სლოვაკეთში, დანიაში, გერმანიაში - 180 ლიტრზე მეტს.
სხვათა შორის „ჩრდილოეთის“ ტიპის ქვეყნები, სადაც ტრადიციულად ძირითადად ძლიერ ალკოჰოლიან სასმელებს მოიხმარენ, თანდათან გადადიან სუსტი ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე, მათ შორის პირველ რიგში ლუდზე.
ლუდი არ არის ისეთი საშიში ალკოჰოლური სასმელი, როგორც არაყი და სხვა სპირტიანი სასმელები და ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას.
რამოდენიმე მითი ლუდის შესახებ
ლუდი ზრდის მუცელს და ლუდის მსმელები „ღიპიანები“ არიან
ლუდი ნაკლებად კალორიული პროდუქტია. კლასიკური ლუდის კალორიულობა შეადგენს 29-55 კილო კალორიას 100 გრამ ლუდზე, კიდევ უფრო ნაკლებია უალკოჰოლო ლუდის კალორიულობა - 26-29 კკალ.
ასე, რომ ლუდმა შესაძლოა ალკოჰოლის შემცველობის გამო შეიძლება მოახდინოს მადის პროვოცირება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს „ღიპის“ გაზრდის მიზეზი.
შესაძლოა ლუდის მსმელს მუცელი მართლაც გაეზარდოს, მაგრამ ეს იქნება არა განსაკუთრებული, ეგრეთ წოდებული „ლუდის მუცელი“, არამედ ჩვეულებრივი „ღიპი“, რომელიც ყველას შეიძლება გაეზარდოს ვინც ჭამს და სვამს იმაზე მეტს, ვიდრე წვავს კალორიებს.
ლუდი ზრდის მამაკაცის მკერდს და თეძოებს
თეორიულად ეს სიმართლეა - რამოდენიმე კათხა ლუდის მიღების შემდეგ მამაკაცის ორგანიზმში გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც თრგუნავს მამრობითი სქესის მთავარი ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებას. შედეგად, უფრო აქტიურად ხდება ქალის სასქესო ჰორმონების ესტროგენების წარმოება.
სვია ნამდვილად შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომელიც სახელწოდებით და სტრუქტურით ნამდვილად არის ქალის სასქესო ორგანოს - ესტროგენის მსგავსი. თუ ლუდის უკონტროლო მოქმედება წლები გაგრძელდა, მამაკაცის მენჯები ფართოვდება, ხოლო სარძევე ჯირკვლები იზრდება და მამაკაცის ფიგურა შესამჩნევად ემსგავსება ქალის ფიგურას.
მაგრამ ეს ჰორმონები იმდენად მცირეა, რომ ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებზე გავლენის მოსახდენად მამაკაცმა რეგულარულად უნდა მიიღოს ლუდის დოზა, რომელიც რამდენჯერმე აღემატება საკუთარ წონას.
ასე, რომ რომ თუ მამაკაცი ლუდს არანორმალურად არ მოიხმარს და მისი ზომიერი მომხმარებელია, არავითარ მკერდის და მენჯების გაზრდაზე არ შეიძლება იყოს საუბარი (ასეთი ექსპერიმენტი არავის ჩაუტარებია:-)
ალუმინის ქილაში მოთავსებული ლუდი საზიანოა ჯანმრთელობისთვის
ეს თეორია მომდინარეობს იქედან, რომ ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს რომ ლუდს აქვს მეტალის გემო. თუმცა ეს შეიძლება იყოს დეფექტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლუდის ხარშვის დროს. მაგალითად თუ გამოიყენება დაბალი ხარისხის ნედლეული (საფუარი, მარცვალი, არასწორად არის მომზადებული წყალი და სხვა..) ასე, რომ მეტალის გემოს არანაირი კავშირი არა აქვს ალუმინის ქილასთან
ალუმინის ქილის კედლები დაფარულია სპეციალური პოლიმერული ფენით, რომელიც შეიცავს ბისფენოლს A - BPA-ს. ეს ნიშნავს, რომ ლუდი არანაირად არ შედის კონტაქტში მეტალთან.
არსებობს შეშფოთება თავად ბისფენოლთან დაკავშირებით. იგი პოლიმერია, რომელიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნივთების ფართო სპექტრში: ლუდის ქილა, ტკბილი გაზიანი სასმელების და ყავის ქილები, ბავშვის საკვები, სტომატოლოგიური აღჭურვილობა და სხვა.
დაბალი დოზით ბისფენოლი A - BPA არანაირ გავლენას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.
მართალია არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ჩატარდა ცხოველებზე და აჩვენა რომ იგი იწვევდა ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას და უნაყოფობას როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის ცხოველებში, ასევე ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნეების და ზოგიერთი მეტაბოლური დარღვევების (პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი) პროვოცირებას.
მაგრამ შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტოს (FDA) ამჟამინდელი გაიდლაინების (პროტოკოლების) თანახმად, რომელიც ასობით კვლევაზე დაფუძნებული, იმ რაოდენობის A - BPA-ს, რომელიც გამოიყენება დღევანდელ ლუდის შეფუთვაში, აბსოლიტურად უსაფრთხოა.