მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 19483 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და მისი სამკურნალო თვისებები

 

მამალი ფუტკრის ჰომოგენატი

ფუტკრის მატლის რძე, ანუ  მატლის ჰომოგენატი, წარმოადგენს უძვირფასეს ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც მიიღება მამალი ფუტკრის ჭუპრების გამოპრესვის (გამოწურვის) გზით.

გამოწურვის შედეგად, მიიღება სპეციფიკური სუნის და ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის ბლანტი სითხე. ზოგჯერ მას მამალი ფუტკრის რძესაც უწოდებენ.

მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების გარდა შეიცავს: ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებსა და ა.შ. ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგალითად - D ვიტამინის შემცველობით, ჰომოგენატი თევზის ქონსაც კი აღემატება. B ვიტამინში კი ყველა ელემენტია - B¹ - დან B¹²-ის ჩათვლით.

მამლი ფუტკრის მატლის რძეს, ანუ ჰომოგენატს აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. მისი მიღება აბსოლუტურად ყველას შეუძლია საკვები დანამატის სახით,დამზადებულია პრეპარატი „აპიმინ 3“-იც. სუფთა პროდუქტი ან აღნიშნული პრეპარატი შეიძლება მიიღოთ 1-ჯერ დღეში არაუმეტეს 2 გრამისა.

მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, ენის ქვეშ მოთავსებით და ამ შემთხვევაშიც, ნახევარი საათის განმავლობაში, არ უნდა დალიოთ არანაირი სითხე. მამალი ფუტკრის ჰომოგენატი კარგად არის ცნობილი თაფლის მწარმოებლებისთვის, თუმცა მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ ჩვეულებრივ ადამიანებს.

მამალი ფუტკრის ჰომოგენატის 50% შედგება იგივე კომპონენტებისგან, რისგანაც შედგება ფუტკრის რძე, ბუნებრივი ნივთიერებების დანარჩენ 50%-ს კი უნიკალური თვისებები გააჩნია, რაც მზა პროდუქტს განუმეორებელ ხარისხს ანიჭებს.

იგი წარმოადგენს მაღალხარისხოვან ცილას, შეიცავს 37 ამინომჟავას და 30 უჯერ ცხიმოვან მჟავას. რის გამოც ხელს უწყობს მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობის აღდგენას და შენარჩუნებას გადაჭარბებული დატვირთვების დროსაც კი.

მამალი ფუტკრის ჰომოგენატი გაჯერებულია ფიტოჰორმონებით და A, D, E და B ჯგუფის ვიტამინებით.

მისი რეგულარული მიღება აფერხებს პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარებას, პრეპარატით მკურნალობენ ლიპომას, მასტოპათიას, ფიბრომას.

პრაპარატი ხელს უწყობს სპერმის პროდუცირებას (სპერმატოგენეზი) მამაკაცებში და კვერხუჯრედების ფუნქციონირების აღდგენას ქალებში. ასევე გამოიყენება უშვილობის მკურნალობისთვის როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

ეს პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ხელს უშლის ზოგიერთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის ზრდას. გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება. მაგალითისთვის, D ვიტამინის არსებობა მასში 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თევზის ქონში.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობასთან ერთად იგი ხელს უწყობს ლიბიდოს გაძლიერებას როგორც ქალებში, ასევევ მამაკაცებში, ორგანიზმში ისეთი ჰორმონების წარმოქმნის ხარჯზე, რომლებიც სექსუალურ აქტივობაზე არის პასუხისმგებელი. 

ჰომოგენატი რეკომენდებულია დასუსტებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათთვის ჰომოგენატს ურევენ თაფლში (პროპორციით 2:1) და აძლევენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში.

მამალი ფუტკრის ჰომოგენატს გააჩნია შემდეგი თვისებები:

»» იწვევს ორგანიზმის მატონიზირებელ მოქმედებას;

»» აუმჯობესებს მადას, ძილის ნორმალიზაციას;

»» ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციას;

»» აღადგენს ნივთიერებათა ცვლისა და ქსოვილების კვების პროცესს;

»» ხელს უწყობს ორგანოების დარღვეული ფუნქციების ნორმალიზებას;

»» ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევის დონეს; 

»» ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

»» აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას;

»» ამაღლებს სექსუალურ აქტივობას, შრომისუნარიანობას;

»» ამაღლებს მაღალი დიდი ფიზიკური და ემოციონალური დატვირთვების მიმართ ტოლერანტულობას;

»» გააჩნია ანტიანთებით და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები;

ჰომოგენატის ადსორბირება (ადსორბცია)შენახვის მიზნით, ხდება მიღებული ჰომოგენატის ადსორბირება (ადსორბცია). ფაიფურის ჯამში ათავსებენ ერთ ნაწილ ჰომოგენატს და უმატებენ ექვს ნაწილ ადსორბენტს (მასის მიხედვით). ადსორბენტად იყენებენ ლაქტოზისა და გლუკოზის ნაზავს (50/50%).

შემდეგ ამ ყველაფერს კარგად აურევენ (ამოლესავენ). ნედლ ადსორბირებულ ჰომოგენატს კარგად გაშრობამდე ინახავენ 3 თვის განმავლობაში 4-6 გრადუს ტემპერატურაზე.

უკვე მზა პროდუქტის შენახვა კი ხდება ჩვეულებრივ, ოთახის ტემპერატურაზე 3 წლის განმავლობაში.

უფრო ეფექტური მოქმედებისთვის ხდება პრეპარატის მიღება ფუტკრის პურთან (ჭეო) ერთად, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის საერთო აღდგენის პროცესს.

მამალი ფუტკრის ჰომოგენატი წარმატებით გამოიყენება კომპლექსში ფიტოთერაპიასთან ერთად. სამკურნალო მცენარეებისა და მამალი ფუტკრის რძის ნაზავს იყენებენ თვალების დაავადების სამკურნალოდ, ბიოსტიმულაციისთვის და დიეტური კვებისთვის.


აპიზანი და მისი სამკურნალო თვისებები


აპიზანიაპიზანი ფუტკრის ქიტინოვანი შრის ნაყენია. იგი წარმოადგენს ფუტკრის ქიტინოვანი საფარისგან მიღებული დაბალმოლეკულურ ქიტოზანს.

აპიზანი ამცირებს სისხლში ცხიმის რაოდენობას, ამცირებს ღვიძლის დატვირთვას და დიაბეტის განვითარების რისკს. აგრეთვე:

ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას, ხსნის სპაზმებს, არეგულირებს კუჭის მჟავიანობას, ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს და გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და იონიზაციის პროდუქტები.

აპიზანი წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს. იგი აღადგენს კუჭნაწლავის მიკროფლორას, შეუცვლელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, წონის კორექციას და ა.შ.

აპიზანის დადებითი თავისებურებაა ისიც, რომ იგი ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე და არა ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს. იგი აბსოლიტურად უვნებელია და ბიოლოგიურად შეთავსებადია ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან.

 

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ