მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8528 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ადამიანის ცხვირი და ჯანმრთელობათუ ძველ ჩინელ მკურნალებს დავუჯერებთ, ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, უნდა ჩაიხედოთ სარკეში, დაუკვირდეთ თითოეულ ნაკვთს და აღმოაჩინოთ ის ცვლილებები, რის საფუძველზეც შეძლებთ საკუთარი თავისათვის დიაგნოზის დასმას.

ვნახოთ რას გვეუბნება ჯანმრთელობის შესახებ ისეთი ორგანო, როგორიცაა ცხვირი. კერძოდ:

ცხვირის ნესტოები წითლდება და იმ ადგილებში კანი თხელდება - ეს იმის მიმანიშნებელია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი. ამავე დროს, ეს სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს სისხლში შაქრის დონის მომატებაზე.

ცხვირის წვერზე კანის აქერცვლა ან გაღიზიანება - იმაზე მეტყველებს, რომ ზედმეტად ეტანებით რძის პროდუქტებს, რომლებზეც დროებით უარის თქმა მოგიწევთ. სამაგიეროდ უხვად მიირთვით მწვანე ფერის ბოსტნეული.

მოლურჯო-მოწითალი ფერის ცხვირი - პირდაპირ მიუთითებს სისხლის დაბალ წნევაზე. ახასიათებთ ჰიპოტონიით დაავადებულ ადამიანებს.

ცხვირის ცალკეული ადგილების გაფერმკრთალება, ნესტოების სიფერმკრთალე - მიუთითებს პნევმონიაზე. ეს ნიშანი ხშირად უმჟღავნდებათ ფილტვების ანთებით დაავადებულ ბავშვებს.

ცხვირის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, რომელსაც თან ახლავს მუქი ფერის წერტილოვანი წარმონაქმნები - ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან ელენთის დაავადებაზე მიანიშნებს.

ცხვირის ზემოთ, შუბლის არეში ღრმა ვერტიკალური ნაოჭები - ისეთ ადამიანებს უვითარდებათ, რომლებიც ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და ძალიან უჭირთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

ცხვირს ზემოთ ჰორიზონტალური ღრმა ნაოჭები - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე მეტყველებს. 

ცხვირის ზედა მხარის შეშუპება, პოლიპები - სასუნთქი გზების ფარული ანთებითი პროცესის მაუწყებელია.

ცხვირის ნესტოებზე მკაფიოდ გამოკვეთილი კაპილარები - პირდაპირ ღვიძლის დაავადებაზე მიუთითებს. 

ცხვირსა და ზედა ბაგეს შორის მარცხენა მხარეს არსებული ღრმა ნაოჭი - მსხვილი ნაწლავის პრობლემებზე მიგვინიშნებს. ადვილი შესაძლებელია, ამ დროს სწორი ნაწლავი ადგილიდან იყოს დაძრული და მარცხნივ გადაწეული.

ცხვირის მახვილი წვერი - კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტზე მიუთითებს.

ცხვირის წვერის გაფერმკრთალება - სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და წყლულოვან დაავადებებზე მეტყველებს.

ცხვირის მიჭყლეტილი წვერი - კუჭის წყლულის არსებობის ერთ-ერთი დამადასტურებელი სიმპტომია.

ცხვირის შესიებული წვერი - გულის სისუსტეზე მიუნიშნებს.

ცხვირის წვერი შესამჩნევად გაორებული ღარით - გულის დეფექტის მქონე და არითმიით დაავადებულ ადამიანს აღენიშნება.

ცხვირის წვერის გამკვრივება – მოახლოებული ინფარქტის ნიშანია.

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ