ბოთლირებული ("ბუტილირებული") წყალი - არის სასმელი წყალი, რომელიც ჩამოსხმულია 0,33 ლიტრიდან - 22 ლიტრამდე მოცულობის მინის ან პლასტმასის ჭურჭელში.
ბოთლირებული წყლის საერთაშორისო ასოციაციის (IBWA) სტანდარტებით, ბუტილირებულად ითვლება წყალი, რომელიც:
• შეესაბამება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ წყლის ჰიგიენურ სტანდარტებს;
• მოთავსებულია ჰიგიენურ კონტეინერში;
• იყიდება ადამიანის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
ამასთან, წყალი არ უნდა შეიცავდეს დამატკბობლებს, ან ხელოვნური წარმოშობის დანამატებს. ბუნებრივი წარმოშობის არომატიზატორები, ექსტრაქტები და ესენციები, ბოთლირებულ წყალში შეიძლება დამატებული იქნას არა უმეტეს 1 წონითი პროცენტისა.
თუ წყალი შეიცავს 1%-ზე მეტ დანამატს, იგი მიეკუთვნება არაალკოჰოლური სასმელების რიგს.
ბოთლირებული წყლის მოხმარება დიდ ქალაქებში გამართლებულია ეკოლოგიის გაუარესების და დაავადებების გავრცელების საფრთხის გამო.
ბუნებრივი წყალი - არის წყალი, რომელსაც ვგულისხმობთ, როცა ვახსენებთ ტერმინს სასმელი წყალი.
ბუნებრივი წყალი აგრილებს (ახალისებს), კლავს წყურვილის გრძნობას, აღავსებს ენერგიით და წმენდს ორგანიზმს.
ბუნებრივი წყლის კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტები, ასეთ წყალს უყენებს რამდენიმე მკაცრ მოთხოვნას:
• პირველ რიგში, ბუნებრივი წყლის საბადო, აუცილებლად უნდა იყოს მიწის ქვეშ (წყარო, არტეზიული ჭაბურღილი, ბინული).
• ბუნებრივი წყლის საბადო უნდა მდებარეობდეს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე;
• ბუნებრივი წყლის ჩამოსხმა უნდა წარმებოებდეს უშუალოდ საბადოს სიახლოვეს (ბუნებრივი წყალი, ხანმოკლე ტრანსპორტირების შემთხვევაშიც კი განიცდის გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას და კარგავს სასარგებლო თვისებებს;
• ბუნებრივი წყლის გაწმენდა, უნდა იყოს მიმართული მხოლოდ აუცილებელ გადამუშავებაზე, მაგრამ ისე, რომ არ დაირღვეს მისი ბუნებრივი სტრუქტურა;
მინერალური წყალი - არის ბუნებრივი საბადოდან მოპოვებული წყალი, რომელიც შედგება მინერალთა კომპლექსისგან და ბუნებრივი წარმოშობის მარილებისგან.
სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით ყველა მინერალური წყალი არ ხასიათდება. წყალში ჭარბი მინერალების არსებობამ (მაგალითად: რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი) შესაძლოა მინერალური წყალი სასმელად უვარგისი გახადოს.
თუ მინერალური წყლის ქიმიური შემადგენლობა შეიცავს კარგად ბალანსირებულ მინერალთა კომპლექსს, გააჩნია განსაკუთრებული სტრუქტურა და სამკურნალო თვისებები, მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია. ასეთი მინერალური წყალი მიიჩნევა „ცოცხალ წყლად“.
ყველა მინერალური წყალი იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:
• ჰიდროკარბონატული;
• სულფატური;
• ქლორიდული;
იონების სიჭარბეზე დამოკიდებულებით, ასეთ მინერალურ წყლებს გააჩნია თავისი კლასიფიკაცია. კათიონის სიჭარბის მიხედვით მინერალური წყალი თავის მხრივ შეიძლება იყოს კალციუმიანი, მაგნიუმიანი და ნატრიუმიანი.
ყოფაცხოვრებაში მინერალური წყალი ძირითადად გვხდება სამი სახის:
• სუფრის მინერალური წყალი (მარილების შემცველობა ასეთ წყალში უნდა შადგენდეს 1გრ-ზე ნაკლებს ლიტრში. ასეთი წყლის მიღება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით);
• სუფრის-სამკურნალო მინერალური წყალი (მარილების შემცველობა უნდა მერყეობდეს 1-დან 10 გრ-მდე ლიტრში. ასეთი წყლის მიღების დროს საჭიროა ზომიერების დაცვა;
• სამკურნალო მინერალური წყალი (მარილების შემცველობა უნდა მერყეობდეს 10-დან 15 გრ-მდე ლიტრში. ასეთი წყლის მიღება აუცილებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რათა ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას);
სპილენძი, მარგანეცი, თუთია, მოლიბდენი, რკინა, კობალტი, დარიშხანი, ბორი, ბრომი - მინერალური წყლების დიდი ნაწილის ძირითადი შემადგენელია (რა თქმა უნდა მიზერული რაოდენობით).
ეს ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ელექტროლიტური ცვლის პროცესში და ყველა მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანისთვის ორგანიზმის სრულყოფილად მუშაობისთვის საჭირო ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავებაში.
ხელოვნური წყალი - არის წყალი, რომელიც განიცდის ნებისმიერი სახის ჩარევას მის სტრუქტურაში ან ქიმიურ შემადგენლობაში.
თუ წყლის პირველყოფილ სტრუქტურაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რაც აისახა წყლის მოლეკულურ დონეზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ წყალში მარილების შემცველობა შეესაბამება მინერალური ბუნებრივი წყლის მარილების შემცველობას, ეს მხოლოდ იმიტაციაა. არავითარი სამკურნალო თვისებები ასეთ წყალს არ გააჩნია.
ქარხანაში ან ლაბორატორიაში, ყველა იმ რთული ფიზიკო-ქიმიური პროცესების განხორციელება შეუძლებელია, რასაც წყალი განიცდის დედამიწის წიაღში, სადაც მიმდინარეობს წყლის ფილტრაციის, აგრეთვე მარილებითა და მიკროელემენტებით გამდიდრების მუდმივი, ბუნებრივი პროცესი.
ხელოვნური სასმელი წყლის ამერიკელი მწარმოებლები ავრცელებენ აზრს იმის შესახებ, რომ მართალია ხელოვნური წყალი არ არის სასარგებლო, მაგრამ მისი მოხმარება აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ისინი თვლიან, რომ ყველა აუცილებელ მინერალს ადამიანი ისედაც იღებს საკვებთან ერთად.
ამას არ ეთანხმებიან ამ სფეროს სხვა სპეციალისტები, რომლებიც თვლიან, რომ იმ ადამიანების თაობა, რომლებიც მოიხმარენ ხელოვნურ წყალს, არ აღემატება 25 წელს. რაც ნიშნავს, რომ მათ ჯერ არ შეხებიათ ასაკობრივი ცვლილებები.
ისინი თვლიან, რომ ეგრეთ წოდებული „მსუბუქი წყლის“ მოხმარებით, რომელიც არ შეიცავს შენაერთებს, ორგანიზმი ვერ იღებს მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ძვირფას კომპონენტებს. ეს კი დროთა განმავლობაში გამოიწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ძვლების სისტემის დაავადებებს.
ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში გამოიწვევს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას. მსოფლიოში ცნობილი კურორტოლოგები მიიჩნევენ, რომ დემინერალიზირებული წყლის გამოყენება და არაბალანსირებული კვება, ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევას გამოიწვევს.
მინერალიზირებული წყალი - არის წყალი, რომელიც გამდიდრებულია ხელოვნური მინერალებით.
მინერალური წყალი შეიცავს ბუნებრივ, ნატურალურ მინერალებს, როცა მინერალიზირებული წყალი მიიღება ჩვეულებრივ სასმელ წყალში დამატებული სხვადასხვა სახის მინერალებით. ასეთი წყლები გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ბუნებრივი მინერალური წყლების საბადოები.
მინერალიზირებული წყლები გაჯერებულია ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური კომპონენტებით, პირველ რიგში მაგნიუმით და კალციუმით. წყალი არ შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის მუშაობა (მაგალითად ბიკარბონატებს).
თუმცა მინერალიზირებული წყლის დამზადების დროს, ბუნებრივი წყალი ხელოვნურად იწმინდება, ამიტომ იგი იფილტრება არა მხოლოდ მძიმე მეტალებისაგან და სხვა მავნე მინარევებისგან, არამედ სასარგებლო ნივთიერებებისგანაც.
ჟანგბადით გამდიდრებული წყალი - წყლის ჟანგბადით გამდიდრება, ანუ ოზონირება ხდება წყლის გაწმენდის დროს, მისი დეზინფექციის მიზნით.
ეს მეთოდი განსაკუთრებით საშიშია მაშინ, თუ ბუნებრივი ან ხელოვნური წყალი შეიცავს ბრომის იონებს (თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობით).
ლაბორატორიულ პირობებში, წყალში ბრომის არსებობა საკმაოდ რთულია მისი აქროლადობის გამო.
საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ოზონირების დროს წარმოიქმნება ისეთი შენაერთები, როგორიცაა ბრომიდები. ეს მომწამვლელი ნივთიერებები საშიშია მიკრო დოზითაც კი. ჟანგბადის ორგანული შენაერთის მიღება კი დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.
ვერცხლის იონებით გაწმენდილი წყალი - წყლის გაწმენდის ერთ-ერთი ხერხია, როცა წყალი იწმინდება ვერცხლის იონების საშუალებით.
ვერცხლის იონებით წყლის გაწმენდა საყოფაცხოვრებო პირობებში, შეიძლება მოხდეს სპეციალური ელექტროხელსაწყოს, ან წყლის ფილტრის საშუალებით.
ასე გაწმენდილი წყლის რეგულარულად გამოყენება, არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანისთვის სასარგებლოდ.
საქმე იმაშია, რომ ვერცხლი საკმაოდ მძიმე მეტალია, რომლის იონებიც აკუმულირდება ორგანიზმში და იწვევს შინაგანი ორგანოების მთელ რიგ დაავადებებს.
ვერცხლისა და მარილმჟავას (კუჭის სეკრეტორული გამონაყოფი) ურთიერთმოქმედებით, იქმნეაბა არახსნადი შენაერთი, რომელიც არ გამოდის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით და არ იშლება დიდი ხნის განმავლობაში.
იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ