მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 56184 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 



მეჭეჭებიმეჭეჭი არ არის კოსმეტიკური დეფექტი, ის კანის ნამდვილი დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება...

მეჭეჭი - კანის ქსოვილზე დნკ-ს შემცველი პაპილომა ვირუსის ზემოქმედების შედეგია, რომელიც აიძულებს მას არაბუნებრივად სწრაფად გამრავლდეს. ის აღწევს ორგანიზმში კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროტრამვების შედეგად.

ვირუსის წყარო შეიძლება გახდეს ადამიანი და მისი პირადი, ყოველდღიური მოხმარების საგნები. მის გაჩენას ხელს უწყობს ადამიანის იმუნური სისტემის შესუსტება.
დასნებოვნების მომენტიდან მეჭეჭის გამოვლენამდე 4-5 თვეა. იმის გამო რომ მეჭეჭი ჩვეულებრივ ხალზე დიდია და გარეგნულად საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ის დროულად მოიცილოს.

გარდა ამისა, კანის ზედაპირზე გავრცელებული მეჭეჭი, მექანიკური დაზიანების, ან გაღიზიანების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებისა და შეშფოთების მიზეზი
არსებობს მეჭეჭის რამდენიმე სახეობა:

 

  • ჩვეულებრივი (ვულგარული) მეჭეჭი - წარმოადგენს მომრგვალებულ, ამობურცულ, მკვრივ წარმონაქმნს, მკვეთრი საზღვრებით, მონაცისფრო - ყავისფერი ფერით და ხორკლიანი ზედაპირით. ძირითადად გვხვდება ხელის ზურგზე და თითებზე, სახეზე, თავის თმიან ნაწილზე.
  • საძირე მეჭეჭი - წააგავს კონუსური ფორმის მაზოლს, ძალიან მაგარი და მტკივნეულია, სწრაფად იზრდება, ყველაზე ხშირად გვხვდება მომატებული წნევის წერტილებში.
  • სიჭაბუკის (ბრტყელი) მეჭეჭი - მცირე ზომისაა, 3 მმ - მდე, ფერი - ნორმალური კანის, ან ოდნავ მოყვითალო, მომრგვალებული, გლუვი, გამკვრივებული ზედაპირით. ხშირად გვხვდება სახეზე და ხელის მტევნის ზურგზე.
  • მახვილწვერა კონდილომა - გენიტალური მეჭეჭი (ძირითადად გვხვდება გარე სასქესო ორგანოების მიდამოებში) აქვს მახვილი წვერი, შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე მუქი ვარდისფერი.
  • მოხუცებულობის მეჭეჭი - არ არის დამოკიდებული ვირუსზე, უფრო გამოწვეულია ასაკობრივი ცვლილებებით. გვხვდება ბრტყელი სახით, ზომით - 0,5 - 2 სმ. არის სხვადასხვა ფორმის, ნაცრისფერი ან ყავისფერი.

 

რა შემთხვევაში ვიმკურნალოთ?

 

როგორც წესი, ძირითადად მეჭეჭების მკურნალობა გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში ისინი თავისთავად ქრება, როგორც კი მოძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა. თუმცა რა თქმა უნდა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მეჭეჭი არ ქრება და მისი მკურნალობა აუცილებელია.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა დადგინდეს, საქმე ეხება მეჭეჭს, თუ უფრო სერიოზულ დაავადებას, რომელიც შეიძლება იმალებოდეს მეჭეჭის ქვეშ.

ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:

მეჭეჭი საკმაოდ სწრაფად  იცვლის ფორმას და ფერს;

მეჭეჭს აქვს არაერთგვაროვანი ფერი;

მეჭეჭის საზღვრები გამოკვეთილი არ არის (სავარაუდოდ ეს არ არის მეჭეჭი);

მეჭეჭს თან ახლავს ტკივილი და ხშირად ხდება მისი ტრამვირება ადგილმდებარეობის გამო (ამ დროს მაღალია მისი უფრო საშიშ ფორმაში გადაზრდის რისკი);

მეჭეჭების რაოდენობა იმატებს;

მეჭეჭს თან ახლავს სისხლდენა და ქავილი;

მეჭეჭმა თავი იჩინა გენიტალიების მიდამოებში;

მეჭეჭი ხელს უშლის ფიზიკურ მუშაობას ან იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს;

 

მკურნალობის მეთოდები


მეჭეჭებიმეჭეჭის უჯრედები კეთილთვისებიანია, მაგრამ მათი ხშირი დაზიანების შემთხვევაში, მზის ძლიერი დასხივების შედეგად, შეიძლება გარდაიქმნას კიბოს უჯრედებად და ღრმად ჩაინერგოს კანში ან კანქვეშა უჯრედისში, გავრცელდეს სისხლისა და ლიმფის დინების შედეგად მთელს ორგანიზმში.

ეს კი ძალიან საშიშია მეტასტაზირების თვალსაზრისით, ამიტომ დაზიანებული მეჭეჭი ან მეჭეჭები, საჭიროებს ჰისტოლოგიურ გამოკვლევას და მის შემდგომ მოცილებას.

მეჭეჭების მოცილებას ცდილობენ მათი მცირეოდენი არასასურველი მდგომარეობის დროს, ხოლო დაუყონებლივი მოცილება ხდება სწრაფი ზრდის, ფორმისა და შეფერილობის ცვლილების, სისხლდენის, ტკივილის შეგრძნებისა და წვის შემთხვევაში. ეს საიმედო პროფილაქტიკაა მისი შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

მეჭეჭების თავიდან მოცილება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების პირობებში უნდა მოხდეს. მცირე ოპერაციის წინ ექიმი აუცილებლად გაარკვევს მეჭეჭის წარმოქმნის სახეს და გაარკვევს მის კეთილთვისებიანობას.

მედიცინაში არსებობს  მეჭეჭების მოცილების მეთოდების მთელი სპექტრი. კონკრეტული მეთოდის არჩევა დამოკიდებულია მეჭეჭის სახეობაზე და ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებაზე. გარდა ამისა, მეჭეჭის მოცილების შემდეგ, რეციდივების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება დანიშნული იქნეს სპეციალური კურსი იმუნური სისტემის ასამაღლებლად.

განვიხილოთ თითოეული მეთოდი:


ელექტროკოაგულაცია


ეს არის მეჭეჭის მოცილების მეთოდი, ქირურგიული კოაგულატორის საშუალებით (ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში). თხელ, მეტალის მარყუჟში შედის მაღალი სიხშირის დენი, ის ჭრის მეჭეჭს და ახდენს მიმდებარე ქსოვილის კოაგულირებას.

ქსოვილის მომენტალური გაცხელება აჩერებს სისხლდენას და ხელს უშლის დასნებოვნებული ვირუსების უჯრედების ჯანმრთელ ქსოვილზე გავრცელებას. მოცილებულ მასალას (მეჭეჭს) ინახავენ შემდგომი, ჰისტოლოგიური გამოკვლევის მიზნით.

დენის ზემოქმედების შემდეგ მეჭეჭის ადგილზე რჩება პატარა ზომის ქერქი, რომელიც ქრება საშუალოდ ერთი კვირის შემდეგ. მეჭეჭის ღრმად მოცილების შემთხვევაში, მის ადგილზე შეიძლება დარჩეს ღია ფერის, ნაკლებად შესამჩნევი, გლუვი ნაიარევი.


ქირურგიული დასერვა


თუ მეჭეჭი წარმოადგენს ფართო წარმონაქმნს, ამ შემთხვევაში მის მოსაცილებლად გამოიყენება ისეთი მეთოდი, როგორიცაა ქირურგიული დასერვა. ეს არის მცირე ოპერაცია, რომელიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, კანქვეშ ხდება კოსმეტიკური ნაკერების დადება. ნაკერები იხსნება მე 7 დღეს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, რჩება მცირე ზომის (2-3 მმ) გლუვი ნაიარევი. ამ შემთხვევაშიც მოცილებული მეჭეჭები აუცილებელი რიგითობით იგზავნება ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე.

 

ლაზერით მოცილება


ერთ -ერთი უახლესი მეთოდი, მეჭეჭების მოსაცილებლად, ლაზერის გამოყენებაა. მისი ძირითადი ეფექტი აორთქლებაა (эрбиевый, ერბიული ლაზერი), ან კანის ქსოვილების კოაგუალიაცია (კარბონდიოქსიდური ლაზერი).
თანამედროვე ლაზერის აპარატები იძლევა მინიმალურ გართულებებს, მეჭეჭების ადგილზე ნაიარევის, ჰიპო და ჰიპერპიგმენტაციის თვალსაზრისით.

ლაზერის საშუალებით, მეჭეჭების მოცილება ხდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში შრეებად, 1-2 წუთის განმავლობაში. ლაზერის სხივის შეღწევის სიღრმე და ზემოქმედების დრო, დამოკიდებულია მეჭეჭური წარმონაქმნის სიღრმეზე და ლოკალიზაციაზე.

მოცილებული მეჭეჭის ადგილზე რჩება მცირე ზომის ჩაღრმავება, რომელიც სწორდება ორი კვირის შემდეგ.


თხევადი აზოტით კრიოდესტრუქცია (მოყინვა)


მეთოდის არსია მეჭეჭების მოცილება დაბალი ტემპერატურის დახმარებით, რომელიც იწვევს მეჭეჭის ქსოვილის კვდომას ღრმა გაყინვის შედეგად.

თხევადი აზოტით გაყინვას აწარმოებენ აპლიკატორის დახმარებით, რომელიც წარმოადგენს 25-30 სმ სიგრძის ხის ან მეტალის ჯოხს, რომლის ბოლოზე მჭიდროდაა დაფიქსირებული ბამბის ტამპონი.

ბამბის ტამპონიანი ჯოხის გარდა, შეიძლება გამოყენებული იყოს კრიოაპლიკატორი, რომელიც წარმოადგენს თხევადი აზოტის ტუბ-რეზერვუარს, სხვადასხვა კონფიგურაციის, ცვლადი (მოსახსნელი) მეტალის ბუნიკებით.

ჩვეულებრივ (ვულგარულ) მეჭეჭებს ამუშავებენ შემდეგნაირად: აპლიკატორს ადებენ მეჭეჭზე პერპენდიკულარულად და მსუბუქად აწვებიან. გაყინვის დრო დამოკიდებულია მეჭეჭის ზომაზე, ჩვეულებრივ, ის შეადგენს 10-30 წამს.

თხევადი აზოტის ზემოქმედების შედეგად მეჭეჭი იწყებს გაფერმკრთალებას, ხდება თეთრი და მკვრივი. გაყინვიდან ერთი წუთის შემდეგ ხდება მეჭეჭის ჰიპერემია და გაწოვა, ხოლო რამოდენიმე საათის შემდეგ წარმოიქმნება ეპიდერმიალური ბუშტუკი სეროზული, ან ჰემოროული შემადგენლობით.

ბუშტუკი ჩვეულებრივ ნარჩუნდება 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ თანდათანობით მისი შემადგენლობა მცირდება და მის ადგილზე წარმოიქმნება მკვრივი ქერქი, რომელიც 10-12 დღის შემდეგ ქრება და ტოვებს ძნელადშესამჩნევ ვარდისფერ ლაქას.

საძირე მეჭეჭის მოსაცილებლად საჭიროა უფრო ხანგრძლივი ექსპოზიცია, შედარებით ძლიერი დაწოლით (30-60 წამი). თხევადი აზოტით გაყინვას იმეორებენ 3-5 - ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.

საყმაწვილო (ბრტყელი) მეჭეჭის მკურნალობა ითვალისწინებს მხოლოდ კანის ტუშირებას თხევადი აზოტით. აპლიკატორს ათავსებენ მეჭეჭის ზედაპირის პარალელურად და სწრაფი ბრუნვითი მოძრაობებით, მცირედი დაწოლით გადაადგილებებენ დასამუშავებელი ფართობის ზედაპირზე, კანის ოდნავ გაფერმკრთალებამდე.

პროცედურა მეორდება 3-4 - ჯერ მოკლე ინტერვალებით (1-2 წუთი). 5-7 დღის შემდეგ კანის ზედაპირი მუქდება, იქერცლება და მეჭეჭი ქრება.

მკურნალობისა და აქერცვლის პერიოდში კანის მოვლის მიზნით გამოიყენება 2% -იანი სალიცილის სპირტი

 

ქიმიური მეთოდი 

 

ქიმიური მეთოდი შედარებით იშვიათად გამოიყენება. ამ დროს ხდება მეჭეჭის დამუშავება საკმაოდ მწვავე მჟავით ან ტუტით. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთჯერადად, ან დაინიშნოს მკურნალობის კურსი. უნდა ითქვას, რომ ამ დროს არსებობს მიმდებარე ქსოვილების დაზიანების მაღალი რისკი, არ გამოირიცხება  ინფექციის შეჭრაც.

გამონაკლისს წარმოადგენს სალიცილის მჟავით მკურნალობა, რომლის შეძენაც შესაძლებელია აფთიაქებში. სალიცილის მჟავა არსებობს თხევადი და გელის სახით, ასევე როგორც სპეციალური პლასტირი. ზოგიერთი ტიპის მეჭეჭისთვის ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს, მხოლოდ აუცილებელია, რომ მოცილებული იქნას მხოლოდ მეჭეჭი, და არა კანის ნაწილი, რომელზეც წარმოქმნილია მეჭეჭი.

ამიტომ უმჯობესია, თუ სალიცილის მჟავა მხოლოდ მეჭეჭზე იქნება წასმული და გამოირიცხება მისი კანთან კონტაქტი. ამის მისაღწევად  სამედიცინო პლასტირი უნდა ამოიჭრას მეჭეჭის ზომაზე და დაიკრას მეჭეჭზე ისე, რომ დაფარული იქნას მიმდებარე ქსოვილები და, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მეჭეჭზე მჟავის წასმა, შემდეგ კი იგი გადახვეული იქნას კიდევ ერთი პლასტირის შრით. პლასტირის შეცვლა ახლით უნდა მოხდეს დღეში - 1-2 -ჯერ.

გასათვალისწინებელია, რომ ამ მეთოდით მკურნალობას  ზოგიერთი ექიმი არ ურჩევს დიაბეტით, ან სისხლის მიმოქცევის დარღვევით დაავადებულ ადამიანებს. ამიტომ აუცილებელია ასეთმა ადამიანებმა მკურნალობა ჩაიტარონ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.

 

ხალხური მეთოდები

 

მეჭეჭის მოსაცილებლად ეფექტურია ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, მეჭეჭზე მძარჟავას დაწვეთება. შედეგი რამოდენიმე დღეში უნდა გამოჩნდეს.

ძალიან კარგ შედეგს იძლევა, უმი კარტოფილი - უმი კარტოფილი დაჭერით, დასრისეთ, მიღებული მასა დაიდევით მეჭეჭზე და შეიხვიეთ. ეფექტის მისაღწევად, საჭიროა ეს პროცედურები გაიმეოროთ რეგულარულად.

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ