მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5468 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბიზნესმენი ქალბატონის გარდერობში უნდა შედიოდეს რამდენიმე ნეიტრალური ფერის მკაცრი კოსტიუმი: ნაცრისფერი, შინდისფერი, მუქი ლურჯი, სალათისფერი, მელნისფერი და წითელი ხის ფერის კოსტიუმი დაგეხმარებათ დატოვოთ ავტორიტეტული ქალბატონის შთაბეჭდილება.

პერანგები პასტელურ ფერებში შერჩიეთ, რომ თქვენი ქალურობას ხაზი გაუსვათ. აქსესუარებიდან გაიკეთეთ სადა, პიჯაკის შესაფერისი  გულსაბნევი და აუცილებლად გემოვნებით შეარჩიეთ საყურეები.

თუ კეთილგანწყობილად გსურთ თავის წარმოჩენა, ღია ლურჯი, ღია ნაცრისფერი, ღია ყავისფერი ან სპილოსძვლისფერი პიჯაკი შეარჩიეთ. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ღიაა პიჯაკი, მით უფრო ხარისხიანი უნდა იყოს ქსოვილი. თუ მეწამული ფერის კოსტიუმი გაცვიათ, ეს თქვენს თავდაჯერებულებაზე მიუთითებს. ღია მელნისფერი იდუმალს წარმოგაჩენთ. ოქროსფერი ღია ლურჯი ან იასამნისფერი გაფორმებით გაგხდით ძალზედ ეფექტურს.

თუ აღნაგობა საშუალებას გაძლევთ შარვალი ატაროთ, ეს ძალიან ხელსაყრელი და მოსახერხებელი უნდა იყოს თქვენი ყოველდღიურობისთვის. ატარეთ შარვალი და პიჯაკი. შარვალი უმჯობესია მოხდენილი ქამრით, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, საყურეები, სადა გულსაბნევი ან სადა მძივები.

მარტივი თარგის კაბები იმ დღეებში ატარეთ როცა თქვენი, როგორც ხელმძღვანელის წარმოჩენა არც ისე აქტუალურია. რეკომენდებულია სარჩულიანი კაბები.

გაილამაზეთ და შეავსეთ გარდერობი ლამაზი ქამრებითა და ყელსახვევებით. თუ საღამოს სამსახურის შემდეგ საქმიანი ვახშამი გაქვთ დაგეგმილი, ეცადეთ დილიდანვე ისე შეიმოსოთ, რომ საღამოს თქვენს ჩაცმულობაში მცირე ცვლილებების შეტანით განაახლოთ სტილი და გაიხალისოთ განწყობა.

ყველა წარმატებული ქალბატონმა იცის, რომ  კარიერაში აღმასვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს თავს საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოების ნებისმიერ სოციუმში ყოფნას თავისი სირთულეები ახლავს.

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ორგანიზაცის შიგნით და გარეთ, კარგი კუთხით გხედავენ და თქვენი შესანიშნავად ესმით. ხშირად გაიღიმეთ და იხუმრეთ, თქვენი ხელქვეითების გამოთქმულ მოსაზრებას ყალბი ინტერესით ნუ მოეკიდებით. ხშირად დაუჭირეთ მხარი და გაამხნევეთ ხოლმე ისინი.

გამოიყენეთ ღია, ბუნებრივი ჟესტები. როცა ზიხართ, მოიქეცით თავისუფლად, მაგრამ ელეგანტურად. თუ დილით შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, ადრე დაიძინეთ, რათა ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ. ვარცხნილობა და მაიკიაჟი საუკეთესო უნდა იყოს. იყავით ინიციატივიანი, თუმცა იცოდეთ ზომა-წონა. თუ შენიშვნების ჩაწერის აუცილებლობაა, თან იქონიეთ მოხდენილი ბლოკნოტი.

შეეცადეთ ყოველდღიურად დახვეწოთ საკუთარი თავი, წარმოაჩინოთ თქვენი მომხიბლავი მხარე და დაძლიოთ სუსტი მხარეები, აღმოფხვრათ ნებისმიერი ნაკლოვანება, რომელიც თქვენს იმიჯს ემუქრება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ