მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7679 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყველა ადამიანს აღელვებს საკუთარი იმიჯი, ანუ ის, თუ როგორ გამოიყურება იგი სხვა ადამიანების თვალში. იმიჯი ეფუძნება ადამიანების გარეგნობას, მანერებს, ხასიათის მხარეებს, გონებრივ შესაძლებლობებს.

იმიჯი - ეს სიტყვა მნიშვნელობით უახლოვდება ბერძნული წარმოშობის სატყვას "ქარიზმა”, რომელსაც ძველი ბერძნები ანიჭებდნენ  სიწმინდით, ავტორიტეტულობით, სიბრძნისა და სხვა საუკეთესო თვისებებით შემკულ ადამიანებს. ასეთი ადამიანები ყველა დროში ახერხებდენენ გავლენა მოეხდინათ გარშემომყოფებზე.

დადებითი იმიჯის შექმნისათვის საჭიროა:

1. მიმზიდველი გარეგნობა;

2. დამოუკიდებელი, ბუნებრივი ქცევა;

3. გამართული, ჭკვიანური საუბარი;

4. ღირსეული მანერები;

5. აუღელვებელი, მშვიდი რეაქცია როგორც კრიტიკაზე, ასევე დადებით შეფასებაზე;

არც თუ ისე ბევრია კმაყოფილი საკუთარი იმიჯის წყალობით მიღწეული  წარმატებით, რადგან  პრაქტიკაში ძალიან ხშირია სხვაობა შთაბეჭდილებებს შორის, რომელიც სურდა მოეხდინა  და სინამდვილეში მოახდინა ადამიანმა კონკრეტულ მომენტში.

ძალიან ხშირად, დიდი  ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობის უნარით დაჯილდოებული ადამიანები ვერ ახერხებენ თანამდებობრივად წინ წაწევას. ამის მიზეზი აუცილებელი იმიჯის არ არსებობა და დაბალი თვითშეფასების უნარია, რაც ბარიერებს ქმნის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. 

საგულისხმოა, რომ დაუგეგმავი იმიჯი აფერხებს პიროვნების უნარების გამოხატვას და რეალიზების შესაძლებლობას. რაოდენ  კარგი იმიჯიც არ უნდა ჰქონდეს დღეს ადამიანს და რა წარმატებებასაც არ უნდა მიაღწიოს მისი მეშვეობით, ხვალ შეიძლება ეს იმიჯი არასაკმარისი აღმოჩნდეს კარიერის შემდგომი საფეხურისთვის. ამიტომ იმიჯი მუდმივად საჭიროებს განახლებას და უკეთესობისკენ ფორმირებას.

მაღალი თანამდებობის პირების, წარმოებებისა და ფირმების ხელმძღვანელების, ასევე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად ჩატარებული კვლევებით, დადასტურებულია, რომ იმიჯი და კარიერა განსაკუთრებით მჭიდროდაა ურთიერთდამოკიდებული ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, მართვა და ფინანსები.

საინტერესო შედეგები აჩვენა სხვა გამოკითხვებმაც: ურთიერთობის ხელოვნებას (წარდგენის ეტიკეტი, წერილობითი ჩვევები და მკაფიო არტიკულაცია) არანაკლები წვლილი შეაქვს პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში. შემდეგი მნიშვნელოვანი სტადია კეთილშობილური გარეგნული იერსახე და დახვეწილი მანერებია.

საკმაოდ ხშირად, ხელმძღვანელები და მმართველები კადრების შერჩევისას, უპირატესობას დადებით იმიჯს უფრო ანიჭებენ ვიდრე პროფესიონალიზმს.

თანამედროვე ბაზრის მაღალ, კონკურენტულ გარემოში, არ არის საკმარისი იყო მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტი. დამსაქმებელი ორგანიზაციები უფრო მეტს ითხოვენ, ამიტომ კარგად უნდა იქნეს შესწავლილი საკუთარი უარყოფითი და დადებითი მხარეები, იქნეს გააანალიზებული - პიროვნული იმიჯი სასარგებლოდ მუშაობს თუ საწინააღმდეგოდ. მოძებნილი იქნას ხერხები, რათა დახვეწილი და სრულქმნილი იქნას იგი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, თუ როგორ წარმოაჩენს პიროვნება თავს ყოველდღიურ საქმიან მოღვაწეობაში. იერსახე, მანერა, საუბარი და თავის დაჭერის უნარი როგორც საქმიან შეხვედრებზე, ასევე საზოგადოებაში, ისეთივე  მნიშვნელოვანია კარიერის განვითარებისთვის, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ