მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4628 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჩვენს ქვეყანაში პროფესია „იმიჯმეიკერი“ იშვიათობაა. ბევრი შეცდომით აიგივებს მას ისეთ პროფესიებთან, როგორიცაა - ვიზაჟისტი, სტილისტი, ან მოდელიორი.

სინამდვილეში „იმიჯმეიკერი" (ან იმიჯმეიკერთა ჯგუფი) არის ადამიანი, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ პიროვნების, ან ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯის შექმნაზე.

ევროპაში და ამერიკაში არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც ამზადებენ იმიჯმეიკერებს. ჩვენთან ჯერ-ჯერობით ასეთი სპეციალობა არ არსებობს და თუ ვინმეს ათვისებული აქვს კიდეც ეს პროფესია საზღვარგარეთ, ვერ ახერხებს სათანადოდ მის გამოყენებას.

ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს მთელი რიგი ტრადიციები და ნაციონალური თავისებურებები, რომელთან ერთადაც საერთაშორისო, აღიარებული წესები ან არ მუშაობს, ან აღქმულია როგორც ხელოვნური და არააქტუალური.

პროფესია იმიჯმეიკერი ძალიან ახლოა რეჟისორის პროფესიასთან, ხოლო რეჟისურას, როგორც ცნობილია ბევრი საერთო აქვს პრაქტიკულ ფსიქოლოგიასთან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წარმოსახვით სახის შექმნაზე  მუშაობა მიმდინარეობს სხვა სიბრტყეზე:

- პიესაში როლის მაგივრად - ადამიანის როლი საზოგადოებაში;

- თეატრალური სამოსის მაგივრად - სამოსი, რომელიც ირეკლავს პიროვნების თავისებურებას;

- სცენური მოქმედების გადაწყვეტის მაგივრად - რეალური სიტუაციის გათვალისწინება;

- სპექტაკლის მაგივრად - ცხოვრება - თავის მრავალმხრივობითა და სირთულეებით;

იმიჯმეიკერს შეუძლია გამოავლინოს  დადებითი  შინაგანი და გარეგნული თვისებები, რომელიც გააჩნია პიროვნებას და გახადოს ეს თვისებები მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო. ან პირიქით, წარმოაჩინოს პიროვნება არა ისეთად, როგორიც იგი არის სინამდვილეში, არამედ ისეთად, როგორიც უნდა იყოს კონკრეტულ მომენტსა და სიტუაციაში, ანუ ისეთად, როგორიც სურს იხილოს საზოგადოებამ.

პიროვნება - ეს ის მასალაა, რომელზე მუშაობს იმიჯმეიკერი სტილისტის დახმარებით. იმიჯის შექმნა - რთული შემოქმედებითი საქმიანობაა, რადგან იგი დაკავშირებულია ისეთ რთულ ქსოვილთან, როგორიცაა ადამიანის პირადი ღირსების გრძნობა.

იმიჯმეიკერი არა მხოლოდ ეხმარება ყველაზე მომგებიანი მანერის შერჩევაში და ასწავლის საქმიანი შეხვედრების, მაღალი წრის მიღებების წარმატებულად წარმართვას, არამედ ხელს უწყობს საკუთარი პიროვნებისა და განუმეორებლობის უფრო ღრმად შეცნობაში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ