მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2553 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პოლიტიკოსის იმიჯის ფორმირება ძირითადად მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დახმარებით ხდება. ამიტომ პრესასთან და ტელევიზიასთან სწორად წარმართული ურთიერთობა ხელს უწყობს მისი მიმზიდველი იმიჯის ჩამოყალიბებას.

უპირველეს ყოვლისა ეს არის სრულფასოვანი თანამშრომლობა, რომელიც მომგებიანია ორივე მხარისთვის. შედეგად პოლიტიკოსის აზრი ამა თუ იმ საკითხზე ქვეყნდება პრესაში და გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხდება მისი მიტანა მკითხველამდე და ტელემაყურებელამდე, რაც პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტს კი ეძლევა საშუალება, იგივე მკითხველს და ტელემაყურებელს მიაწოდოს ყველაზე ოპერატიული და ზოგჯერ ექსკლუზიური ინფორმაცია. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, რომლებიც პოლიტიკოსის გუნდში მუშაობენ, ითვალისწინებენ ამ ორმხრივ ინტერესს და მის საფუძველზე ახდენენ პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმირებას. ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფორმა ჩვეულებრივ, წინასწარ იგეგმება ხოლმე.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გააშუქოს პოლიტიკოსის განსაკუთრებული ხედვა რაიმე განსაზღვრულ საკითხთან ან პრობლემასთან მიმართებაში, ამავდროულად  კი ამით ჟურნალისტთა კორპუსიც დაინტერესდეს, აუცილებელია პრესკონფერენციის მოწვევა.

პრესკონფერენცია დააჩქარებს ინფორმაციის მოხვედრას რედაქციაში, რადგან ასეთი ინფორმაცია გამოირჩევა წყაროს ავტორიტეტულობით, ცნობების დამაჯერებლობით. გარდა ამისა ყოველთვის არსებობს პრეს-კონფერენციაზე გადმოცემული ვერსიის მრავალჯერადი გადამოწმებისა და დაზუსტების საშუალება, დამატებითი ინფორმაციის (სხვა საკითხებთან ან პრობლემებთან მიმართებაში) პაკეტის მოპოვების შესაძლებლობა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თარიღი და დრო, როცა ჟურნალისტებთან შეხვედრაა დაგეგმილი, ითვალისწინებდეს გაზეთების გამოცემის, ასევე ტელევიზიებში და რადიოში ახალი ამბების გადმოცემის გრაფიკს.

თუ პოლიტიკოსს სურს მოკლე ინფორმაცია მიაწოდოს ჟურნალისტებს, ან შეაფასოს ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი ისე, რომ არ უპასუხოს მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებს და არ გააკეთოს საკითხის ღრმა ანალიზი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბრიფინგის მოწყობა. 

ინფორმაცია უნდა ატარებდეს ცალმხრივ ხასიათს: ოფიციალურმა წარმდგენმა (მოლაპარაკებისას, კონფერენციისას, საქმიანი შეხვედრისას) უნდა წაიკითხოს მოსალოდნელი დოკუმენტი, აუწყოს აუდიტორიას თანხმობის ფაქტის შესახებ ან გადმოსცეს თავად პოზიციის საფუძვლიანი არსი, რომელიც შეაჯერა ერთ-ერთმა მხარემ მოლაპარაკებებების დროს. 

ჩვეულებრივ, ბრიფინგი იმართება როგორც გარკვეული საქმის (მოვლენის) შედეგის დადგომისას. ასევე გადაწყვეტილების, შეფასებისა და პოზიციის გამომუშავების მიმდინარე პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია „კომენტარების გარეშე!” ოპტიმალურ ფორმაში ახდენს ბრიფინგის სიტუაციის მოდელირებას. ჟურნალისტები პირველწყაროდან იღებენ იმ ინფორმაციას, რომლის უპირატესობაც გაცხადებული თვალსაზრისის უტყუარობაში და ოფიციალურობაშია. თუ ბრიფინგზე ჟურნალისტები უკომენტაროთ დარჩნენ, ეს უნდა აიხსნას ინფორმაციის სასწრაფოდ მიწოდების აუცილებლობის მიზეზით. 

თუ საჭიროა პოლიტიკოსის აზრის გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ და ღრმად წარმოჩენა, ამისათვის ჟურნალისტმა მას უნდა ჩამოართვას ინტერვიუ. ჟურნალისტი წინასწარ უნდა გაეცნოს პოლიტიკოსის ბიოგრაფიას, მისი საქმიანობის ძირითად ეტაპებს. ამ ინფორმაციას ის უშუალოდ ინტერვიუს წინ აცხადებს.

ასევე საჭიროა პოლიტიკოსმა წინასწარ შეიტყოს რა თემას ეხება ინტერვიუ და გაეცნოს შეკითხვებს, რომელიც მას სავარაუდოდ უნდა დაუსვას ჟურნალისტმა ინტერვიუს დაწყების წინ. უკეთესია თუ ჟურნალისტი და პოლიტიკოსი შეუთანხმდებიან ერთმანეთს შეხვედრის ადგილსა და დროზე.

თუ ინტერვიუ პოლიტიკოსის კაბინეტში შედგა, უმჯობესია მან სატელეფონო ზარებზე პასუხისაგან თავი შეიკავოს. ეს საუბრის მიმდინარეობის ხაზს გაწყვეტს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ