მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2129 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თუ გადამწყვეტი არა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკოსის გამოსვლას ტელევიზიით, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს გარკვეულწილად და არც თუ ისე იშვიათად, განსაზღვრავს კიდეც მის წარმატებას თუ წარუმატებლობას არჩევნებში.

თუ პოლიტიკოსი მიიწვიეს ტელევიზიაში, უმჯობესია მან ჟურნალისტს სთხოვოს, წინასწარ გაუგზავნოს ძირითადი კითხვები და პროგრამის სცენარი, რათა მოემზადოს გამოსვლისათვის.

პასუხების გაცემა უმჯობესია მოკლედ, უბრალო, გასაგები ენით. პოლიტიკოსი უნდა შეეცადოს არ გამოიყენოს ტერმინები, რომელიც ყველასთვის არ არის გასაგები. თუ ეს მაინც გარდაუვალია, იგი მაშინვე უნდა შეეცადოს ახსნას ნათქვამის მნიშვნელობა.

ყველა პოლიტიკოსს უნდა ახსოვდეს, რომ არც თუ ისე ცოტა პოლიტიკური ლიდერი გახდა იძულებული წასულიყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან ძირითადად იმის გამო, რომ ვერ შეძლო ესაუბრა ფართო აუდიტორიისათვის გასაგებ ენაზე.

პოლიტიკოსის გამოსვლა უნდა იყოს გასაგები ნაკლებად განათებული ადამიანებისთვისაც, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პოლიტოლოგებისთვის.

ჟურნალისტთან საჭიროა თქვენობით საუბარი, რაც არ უნდა მაღალი იყოს მასთან ნაცნობობის ან მეგობრობის ხარისხი.

თუ გადაღება მიმდინარეობს არა სტუდიაში, არამედ პოლიტიკოსის კაბინეტში, საჭიროა წინასწარ განსაზღვრა, თუ სად მოხდება გადაღება - სამუშაო მაგიდასთან, სავარძელში თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მნიშვნელოვანია, რომ უკანა პლანზე არ ჩანდეს ცარიელი, შიშველი კედელი, რადგან „სურათი“ ნაკლებად საინტერესო იქნება.

საჭიროა წინასწარ განსაზღვრა, თუ რა შეიძლება იქნეს შეთავაზებული ჟურნალისტისთვის (გარკვეული საგნების მსხვილი პლანით გადაღება, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება პროგრამის მონტაჟის დროს).

მომგებიანად გამოიყურება ფოტოსურათები. თუ ინტერვიუ ძირითადად ეხება სამუშაო თემატიკას, უმჯობესია მომზადდეს ფოტოსურათები, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული საქმიანი მოღვაწეობასთან. თუ ინტერვიუ პირადი ხასითისაა, შესაძლებელია ოჯახური ფოტოსურათებიც.

მომგებიანია (კადრს მიღმა, შემდგომი მონტაჟისთვის) წინასწარ მომზადებული წიგნების ან სტატიების ამონარიდებიც.

თუ გადაღება მიმდინარეობს სტუდიაში, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ სოფიტის (პროჟექტორი) სხივების გამო სტუდიაში ჩვეულებრივ ცხელა და ჩახუთულობაა, ამას ემატება მცირედი ნერვიულობაც. ამიტომ რეკომენდებულია მსუბუქი ჩაცმულობა. აუცილებელია პოლიტიკოსმა თან იქონიოს სუფთა ცხვირსახოცი.

პოლიტიკოსი უნდა ეცადოს აკონტროლოს საკუთარი ჟესტები, უკეთესია ხელების მაგიდაზე დაწყობა. სასურველია არ მოხდეს სახეზე ხელებით შეხება ინტერვიუს პროცესში.

მნიშვნელოვანია ტანის მდგომარეობაზე ფიქრიც, უმჯობესია გამართულ, სწორ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ამასთან თავისუფლად.

კარგია თუ პოლიტიკოსი გამოსვლის წინ მეგობრულად გამოელაპარაკება ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რეჟისორებს, ეს მას მოდუნებაში დაეხმარება და სატელევიზო გუნდსაც თავის სასარგებლოდ განაწყობს.

რაც შეეხება სამოსს, სასურველია ისეთი, რომელშიც გამომსვლელი ყველაზე თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნობს თავს.

გასათვალისწინებელია, რომ არ შეიძლება წვრილ უჯრედებიანი პიჯაკის ჩაცმა, რადგან უჯრედები ჭრელდება და აფუჭებს სურათს.

პატარა ეშმაკობა (მამაკაცი პოლიტიკოსებისთვის) კარგი იქნება პიჯაკის კიდეებზე დაჯდომა, რათა უკან არ ამოიწიოს პიჯაკის საყელო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ