მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2443 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატის სარეკლამო რგოლები პოლიტიკოსის იმიჯის შექმნის მძლავრ იარაღს წარმოადგენს.

სარეკლამო რგოლების შექმნის პროცესში, რომელიც შეესაბამება კანდიდატის საერთო-საარჩევნო სტრატეგიას, აუცილებელია მონაწილეობას იღებდეს ანალიტიკოსი (ადამიანი, რომელიც სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით, შეძლებს მოახდინოს სარეკლამო რგოლის კონცეფციის ფორმულირება).

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო რგოლის შექმნის საქმეში მონაწილეობას იღებდეს სცენარისტი, რეჟისორი და ფსიქოლოგი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან კარგმა, მაგრამ ძვირადღირებულმა სარეკლამო რგოლმა, შესაძლოა ამომრჩევლის გაღიზიანება გამოიწვიოს, რადგან ხალხს არ უყვარს, როცა ხედავს, რომ პიროვნების რეკლამაში იხარჯება დიდი ფული.

ჩვეულებრივ, წინასაარჩევნო კომპანიის მიმდინარეობის დროს, არსებობს რამდენიმე სახის სატელევიზიო სარეკლამო რგოლი კანდიდატის შესახებ.

კადრების ნაკრები, რომლებიც ერთმანეთს ცვლის და რომელზეც კანდიდატი გადაღებულია სამუშაო რეჟიმში, ეს არის ყოველი წინასაარჩევნო კომპანიის სტანდარტული და აუცილებელი ნაბიჯი.

30-40 წამის (ან უფრო ნაკლები) დროის განმავლობაში, ერთმანეთს ცვლის კადრები, სადაც ნაჩვენების კანდიდატის სამუშაო რეჟიმის ყველაზე კულმინაციური მომენტები, რათა შეახსენოს ამომრჩეველს იმის შესახებ, რაც უკვე გააკეთა და ქვეცნობიერად ჩაუნერგოს აზრი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება კიდევ გააკეთოს მომავალში.

ასეთი ტიპის სარეკლამო რგოლში დიდი მნიშვნელობა აქვს ლოგიკურობისა და ემოციონალურობის შერწყმას, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნეს კადრები, სადაც კანდიდატი იმყოფება ადამიანებს შორის, ურთიერთობას მათთან. აუცილებელია ისეტი ემოციონალური მომენტები, როგორიცაა კანდიდატის მიმზიდველი ღიმილი, მისი მოხდენილი მიმიკა, წარმატებული ხუმრობა და ა.შ.

სარეკლამო რგოლში, რომელიც კანდიდატის ბიოგრაფიას ეხება, სტანდარტულ სვლას წარმოადგენს მომენტი, როცა კანდიდატი თავად ჰყვება საკუთარი თავის შესახებ.

ამ დროს კადრებში უნდა ჩანდეს ოჯახური ფოტოსურათები, არქივიდან ამოღებული კადრები და სხვა.

კადრები, ტექსტი, ხმა - ამ ყველაფერმა კანდიდატის პოზიტიურ იმიჯზე უნდა იმუშაოს. სარეკლამო რგოლის ნახვის შემდეგ, თითოეული ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ კანდიდატი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა, თუმცა რამდენადმე გამორჩეული და საუკეთესო თვისებებით შემკული.

შესაძლოა ვარიანტი, როცა კადრს მიღმა ტექსტს კითხულობს დიქტორი. ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველზე ზემოქმედების მოსახდენად გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი სახის გამოთქმები: „ჩვენ“, „ჩვენი კანდიდატი“, „ჩვენ ვირჩევთ“, „ხმას ვაძლევთ ...“ და ა.შ

სარეკლამო რგოლის ერთ-ერთი ვარიანტია, როცა მასში კანდიდატის მხარდასაჭერად მონაწილეობენ სხვა ადამიანები. როგორც წესი ამ ტიპის რგოლში გამოიყენება თვალსაზრისი არა ნაკლებ სამი ადამიანისა, რომლებიც ნათლად განმარტავენ, თუ რატომ აძლევენ ისინი ხმას სახელდობრ კონკრეტულ კანდიდატს.

ასეთი ტიპის სარეკლამო რგოლში მონაწილე კანდიდატურების მომზადების დროს, უმჯობესია აქცენტი გაკეთდეს არა ცნობილ ადამიანებზე (მსახიობები, მხატვრები, მომღერლები და ა.შ), არამედ სოციალური სფეროს წარმომადგენლებზე (მასწავლებელი, ექიმი, რომელიმე საწარმოს თანამშრომელი და ა.შ), ამ სფეროს წარმომადგენლები ყველასთვის აქტუალურნი, გასაგებნი და ახლობელნი არიან.

ინტერვიუს დროს ისინი ამბობენ, რომ აძლევენ ხმას კონკრეტულ კანდიდატს, რადგან მან გააკეთა ესა თუ ის...  მათ მიერ წარმოთქმული ტექსტი უნდა იქნეს გადმოცემული ნათლად, გასაგებად, მკაფიოდ და რაც მთავარია დამაჯერებლად.

შესაძლოა გამოყენებული იქნეს ინტერვიუ ახალბედა დედასთან, ახლად გახსნილი საბავშვო სამდიცინო ცენტრის ფონზე, ან ინტერვიუ მასწავლებელთან, სკოლის შენაობაში, ახლად გახსნილი კომპიუტერული კლასის ფონზე, ასევე ინტერვიუ ვეტერანთან, იძულებით გადაადგილებულ პირთან და ა.შ

სარეკლამო რგოლის კიდევ ერთი ტიპია ე.წ სატელევიზიო რგოლები, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს არასტანდარტული იდეა და ორიგინალური სიუჟეტი. შესაძლოა გამოყენებული იქნეს კადრები ძველი, ყველასთვის საყვარელი ფილმებიდან, ან პირიქით თანამედროვე, ტელე ან ვიდეო სიუჟეტებიდან, ოღონდაც მიღწეული იქნას მთავარი სტრატეგიული მიზანი, რასაც კანდიდატის მიერ გამარჯვების მოპოვება ქვია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ