მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 764 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ენვერა ჯიჯავაძე ავტობუსის გაჩერებაზე იდგა პატარა სოფელში. პატარა ჩემოდანი ეჭირა, სცხელოდა და საშინლად ბრაზობდა, კაციშვილი მანქანას რომ არ უჩერებდა. ენვერა ციხიდან ნახევარი საათის გამოშვებული იყო.

ციხის უფროსმა, ლოყებღაჟღაჟა შალიკო ქათამაძემ მაგრად ჩამოართვა ენვერას ხელი,კიდევ უფრო გაწითლდა მოზღვავებული გრძნობებისაგან და უთხრა:

- ანგელოზივით ბიჭი ხარ ენვერა, შენისთანა არ მყოლია არავინ, იცოდე, აქ თუ მოხვალ კიდევ, მე ვიცი შენი პატივისცემა.

გადაეხვია და აკოცა, მერე ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლი მოიწმინდა.

სატირალი კი ჰქონდაშალიკოქათამაძეს. საქმე იმაში იყო, რომ მის ციხეს „რამკიანი“ ქურდი არ ჰყავდა, ვისაც რა მოეპრიანებოდა, იმას აკეთებდა. იყო მთელი დღე ერთმანეთის ლანძღვა და ცემა-ტყეპა. ვერაფერს უხერხებდა პატიმრებს ამხანაგი შალიკო. კოლონიის უფროსობიდან სულ რამდენიმე თვის დაქვეითებული იყო და ამით კიდევ უფრო მცირდებოდა პატიმრების თვალში.

ენვერა ჯიჯავაძე რომ მოიყვანეს, სულ სხვანაირად წავიდა საქმე. არა, ენვერა ქურდი არ იყო. უბრალოდ, საშინელი ძალა ჰქონდა და უსამართლობას ვერ იტანდა...

რომ მიიყვანეს, ერთი კვირის განმავლობაში იმდენი ძალადობა ნახა პატიმრებს შორის, რამდენიც მთელი მისი ცხოვრება არ ენახა გარეთ. თითქოს მთელი ქვეყნის საშინელებას ამ პატარა ციხეში მოეყარათავი. ნახა ენვერამ, ცოტა ხანს უყურა, მერე ვეღარ მოითმინა და ერთი თვის შემდეგ მამის მკვლელები, ცოლწაგებულები, საკუთარი ოჯახის გამცლელები, ჯიბის ქურდები და ხულიგნები, ერთმანეთს სულ თქვენობით ელაპარაკებოდნენ.

ოთხი წელი იჯდა ენვერა. ჰოდა, ეწყინებოდა შალიკო ქათამაძეს ასეთი კაცის გაშვება,

აბა რა იქნებოდა.

ენვერაზე პირველად მაშინ თქვეს „უბედური ყავს გამჩენსო“, ჩიტას ძმა რომ გალახა. ჩიტა ბათუმში განთქმული სადისტი და მკვლელი იყო. ჩიტა ისეთი იარაღით ჭრიდა ხალხს, რომელსაც ანკესივით მოკაუჭებული თავი ჰქონდა. კაცს რომ დაარტყამდა, „ინსტრუმენტი“ შიგნით რჩებოდა.

ჭრილობა სასიკვდილოც რომ არ ყოფილიყო, ოპერაცია მარტო იმიტომ ხდებოდა აუცილებელი, იარაღი რომ ამოეღოთ სხეულიდან. ჩიტა ორმოციწლისა იყო, ძალიან შავი და უსაშველოდ გამხდარი; ორჯერ მკვლელობისათვის იჯდა. დაჭრილი უამრავი ჰყავდა. ეს, ოფიციალურად. ისე, რამდენიც ჰყავდა ჩიტას გაფუჭებული, ღმერთმა და იმან იცოდა მხოლოდ.

ენვერა ჯიჯავაძეს იმ დილით მკვდარი დედა ესიზმრა. კოცნიდა, ეხვეოდა ქალს, ეღიმებოდა ძილში. მერე უცებ დედამ მოიშორა ენვერა, ოთახის კარები გააღო და მე უნდა წავიდეო, უთხრა. ენვერამ სიზმარშივე იცოდა, რომ ვეღარასოდეს ვერ ნახავდა.

„არ დამტოვო, დედა, არ დამტოვო“! ტიროდა ბიჭი დედის მუხლებთან ჩაჩოქილი...

- ენვერა! ენვერა ბიჭო! ენვერა, გაიღვიძე, რა გატირებს, ბიჭო?! - ტირილითვე აღვიძებდა თემური, მისი ბავშვობის მეგობარი.

თვალები გაახილა.

- დედა! - თქვა ენვერამ.

- დაწყნარდი, ენვერა, შენი ჭირიმე! - სლუკუნებდა თემური.

ენვერამ თავი გააქნია, ცრემლები ჩამოიწმინდა, ერთ ადგილს ჩააშტერდა, სიზმარი დაუდგა თვალწინ. „დედა“- გაიფიქრა და კიდევ ერთხელ მოუკვდა თითქოს, ისე ჩასწია გულმა.

- შენ რა გატირებს, ბიჭო?

- არაფერი. - თემური ვერ ჩერდებოდა.

- რა არაფერი, - წამოჯდა ლოგინზე ენვერა.

თემური სკამზე დაეშვა, თავი ხელებში ჩარგო. ენვერა მივიდა თემურისთან და შეაჯანჯღარა.

- რა მოგივიდა?

- ამირანა.

- ვინ ამირანა?

- ჩიტას ძმა.

- რა?

- ჩემ ლეილასთან გაუვლია, - ძლივს დამარცვლა გულამოსკვნილმა თემურიმ.

- რა მოხდა, ბიჭო, მერე? - გაეღიმა ენვერას.

- გაუუპატიურებია, ბიჭოოო, - უფრო ატირდა თემური.

სალოცავი იყო ლეილა თემურის. ყურებამდე იყო შეყვარებული და საერთოდ, მსოფლიოში ისეთი გოგო თუ დადიოდა, არ წარმოედგინა.

ჯერ გათეთრდა ენვერა,სულ გათეთრდა, მერე ფანჯარასთან მივიდა, ნაწვიმარ ქუჩას გადახედა. უცბად, რაღაც სიმშვიდე ჩაეღვარა მთელ სხეულს.

- ამირანამ, ბიჭო? - ძალიან ჩვეულებრივად ჰკითხა თემურს.

- ჰო, - განაგრძობდა ტირილს თემური.

- გაჩერდი! - უთხრა ენვერამ. ისეთი რაღაც იყო მის ხმაში, რომ თემური უნებურად გაჩერ

და, ახლა თავს იქნევდა მხოლოდ შეკავებული ტირილისაგან და ასლოკინებდა.

- ნამდვილადიცი? - ჰკითხა ენვერამ.

- ნამდვილად.

- წავიდეთ.

ამირანა ნავსადგურში ნახეს. გრძელ სკამზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, „პლაშის“ საყელო აეწია, და ზღვას გაჰყურებდა.

- ამირან! - დაუძახა ენვერამ. ამირანი ზანტად ადგა და მივიდა. ენვერამ რამდენიმე ნაბიჯზე გაიყვანა.

- ატყუებენ, ბიჭო? - ჰკითხა ენვერამ.

- ვის? - ჰკითხა ამირანმა.

- თემურას, ბიჭო, ეგებ ატყუებენ?

- რას?

- იმას.

- ნაღდია.

- მართალს ამბობ?

- სტაპრაცენტნი.

- მერე, შენ და თემურა ასეთი ახლობლები რომ იყავით, ბიჭო?

- რა იყო მერე?

- რატო, ბიჭო? - ენვერა ისევ გათეთრდა.

- ბრილიანტის ბეჭედი რომ მოგცენ, არ აიღებ, ენვერა? - გამოცდილი „ნაშამორის“ სახით ჰკითხა ამირანმა და გადააპურჭყა.

- თემურა?

- ქალი პარახოდია, ენვერა, როის გავა პორტიდან, კაციშვილმა არ იცის. ვინც მიუსწრებს იმ გემს,

იგი დეემგზავრება უახლოეს ნავსადგურამდე. - ეტყობა, ვიღაც იდიოტისგან გაგონილი, ღრმა ფილოსოფიური აზრი გაიმეორა ამირანმა, შორს გახედა ზღვას და კიდევ ერთხელ გადააპურჭყა.

- ერთად გაიზარდეთ...

- მერე ახლა უფრო ახლობლები არა ვართ?

ენვერამ მოწყვეტით დაარტყა და სველ ქვაფენილზე გაშალა მოაზროვნე ქალების რისხვა. წამოაყენა. ისევ დაარტყა და ადრინდელ პოზას დაუბრუნა.

- ხვალე კიდევ ვცემ, - დაამშვიდა ენვერამ თემური და ნავსადგურიდან გაიყვანა.

- „უბედური ყოლია გამჩენს“!

- „ამირანას ცემას ვის შეარჩენს ჩიტა“?

- „მოკლავს“!

ორისაათის შემდეგ მთელმა ბათუმმა იცოდა ჩიტას ძმა ნაცემი რომ იყო. უმეტესობა ფიქრობდა, „ის უბედურიო“.

„ისუბედური“ ჩიტამ საღამოს ნახა„ ბერეგზე“. ჩიტას გაეღიმა სიამოვნებისაგან. მზით ისედაც გარუჯული ბიჭები, ჩიტას დანახვაზე სულ გაშავდნენ.

- მოი, მოი! - უთხრა ენვერას და კბილები გამოაჩინა. ენვერა ბიჭებს გამოეყო.

- რატომ გამილახე ბრატი? - შესცინა ჩიტამ და გაზეთში გახვეული „ინსტრუმენტი“ მარცხენა ხელისგულზე ორჯერ დაირტყა.

- იცი შენ! - უპასუხა ენვერამ.

- იმიტომ ხომ?

- კი.

- კიდო რატო?

- კიდევ, იმიტომ!

- იმიტომ ხომ?

- კი!

ჩიტამ გაშავებულ ბიჭებს გადახედა, ჩაიმუხლა და სიცილით მოკვდა.

მერე წამოდგა და საშინელი სისწრაფით მოუქნია ენვერას ბასრი რკინა. ენვერა გვერდზე გახტა, პიჯაკსა და პერანგსშერჩა „ინსტრუმენტი“. ენვერამ მარცხენა ხელი დაარტყა, ჩიტა უგონოდ დაეცა.

ბიჭებმა რაღაც უცნაური ხმები ამოუშვეს. ერთი თვის შემდეგ ჩიტა საავადმყოფოდან გამოწერეს. მოკლავდა, იცოდა ენვერამ. საავადმყოფოსთან დახვდა, ქუჩის კუთხესთან უთვალთვალებდა. მერე, ჩიტასათვის სრულიად მოულოდნელად, კუთხეს მოწყდა, მივარდა, დაარტყა და უკან შეაბრუნა საავადმყოფოში. ჩიტა ახლა ორი თვე იწვა.

საავადმყოფოდან გამოსული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. უცებ დაინახა ჩასაფრებული ენვერა და გაიქცა. მეორე დილით ენვერასთან ვიღაც ხანშიშესული კაცი მივიდა, ისიც ჩიტასავით შავი იყო და გამხდარი, ხმა არ ამოუღია, ისე მისცა პატარა ბარათი ენვერას.

„ენვერა, საავადმყოფოდან გამომიშვი. ნუ გადავეკიდებით ერთმანეთს. არ მიცნობ, არ გიცნობ. ჩიტა“. - ეწერა ქაღალდზე.

მართლა აღარ გაკარებია ჩიტა ენვერას. ქუჩაში რომ წააწყდებოდა, ეღიმებოდა. ჩიტა თავს დახრიდა და სწრაფად გაივლიდა.

ენვერა მაშინ ჩვიდმეტი წლისაიყო.

ხშირად კი ჩხუბობდა ენვერა, მაგრამ რაღაც ბედად, ციხეში არ ხვდებოდა. ოცდასამის იყო, რომ დაიჭირეს. სახლში ბრუნდე ბოდა საღამოს, ქარხნიდან. ლენინისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ორი მუტრუკი ფეხებით შემდგარიყო თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ბიჭს.

„საწყალი“. - ერთი გაიფიქრა ენვერამ და მიეხმარა, რისშემდეგაც ის ორი მუტრუკი ქალაქის მთავარ საავადმყოფოში მოხვდა, ენვერა კი, „სასწაულში“ აღმოჩნდა. ასე ეძახდნენ ბათუმელები ამ „დასასვენებელ ადგილს“. საქმე იმაში იყო, რომ მუტრუკები, ბიჭის მამა და ბიძა აღმოჩნდნენ. მისი, მორფის კეთების ამბავი გაეგოთ და იმიტომ სცემდნენ...

ენვერას არავინ არ ჰყავდა. არც დედა, არც მამა, არც ცოლ-შვილი. ბებია ჰყავდა მხოლოდ. ისიც, ენვერას დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ხშირად ნახავდით ბათუმის სანაპიროზე ბირჟავიკებში შერეულ, სამოცდაათ წელს გადაშორებულ, წელში მოკაკულ, ჯოხზე დაყრდნობილ ქალს.

- წადი, ბებია, სახლში! - ეუბნებოდნენ ბიჭები.

- ვიქნები ცოტას კიდო, სუფთა ჰაერია. - ჰაერს აბრალებდა ბებია გაბირჟავიკებას. ისე კი, აქეთ-იქით იყურებოდა, იქნებ სადმე თვალი მოეკრა, როგორც თვითონ ეძახდა, თავისი გადარეული ენვერასათვის.

მამა უკანასკნელად ენვერამ ათიწლისამ ნახა. თბილისი-ბათუმის მატარებლისაკენ ვიღაც ქერათმიან ქალთან ხელკავგაყრილი, ნასვამი და საშინლად კმაყოფილი სახით მიმავალი. გამოეკიდა ენვერა და მიუსწრო კიდეც მატარებლის კიბესთან.

- სადმიდიხარ, მამა? - ჰკითხა გაკვირვებულმა ბავშვმა.

- სადმივდივარ? - თავისთავსაც და ენვერასაც დაუსვა კითხვა მამამ.

- ჰო! - გაუღიმა ბავშვმა.

კაცი დაიხარა და აკოცა.

- მალე ჩამოვალ მამა მე, მალე! თბილისში საქმე მაქვს პატარა, ჩამოვალ! - თქვა და უხერხულად ჩაახველა მამამ.

- Скорее Феридончик, время не ждёт! - დროის ფილოსოფიური არსი შეახსენა კაცს,

უკვე კიბეზე ასულმა ქერათმიანმა ქალმა.

მამა ავიდა. მატარებელი ერთ იშეინჯღრა და ნელა წავიდა. ეგ იყო და ეგ. დედა ენვერას, სკოლა რომ დაამთავრა, მაშინ მოუკვდა. ერთ თვეში მოკლა ფილტვის კიბომ.

დრო გადიოდა. ენვერა ქარხანაში მუშაობდა. ერთხელაც, ის შეეყარა ენვერას, პირველი სიყვარული რომ ჰქვია. მისი უბნელი გოგო იყო, ადრეც იცნობდა. იმ დღეს რატომ შეხედა სხვა თვალით, თვითონაც არ იცოდა. „რაღაცნაირად მომესალმა“- ფიქრობდა ენვერა. არაფერი რაღაცნაირად არ მისალმებია ის გოგო; უბრალოდ, თვითონ შეხედა მართლა რაღაცნაირად.

შეხედა და რამდენიმე დღის შემდეგ ინსტიტუტთან დახვდა ლექციებისშემდეგ. მერე ზედიზედ რამდენიმეჯერ და ბოლოს, როგორც იქნა, აკოცა. ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

„ამ დღეებში მივალ და ვეტყვი მამამისს, ცოლად რომმინდა, რა მოხდა მერე, უპატრონო რომ ვარ“? - ფიქრობდა ენვერა, მაგრამ აღარ დასცალდა განზრახულის სისრულეში მოყვანა.

არც რუსიკომ მოიკლა თავი ლოდინით. ენვერას დაპატიმრებიდან ზუსტად წლისთავზე, ისე, თითქოს წლისთავს იხდიდა ენვერასიო, ხორცკომბინატის ახალგაზრდა, პერსპექტიულ ცეხის უფროსს, ტარიელ ბოცვაძეს გაჰყვა ცოლად. „შოთა რუსთაველი“ ნელა გაუყვა ოდესისაკენ.

გემბანიდან რუსიკო ხელს უქნევდა ძველ და ახალშეძენილ ბედნიერ მშობლებს.

ენვერას ბებიის სიკვდილი და რუსიკოს გათხოვების ამბავი ყველამ იცოდა ციხეში ენვერასგარდა. ენვერას არ ეუბნებოდნენ. ბოლოს, ერთმა მაინც წამოსძახა: „ჩვენ რომ გვასამართლებ აქანე, იქინე მოგევლო იმ „ნაშიზაო“. ენვერამ ხელში აიტაცა და კედელზე მიაყუდა.

- რამოხდა, ბიჭო?!

- დამიშვი, ენვერა, ძირში!

- რამოხდა, ბიჭო?

- დამიშვი ძირში!

ენვერამ დაუშვა. იმან სიგარეტს მოუკიდა, გაიარ-გამოიარა საკანში.

- მცემ, რო გითხრა? - ჰკითხა მერე.

- რატომ უნდა გცემო, ბიჭო?

- სიტყვა მომეცი, რომ არმცემ.

- სიტყვას გაძლევ! - მოუთმენლად ამბობდა ენვერა.

- ყველა გიმალავს და მეგეტყვი. ამისთანა ამბავი, უნდაიცოდეს ამან! - სხვებს გადახედა ამაყად.

- თქვი ახლა!

- გათხოვდა ის შენირუსიკო. - თქვა და გაფითრდა შიშისაგან.

ენვერა ნელა დაეშვა იატაკზე, დაჯდა. კარგა ხანს იყო ასე ჩუმად.

- შენ რაზე უნდა მეცემე მაგის გულისათვის? - თქვა მერე. ნარზე ავიდა და დაწვა, ხმა აღარ ამოუღია. ბებიის ამბავიც ერთ კვირაში შეაპარეს.

 

**********

 

- ე, გააჩერე! - გასძახა მანქანას ენვერამ.

ვიღაც დალოცვილმა გააჩერა. სულ ჭაღარა იყო მძღოლი.

- სად მიხვალ?

- სახლში. - უპასუხა დაუფიქრებლა დენვერამ.

- როგორ გავიგოთ მაგი?

- ზღვის პირზე გავიდეთ.

- საიდან მოდიხარ, ჯო?!

ენვერას შერცხვა სიმართლი სთქმა.

- ნათესავთან ვიყავი, სოფელში.

- რაგვარის ხარ?

- ჯიჯავაძე.

- ბიძაშვილი მომიკლეს ჯიჯავაძეებმა, ორი თვისწინ. - ცოტა ფიქრის მერე უთხრა მძღოლმა.

იცოდა ენვერამ აჭარლების ამბავი, ბიძაშვილის მკვლელობას მთელგვარს არ აპატიებდნენ.

- „ სასწაულიდან“ მოვდივარ. ჯიბიდან დანარომ გიჩანს, ამოიღე დადამარტყი, ხელის გამნძრევი არავარ. უკან დაბრუნებას მაგიმირჩევნია, - ნერვულად დასწრაფად თქვა ენვერამ. მძღოლმა

უკან მიიხედა და მიხვდა, ენვერა სიმართლეს რომ ეუბნებოდა. მანქანა სანაპირო ქუჩაზე გავიდა.

ხმა არცერთს არ ამოუღია. ენვერამ სახლთან გააჩერებინა, მანქანიდან გადმოვიდა და სამმანეთიანი გაუწოდა.

- არგ რცხვენია? - უთხრა ჭაღარამ.

- გამომართვი.

- ფულს იქით მოგცემდი, ჯიჯავაძე რომ არ იყო, ბიძიკო, - თქვა და მოწყვიტა მანქანა ადგილს.

თვალი გააყოლა ენვერამ. „არის კარგი ხალხი“, - გაიფიქრა და სახლში შევიდა.

კარის გაღების შემდეგ, რაც პირველად მოხვდა, დაგუბებული ჰაერი იყო. ენვერას საკანი გაახსენდა. ფანჯარა გააღო. მერე ოთახს მიუბრუნდა. ბებია კედლიდან უღიმოდა. ენვერამაც გაუღიმა,ისე, როგორც ცოცხალს. მერე ბებიას კარადა გააღო, მის ძველ და შავ კაბებს გადახედა.

ბებიას ნაქონი პატარა ყუთიც იდო შიგნით. კოჭისძაფებს და ნემსებს ინახავდა ბებია ამ ყუთში.

მეტი, აბა, რა უნდა შეენახა?

ფრთხილად გახსნა ენვერამ ყუთი. ოდნავ გაყვითლებული ქაღალდი ნახა. გაშალა ქაღალდი.

„ბებია, - ეწერა ზედ, - არავინ არ მყავს მე შენს მეტი.ამ წერილს მე ვჩივი და ჩვენი მეზობელი ცაცა წერს. უნდა იცოდე, ბებია და რუსიკო გათხოვდა. ასე უნდოდა ალბათ ღმერთს, არ აცალეს. თლად ყველაფერში მაგიც არაა დამნაშავე. მოლოდინი ყველას არ შეუძლია.

კაი გოგოს ნახავ კიდევ. თავს მიხედე ოღონდ, შენი ჭირიმე. რომ გამოხვალ, მე შეიძლება აღარ დაგხვდე, თავს ნურც მაგაზე მოიკლავ. ჩემი სული შენთან ერთად იქნება სულ. აგი წერილი, ცაცას რომნახავ, იგი გეტყვის, სად იდობა. ცაცას კიდო, ჩემი ოქროს ბეჭედიექნება, ბაბუაშენმა რომ მაჩუქა, ე, მაშინ. გეიკეთე ხელზე და ატარე, შეიძლება, ვიწრო იყოს შენდა, მარა, ნეკა თითზე მაინც ჩაგეტევა. ბებია, ნუ გამოესარჩლები ყველას. უსამართლობაზე თვალს ნუ დახუჭავ, მარა,

ნურც გადაირევი. ხომ ხედავ, რა გიქნა მაგ ამბავმა. აგი ოთახი არ დაკარგო შენ. აქანე ჩაწერილი ხარ და გეკუთვნის. იქნებ მუშაობა დაიწყო და იქნებ დაუსწრებელზეც ჩააბარო შენ შემოგევლე. შენისთანა გახსნილი ტვინი რომ მქონოდა, ქალი ვარ, მარა, მინისტრი ვიქნებოდი, ანდა პროფესორი. ცოლი შეირთე, მეგობარი და მომვლელი გინდა. იმ ოქროს ბეჭდის და ამ ოთახის გარდა ვერაფერს ვერ გიტოვებ. მენატრები ძალიან. ნამეტანი მენატრები, შენს სურათს ვკოცნი. მშვიდობით ბებია. მოგიკვდეს, ბებია შენ, ჩემო კეთილობიჭო“. - ენვერამ დაამთავრა წერილის კითხვა, ბებიას ლოგინზე ჩამოჯდა, მერე დაემხო ლოგინს.

ოთხი, საკანში გატარებული, ტყუილად დაკარგული წელი, რუსიკო და ბებია, სულ ერთად გამოიტირა.

ორი თვეიყო გასული, რაც ენვერასუფთა ჰაერს ყლაპავდა, მაგრამ ნაღდად არ ყოფნიდა მარტოსუფთა ჰაერი. ორი თვის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს.პირველად თავის ძველ ქარხანაში მივიდა.

- ენვერა, ხომიცი, ბიჭო, როგორ მიყვარხარ? - უთხრა ენვერას დანახვაზე ცოტა შეშინებულმა ქარხნის კომკავშირის მდივანმა.

- კი. - უპასუხა ენვერამ.

- დაჯექი, ბიჭო, რას დგახარ? ენვერადაჯდა.

- ჰოდა, რომ იცი როგორ მიყვარხარ, მაგიტომ უნდა გამიგო.

- რა? - ჰკითხა ენვერამ.

- რადა,

- გაიხედ-გამოიხედა კომკავშირის მდივანმა, თითქოს არიცოდა, არავინ რომ არ იყო ოთახში იმათ გარდა.

- რა და ხომ იცია მათი ამბავი, - თავი გვერდით გადაიქნია, რითაც უფროსებისაკენ მიანიშნა, - შემჭამენ, რომ წარგადგინო. რა ქენი იცი შენ? პირდაპირ დირექტორთან შედი.

- რაგნებავთ?

- უკმეხად ჰკითხა დირექტორმა, მაღალმა და გამხდარმა კაცმა. უკმეხად უთხრა, მაგრამ სიტყვა „გნებავთ“ არ დავიწყებია, იმიტომ, რომ კარგად ახსოვდა, დირექტორი რომ იყო.

- მე ჯიჯავაძე ვარ, ენვერი.

- მერე? - ჰკითხა დირექტორმა და ნეკა თითით მარჯვენა ყური კარგად შეარხია.

- თქვენთან ვმუშაობდი.

- მერე?

- მერე დამიჭირეს და ერთ იოთხი დღეა გამომიშვეს.

- მერე?- სიტყვა მერე ძალიან უყვარდა დირექტორს. ერთი თანამდებობის პირის კაბინეტში,

მომსწრე გახდა, ამ თანამდებობის პირის და ქვეშევრდომის ლაპარაკისა. უფროსი „მერეს“ ხშირად ხმარობდა, თანაც ისე, რომ ამ სიტყვით ხაზ სუსვამდა, ისიც ვიცი, მერე რა უნდა თქვა და საერთოდ, ყველაფრის აზრზე ვარო. ჰოდა, ამის მერე, სიტყვა „მერეზე“გიჟდებოდა დირექტორი.

- ისევ აქ მინდა გავაგრძელო მუშაობა.

- მერე?

- მერე, არაფერი. - თქვა ენვერამ და გაჩუმდა.

- ენვერ ჯიჯავაძე... - ჩაიბურდღუნა დირექტორმა, დაფიქრდა,- ორი კაც... ფიქრით ქვამი სდაუნებურად.

- ნამდვილად! - გაუხარდაენვერას.

- ბიჭო, ვერთქვ იადრე, ამდენს რომ მალაპარაკებ? - წამოდგა დირექტორი.

- როგორ ხარისე, ბიჭო?- ხელი მაგრად ჩამოართვა.

- არა მიჭირს რა.

- დაჯექი, რას დგახარ?

- მადლობთ, არ მინდა. - დაიმორცხვა ენვერამ.

- დაჯექი, რომ გელაპარაკები!

- მეყოფა, ოთხი ვიჯექი.- ხუმრობა სცადა ნაციხარმა.

- დაჯ... - მოკლედ და ძალიან შინაურულად უთხრ ადირექტორმა; ისე, როგორც, ვთქვათ, მამის უახლოესი მეგობარი გეტყვის,ვითომ მოფერება-გაბრაზებით. ენვერა დაჯდა.

- როგორ ხარ, რა არის ახალი? - ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა დირექტორმა და სიგარეტის კოლოფი გაუწოდა (ეს ჟესტი ფილმებიდან ახსოვდა).

- მადლობთ, არ მინდა.

- მოწიე.

- არ მინდა.

- მწ, - იმავე ინტონაციით, მოფერება-გაბრაზებით უთხრა.

ენვერამ სიგარეტი ამოიღო და ამაგიდაზე დადებული სანთებელათი მოუკიდა.

- რას შვრები, ბიჭო, რას?

- რას უნდა ვშვრებოდე, გამოვედი და მოვედი.

- დაგესვენა, ბიჭო, ცოტა.

- როგორ?

- როგორ ისვენებს ხალხი? წასულიყავი სადმე, რა ვიცი, სოფელში სადმე.

- სოფელი არა მაქვს.

- მაშინ სადმე, ისე.

- რა ვიცი, - თქვა ენვერამ და რას მასვენებსო, გაიფიქრა.

- სხვა, ჰა?

- რა ვიცი.

- ჯანმრთელობა ხომ კარგად?

- არა უშავს.

- ოჯახში ხომ ყველა კარგად?

- არავინ არ მყავს ოჯახში.

- ოხ, სულ დამავიწყდა, - „შეწუხდა“ დირექტორი

- ძნელი იყო ალბათ.

- რა?

- იქ.

- კი.

- პირველ ხანებში ალბათ უფრო.

- კი.

- მდაა, - გააგრძელა. - რა იყო ენვერი, რაზე შეწუხებულხარ, გენაცვალე?! - ენვერამ გაკვირვებულმა შეხედა, მერე იფიქრა, ალბათ ვერ გაიგო თხოვნაო და გაუმეორა.

- აქ მინდა ისევ მუშაობის დაწყება; დახასიათება კარგი მაქვს.

ენვერამ ჯიბიდან ოთხად დაკეცილი ქაღალდია მოიღო.

- აჰ, შეიცხადა დირექტორმა, - აქ, ბიჭო?

- ჰო.

- ხომ იცი, მე შენ როგორ მიყვარხარ?

ენვერამ არაფერი უპასუხა.

- მე მგონი, შენც პატივს მცემ. ჰოდა, თუ პატივს მცემ, ნუ დამღუპავ, ბიჭო!

- რატომ?

დირექტორმა ზუსტად ისე მიიხედ-მოიხედა კაბინეტში, როგორც კომკავშირის მდივანმა.

- ბიჭო, ხომ იცი ამათი ამბავი? - ხმას დაუწია და თავი მარცხნივ გადააგდო, ქვეშევრდომებზე მიანიშნა. - დამიწერენ, ნაციხარი მიიღოო. გამაფუჭებენ, ბიჭო!

- უფლება გაქვთ ნაციხარის მიღების; აი დახასიათება.

- მერე?

- რა მერე?

- მერე დახასიათებით ვირბინო ობკომში?

ენვერა ადგა სავარძლიდან. დახასიათება გულმოდგინედ დაკეცა, გულისჯიბეში ჩაიდო.

- დირექტორიც ადგა.

- ბოდიში. - თქვა ჩუმად ენვერამ.

- არ გეწყინოს, ბიჭო!- დირექტორი კარისაკენ მიმავალს გაჰყვა.

- მეიცა! - გაახსენდა უცებ; - აგერ შენ პაპიროსიზა, - სწრაფად ამოიღო ფული ჯიბიდან. - ჩეიდე!

ენვერამ ხელი ჩაუწია.

- ჩეიდე, რომ გელაპარაკები!

ენვერამ კიდევჩა უწიახელი.

- ჩდ! - ისევ მოეფერა და გაუბრაზდა. თვალებში შეხედა.

ენვერას საშინელი თვალები ჰქონდა.

- მამასავით, - წაილუღლუღა შეშინებულმა დირექტორმა.

ენვერა გავიდა.

დირექტორი მიხურულ კარებთან იდგა, თუმნიანი ეჭირახელში და „გულში არ ჩეიდოს ამ უპატრონომო“, - ფიქრობდა.

კიდევ რამდენიმე ადგილას მივიდა ენვერა, ყველგან უარი უთხრეს. ორი თვე კი გავიდა ამ სირბილში. „მეთევზედწავალ, მაგის დედაც ვატირე“! - გადაწყვიტა იმ დღეს ენვერამ.

კანტორაში მივიდა. დირექტორი ერთ-ერთბრიგადას გაჰყოლოდა ზღვაში.

- მეთევზე გჭირდებათ? - ჰკითხა ენვერამ მდივან ქალს.

- მაგი დირექტორის საქმეა, გენაცვალე, - გაუღიმა სანდომიანმა ქალმა.

- როდის იქნება?

- ზეგამდე არ იქნება, გენაცვალე, - ისევ გაუღიმა.

- მადლობთ, გენაცვალე, - გაუღიმა ენვერამაც. ქუჩაში გავიდა ისევ და ძალიან მოშივდა.

თემურს და ბიჭებს სანამ არ ნახავდა, ვერ შეჭამდა. ბულვარში დაჯდა. მალე გამოჩნდა თემური და კიდევ ერთი.

- წავიდეთ, ვჭამოთ, - უთხრა მეორემ. მეგობრები იყვნენ და არ რცხვენოდა იმათი.

მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად მოეჩვენა - „წავიდეთ, ვჭამოთ“!- და არწაყვა.

- ნაჭამი ვარ,

- თქვა და მშიერ კუჭს სიგარეტის კვამლი დაამატა.

- ქობულეთში არ წამოხვალ?

- ჰკითხა მეორემ.

- რა მინდა ქობულეთში.

- „ნაშებიზა“.

- არა! - თქვა ენვერამ და გაახსენდა, ოთხი წლის შემდეგ პირ-

ველად რომ ნახა თავისი ძველი „ნაშა“ გორკის ქუჩაზე. ეთერიმ გადაკოცნა, მოიკითხა და უთხრა:

- ამოდი ჩემთან ამ საღამოს, მოშიებული იქნები შენ.

- საჭმელიც მაქვს და სასმელიც, - იწყინა ენვერამ.

- მაგას ვინ გეუბნება, შე შტერო, არ გაქვსო, ისე იქნები მოშიებული.

- ამოვალ, - გაუხარდა ენვერას.

- არც მახანია იქნება სახლში და არც პახანია (მახანია დედას ნიშნავდა, პახანია- მამას).

ავიდა ენვერა შავთვალა და დიდმკერდიან ეთერისთან იმ საღამოს და მართლა მოიკლა შიმშილი.

- არ წამოხვალ, აბა? - ჰკითხა თემურიმ.

- არა. - ენვერა ადგა და სახლისაკენ წავიდა.

შუა გზაზე იყო, რომ გაახსენდა თავისი დალაგებული ოთახი და საშინელი სიმარტოვე იმ ოთახში, ენით აუწერელი სიმარტოვე. ზღვისკენ გაბრუნდა.

შუადღეგადასულიიყო. პლაჟზე არ იყო ბევრი ხალხი. ენვერა სულ ნაპირთან მივიდა, გაიხადა და გაიშალა თბილ ქვებზე. „თბილისშიწავალ“, - ფიქრობდა ენვერა. - „მეთევზედაც თუ ვერ მოვეწყვე, თბილისში წავალ, სამართალს მაინც ვიპოვი. მასე კი არაა

მართლა საქმე, დახასიათება კარგი მაქვს“. - სიგარეტი ხომ არ გაქვს, ბაბუა? - ჰკითხა ვიღაცამ.

ენვერამ შეხედა შეზლონგზე მჯდარ ჭაღარა, პატარა და ძალიან სასაცილო ბაბუას. პატარა იყო და დიდი თავი ჰქონდა, საწყლად იყურებოდა და ძალიან საყვარელი იყო ამიტომ.

ენვერამ ორადგადაკეცილი შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მიაწოდა.

- მადლობთ, ჭირიმე.

ენვერამ მოუკიდა.

პლაჟის ზემოდან რამდენიმე ბიჭმა და გოგომ ჩამოირბინა. მათ უკან დაიწყეს ბურთის თამაში ხელით. ენვერამ შეხედა. არცერთს არ იცნობდა. თბილისელები იყვნენ. ენვერასაც მოუნდა თამაში. ბურთი შემთხვევით სასაცილო მოხუცის შეზლონგს მოხვდა. ერთ-ერთმა აიღო, თან მოხუცს შეხედა და სიცილი წასკდა. ყველამ მოხუცს შეხედა, ყველას გაეცინა. ენვერასაც გაეღიმა. ცოტა ხანში ვიღაცამ „ტოპკა“ დაარტყა. მოხუცს თავში მოხვდა, სათვალე გადაუვარდა.

- რას ჰგავს ეს?! - თქვა გაბრაზებულმა.

ენვერამ სათვალე მიაწოდა. მოხუცმა გაზეთის კითხვა განაგრძო. ბოდი შიმოუხადეს. ისევ განაგრძეს თამაში, თან იცინოდნენ. კიდევ მოხვდა მოხუცს ბურთი. კიდევ ბოდიში მოუხადეს.

იცინოდნენ. ენვერას აღარ ეღიმებოდა. ორი წუთი არ იყო გასული, მესამედ რომ მოარტყეს თავში. სიცილით კვდებოდნენ. ახლო მსხდომნი „აღშფოთდნენ“, ოღონდ ჩუმად.

- მორფიანი პაპიროსი ექნება მაგათ მოწეული! - თქვა მოხუცმა გაბრაზებით.

მეოთხედ რომ მოარტყეს ბურთი, ენვერა წამოდგა და „არ გინდათ მაგფერი ამბავიო“, - მოთამაშეებს უთხრა. ისინი კი იცინოდნენ, ქვებზე ეყარნენ სიცილისაგან.

მოხუცს ისევ მოხვდა ბურთი თავში. ენვერამ ჯერმათ დ ამერე სასაცილო ბაბუას შეხედა.

სასაცილო ბაბუა ჩუმად ტიროდა.

მერე რა მოხდა, ენვერას არ ახსოვდა. ერთი გაიხსენა მხოლოდ მოგვიანებით:

ვიღაც გოგო, მის წინ დაჩოქილი და მუხლებზე შემოხვეული რომ ემუდარებოდა, ძმას ნუ მომიკლავო. ხუთი ბიჭი ცემა ენვერამ. ერთს ყბა ჰქონდა მოტეხილი, ერთს ნეკნი ჩატეხილი და ერთი უაზროდ ლაპარაკობდა. ორი გადარჩა. ენვერა ვერ გადარჩა მხოლოდ. დაიჭირეს.

ამ სამიდან ორმა, ვისაც ტვინის შერყევა და ყბა ჰქონდა მოტეხილი, სასამართლოს წინ ჩვენებები შეცვალეს. თავს იცავდაო, თქვეს. ნეკნი ვისაც ჰქონდა ჩატეხილი, ვირზე შეჯდა. კასტეტი ჰქონდა მაგას, ისე რას დამაკლებდაო. მოხუცმა სასამართლოზე ბევრი იძახა, მე დამიცვაო, მაგრამ

მაინც ვერ უშველა. ენვერ ჯიჯავაძე ადრე ნასამართლევი იყო.

- ორი წლით, თავისუფლების აღკვეთა! - გამოაცხადა განაჩენი მოსამართლემ და „რა ვქნა, ამაზე ნაკლებს ვერ ვიზამდიო“, - ენვერას თვალებით უთხრა.

- შენი ჭირიმე, შენი! - შეეგება ციხის უფროსი შალიკო ქათამაძე ენვერას.

- როგორ ხარ, ბიჭო?

- გადასარევად! - უპასუხა ენვერამ.

- იმისთანა ადგილი მოგინახე ჰაერთან ახლოს, ზედა ნარზე.

- გმადლობთ, - თქვა პატიმარმა.

- მართალი რომ გითხრა, თან მეწყინა და რავა ვთქვა, თან მესიამოვნა...

- მერე? - კითხა ენვერამ და ქარხნის დირექტორი გაახსენდა.

- მერე ის, რომ შენი ხელის ჭირიმე, შენ მოუვლი მაგათ!

- მე ნასედკაში ხომ არ გეშლები, შალიკო?!

- ვინ გაკადრა, ბიჭო, მაგი?!

- რა ვიცი.

- რასაა რომ ამბობ, უსამართლობას რომ ვერ იტან, იმაზე ვთქვი, თვარა...

- წავედი.

- ენვერა, მაგი ბეჭედი მოიძრე და დამიტოვე, წასვლის წინ მოგცემ, შენი ჭირიმე! ხომ იცი, არ შეიძლება, - თხოვა ციხის უფროსმა, ვიდრე საკანში გაგზავნიდა.

- თითს თუ მომაჭრი შალიკო, წაიღე, ბებიას დატოვებულია, - უთხრა ენვერამ.

ენვერა ზედა ნარზე იწვა გისოსებიან ფანჯარასთან და ვარსკვლავებიან ცას უყურებდა.

ორი „ძველი“ ერთ „ახალს“დედას აგინებდა საკნის მეორე ბოლოში.

ერთ-ერთი შიგადაშიგ სილას ურტყამდა და ეუბნებოდა:

- ზეგ პასლედნი სროკია, ზეგე მაყუთი აქანე უნდა იყოს!

„დაუხოცია მთელ ქვეყანას ერთმანეთი“! - ფიქრობდა ენვერა თავქვეშხელებამოდებული, „გადაუჟლეტიათ ერთმანეთი, გადამწვარან ერთ დღეს. ჩაგოზონ ერთმანეთი. დედა ვატირე ყველასი“!

ორი თავისას აგრძელებდა. მესამე ტიროდა. დანარჩენი ოცი ჩუმადიყო.

- მეიტან, ტკც! მეიტან, ტკც! მონოტონურად ისმოდა საკანში ქვითინის აკომპანიმენტით.

„მოკლან“! - ფიქრობდა ენვერა, - „მოსაკლავია, აბა, რა უნდა აქ“?!

„მეიტან, ტკც! მეიტან, ტკც“! ენვერა წამოიწია, ნარიდან ჩამოვიდა, საკანი გაიარა.

- რას ერჩით? - ჰკითხა მჩაგვრელებს.

- წაგებულშია. - ისე თქვა ერთმა, არც შეუხედავს ენვერასათვის.

- რამდენშია?

- ორმოცდაათი მანეთი გუშინწინ აქანე უნდა ყოფილიყო.

- დაანებე თავი! - თქვა ენვერამ.

- შენ ქურდი ხარ, ძამა?

- ამ ციხეს არ ჰყავს ქურდი! - უთხრა ენვერამ.

- ფუფლოა აგი!

- ზეგამდე ხომ მიეცით დრო?

- არც ზეგ მოატანიებს.

- მე მაქვს მაგისი ვალი და მე მოგცემთ ზეგ.

- გარედან შემოგყვა ვალი, ძამა?

- მაგი შენისა ქმე არ არის, საიდან შემომყვა, მოგცემთ მაგის ფულს.

- ატვეჩაი ხარ შენ სიტყვებზე?

- ატვეჩაი ვარ, - უთხრა ენვერამ და გაბრუნდა.

„მეიტან, ტკც“! - გაიგონა ისევ. ერთს მარცხენა ჩაავლო ქეჩოში, მეორეს მარჯვენა, მაგრად მიარტყმევინა თავები ერთმანეთს. ერთი დაეცა. ენვერამ სწრაფად წამოაყენა წაგებული.

გამწარებულმა უთხრა:

- მოგცემ ფულს და მიაშავე ამათ! თუ არ შეგიძლია, ნუ თამაშობ, თვარა ამაზე უარესი დღე დაგადგება, ნაბიჭვარო შენ!

წავიდა ენვერა თავის ნარისკენ.

- დარჩენილა კარგი ხალხი ამ ქვეყანაზე! - თქვა ვიღაცამ.

ენვერას ჭაღარა მძღოლი გაახსენდა. ნარზე დაიწყო აძრომა. უცებ ვიღაცამ იყვირა.

თირკმელთან ბლაგვის ხეული შეუვიდა ენვერას, საშინლად აეწვა ხორცი. ენვერა შეტრიალდა,

დანა გამოვიდა ტანიდან და ენვერას მკერდში ჩაჭრა ახლა.

- მომკალი? - ჰკითხა ენვერამ.

მან ისევ მკერდში ჩაარტყა.

- მომკალი? - გაიმეორა ენვერამ.

კიდევ ჩაარტყა.

სისხლი იღვრებოდა იატაკზე. საკანი ფეხზე ადგა.

ისე ერთდროულად ადგა საკანი, როგორც სუფრაზე დგებიან გარდაცვლილის შესანდობარზე.

ენვერა ძლივს აბობღდა ნარზე, მერე გისოსებს ჩაეჭიდა, ჰაერი

ღრმად შეისუნთქა, გახურებული სახე ცივ რკინას მიაბჯინა.

- რატომ გამაწვალე? - რაღაცას თუ ვიღაცას უთხრა ენვერამ. მის გამხდარ ღაწვებზე ნელა ეშვებოდნენ ცრემლები.

- რა დავაშავე?

სიცოცხლე, სისხლთან ერთად გამოდიოდა სხეულიდან. ენვერა მოწყდა გისოსებს და იატაკზე დაეცა. ჯერ დედა დაინახა, მერე ბებია, მერე მოკვდა.

საკანი დაჯდა.

- „მაპატიე, ენვერა ბიჯოო“! - ბღაოდა წაგებული.

თბილოდა გარეთ, ზღვიდან უბერავდა. იყო ძალიან კარგი საღამო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ