მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 402 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როდესაც ბებერ ფიჭვს პირველი ტოტი შეახმა, მან შეამჩნია, რომ მის ახლოს წამოიზარდა ორი მისი შვილი - პატარა ფიჭვები. მან ამაყად გადახედა მტკვარს და უხაროდა, რომ მის ტოტებზე იმ დილას ბევრი ფრინველი იჯდა და გალობდა.

შვილები გაიზარდნენ და ყოველ დილას თავის ტოტებით ეხებოდნენ საყვარელ დედას:" დილა მშვიდობის!"

ტყის მცველმა შეამჩნია ორი ლამაზი და უბრძანა დარაჯს: "მოსჭერით ბებერი ფიჭვი, ძირდამპალია, ჯანმრთელ ხეებს უშლის ზრდას".

მოსჭრეს დედა ისე წაიქცა, რომ არც ერთ  შვილს არ ატკინა ტოტი.

მაგრამ ეს იყო მათი პირველი ტკივილი.

აბასთუმანში სააგარაკოდ წავიდა ახალგაზრდა ჭლექიანი პოეტი. როდესაც ტყეში სეირნობდა, მივიდა ტყუპებთან და რადგან უყვარდა ორი ახალგაზრდა ქალი - მაია და მარინა - ერთ ფიჭვზე ამოჭრა მაიას სახელი, მარინასი - მეორეზე....

ორი ნიბლია აძლევდა მისამართს ამხანაგებს: ერთი ამბობდა-მე ვცხოვრობ პირველ სართულზე, "მაიას" მარჯვენა ტოტზე, მეორე - მე  ვცხოვრობ "მარინას" პირველ ტოტზე აღმოსავლეთით.

ხე არავის არ ეცოდება, მით უმეტეს, ქარხნის პატრონს - ფიცრის დამხერხავს. მან იჯარით აიღო  ის ტყე, სადაც ტყუპები იზრდებოდნენ, და როდესაც აპრილში, როდესაც მტკვარი მოდიდდა, მოსჭრა ორი ფიჭვი, ორივე გაატიტვლა, გადახერხა და სხვა მეზობლებთან ერთად შეკრა ტივად.

ეს იყო მეორე ტკივილი.

ერთად  ტიროდნენ, რადგან ტივში ერთად იყვნენ გადაბმული. - დაო, ნუ დამტოვებ, ჩამეკარი, ტივი თუ დაინგრეს, ნუ  მომშორდები, ერთად ვიცუროთ.

შენ თუ კასპიის ზღვაში წახვედი და მე  დავრჩი თბილისში, ერთმანეთს ხომ ვეღარ ვნახავთ. ერთად დაგვხერხონ.

(გზაში ტივი დაინგრა). ტყუპები ერთმანეთს დასცილდნენ.

ის  იყო მესამე ტკივილი.

როდესაც ერთი და მიათრიეს ქარხანაში, მან  მეორე დის ამბავი ვერსად გაიგო!

დაუწყეს ხერხვა.

ყველა ფიცარი ერთმანეთზე დაალაგეს, შემდეგ გაგზავნეს ქალაქში, ახალი სახლის კედლებისათვის.

 

* * * * * * *

 

უკანასკნელად ერთმანეთს შეხვდნენ კედელზე გაკრულები.

ენატრებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ლურსმნები არ უშვებდნენ, ვეღარც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ლურსმნის ჭრილობებიდან ყველას ცრემლები სდიოდა.

კალატოზმა დაიწყო კედლის შელესვა.

დებს თვალები შეეკრათ, სული შეეხუთათ, შელესვა რომ გათავდა, აღარ იყო მეოთხე ტკივილი, იყო სამუდამო სიჩუმე: სიკვდილი.

 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ