მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 611 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ანტონ ჩეხოვი - ციტატები

 

 

ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი.

 

პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.

 

არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.

 

არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.

 

ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?

 

უფრო ადვილია ფულის ღარიბი ადამიანისაგან სესხება, ვიდრე მდიდრისაგან.

 

მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა.

 

კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს.

 

თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.

 

როცა ნაღდი ფულის იმედად ცხოვრობ, შენ გესმის ლიმიტი სამყაროსი, რომლის გარშემოც ყოველდღიურად გიწევს ნავიგაცია. კრედიტი კი მიგაქანებს უდაბნოსკენ, რომელსაც უხილავი საზღვრები აქვს.

 

მდიდარი კაცი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც შეუძლია ადრე გაზაფხულზე დიდებულ მდგომარეობაში იცხოვროს.

 

ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია.

 

ძვირფასი, ტკბილი, დაუვიწყარი ბავშვობა! რატომაა, რომ ეს შეუნაცვლებელი და სამუდამოდ წარსულში გადასული, უკან დაუბრუნებელი დრო, უფრო კაშკაშა, მხიარული და მდიდრული გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში იყო?

 

კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.

 

არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა.

 

ფული, არყის მსგავსად, კაცს ახირებულს ხდის.

 

ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.

 

 

 

 

 

 

მე არ მწამს ჩვენი თვალთმაქცი, ყალბი, გაუნათლებელი და ზარმაცი ინტელიგენციის, როცა ის იტანჯება და ჩივის. მათი სიბეჩავე, უგუნებობა და გულდამძიმებულობა შიგნიდან მოდის. მე ინდივიდუალური პიროვნებების მჯერა და ხსნას განცალკევებულ ინდივიდებში, ინტელექტუალებსა და გლეხებში ვხედავ, რომლებიც თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. აი, სწორედ რომ მათ აქვთ ძალა და ძლევამოსილება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან.“

 

„ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი.“

 

„პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.“

 

„არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.“

 

„არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.“

 

„ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?“

 

 

„რუსეთის ტყეებს ყელზე აქვთ მიბჯენილი ნაჯახები და მილიარდობით ხე უმოწყალოდ იჩეხება და იჩეხება და ამით არა მარტო ბუნება ნადგურდება, არამედ ის ცხოველები და ფრინველებიც, რომლებიც იქ სულდგმულობენ.

მდინარეები მეჩხერდებიან და უარეს შემთხვევაში შრებიან კიდეც, ჩინებული ლანდშაფტები სამუდამოდ უჩინარდებიან…

ჩვენ, ადამის მოდგმისანი, დაჯილდოვებულნი ვართ შემოქმედებითი ნიჭით იმ მხრივ, რომ გავამრავლოთ ის, რაც ჩვენთვის განგებას მოუცია; მას არ შეუქმნია, მაგრამ ანადგურებს.

სულ უფრო და უფრო ნაკლები ტყეებია შემორჩენილი, მდინარეები კი შრებიან, ველური ბუნება გადაშენების პირასაა, კლიმატი განადგურებულია და დედამიწა, როგორც არასდროს, უფრო და უფრო მეტად ღარიბი და მახინჯი ხდება.“

 

 

„მშობლიური ქვეყნის ჰაერი ყველაზე ჯანმრთელი და მაცხონებელია.“

 

„ძველ და ახალ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პიროვნება ამ ფორმებზე ფიქრის გარეშე წერს. ის წერს, რადგან აზრები თავისუფლად მოედინება მისი სულიდან.“

 

„მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა.“

 

„კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს.“

 

„გაცილებით ადვილია რაიმე სოკრატეზე დაწერო, ვიდრე ახალგაზრდა ქალსა თუ მზარეულზე.“

 

„თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.“

 

„როცა ნაღდი ფულის იმედად ცხოვრობ, შენ გესმის ლიმიტი სამყაროსი, რომლის გარშემოც ყოველდღიურად გიწევს ნავიგაცია. კრედიტი კი მიგაქანებს უდაბნოსკენ, რომელსაც უხილავი საზღვრები აქვს.“

 

„ალუბლის ბაღი ახლა ჩემია!.. მე ვიყიდე ადგილ-მამული, რომელშიც ბაბუაჩემი და მამაჩემი მონობაში ცხოვრობდნენ. სადაც მათ სამზარეულოში შესვლის უფლებაც კი არ გააჩნდათ.“

 

„მდიდარი კაცი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც შეუძლია ადრე გაზაფხულზე დიდებულ მდგომარეობაში იცხოვროს.“

 

„ადამიანს უყვარს თავის ავადმყოფობაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ნაკლებად საინტერესო ეპიზოდია.“

 

„პირობას ვიძლევი იმისა, რომ ჩინებული ქმარი ვიყო, მაგრამ თუ ისეთი ცოლი მეყოლება, რომელიც ჩემს ცაში მთვარის მსგავსად ყოველდღე არ გამოჩნდება.“

 

„როცა დაქორწინდები, იყავი მკაცრი, მაგრამ მხოლოდ შენს ცოლთან, არ მისცე საშუალება, რომ მან თავისი თავი დაივიწყოს და როცა გაუგებრობა წარმოიშობა, უთხარი: „არ დაგავიწყდეს, რომ მე შენ გაგაბედნიერე“.“

 

„როცა მსახიობს ფული აქვს, ის წერილს კი არ აგზავნის, არამედ ტელეგრამას.“

 

„რაც უფრო მარტივად შევხედავთ საჩოთირო კითხვებს, მით უფრო მშვიდი იქნება ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები.“

 

„თუ შენ არ შეგიძლია ადამიანთა ოთახის ძაღლებისაგან განსხვავება, მაშინ ფილანთროპულ სამუშაოს არ უნდა მოჰკიდო ხელი.“

 

„ლერმონტოვი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ შენსა და ჩემზე, ერთად აღებული, მეტი რამ აქვს დაწერილი. ტალანტი ადვილად საცნობი არა მხოლოდ ხარისხითაა, არამედ რაოდენობითაც.“

 

„ძვირფასი, ტკბილი, დაუვიწყარი ბავშვობა! რატომაა, რომ ეს შეუნაცვლებელი და სამუდამოდ წარსულში გადასული, უკან დაუბრუნებელი დრო, უფრო კაშკაშა, მხიარული და მდიდრული გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში იყო?“

 

 

„იმ დროის განმავლობაში, როცა შენ ბანქოს თამაშობ ერთი შეხედვით წესიერ და ჩამოყალიბებულ კაცთან, ანდა მასთან ჭიქა ღვინოზე სადილობ, იგი მშვიდი, კარგი იუმორისა და არც მთლად გამოშტერებული ჩანს, მაგრამ როგორც კი ისეთ რამეზე დაიწყებ მასთან საუბარს, რაც საჭმელად უვარგისია, მაგალითად პოლიტიკა, მეცნიერება, იგი მაშინვე გონებადახშულად იქცევა და თავს გახვევს იმგვარ გონებაჩლუნგ და ყეყეჩ, გათახსირებულ ფილოსოფიას, რომ მხოლოდ ისღა დაგრჩენია, რომ მას დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნიო და გაეცალო.“

 

„კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.“

 

„ყველას მიაჩნია, რომ პიესა ადვილი დასაწერია. მათ არ იციან, რომ კარგი პიესის დაწერა საძნელო საქმეა, და ორჯერ უფრო მძიმე და მტანჯველია ცუდი პიესის დაწერა.“

 

„არაფერი არ არის ისე საშინელი, შეურაცხმყოფელი და მტანჯველი, როგორც ბანალობა.“

 

„შემოქმედებით სფეროში იზოლაცია მტანჯველი რამაა. უმჯობესია ნეგატიური კრიტიკა გქონდეს, ვიდრე საერთოდ არაფერი.“

 

„დედაჩემი და მამაჩემი ის იშვიათი გამონაკლისები არიან მთელ ამ მზისქვეშეთში, რომლებისაც არასოდეს არ შემშურდება. თუ რამეს მივაღწევ ამ ცხოვრებაში, ეს მათი დამსახურება იქნება. ისინი დიდებული ადამიანები არიან და მათი აბსოლუტური სიყვარული თავიანთი შვილებისადმი მათ უსაზღვრო ქება-დიდებას იმსახურებს. ეს ფარავს ყველა მათ ნაკლოვანებას, ნაკლოვანებებს, რაც შესაძლო მძიმე დროების მიერ იყოს დაღდასმული.“

 

„უმჯობესია დებოშიორი იადონი, ვიდრე ღვთისმოშიში მგელი.“

 

„ფული, არყის მსგავსად, კაცს ახირებულს ხდის.“

 

„მწერლები მტრედებივით ეჭვიანები არიან.“

 

„ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.“

 

„თუკი მარტოობის გეშინიათ, ვერ დაქორწინდებით.“

 

„კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ, იმით,რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება.“

 

„არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.“

 

„კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. წარსულში ჩვენ აღარ ვართ და ის მშვენიერი გვეჩვენება.“

 

„სადაც ხელოვნება და ტალანტია, იქ უძლურია სიბერე, მარტოობა, ავადმყოფობა და, გარკვეულწილად, თვით სიკვდილიც კი.“

 

„მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია.“

 

„ის, ვინც გამუდმებით ცურავს ოკეანეში, შეყვარებულია ხმელეთზე.“

 

ექიმებს აქვთ ისეთი საზიზღარი დღეები და საათები, ღმერთმა ყველას აშოროს იგი. ექიმებს შორის მართალია, რომ იშვიათი მოვლენა არ გახლავთ უვიცები და თავხედები, ისევე, როგორც მწერლებს, ინჟინრებს და საერთოდ ადამიანებს შორის, მაგრამ ის საზიზღარი დღეები და საათები, რომელზედაც მე მოგახსენებთ, მხოლოდ ექიმებს თუ აქვთ.“

 

„ადამიანი, რომელსაც არაფერი სურს, არაფრის იმედია არ აქვს და არაფრის ეშინია, ვერასდროს გახდება ხელოვანი.“

 

„იკითხო, რა არის ცხოვრება, იგივეა, იკითხო, თუ რა არის სტაფილო. სტაფილო სტაფილოა და ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით მასზე.“

 

„ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა-საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან.“

 

„ვისაც არ შეუძლია, იყოს მოსიყვარულე, ვერასდროს გახდება მკაცრი.“

 

„იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი.“

 

„თუ გსურთ მარტოობა, ცოლი შეირთეთ.“

 

„არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.“

 

„ექიმები ძალიან ჰგვანან ადვოკატებს. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადვოკატები მხოლოდ გძარცვავენ, მაშინ, როცა ექიმები გძარცვავენ და, ამასთან ერთად, გკლავენ.“

 

„რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო უიღბლოა იგი.“

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ