დაყრდნობილი მოქარგულ მუთაქაზე, ოდნავ დამთვრალი ნარგილეთი, მშვიდად მოელის მეგობრის მოსვლას - კამათლის შეჯიბრებაში მოჰკლას გრძელი დრო.
ვიწრო ქუჩებში აჩქარდენ დაგვიანებული ქარავნები, შეშინებულმა კივილმა ელვასავით გადაირბინა ქალაქზე.
ჩაქრა ყველა სანთლები.
ქალაქი ატორტმანდა და უეცრად გაფრინდა.
მუხლ მალია მზე მატაშირის თვეში, მაგრამ დიდია ღამე და ცივი ქარით ამთქნარებენ უდაბნოები.
დაყრდნობილი სირმიან მუთაქაზე, დამთვრალი ნარგილეთი, ბოროტი ღიმით გაუცინებს ღამეს და დამშვიდდება ამოოხვრით:
– დაშვენდებოდა დროს პანაშვიდი!
















