მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 700 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იგი შო­რი­დან­ვე შე­ნიშ­ნეს. მარ­თა­ლია, სა­ხე მო­ბე­რე­ბო­და, მაგ­რამ ოც წელ­ზე მე­ტის არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. გრძელ მერ­ხ­ზე ჩა­მომ­წ­კ­რი­ვე­ბულთ გვერ­დით მი­უჯ­და და მა­შინ­ვე აჩ­ვე­ნა ის, რაც ხელ­ში ჩა­ებღუ­ჯა.

“ - ეს ის სა­ა­თია, ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რომ ეკ­ი­და, - თქვა მან და სა­თი­თა­ოდ შე­ავ­ლო თვა­ლი მზეს მი­ფიცხე­ბულ დამ­ს­ვე­ნებ­ლებს. - დი­ახ, ის არ­ის, ვი­პო­ვე. ერ­თა­დერ­თია, რაც გა­დარ­ჩა”. თან თეფ­ში­ვით მრგვა­ლი, თეთ­რი სა­ა­თის ციფ­რებს ნა­ზად უც­ა­ცუ­ნებ­და ხელს.

- ახ­ლა ეს აღ­ა­რა­ფე­რი ღირს, აღ­არც ლა­მა­ზია. თეფ­შ­სა ჰგავს, თეთრ თეფშს, მაგ­რამ, ნა­ხეთ რა ლა­მა­ზად მო­ჩანს ლურ­ჯი ციფ­რე­ბი. ის­რე­ბიც გა­უ­ჩერ­და. გა­ფუჭ­და. გა­ნად­გურ­და. თუმ­ცა დი­დად არ შეც­ვ­ლი­ლა, მხო­ლოდ გა­ჩერ­და. ეს სა­ა­თი ერ­თა­დერ­თია, რაც გა­დარ­ჩა, - ახ­ლა ის ხმა­დაბ­ლა ლუღ­ლუ­ღებ­და, ის­ი­ნი კი, გრძელ მერ­ხ­ზე ჩა­მო­რი­გე­ბულ­ნი, ზე­დაც არ უყ­უ­რებ­დ­ნენ. ერ­თი მა­მა­კა­ცი გულ­დას­მით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და სა­კუ­თარ ფეხ­საც­მელს, ქა­ლი ეტლ­ში მო­კა­ლა­თე­ბულ პა­ტა­რას უღ­ი­მო­და. ბო­ლოს მა­ინც ჰკითხა ვი­ღა­ცამ: - თქვენ რა, ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გეთ?

- დი­ახ, - გა­მო­ცოცხ­ლ­და ახ­ალ­გაზ­რ­და, - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სულ ყვე­ლა­ფე­რი, ეს­ღა გა­დარ­ჩა. სა­ა­თი მაღ­ლა ას­წია და ის­ევ უჩ­ვე­ნა იქ მყოფთ.

- კი მაგ­რამ, ხომ აღ­არ მუ­შა­ობს! - წა­მო­ი­ძა­ხა ქალ­მა.

- არა, არ მუ­შა­ობს. ვი­ცი, რომ გა­ფუჭ­და, მაგ­რამ მა­ინც ის­ე­თი­ვეა, უწ­ინ რომ იყო - თეთრ-ლურ­ჯი… ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ჯერ არ მით­ქ­ვამს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ჩერ­და! მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე! გსმე­ნი­ათ ას­ე­თი რამ?

- ესე იგი თქვე­ნი სახ­ლი ზუს­ტად სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე აფ­ეთ­ქე­ბუ­ლა, - დინ­ჯად წა­მო­იწყო ერთ-ერთ­მა მსმე­ნელ­მა, - გა­მი­გო­ნია, აფ­ეთ­ქე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ჰა­ე­რის ტალ­ღა სა­ათს აჩ­ე­რებს.

ის კი სა­ათს ჩაშ­ტე­რე­ბო­და და უარ­ყო­ფის ნიშ­ნად თავს აქ­ნევ­და.

- არა, არა, ცდე­ბით. ძა­ლი­ა­ნაც ცდე­ბით. აფ­ეთ­ქე­ბა აქ არ­ა­ფერ შუ­ა­შია. სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე სულ სხვა რამ ხდე­ბო­და. ის, რაც თქვენ ჯერ არ იც­ით. სა­სა­ცი­ლოა, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ დროს გა­ჩერ­და და არა, ვთქვათ, ოთ­ხის თხუთ­მეტ წუთ­ზე, ან­და სუ­ლაც შვიდ­ზე. სახ­ლ­ში მუ­დამ სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დი. ცხა­დია, ღა­მეს ვგუ­ლის­ხ­მობ. თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე! აი, სწო­რედ ესაა სა­სა­ცი­ლო.

ახ­ლა მას უკ­ვე თვალს არ­ი­დებ­დ­ნენ, ის კი სა­ათს ათ­ა­მა­შებ­და და თა­ვი­სას გა­ი­ძა­ხო­და:

- სწო­რედ იმ დროს მომ­შივ­დე­ბო­და ხოლ­მე. სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე შევ­დი­ო­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ის­იც მა­შინ­ვე შე­მომ­ყ­ვე­ბო­და. დე­და­ჩე­მი. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვა­ღებ­დი კარს, მაგ­რამ მას მა­ინც ეს­მო­და. რო­ცა ჩაბ­ნე­ლე­ბულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში საჭ­მელს ვე­ძებ­დი, უეც­რად და­მად­გე­ბო­და თავ­ზე - ფეხ­შიშ­ვე­ლი, შა­ლის ჟა­კეტ­ზე წი­თელ მო­სას­ხამ­მოგ­დე­ბუ­ლი და თა­ვის მი­ერ­ვე ან­თე­ბუ­ლი შუ­ქის­გან თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი.

- ის­ევ და­იგ­ვი­ა­ნე, - ამ­ას მეტყო­და მხო­ლოდ და ვახ­შ­მის მზა­დე­ბას შე­უდ­გე­ბო­და. სა­ნამ შე­ვექ­ცე­ო­დი, ფე­ხე­ბის გათ­ბო­ბას ცდი­ლობ­და. ღა­მით არ­ას­დ­როს იც­ვამ­და ფეხ­საც­მელს, ჩვენ­თან კი ცი­ო­და. ვიდ­რე არ დავ­ნაყ­რ­დე­ბო­დი, გვერ­დი­დან არ მცილ­დე­ბო­და. მე­რე კი, უკ­ვე ჩემს ოთ­ახ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ჭურ­ჭ­ლის წკა­რუ­ნი მეს­მო­და. ასე მე­ორ­დე­ბო­და ყო­ველ ღა­მე. ეს ჩემ­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ იყო. სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე მიმ­ზა­დებ­და ვახ­შამს, თან მხო­ლოდ ამ­ას მე­უბ­ნე­ბო­და: - ის­ევ და­იგ­ვი­ა­ნე. “ის­ევ და­იგ­ვი­ა­ნე” და მეტს არ­ა­ფერს. მა­შინ მე­გო­ნა, მუ­დამ ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და.

წა­მით შე­ჩერ­და და ჩუ­მად იკ­ითხა: - ახ­ლა რა­ღაა?

უაზ­როდ მი­ა­ჩერ­და გა­სუ­სუ­ლებს. მე­რე ის­ევ სა­ათს და­ხე­და და ამ­ო­ი­ოხ­რა:

- ახ­ლა კი ვხვდე­ბი, რა იყო მა­შინ: სა­მოთხე იყო, ნამ­დ­ვი­ლი სა­მოთხე.

დუ­მი­ლი ქალ­მა და­არ­ღ­ვია:

- კი მაგ­რამ… თქვე­ნი ოჯ­ა­ხი…

- მშობ­ლებს გუ­ლის­ხ­მობთ? - სა­ცო­და­ვად გა­ი­ღი­მა ახ­ალ­გაზ­რ­დამ, - ის­ი­ნიც გაქ­რ­ნენ. წა­ვიდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, სუყ­ვე­ლა­ფე­რი.

სა­ა­თი მაღ­ლა ას­წია და ღი­მი­ლით ახ­ე­და. ხმას არ­ა­ვინ იღ­ებ­და, თვალს არ­ი­დებ­დ­ნენ.

- აი ეს, ეს­ღა გა­დარ­ჩა. თა­ნაც მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ჩერ­და, ზუს­ტად სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე.

გა­ჩუმ­და. სა­ხე მო­ბე­რე­ბო­და, მო­ტე­ხი­ლი­ყო. ის კა­ცი კი, მის გვერ­დით რომ იჯ­და, კვლავ თა­ვის ფეხ­საც­მელს ჩაშ­ტე­რე­ბო­და, ვერ კი ხე­დავ­და. სულ იმ სიტყ­ვა­ზე ფიქ­რობ­და, სულ ის სიტყ­ვა უტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში: “სა­მოთხე”.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ელენე ჯაფარიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ