მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 820 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მოულოდნელად გაეღვიძა. სამის ნახევარი იყო. მიხვდა რამაც გააღვიძა. ჰო! სამზარეულოში ვიღაც სკამს დაეჯახა. მიაყურადა. სიჩუმე, გაუსაძლისი სიჩუმე იდგა. როცა ხელი მოაფათურა საწოლზე, არავინ დახვდა.

აი, თურმე რა ყოფილა, რა ხდიდა თურმე ასე მდუმარეს ირგვლივ ყველაფერს. მისი სუნთქვა აკლდა იქაურობას. ადგა. გაფრატუნდა სიბნელეში სამზარეულოსკენ. იქ შეეფეთნენ ერთმანეთს. სამის ნახევარი იყო. დაინახა სამზარეულოს კარადასთან აყუდებული თეთრი სილუეტი. შუქი აანთო. იდგნენ ერთმანეთის პირისპირ თეთრ პერანგებში, ღამის სამის ნახევარზე, სამზარეულოში.

მაგიდაზე პურის თეფში. მიხვდა, ქმარს თავისთვის პურის ერთი ნაჭერი მოეჭრა. დანა ისევ თეფშთან იდო. გადასაფარებელზე ნამცეცები ეყარა. ყოველთვის, როცა დასაწოლად მიდიოდნენ, მაგიდას მუდამ წმენდდა, ყოველ საღამოს, მაგრამ ახლა გადასაფარებელზე ნამცეცები ეყარა, დანაც იქვე იდო. იგრძნო სიცივემ როგორ აუარ-ჩაუარა. თეფშს თვალი მოაშორა.

- მეგონა აქ ვიღაც იყო-თქვა კაცმა და სამზარეულოს მოავლო თვალი.

- მეც გავიგონე რაღაც ხმაური - თქვა ქალმა და შეამჩნია, რომ კაცი ღამის პერანგში გაცილებით ბებრულად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. სამოცდასამი წელი. დღეების წინ ეს არ შეუმჩნევია. თავისთავად კაცსაც მოხვდა თვალში ქალის სიბერე, ეს ალბათ თმების ბრალია, განსაკუთრებით ქალებს აქვთ ეს პრობლემა, თან ღამეა. ღამე კი ქალების ახალგაზრდობის მტერია.

- ფეხზე რამე უნდა ჩაგეცვა, ვის გაუგია ფეხშიშველა ქვის იატაკზე სიარული?! გაცივდები! ქალს არ შეუხედავს ქმრისთვის, არ შეეძლო იმის ატანა, რომ ატყუებდნენ, ოცდაცხრამეტი წელი გავიდა მათი ქორწინებიდან.

- ვიფიქრე რომ აქ ვიღაც იყო - თქვა კაცმა და უაზროდ თვალების ცეცებას მოჰყვა ერთი კუთხიდან მეორეში. - რაღაც ხმები შემომესმა და ვიფიქრე,რომ აქ ვიღაც იყო.

- მეც გავიგონე რაღაც, ალბათ ჩამესმა. მერე მაგიდიდან თეფში აიღო და ნამცეცები გადმოყარა.

- ალბათ მეც ჩამესმა - ექოსავით გაისმა კაცის უიმედო ხმა.

ქალმა ისევ დაინდო ქმარი და უთხრა - წამო კაცო,ხმა ალბათ გარედან შემოგვესმა, წამო დავწვეთ, გაცივდები!

კაცი ფანჯარაში იყურებოდა. - ხო, ალბათ გარედან იყო ეს ხმები, მე კი მეგონა, რომ აქ იყო ვიღაც.

- შუქი უნდა გამოვრთო. არ შემიძლია ამ თეფშის ყურება - , გაიფიქრა ქალმა. - წამოდი კაცო, ეს ალბათ გარედან იყო როცა ქარია სახურავს სულ რახარუხი გაუდის - მათ ფრატუნით გაიარეს ბნელი კორიდორი და საძინებელში შევიდნენ. მათი ნესტიანი ფეხების ტყაპატყუპი ისმოდა იატაკზე.

- ქარი ნამდვილად არის - თქვა კაცმა - ქარი მთელი ღამე იყო.

საწოლში იწვნენ. ქალმა თქვა - ხო, ქარი მთელი ღამე ქროდა, ნამდვილად სახურავის ხმა იყო.

- ხო, ვიფიქრე ეს ხმა სამზარეულოდან მოდისთქო, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ მართლაც სახურავი ყოფილა. - ეს ისე თქვა კაცმა თითქოს ძილში ლაპარაკობსო.

მაგრამ შეამჩნია, მის ხმას დამაჯერებლობა რომ აკლდა, ყოველთვის ასე იყო, როცა იტყუებოდა.

- ცივა- თქვა ქალმა მთქნარებით. - ღამე მშვიდობისა - და საბანში შეძვრა.

- ღამე მშვიდობისა-მიუგო კაცმაც.

მერე სიჩუმე ჩამოწვა.რამდენიმე წუთის შემდეგ ქალმა გაიგონა კაცის ფრთხილი ღეჭვის ხმა. ქალი ღრმად და ზომიერად სუნთქავდა. მას უნდოდა კაცის ყურადღება არ მიექცია, ვითომ ეძინა. თუმცა ღეჭვის ხმა ისეთი მონოტონური იყო, რომ ბოლოს ძალაუნებურად ჩაეძინა.

როცა მეორე საღამოს კაცი სახლში მოვიდა, ცოლმა თეფშზე ოთხი ნაჭერი პური დაუდო, აქამდე მხოლოდ სამ ნაჭერს ჭამდა.

- შეგიძლია მშვიდად ჭამო ოთხი ნაჭერი პური-უთხრა ქალმა და ნათურას მოსცილდა. - ჩემი კუჭი ვერ ინელებს ამ პურს.

ქალმა დაინახა როგორ დახარა მისმა ქმარმა თავი, ისე რომ არც შეუხედავს მისთვის, ამან საშინელი ტკივილი მიაყენა.

- ორი ნაჭერი პური რას გეყოფა? - თავაუღებლად თქვა კაცმა.

- მეყოფა, მეტს მაინც ვერ ვჭამ! შენ ჭამე!

თქვა ეს და გვერდით მიუჯდა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ელენე ჯაფარიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ