მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 441 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორმოცდათხუთმეტისა თუ ორმოცდათექვსმეტი წლის მაისში, მამაჩემს სამსახურში კვარტალური პრემია მისცეს. კარგად დამახსომდა ის კამათი, რომელიც მაშინ ჩვენს სახლში გაიმართა: 

დედაჩემმა დაიჟინა, ამ ფულით ზაფხულის საყოფი შაქარი, ერბო, ბრინჯი, მაკარონი და სხვა პროდუქტი შევიძინოთო. მამაჩემი ამბობდა - შეშა ვიყიდოთო. 

თბილისელები ზამთარში მაშინაც შეშით ვათბობდით ბინებს. ”რა დროს შეაშაა, კაცო, რა დროს შეაშაა ამ გაგანია მაისშიო?!” - ბრაზობდა დედაჩემი, მაგრამ მამა თავისაზე იდგა - ”აღარ მოვა ზამთარიო?”

მე, ცხადია, დიდიხნის შეპირებული ველოსიპედი მინდოდა, ამიტომ ჩუმად წავაქეზე ჩემი უმცროსი ძმა და იმანაც - ველოსიპედიო? - წამოიკნავლა, მაგრამ გადაუბრიალა დედაჩემმა თვალები და ჩააკმენდინა ხმა.

მამაჩემს კი ეგრე იოლად ვეღარ გადაათქმევინა - შეშა და შეშაო, გაიძახოდა.

მეორე დილით მე და მამა რიყის უბანში წავედით (ახლა იმ უბნის ნასახიც აღარსად არის). წავედით, რასაკვირველია, ფეხით. ჩავედით, გავიარეთ ვიწრო ქუჩები და ერთ დიდ ფარდულს მივადექით. 

გამოვიდა, გამოგვეგება იმ ფარდულიდან ვიღაც შავი, შავფეშტამლიანი კაცი. მამაჩემმა მიესალმა იმას და შეშა მინდაო, უთხრა. აათვალიერ-ჩაათვალიერა იმ კაცმა ეს მამაჩემი, სხვათაშორის, ესეც შავი, შავი, რომ მეტი არ იქნება და ეკითხება:

- ინჩქანეს უზუმ?

- რაო?

- ასუმემ, ინჩქანეს უზუმ, აი მართ!

- ქართულად მითხარი, კაცო, არ მესმის. - გაეცინა მამაჩემს.

- ვა?! შენ რა რჯული ხარ?!

- ქართველი ვარ.

- ქართველი?!

- ჰო, რა იყო?

- კაცო, მართლა?!

- მართლა.

მეშეშემ ზეცას ახედა, პირჯვარი გადაიწერა და გაქვირვებულმა თქვა: - ვაი, ტერ ასტვაც, პირველად ვნახე, ქართველი გაზაფხულზე შეშას ეძებდესო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ