მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 896 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- არი რამე? - პასუხს არ მაძლევს.

- ჩინს-მეთქი რამე?

- ცოტაც მაიცა და გაჩინდების. - დურბინდს თვალს არ აცილებს, ისე მპასუხობს ჩურჩულით.

მე ჩემი მჭირს. სიარულჩი არა მიშავდა, დავსხედით და ვიყინები. ვზივარ მაბღუნძულ, გაუნძრეველ და ფეხის თითებსღა ვამოძრავებ ვალინკჩი.

- ქალ მყავს სიზმარჩი ნანახი - ხელ მაგვემართება, - ჯიბეში ასანთს და სიგარეტს ვპოულობ.

- ნუ მასწევ, თუ გინდ, ხელ მაგვემართას - ჩემსკენ არც გამოიხედავს, ისე მამიგდს მხარუკუღმა, სპიჩკ ჩხრიალ თუ გაიგონ.

რა გინდ რო უთხრა? არ ტყუის. უკან ვმალავ სიგარეტსა და ასანთს.

დღეს გრძელ დღე იქნებ, კიდე ბევრს მავსწევ. ლამის შუაღამჩი ვარ გაღვიძებულ და მას მერე მოვდივარ. სულ ნჯღრევით გამაღვიძ და თვალ რო გავახილ, მაგისი ნახვა, რატო არ ვიც, სულ არ გამკვირვებავ. ოღონდ ცოტა კი შემეშინდ. ლამპა თავს მაღლა ეჭირ და ნავთის შუქზე უფრო ჯმუხ, უფრო კუშტ და რაღაცნაირ საშიშ ჩინდ. გამაღვიძ და - "ჩაიცვიო!» ჩაცმა დიდ მე არ მინდოდ, გუშინდელ ნამთვრალევს ეგრევე მეძინ ტანისამოსიანს დიდ გეოლოგიურ სპალნიკის ქვეშ მიკუნჭულს. ეტყობ, ძოღან შიგ ჩაძრომა ვერ მამეფიქრ და მთელ ღამე ლოდივით ზედ მედო იმოდონა სპალნიკ.

საით მივდივართ-თქო - არ მიკითხავს. ახლოჩი ხო მაინც მიჭრის თვალ, ზურგზე ვეშჩმეშოკ და ავტომატ დაუნახ. არც ქალიანი სიზმრის გაწყვეტა მწყენია - რაღაცნაირ დიდ, თეთრ და უკარებ რაღაც ჩინდა ის ქალ. ვალინკებიც იქვე დამეყარ ლოგინსთან და იმათ რო ვიცმევდ, ერთ კი ვიფიქრ ბიძაშვილზე - მთლად გაგიჟებულა ეს მწერელთტყვე-მეთქი, კაცს ლამის ოთხი თვის უნახავ ცოლ ამაუვიდ ბარიდან და ეს კიდევ სანადიროჩი იწევს ნაშუაღამევჩი...

წვიმას კი გადეღო, მაინც არაფერ ჩინდ. მივჰყევ ბიძაშვილს, იმანაც სულ გუმანით იარა. ჯანი იმდენ მამდევს, რო თითონ ვაჟასაც მხარზე მავიგდებ და ისე ვატარებ აღმართჩი, მაგრამ იმ უჩინ-უკუნეთჩი ვერას ვხედავდი. ზოგან არც ჯოხ მშველოდ და ერთი-ორგან წავიფორთხილ კიდეც ქვიანზე.

სულ შუბლით ვეხეთქე ვაჟას ზურგზე ავტომატსა და მეშოკს. ოთხ საათს მაინც ვიარეთ, მანამ აქ ამოვედ და არაფერ დამინახავს. მთელ გზაზე სულ ორად-ორ თეთრ ლაქა დავლანდ ბნელჩი: ერთ - ჩვენ ეზოსთან დაყუდებულ, მოჩვენებასავით დიდ, კამაზ-კონტეინერი, დღეს ვაჟასა და ჩემი ძმის ოჯახებ ერთიანად რო უნდ ჩაყლაპას, ზედ კიდევ მეც დამაყოლოს; და კიდევ სოფლის თავს, სათიბების ბოლოს, ჩემის ძმის თეთრ ფაშატი ძოვდ, თურმე, ბალახს.

რო არ დაეჭიხვინ, ვერც დავინახავდით. კვიციც იქ სადმე ეყოლებ, მაგრამ შავია და არ ჩინდა. დაიჭიხვინ და ჩვენკენ წამოვიდ, ლამის ცხვირ მამადვ. ისევ დაიჭიხვინ და ვაჟამაც შაუკურთხ მაგარ, ჯოხიც გადააწნა ჯავრიანად და თეთრ ლაქაც ჩაითქა უკუნში, ჩაქანდა სოფლისკენ, თავქვეში აჩქამდ, კვიციც თან გაიყოლ, მგონი, ტიალმ...

მთლად გავითოშ და მავიბღუნძ.

ვაჟას დურბინდ ჯერ ვერ სჭრის, მაგრამ დღე ეთქმის უკვე, ოღონდ მე ჯერ ბევრს ვერას ვხედავ, ისე კი ვხვდებ, სადაც ვართ...

მონადირე მე არ ვარ. ვერც ვიქნებ, ჩემი მხედველობის პატრონ. ლიშან-პრიცელის და იარაღის მე არა გამეგების. ნადირის მალალვასაც არავინ მანდობს, მაგასაც თვალ სჭირდებ და არც გვერდალში სიარულ მეხერხებ. ჯანი კი დიდ მაქვს და დღესაც ლეშის სათრევად ვყავარ წამოყვანილ ვაჟას. დიდ ნადირობას აპირებს, მაგას ახალგაღვიძებულ მაშინვე მივხვდ, ლამფის შუქზე მოქუფრულ-გაბანჯგვლულს, თავისზე გრძელ შაშხანის მაგივრად, თავისი ძმის აკა-ეს რო ვუცან ზურგზე.

- აგე, ჯერ არ მათენებულა და უკვე სიმაგრეს მიდიან ტივლები! - ვაჟა იგინება, ღელავს და დურბინდს იგლეჯს თვალთაგან, თითქოს მე უნდ მამცეს, მაგრამ, ეტყობ, ჩემ სიბრმავე აგონდებ და ისევ თითონ აცხრება თვალებით.

- ბევრებია? - გულს გარეთ ვეკითხებ და არც ის მაძლევს პასუხს.

ჩემთვის აღარ სცალის უკვე. ცალ ხელით დურბინდს აბრუნებს ბუდეს და მეორეთი ურძნის ჯოხს ეძებს ნაშალზე.

- აქ იჯედი! არ ადგე, ფეხ არსად მაიცვალო! - ვაჟა ქრება, ნაშალზე ჩუმად ეფარებ დიდ ლოდებს. კენჭ რო კენჭია, იმას არ აჩქამებს...

მე კი ვიც მაგის ეშმეკები. თუ ხელ მაემართა და ინადირ - სთქვამს: ალალბედზე ვიყავ წამასულიო. იმით არავის არაფერ უთხარ, რო რის იმედ უნდა მქონოდ ბარჩი წასვლის წინ, ნადირთ შაუკვლევლად წასულს? ამხანიგადაც ლამის ბრმა კაცი წავიყვანეო. თითონ კიდე ეგ ნადირ დიდი ხნის დანახულ ჰყავს, შეიძლებ ერთი კვირაა, რაც ყოველდღე უცქერს, სოფლის თავზე სახედავ გორიდან. სათავისოდ, როგორც წყალჩი ჩადებულ ხორცს, ისე ინახავს უმარილოდ ბარჩი წასაღებად.

თვალს მიეფარებ, თუ არა, მეც ვუკიდებ სიგარეტს.

რაც უნდ - ის ქნას. ესეც მესაზღვრეების ასტრა კი არა - ნაღდ ფილტრიანი, ბარიდან ამატანილ, გუშინდელ ქეიფს გადარჩენილ ერთ კოლოფი. ეხლა უკვე მიჩინს რაღაც-რაღაცა, ვხედავ, რო უკვე გაუდარებავ და მაგიტომაც ცივა ეგრე. მზე უკვე მიმდგარა ტებულოს მაღალსა და მაისტის ხეობის მიჯნაზე. აქამდე კიდევ ორ საათს არ ჩამაიხედავს, ოღონდ მანამ იქნებ ვაჟამაც დათოფოს რამე და მეც განძრევა შემეძლას, თორო ეს თურქულ რეზინის ვალინკ სულ ვერ იჭერს სიცივეს. ვგდივარ ეგრე გათოშილ, სიგარეტს ვწევ და შურთხს ვუსმენ. სადღაც სულ ახლოჩი სტვენს ჩემდ უჩინარი.

სამაგიეროდ, ჩემს თავთ დიდ შავ ქარაფს ვარჩევ და უკვე ტოჩნად ვიც, სადაც ვარ. ეგ გვერდალში შავად მომზირ კლდეა "ბეწუას გადმონავარდნი". ბეწუა კიდევ ჩვენი ორთავეს, ჩემ და ვაჟას, დიდ პაპა ყოფილ, მაგარ მონადირე. ოღონდ ერთ ზამთარ მაგ კლდის თავიდან გადმოუჩეხავ ზვავს ჯიხვთ მადევარი.

ვაჟა მეფიქრებს, მერე ნადირობა და მერე ის, რო ცოცხალ ნადირის ნახვა ალბათ არ მეღირსებ. დურბინდ რო დურბინდია, იმაშიც ვერასდროს დავინახ. ნახოც კი ბევრ მინახავ და ჩემი ზურგითაც ბევრ მაქვ ნათრევი. დიდ რქიან ჯიხვები, შუნებიც და ჯიხვ-მაზვრებიც, ლამაზ, მაღალფეხება ფსიტებიც და ბოტობისგან მთლად დაშრეტილ-დაშტერებულ ვაცებიც, ტყვიას თითონ რო უშვერდნენ შუბლს თურმე.

ხოდა, დახოცილ ნადირს რო ახლოდან ვუცქერ, მუდამ ეგრე მგონავ, რო ეგენი რაღაც სხვა, ახლოჩი მყოფ, მაგრამ ჩემდ უხილავ ქვეყნის შვილნ არიან. იმ ქვეყანას მე ვერ ვხედ და მხოლოდ მესმის მისი: შურთხის დასტვენა, დამფრთხალ ნადირის დაგორებულ ქვის ჩხრიალ, ზვავის ჩქამ ან თოფის დატყვრომა. მე ვერ და სხვა კი ბევრ სტუმრობს ამ ქვეყანას ხორცისა და სახელის მაძებარი. ძველებსაც ხო უთქმავ: "ახალგაზრდა ჯეილსავ დიდი ჯიხვის მოკვლა და ლამაზ ქალთან წოლა უხალისავო..."

ამ ქვეყანაჩი მონადირენი ნაშალზე გადარბიან, გვერდალჩი ეკიდებიან, შაშხანის ჩახმახებს აწვალებენ და ლულებს ავარვარებენ. დაფეთებულ ნადირ კი მაღლა და მაღლა იწევის სიმაგრეებისაკენ თავის საშველად, ზოგ, რომელთაც არ სჭირთ, უფრო ჩქარად გარბის, დაჭრილნი კიდე - მძიმედ და ხროტინით, ზოგ - პირზე სისხლიან ქაფმამდგარ, ზოგ - ტყვიით გადამსხვრეულ ფეხის მთრეველ.

ზოგ თავს შველის, ზოგ იქავ რჩება, უკვე უსულო და გაუნძრეველ. მე მაშინღა ვნახულობ მაგათ, მაშინღა ვუთვალიერებ რქებს, ჩემ ბრუციან თვალებით ვიყურები იმათ უკვე უჩინო, სინათლეგამქრალ თვალებჩი, რომლებშიც აღარაფერი ჩინს, არც მე, აღარც მათი მკვლელი, აღარც ეს ცა და ეს მთები.

უსულოები არიან, ჩემ სათრევები, ჩემ სატყავები... მე ვარი მაგათ ერთადერთ ჭირისუფალი.

ჯერ ბალღობაჩი მამაჩემ რო კალთაჩი დამისვის და მეტყოდის: "სანადიროდ უნდ გატაროო", მაშინვე ვიცოდ, ვგრძნობდ, რო ჯიხვის მაკვლა და დედათა ჯარზეით ადგომა ჩემ წერა არ იყო. აი, ცოცხალ ნადირის დანახვა კი ყოველთვის გულით მინდოდ...

ჩემს მაგიერად ვაჟა ხედავს ეხლა მაგათ, ვაჟა ეპარებ. ახლოს რო არ მიუშვებენ, მაინც სთოფავს, არც მაგათ ტყუილ-უბრალოდ დაფრთხობას მაერიდებ. შუნ-ციკანსაც არ დაინდობს. ვაჟა სახორცედ არის გამაჩენილი, სახორცედ ჰყავს ეგ ნადირი შენახულ. არდოტელ ცოლეურებთან ერთად ორ კვირა იარა ხელმაცარულმა, თივასაც მასცდა და კარტოხას ამათხრასაც.

მაჰკოში ნანახ ჯიხვები თუშეთს გადაეხიზნათ ჯანღსა და დელგმაში. არც ბორბალოზე მაემართათ ხელი, ხუთმა თოფეს ერთ მარტოფსიტ, იმან კიდევ შელოცვილივით ხუთივეს სათითაოდ ჩამაურბინ წინ, თითქოს დასცინ და მერეღა ჩაეფარ ისე, რო ერთიც არ სჭირდა. მერე აქაც ყოფილიყვნენ ერთ კვირის წინ ამასულებ. თითონ ვაჟა წასულა მასალალად და ისე დაბრუნებულა - ერთიც არ გაუსრევავ. არაფერ იყოო - უთქომს. ეხლა კი ვხვდებ, რო მაშინათვე ჰყავს ნადირი დანახულ, მას მერე ინახავს სათავისოდ, ბარში წასაღებად. საბან-ლოგინთან, კარტოხასთან, ყველთან ერთად, იმათაც კამაზის კონტეინერჩი უპირებს დაბინავებას.

და აჰა! დატყვრა კიდევაც აკა-ეს-ი.

ეხლა მუხლის გაშლა ხომ მაინც შეიძლებ...

ის კიდე ტყვრება და ტყვრება ტიალი, აღარ ჩერდება...

 

* * * * * * *

 

სახეზე ოფლ გადმამდის, ჯან-ღონე გამამეცალ, ვეღარც ფეხს ვგრძნობ და ვეღარც ხელს უკვე. მზემამსწრალ ეშმაკივით ვარ. რომელ ცოდვების მოსანანიავებლად შამხვდა ამდენ ტვირთი? უკვე სოფლის თავს გადმავჩინდით და მაინც არავინ გვეგებებ მოსახმარებლად.

ჩემ ტვირთი როგორიღაა? - ერთ ჯიხვ-მაზვერ და ერთიც შუნ, თანაც შუნ ისეთ, რო ჯიხვმაზვერზე ბევრად ნაკლებ არ არის. ერთ დროულ ჯიხვს ვაჟაც მოათრევს თავქვეში და მაინც კუშტობს, ნადირობამაც ვერ გაუკეთ ხასიათი. მაათრევს ჯიხვს და სოფლისკენ იყურება მალი-მალ, თურმე უკვე სტვირთავენ კონტეინერს ჩვენ ბარგით. ეგრე თქვა ვაჟამ, თორო მე მაგსიშორეზე თვალ სად მიჭრის.

ჩვენს საქმეს სხვა აკეთებს და აბა ჩვენ ვინღა შაგვეგებებ სოფლის ძაღლების და ბალღების მეტ. ძაღლები კი თავიდან აჯაგრულ-დამფრთხლებ უმზერდნენ ნადირს, მერე ლეშის გეშ აიღეს და ეხლა ზედ გვახვევიან სვავ-ყაჯირივით. გადით, ძაღლებო, თქვე მამაძაღლის ოხრებო! მამწყდით თავიდან! თქვენ ბედ, რო ქვას ვერ ვიხელთებ და ჯოხიც გადავაგდ ლეშის მთრეველმა. წაოხრდით თქვე ლეშიჭამიებო, ისედაც დასძღებით დღეს ფაშვ-ნაწლევით. კარგზე გლოვა არც თქვენ იცით, თქვე ყორნებო, თქვენა...

არც ბალღებისგანაა დიდ ხეირი, მარა ძაღლებს ხო მაინც უშენენ ქვებს. "ხელ მაგემართას!" - დიდ კაცებივით ეტყვიან ვაჟას. ამათაც იციან, რო ჩემ მაკლულ არ იქნებ.

აგე, ღვთისუკას ლუხუმაც მასულა, ეგ ჩემზე უფრო ბრმა, ეგა. ლამის მიწას ადებს სახეს, ძაღლებზე სასრევი ქვა რო მაიხელთოს. ალბინოს რამეა ლუხუმა და თვალ არც ახლოს უჭრის და არც შორს. ძაღლივით ესეც ლამის დრუნჩით ეცეს ნადირს, მერე შუნის უკანა ფეხს დაიიღლიავებს და თავჩაღმ ეზიდება.

- მაშორდ, ლუხუმ, არ გინდა! - განა შეასმენ რამეს, ჯიუტ და კერპია. მოხმარება სწადის და ხელის შეშლა კი გამოსდის. სულ ფეხებში მებლანდებ იმის პატარა, თეთრი თავი. აღარაფერს ვეტყვი, ზიდოს - თუ უნდ, მაინც აღარაფერ დაგვრჩა.

სახლჩი ვართ უკვე.

მაშ, მოვედით და თითქოს ვერც მოვედით. აბა, ეგ რა მოსვლაა, სულ თუ არვინ მოგათქმევინა! ბარგობაც მაგას ქვია. ერთ ბარგის ზიდვას მოვრჩ და ეხლა სხვა მაქვს საზიდ...

რა გინდ თქვი და სოფელჩი ისე შევდივართ, როგორც პარადზე. ჩემ ძმამ და ბიძაშვილებმა ბარგობას თავ დაანებეს, აქამდე ხო არ გვამჩნევდნენ, ეხლა კი გზაშივე დაყარეს კარტოხიან მეშოკები და დაჯარდნენ კამაზთან, ქალ-რძლებიც აქ არიან, ვაჟას ცოლიც - ჯიშიან, ქალობილ ქალი. გუშინდელ, ლამაზ, ბარულ ტანისამოს სცვავ, გუშინდელივით საღეჭ რეზინას ღეჭს ვაჟაზე ერთი თავით მაინც მაღალი. არას ამბობს, მაგრამ მაინც კმაყოფილ ჩინს, ქმარმა რო უცბად ხორც გააჩინა.

სხვებ რა? კამაზის მარტყოფელ შოფერი ნანადირევს უტრიალებს და უკვე რქებს თხოვს ვაჟას, "თუნდ ამის იყოსო" - შუნზე ეუბნებ - ბუხრის თავზე დავკიდებო. უნდა გამარჩეს რაღაცას თავის შოფრული წესით.

ისე, საქმეც ვერ გაუხანებიათ დიდად.

ეტყობ, სპირტმა უსაქმა და მააცდინა. ჩაარტყეს დილიდან. ვაჟას ბარგ ჯერ სანახევროდაა დაწყობილ, ჩემ ძმისა კი სულ ხელუხლებელ ჩინს. ამიტომ, ჩემ უფროს ძმა, მე რომ ველოდ, ისე უკოპოდ არ დამხვედრია: ერთ კი ჩაიბუზღუნ რაღაც, მაგრამ ჩხუბით არ უჩხუბავ, ბარგობას რო მავსცდი. არც მე ვეჩხირებ თვალჩი, მოვკიდ მეშოკს ხელ და წავიდააა. ლეშის თრევას ისევ კარტოხა და სხვა ბარგ სჯობ.

ერთ თხუთმეტ წუთის კარგ მუშაობა და მოვრჩით ვაჟას ბარგს, აღარ გავჩერდით და ჩემ ძმისა დავიწყასთი. რა არ მოაქვთ ქალებს ბარჩი - არაფერს სწირავენ, ჩრაქვ რო ჩრაქვია, ისიც გამაუტანია ჩემ რძალს.

"ბარში უმაგისობა არ იქნებაო?" - დასცინებს ვიღაც, მაგრამ რძალს გაგონილ აქვს, იმ ხრიოკჩი ტყე არ არის და ქარსაცავის ხეებმა სულ არ იცის ცეცხლიო, ნავთიც გაძვირებულია და ამიტომაც მოუმარაგებვ ცეცხლთსანთებლად ამოდენ ჩრაქვ.

ყოჩაღ ქალია ჩემ რძალი, ტყუილა არაფერს წამოიღებს. ეგ ყველამ ვიცით და ჩრაქვსაც კარტოხასთან, ყველთან, შიბუსთან, ერბოიან ვედრებთან, ცულის სატარეებთან, მატყლთან, ლოგინებთან, ტანისამოსთან, სკამებთან, შავ არყის ხის ცოცხებთან, საარყე ქვაბთან და შიგ ჩასმულ დედლებთან ერთად კონტეინერში ვაბინავებთ. ეს კამაზ კი მართლა ყველაფერს იტევს და ყლაპავს ეს ტიალი. ორ ოჯახ ჩასანსლა და ეგ არის...

ახალ საფიქრალ გამიჩნდა! "ქათმებ არ დაიგუდონო" - ვიღაცამ სთქვა. გადავთვალე წამსვლელები: ჩემ ძმა რჩებ, თავის და ვაჟას საქონი უნდ წამაასხას თვის ბოლოს ერთ ანდაქელთან ერთად. ჩვენს სოფელს კიდე რა უჭირს - გზა შველის, მარტო ვაჟას ორ ძმა რჩება ოჯახებით და კიდევ სხვები.

ანდაქს კი ბოლო მოსახლე სტოვებს მგონავ, თანაც პირდაპირ რუსთავისკენა აქვს გეზი. ხოდა, ვაჟა, იმის ცოლ, ჩემ რძალ ორ ქალით - ეგენი ყველანი დაეტევიან კაბინაში. ჩემნაირ დაჩუნთვილ თუ ჩაჯდებ მარტო კონტეინერში შიბუს და ყველის წვენით დამბალ მატყლზე და აბა, მე გავიგუდები თუ არა - ვინმე თუ იკითხავს...?!

კი მივდივართ...

და სად მივდივართ?! ჩემთვის იქ საზამთროდ ჩასახლება ახალ არაა და ჩემ რძალმა კი მართლა ვერ იცის, სად მიდის. ჩემ ძმას იქ ძველ სახლ რაღაც უყიდავ და მის მეტს ჯერ თვალით არავის გვინახავ როგორი. მეც ხო გაზაფხულიდან აქეთ ვარ...

ვაჟას ცოლ პირიქით - უფრო თადარიგიანი ამაჩინდ. გაზაფხულზევე იყიდეს სახლი და მას მერე აქეთ არ ამაჩენილ, სააქაოდ აღარ სცალის.

ახალ სახლს აწყობს და ახალ ცხოვრებისთვის ემზადებ. ათენგენამდე იყო ბალღებით ამასულ მარტუა ორ დღით. ხელ არ ემართებათ ცოლ-ქმარს, მაშინ იყო და დასტურობისთვის ემზადებოდ ვაჟა, ცალკე ეძინ, ჩემ ძმის სახლს მიდგმულ პატარა სასტუმრო ოთახჩი, ძოღან იყო და შუაღამისას სანადიროჩი გაექცა ცოლს, "ეგ მგონ შუნებთან ბოტობსო" - მაგის ძმა, ღვთისუკა, ამბობს - "თანაც ეს ბრუციან კაც დაჰყავ, რო არაფერ დაინახასო."

და აჰა, მავსჩით ბარგის ჩაწყობას და მარტყოფელ შოფერს ჰგონავ, რო ყველაფერს მავსჩით. გუშინ მთვრალ იყო და აქეთ გვარიგებდ ჭკვას, სუყველას ძმისწულებს გვეძახდა, არა და ჩემ სწორ თუ იქნება, ეტყობ გაგონილ რაღაც ჰქონდა - მთაში ეგრე ამბობენო. ეხლა ჩქარობს - დღის შუქზე მთა მაინც გადამავლიაო, მაგრამ ჯერ არ იცის რო აქედან ეგრე ადვილად ვერ გააღწევს.

მე კი ვიც და ეგ მიხარის - ცოტა ხან კიდევ მინდ აქ გაჩერება, თორემ ბარჩი ჩრაქვიც მალე დაიწვებ, ჯიხვიც შაიჭმებ და მერე გავხდებით ჩვეულებრივ ბარელ ხევსურები, გვარებიღა შაგვრჩება ჩვენი, კილოსაც შავიცვლით და საზრუნავ-სადარდებელიც სხვა, ბარული, გვექნება. ყველანი ეგრე გავხდებით.

ყველანი, ოღონდ ჩემ უფროს ძმა - არა.

ეგ კიდევ ხელებს იწმენდს შარვალზე და "სახლჩი შევიდეთო." ეგრე იცის, რაღაცნაირად უბრალოდ და გემრივლად თქმა. დაულევლად აქედან რო არ წავალთ, ეგეც ყველამ ვიცით და ჩემ ძმის ოჯახ რო ყველაზე პურმარილიანია მთელ გვარჩი და, იქნებ, მთელ მიღმახევშიც - ეგეც ხო ეგრეა. ხატობას თუ ვინმე ნათესავ ამადის ბარიდან, ისიც ჯერ ჩვენთან მოვა და მერე სხვასთან.

არდოტის ხევისბერ ჯამრული რო ამაგვივლის ხოლმე სასმელით თვალებაპრიალებული, ისიც ჯერ ჩვენს სახლზე მოდგმულ სასტუმრო ოთახჩი დაიკავებს სათავისოდ ადგილს, ბალიშის ქვეშ დაკეცილ ცხვირსახოცს და ბებუთს ამასდებს და მერე კი შეიძლება მთელ ღამეც არ შემოვიდეს. ხან სად იქეიფებს და ხან სად; სახლიდან სახლში გადაინაცვლებს...

არა, ჩემ ძმას ვერც ბარ დააკლებს რამეს, ვერც სხვა რამ. ეგ არც ბირჟაზე დადგებ, არც ტოტალიზატორებში გაერევა და არც არჩევნებში. გოგოებ რო არ ყავდეს სკოლაში წასაყვან, აქედან ფეხსაც არ მაიცვლიდა, მარა სადაც არ უნდა წავიდეს, აქაურ წესზე იქნება მაინც.

ბარისას არც ხალხს ჩააგდებს რამედ, არც ამბებს. მამაჩემივითაა. ის კიდე ისეთია, რო ბოლო ოც წელ ბარჩი ნაცხოვრებ, ეხლა კიდე ადგილის დედისგან დაბმულ, სხვის დაუხმარებლად ლოგინიდან თავსაც რო ვეღარ სწევს, და მაინც მარტო ძველ ამბებს ჰყვება, თითქოს ჩვენს დიდ, ხრიოკ სოფელჩი, ან თბილისჩი, ზედვე რო გვაქვს მაბმულ, ეს ოც წელი არაფერ მამხდარიყოს. თუ ამბავ რამეს იკითხავს და ისევ აქაურს. ცოლიც სათავისო ჰყავს, იმიტომ რომ დედაჩემ, საქმეც რო არაფერ ქონდეს, ერთს თავს არ აიღებს, რომ ჩვენს გვერდით აეროპორტიდან, ვინ იცის რომელ მხარისკენ აფრენილ, ან საიდან ჩვენსკენ მომავალ თვითმფრინავს გახედოს.

მოკლედ, ჩემ ძმის გარეშე სოფელ მებრალებ და უსოფლოდ კიდე ვაჟა. ეხლაც არ ვიც, მიყვარს თუ არ მიყვარს ჩემ ჯიხვთ დამლევი ბიძაშვილი. ნადირ კი ამოისუმთქავს უმაგისოდ, წელს კარგ, წყნარ ბოტობა ექნებათ დალოცვილებს.

მე კი - რაღაცნაირად მებრალვის ვაჟა, თანაც ისეთია, რო გულის გახსნა არ იცის, რას ფიქრობს ვერას გაუგებ...

ისე, ნეტა კი, ვაჟა უფრო მალე დალევს აქაურ ნადირს, თუ ჩვენ დაგვლევს ეს სპირტი, ახმეტელ სოვდაგრების ამატანილ და ჩვენ ყველ-ერბოში გაცვლილ, შხამია ნამდვილი. ყველამ ვიცით და მაინც ყოველღამ ვეძალებით.

მაგრამ, მგონავ, ტუზ დაეცა მარტყოფელ შოფერს. ჩემ ძმა ჩქარობს, თვითონ რჩებ და ჩვენ დარდი აქვს. სამ ჭიქის მერე გვეუბნებ, მალე უნდა წახვიდეთო და სოფლიდან საიქიოს წასულებისას ამბობს შიოს მასპინძლობით. რა ყოფილა კაცის მახსოვრობა? რა ხანია ქადაგად ვარ მაქცეული და შიო ერთ არ მიხსენებავ. ჯერ ორ წელ არ გასულა იმის სიკვდილიდან და სიზმარში შიოს ხილვა კი არ მიხარის - მზარავს. მეშინის გულჩი რო მიხუტებს.

ვისა მეშინის თანაც? ჩემ სწორის, ჩემ მეზობლის, ჩემ ნათესავის და ჩემ ყველაზე კარგ ძმობილის. იმას კი სხვაც ბევრ ჰყავდა ჩემნაირიც და უკეთესიც, თითონაც კარგ იყო. და მე კი ეგეთ არავინ მყოლია. ბარისახოს ინტერნატჩიც ეგ იყო ჩემ დამცველ და მოსარჩლე, თუმც ჩემ ღონის ნახევარ არ ჰქონდა. ბალღობიდან ყველაფრის მოთავე ეგ იყო - რაც ჩვენ სგუშონკები და პეჩენიები გვაქვს ნაპარ ინტერნატის საწყობებიდან... ეჰ, სხვებთან ერთად მეც ვუდგები შიოს ფეხზე, რაღაცის თქმაც მინდების, მაგრამ რა უნდა ვთქვა ეხლა მე შიოზე, ესე, ჭიქით ხელში, გზაზე დამდგარმა. ისედაც ყველამ ყველაფერ ვიცით და არც არვინ არაფერი...

ზამთრის გრძელ ღამეებმა უყო თუ სხვა რამემ - უკვე ვერასდროს გავიგებთ.

იმ ზამთარს კი მეც შემოვრჩი სოფელს, მეც მამიწია საქონში მორიგეობა და ნავთის შუქზე ჯოკრის თამაში. დღისით თუ არა, ყოველღამ მაინც ვხედავდი და ვერაფერ დავატყვე სამაგისო. იმ ღამეს კი მე დამტოვა თავისთან, მერეღა მივხვდი, რატომაც: მარტო რო დარჩენილიყო, ცოლთან, მერე იმას დაბრალდებოდა ყველაფერი. ხალხ იტყოდა: ცოლთან იშუღლა და იმად დაიხალა ტყვიაო. ცოლს გაუფრთხილდა და მე გამწირა თავის თვალების დასახუჭავად. გვიანღამ რო გაჰკრა სპიჩკას და ოთახში რო დაიწყო ბორიალ, მე არ მეძინ და: "რას ეძებ?"-მეთქი, - გავძახე. "არაფერს, დაიძინეო." ცოტ კიდე იფათურა ბნელში და გარეთ გავიდა.

ეტყობ, დიდხანს იფიქრა გარეთ, იმად, რო თოფ რო გატყვრა, მე უკვე ძილისკენ ვიყავ შაბრუნებული. ბნელჩი ტყვიებს ეძებდა თურმე.

ჩემ ძმა კი უკვე მთისა და ბარის სალოცავებს თხოვს წყალობას, ეტყობ მართლა გვიპირობს გაშობას, ალბათ დროც არის, დაღლილსაც მაგრა მამეკიდ სპირტი.

ისე წავიდ სუფრა, რო არც ჩემ ძმას და არც სხვას, არავის უხსენებავ, ორ ოჯახ რო სამუდამოდ მიდის, თითქოს ჩვეულებრივ ბარგობა იყოს. დავლიეთ, რაც წესით უნდა დაგველია, "გზა, მგზავრისაც" ვთქვით და გამოვეფინეთ ისევ შუქზე. შოფერიც აქ დაგვიხვდა. კმაყოფილ ჩინს, შუნის რქებიც უჩუქებია ვაჟას და ჯიხვმაზვრისაც. "ეხლა ხო მორჩით ყველაფერსო" - მაგის თქმაა და ვაჟაც კივის თავის სახლის ღია კარიდან, ხელს გვიქნევს, საკომურიდან კი ბოლ გასდის სახლს.

"რქებ რო მიგაქვ, ხორც აღარ უნდა გასინჯო, ძმისწულო"-მეთქი - მხარზე ხელს ვურტყავ შოფერს, გუშინდელს ვაგონებ, მაგრამ იმას სახუმაროდ აღარა სცხელა, უფრო ჩვენს დასაჩქარებლად შემოდის სახლში, ვიდრე საქეიფოდ.

სხვანაირ ქეიფ წავიდა ვაჟასთან, სულ სხვანაირ.

პირდაპირ გახურებულ ფეჩზე დაუყრია ბიძაშვილს ნადირის სუკები და იმას აშიშხინებს მწვადად.

დაარტყა სპირტი დიდ ჭიქით, ერთ ჭიქაში წამაგვეწია და გაგვასწრო კიდეც მგონი. წყვილ ბალალეიკაც გააჩინა საიდანღაც, ერთს ჯიმშერას სტენებს და მეორეს ჩემ ძმას. ჩემ ძმა უარობს და ვაჟა იმუქრება, ჯიმშერა კი ჩამაჰკრავს სიმებს და ჯერ ქისტურს უკრავს, მერე ჩვენებურს...

- ლექსი თქვი, ჯიმშერ, ლექსი! - ღრიალებს ვაჟა და ჯიმშერაც მღერის რაღაცას, მგონი ჯაბუშანურისას, კარგადაც მღერის. მაშინ კი ჩემ ძმას იჭერს ვაჟა კისრით და სპირტს ასხავს, თითქოს იმის ლიშანსღა ველოდითო - სპირტიან ჭიქებით ვერევით ერთურთს. მარტო ჯიმშერას, სანამ ერთ ლექსს ჩაათავებს, სამჯერ ვასხავთ სპირტს. იმისთვის კიდე, მგონი, სულერთია. ერთმანეთს რო ბევრ ვასხით, ახლა ქალებს გამავერიეთ, ესენიც არ გვებრძვიან დიდად, იციან მაინც არ ასცდებათ.

ვაჟას ცოლ კი მაინდომებს თავის დაძვრენას, მაგრამ იმასაც იქავ ვიჭერ კუთხეში, ლამის კარამდე მისულს, და პირთამდე სავსე ჭიქას ვასხამ.

ჯიმშერაც ახალ ლექს მღერის უკვე, ვაჟა სოფლის, ძმა-ბიძაშვილების სადღეგრძელოს გაჰკივის. ბიძაშვილობა როგორებიღა ვართ: ზოგს არაყ გადმაგვდის ნიკაპზე, ზოგ ერბო და ზოგსაც სუკის ნაჟური. "დავგვიანდით ხალხო!" - ჩხუბობს შოფერი, მაგრამ იმას არავინ უგდებს ყურს ქალების მეტ. ქალებ კიდე ახლოსაც ვეღარ გვეკარებიან.

ეხლა ნადირის ხორც ჩამაარიგა ვაჟამ. ან ესე მალე გატყავება როგორღა მაასწრო ხელსწრაფმა?! ჩემ წილ ხო უკვე ცალკე ჰქონიყვ გადადებულ. ყველას ჩამაურიგა, ერთ მეშოკ ხორცღა გაწირა თავისთვის. ვინც იმის მარტო ნადირობაზე იყო გამწყრალი, იმათაც მაუბრუნ გული.

კამაზის მძღოლსაც მისცა, ოღონდ იმის გულის მოგება უკვე ძნელ საქმეი.

ბოლოს ისევ ჩემ ძმამ გამაგვრეკ გარეთ და ეხლა მაგაზე ატყდა ერთ ამბავი. ჩემ სახლიდან სტუმრებს როგორ მირეკავო - ვაჟა წაეკიდა, მაგრამ არაფერი, ერთ-ორ დააბრიალეს თვალებ და გამაერიდნენ ერთურთს.

ბეჩავ შოფერი უკვე მერამდენედ, თითქმის სირბილით მიდის კამაზის მასაქოქად. მე უკვე ფეხარეულ მოვდივარ, უზარმაზარ მანქანას თვალს ვერ ვწყვეტ, გვერდით ჯიმშერა მომყვება, ეგეც მაგარ გამძღარი. ხელს ვხვევ, კამაზისკენ ვიშვერ თითს და იმას ვეუბნებ, რაც მთელ დღე მაწვალებს:

- ორ ოჯახ ერთ კონტეინერჩი, თავის ყველაფრიანად... ეგრე როგორ იქნება ჯიმშერ...

- ძლიერ მანქანაა.

შენ მაგის დარდ ნუ გაქვ, შოფერიც, ახალგაზრდა კია, მაინც გამაცდილ ჩინს. ეგ კიდე ეგეთ მანქანაა, რო ერთ ამდენ ბარგს კიდე დაიდებს და მთასაც მშვიდობით გადავა...

ეტყობ, რაღაც ვერ ვუთხარ, ვერ აუხსენ სწორად, მაგრამ ლაპარაკის ძალა აღარ მაქვს. თანაც რას ვხედავ?! ვაჟას ცოლს ორივ ბალალეიკა ამაუჩრია და კამაზის კაბინისკენ მიაქვს. აქამდე თითი-თითოდ ხან რომელ სახლჩი ეგდო ეგენი, ხან რომელჩი. ხან ვინ აწვალებდა და ხან ვინ. ჩვენიანებსაც დაუკრავთ და ჩვენზე გამოვლილ ჩეჩენ ლტოლვილთა ხელიც შეხებია. ვისები იყო - არასოდეს მიფიქრებავ და ეხლა კი - მახსენდებ, რო ორივ ვაჟას აქვს ბევრ წლის წინ გროზნოდან ჩამატანილ.

ეტყობ ჩვენ რძალს ჩემზე უკეთეს მახსოვრობ ჰქონია, თუმც არც რძალ იყო მაშინ...

მაშ უბალალეიკოდ რჩებ სოფელი. იმ ზამთრის ტიალ, გრძელ ღამეებშიც უკვე ვეღარავინ ჩამაჰფხანს სიმებს, ცუდ რამე ფიქრების და ეშმაკების გასაყრელად. ეტყობ, ეხლა კი მართლა წავედით...

მაგრამ არა! "მოჩქარეს მაუგვიანდესო:" ლამის კამაზის კაბინამდე მისულ ცოლს ვაჟა გამაჰგლეჯს ბალალეიკას და თვალების გიჟურ პრიალით საცეკვაოს უკრავს.

აჰაიტ! მაგარ ვინმე ხარ ბიძისშვილო!

მე უკვე ტაშს ვუკრავ და სხვებიც მყვებიან. ჯერ ჩემ რძალ შლის ხელებს და მერე ჩემ ძმის უფროს ქალი. უკვე წრეში ვდგავართ მთელ ბიძაშვილობა და ქალ-ზალი, ბალღებიც გამოიშალნენ სახლებიდან.

წრის შიგნით კიდევ დედა-შვილ ცეკვავს ლამაზად, ილეთიანად. საბაროდ გამაწყობილნი უფრო ლამაზები ჩინან ჩვენს ფიქლით ნაშენ, ტოლით დახურულ სახლებთან, წვიმით და საქონით ატალახებულ შარაზე...

- აბა, ასსს!

- აჰაიტ, მაარჯიახ!

ვაჟა ბალალეიკის წვერით უბიძგებს ცოლს და ისიც დაუვლის. დაუვლის კი არ, გაცურდება, ლამაზ, უცვლელ სახით - თან ჩემიანი და თანაც უცხო.

- გაიწიეთ, ატყდება რამე!

უკვე გვიანია. უკვე გავერიე ცეკვაჩი. ჩემ ძმის მორქენალ, კინდოლა ხარივით თავდაღუნულ გადავხტი. თავ იმიტომ მაქვს დაღუნულ, რო მიწა არ გამექცას.

მიწა კი ბრუნავს, ტალახი და ნაკელი ფეხს აღარ იჭერს.

- მოეცალეთ, ბალღებო, დაგჭყლეტსთ სუყველას!

ისე დამცინიან, თითქოს დოღჩი დამფრთხალ ცხენ ვიყო. მიწა კი ბრუნავს, ბრუნავს ჩემ სოფელი, ჩემიანთა სახეები, ოღონდ რომელი ვისია - უკვე ვეღარ ვარჩევ, ვერც იმას ვხვდებ, რად მეცლება მიწა ფეხქვეშიდან, მერე სწრაფ მიახლოვდება და პირდაპირ სახით ვვარდები ტალახჩი, ქვეშაც ვიღაცას ვიყოლებ, ვიღაც მიფართხალებს გვერდზე. ვიღაცამ დაახანა, და ვერ მომეცალა გზიდან. ღვთისუკას ლუხუმაა, სხვა ვინ იქნება. ეგ არის, ეგ ბეჩავი, ჩემზე უარესი.

- შე ჩემნაირო, შენა! - ბალღს ვიხუტებ და კისერჩი ვკოცნი, დიდხანს არ ვუშვებ, მგონავ რო დიდხანს... ისიც იტრუნება...

ეგრე ვართ სანამ არ აგვაყენებენ. მხარჩი არ ამომიდგებიან და მანქანისკენ არ წამათრევენ. ცალ მხარჩი ჯიმშერა მიდგას, მეორეჩი ჩემ ძმა.

- ჩასვით და წავედით! - ყვირის შოფერი. მაგას უკვე აღარც ჯიხვის რქებ უხარის, აღარც ფულ. ერთ სულ აქვს - აქედან გაასწროს. თითქმის გამასდის კიდეც, მაგრამ ისაა - საშველი აღარ ჩინს, უკვე უნდა შამაგდონ კონტეინერის დაფჩენილ, უძირო პირჩი, რო ხელს მიშვებენ და იქავ მაყუდებენ ღობეს - ზედ კამაზის გზაზე, თავის ჭიშკართან, შიოს მშობლებს ტაბლა გამაუტანიათ ჩვენ დასალოცად და შვილის მოსაგონრად.

ამათ კიდევ ლუდ გამაუტანიათ. ძლივს მივდივარ ტაბლამდე. შიოს მამას გამაწვდილ ჭიქას ვართმევ, იმის მაგვრად, შიოს ხსენება ვთქო, სულ სხვა რამ ბოდვას ვიწყებ:

- ისემც გიქნიათ ყველა წასულხართ და დალეულხართ, თქვე გოთვერნებო, თქვენა. მე ამავბრუნდები აქ თქვენ მაგივრად, ქალ თუ არ ვითხოვე, შვილებ თუ არ ვიყოლიე - მარტო ვასოფლებ სოფელს... მარტო დავხნავ და დავთესავ, საქონსაც მარტო მოვუვლი, იმად რო, აქაურობის მეტ მე სახლი არა მაქვს...

არვინ მაჩუმებს, იმად კი არა, რო ყველამ უწყის - არსად ამამსვლელ მე არ ვარ. აქედან გარბიან თუ, თორე დაბრუნებით არავინ ბრუნდება. არვინ მაჩუმებს, იმად რო, არც მითქმავ არაფერ, ხმაც აღარ ამამდის პირიდან.

ამას ვხვდებ და რატო არ ვიც, ტირილს ვიწყებ, ცრემლ ხო მაინც გადმამდის. ვტირი და არ მცხვენის არავისი, არც შიოს მამის, იმად, რო შიოც არი ამ ცრემლებჩი.

მარტო შიო არა, ყველაფერია და თანაც არაფერი. სიკვდილიც არის და სიცოცხლეც - ერთურთთან ესე გვერდი გვერდ მყოფები, მეცა ვარ და შიოც, წამსვლელებიც და დამრჩომებიც, ოღონდ შიოს მამას, მგონ, ეგ არ ესმის, იმაად რო ყველა თავისას გლოვობს, თავისას ტირის და, თვითონაც ცრემლებმომდგარს, ჩემ ცრემლიც უნდ, რო მარტო შიოსი იყოს, მარტო იმაზე მგლოვიარ ვგონივარ.

მაგიტომაც მკიდებს უხმოდ ხელს და ოთახჩი შევყავარ, უკვე ვიც, რაც უნდა მანახას. შიოს ლოგინს საბანს ხდის ერთ ხელის მოქნევით და იმის ქვეშ დაწყობილ, მიცვალებულივით გაშოტილ შიოს ტალავარს მაჩვენებს.

ეტყობ, სხვებიც შემოგვყვნენ ოთახჩი, იმად, რო - მუხლ რო მეკვეთება, ვიღაც მიჭერს უკანიდან, ოღონდ არვინ იცის, რო მე საწოლჩი მკვდარ შიოზე უფრო საშინელ რამ წარმავიდგინე, სხვა რამ ხილვამ დამზარა და მუხლ მამკვეთა, საბან რო გადახად, ეგრე მომეჩვენ, რო ვაჟას დილით მაკლულ ჯიხვ-მაზვერ იწვა თეთრეულჩი.

რა ხელებიც მიჭერენ, იმათვე გავყავარ გარეთ, ისინი და კიდევ სხვები მწევენ მაღლა და კამაზის კონტეინერჩი მატყლზე მაწვენენ. საშველს ვეღარსად ვხედავ. ნელ-ნელა იხურება კონტიენერის მძიმე კარი და სანამ უკუნი ჩამაწვება, ისღა მაფიქრდება: ნეტა ერთხელაც შამავლებინა თვალი ვარალამოს და დაქუეხისთვის, ერთხელ, ბოლოჯერ მიცუსთვის და ჩვენ მამა-პაპის საფლავებისთვის შემახედა-მეთქი.

უკვე ბნელჩი ვხვდებ, რო არ მავმკვდარვარ და ჯერ არც მავკვდები. მთვრალ ვარ მხოლოდ, მაგრამ ისიც კარგად ვიც, რომ დღეს სიკვდილი წამამეპარა საიდანღაც. შეიძლებ, მუდამ გვერდით იყო და მე კი ვერ ვხედავდი ჩემ ბრუციან თვალით. დღეს კი დავინახ - ისე ახლოს მავიდა, იმაზე კიდე ახლოს, ვიდრე იმ ღამეს შიოს შუბლგახვრეტილ თავ რო მეჭირა ხელჩი.

დილითვე ჩემ გვერდით იყო, ჩვენ დაგვტრიალებდა. მაგას იმ წუთას უნდა მივმხვდარიყავ, მოკლულ შუნთან მიწოლილ ვაჟას რო წამოვადექ თავზე. შემკრთალმა ამამხედა და: "მამწყურდაო" - თითქოს თავ იმართლა. ნიკაპზე კი მკვდარ შუნის რძე ჰქონდ ჩამაღვრილი...

ეხლა უკვე ვიც, რო ეგაც სიკვდილს იყო დაწაფებული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ