მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 290 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(არაკი)

 

ერთ ქართველ კაცს ძველისძველი სამსაპალნიანი ღვინის ქვევრი ჰქონდა, რომელსაც მეტისმეტად აქებდა და ამბობდა: "ეს დალოცვილი ქვევრი რაღაც ჯიშისაა, შიგ რო წყალი ჩაასხა, ღვინოდ აქცევსო".

ამიტომ რაც უნდა ნაკლებად მოსვლოდა ღვინო, მაინც იმაში დააყენებდა. მხოლოდ ერთხელ თავზარი დაეცა: სავსე ქვევრი აჰხადა, რომ დაეჭაშნიკა და ცარიელა დაჰხვდა. შემოიკრა თავში და პირში; ჯერ ეგონა, თუ მოიპარა ვინმემო, მაგრამ როცა დარწმუნდა, ქურდის საქმე არ იყო, - ქვევრი გახეთქილიყო და ღვინო გაცლილიყო, - დაიწყო ლანძღვა-გინება, ქვევრს სამდურავს უცხადებდა: "აახ, ქვევრო, ქვევრო, რა მიყავ, რაზე დამღუპე შე ოხერო, რად მიღალატეო?!"

სამჯერ თუ ოთხჯერ მიჰმართა პატრონმა ქვევრს ამგვარის კითხვითა, მაგრამ ქვევრი ხმას არ იღებდა, არაფერს პასუხს არ იძლეოდა. ბოლოს გაჯავრებულმა უპასუხა გარისხებულს პატრონს:

- ეჰ, ჩემო პატრონო, შენ შენსას ამბობ და ჩემსას არაფერსა ჰკითხულობ. კარგა დიდხანსაც ვითმინე შენი და შენი ღვინის უდიერობა; შენი წინაპრები, მამა-პაპანი, განა შენსავით შაბიამანს და გოგირდის წვენს მასხამდენ თავ-პირზე, ისინი ნამდვილ ღვთისაგან ნაკურთხს ყურძნის წვენს ინახავდენ ჩემში, ნამდვილ ღვთისა და კაცის საკადრისს, როგორც ცოცხლისა, ისე მკვდრისა. ეხლანდელი ღვინო განა ღვინოა? განა ის შეიძლება ზედაშედ იხმაროს კაცმა? არასდროს! მერე მე ისეთი თიხისა ვარ, რომ ჩემი ჯიში არ იგუებს არასდროს შაბიამანის და გოგირდის წვენს, რითაც ვენახებს სწამლავენ.

- შე კაი კაცო, პირველშივე გეთქვა აზირ, თუ მაგისთანა ხასიათისა იყავი? - სთქვა ქვევრის პატრონმა.

- მე მეგონა, შავეჩვეოდი, მოვითმენ, - ვფიქრობდი, - მე ვითმენდი, ხოლო ჩემმა ბუნებამ ვეღარ მოითმინა. - უპასუხა ქვევრმა.

- მე სულ სხვა პასუხს მოველოდი შენგან, - წარმოსთქვა ბოჩკამ, მარანში ქვევრის პირზე შორიახლოს წამოჭიმულმა: - მე ვფიქრობდი, ქვევრო, შენ სხვაფრივ იმართლებდი თავს, აი, მაგალითად, თუნდ იმით, რომ სულ ერთ ალაგას ხარ გაუნძრევლად, არ იცი რა ამბავია ქვეყნიერებაზე, როდის მზე ამოდის, ან როდის ჩადის, შაგეძლო მოგეთითებინა ჩემზე. 

მე შენთან შედარებით ბევრად ბედნიერი ვარ: დამდებენ აქედან ურემზე, გადამატარებენ გომბორზე მთელ კახეთს და გარეკახეთს, იორს, ალაზანს ისე ვხედავ, თითქოს ხელისგულზე მიწყვიაო. ჩავალ ქალაქში, შავყვები მტკვარს, მივალ მცხეთას, სვეტიცხოველსა ვნახავ, პირჯვარს გამოვისახავ, არაგვისა და მტკვრის კინკლაობასაც გადავავლებ თვალს და თითქოს ვახტანგ მეფე და ოსი ბაღათარ შებმულან, ან დავითი და გოლიათიო. 

მცხეთაში დამჭაშნიკავენ და, რასაც ღვინოს ამოიღებენ ჩემიდან, იმოდენასვე არაგვიდან, რადგან მტკვარი მღვრივეა, წმინდა წყალს ამოიტანენ და ჩამოასხამენ, რომ ღვინო არა ჭყანჭყარობდეს. იქიდან გავწევ არაგვის პირ-პირ, გავივლი დუშეთზე, ჩავალ ანანურში; იქაურ სობოროსაც მადლს მოვთხოვ, იქ ძველი მშვენიერი ეკლესიაა, იქვე ზურაბ არაგვისერისთავის ციხე-დარბაზის ნანგრევებია, ის ხომ შესანიშნავი კაცი იყო, გიორგი სააკაძის ცოლის მამა, - შავყვები მთიულეთის არაგვს (მთიულეთურა), შევივლი ფასანაურზე; გადავივლი ბიდარაზე, ჩავალ ყაზბეგში და იქიდან დიდი მანძილი აღარ არი კავკავამდე. 

კავკავში რო ჩავალ, სწორედ ორი წილი ღვინო ვარ და მესამედი წყალი, ისეთს ყოფაში ჩამაგდებს ჩემი მზიდველი. მე ხმა-კრინტსაც არ დავძრავ. რა მრჯის, თუნდა წყალი ჩამასხან, თუნდ ნავთი. არცა რა იმას უშავს, ცარიელიც რომ ვიყო, შავისვენო პატარა ხანს. შენ ცოტა რამეს გაუჯავრებიხარ, უბრალო რამისთვის თავი მოვიკლა, გიჟი ხომ არა ვარ? - წარმოსთქვა ბოჩკამ.

- ბევრი და დიდი ჭკუა კი არც შენა გქონია, ჩემო ძამიავ, ცარიელ ხეტიალში რა ყრია? შენ არ გაგიგონია ძველი ქართული, რომ მგორავი ქვა ხავსს ვერ მოიკიდებსო. კიდევ სხვა: ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. 

შენ როცა ყველაფერს ჰკისრულობ, ყველასთან მეგობრობა შეგიძლიან, ყოველგვარ აზრს და გრძნობას თავისად ჰგულობ, - მე შენთან საერთო არაფერი მაქვს, მე მაგას ვერ ვიკისრებ, ვინაიდგან ჩემი გული წმინდაა, ჩემი გრძნობა სპეტაკია. ამის მოწამე თვით ჩემი პატრონია, რომელიც აქ არის და ესმის ჩემი საუბარი.

ქვევრის პატრონი მართლაც იქვე შორიახლოს იდგა, ქვევრისა და ბოჩკის ბაასს ყურს უგდებდა და გულმტკივნეულად წარმოსთქვა: "ღმერთმა ისეთი გულის სიწმინდე და სისპეტაკეც შეარცხვინოს, რომელიც თავის თავისა და სხვისა ერთნაირად დამღუპველიაო!"

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ