მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 269 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან. თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს იდუმალს და აღტაცებას პირზე ღიმილს გააჩენს ელვად.

მე გარს ვევლები ჩემი თვალების შენი სხეულის ყოველ ნაწილს და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით.

შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი, რომელზედაც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა-ქება.

დალალნი – შენნი. დამბულნი გრიგალნი. დალანნი შენნი - ტევრნი უსიერნი, რომელშიც იხლართებიან ჩემი თითები და კანკალებენ, როგორც ბალღები დაბნეულნი უსიერ ტყეში.

წარბები შენი - ხიდნი შავნი, შავად გადასალტული, რომლებიც ინგრევიან, ოდეს აბორგდება სისხლი რისხვით მოცული.

თვალები შენნი - ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი, თალხით შემოსინი, წვიმიან ამინდში სატირალს მავალნი.

ყურები შენნი, რომელთაც ესმის ყველგან და მარად და ყოველისგან: - მონა ვარ შენი.

ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით, როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემა გაზაფხულზე ყვავილი ატმის.

ბაგენი – შენნი ბაგეთა უცხონნი. ბაგენი შენნი - ღამის მომლოდინე, ღამით მომლოდინე მაგართა ბაგეთა.

ნიკაპი შენი - სიმორცხვე შენი.

კისერი შენი - ტალღა ატყორცნილი, მკლავს რომ ენანება, ამსხვრიოს ბროლებად.

მკლავები შენნი, რომელზედაც სულს ღაფავს კოცნა. მკერდი შენი...

ღლიავი შენი - ჩიტის ბუდე დაცარიელებული, რომელშიც ჩაფრინდებიან ჩემნი კოცნანი, როგორც ბარტყები.

თითები შენნი - შინაური მტრედები.

მუცელი შენი - ლოდი მარმარილოს, სიპი და გლუვი, სხლტებიან ხელები.

ფეხები შენნი ტანს რომ ატარებენ და რომელიც უნდა ატარონ თავად.

მთლიანად შენ - შენ...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ