მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 222 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე ოდესღაც სხვა ქუჩაზე ვცხოვრობდი. მე იმ ქუჩაზე გავატარე ჩემი ყრმობა. მე შემდეგ იშვიათად დავდიოდი ამ ქუჩაზე, ხოლო როდესაც გავივლიდი, მე მავიწყდებოდა საკუთარი სხეული. ნაბიჯი ნელდებოდა. თვალები გამოეყოფოდა სხეულს და დააშტერდებოდა ასფალტს. ასფალტიდან ამოდიოდა პატარა ბავშვი. იგი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, ხელით მოჰქონდა ჩანთა, ჩანთით-დღიური. დღიურით-ორიანი.

ამ ბავშვს გზაში ხვდებოდა მეზობლის ბიჭი სეროჟა. ბავშვი სახლში აღარ მიდიოდა. ისინი იწყებდნენ თამაშს. ეს ბავშვი კოჭს შიგ „ათიანში არტყამდა ორშაურიანს. მის პარტნიორს ფული უთავდებოდა და კაკლებს აწყობდა. გაიქნევდა სეროჟა კოჭს და კაკალი წყდებოდა ადგილიდან, ის იგებდა, ვინც კაკალს 3 ტერფზე გააგორებდა.

ითვლიდა სეროჟა: ორ-ნახევარი ტერფი. სეროჟა მოუსაზრებელი ბავშვი იყო. მას მამამისის ფეხსაცმელები ეცვა, წააგებდა აბა რას იზამდა. სეროჟა აგებდა. სეროჟა ვერ იტანდა წაგებას, სეროჟა იმდენად ვერ იტანდა წაგებას, რომ ბოლოს მოისაზრებდა: მაიტა ფული და კაკლები!

მე დიდი ტუფლები მეცვა. ბავშვი არ უბრუნებდა მონაგებს. სეროჟა დაინახავდა თავის უფროს ძმას და გული მიეცემოდა. სეროჟა ურტყამდა ბავშვს. ბავშვიც ურტყამდა სეროჟას. სეროჟა ილახებოდა. მისი ძმა ვერ ერეოდა ჩხუბში, რადგან ბავშვს ღონიერი ბიძაშვილი ჰყავდა.

სეროჟა გალახული ბრუნდებოდა სახლში. მაგრამ ბავშვი გულჩვილი იყო უკიდურესად. იგი კაკლებს უკან უბრუნებდა სეროჟას. სეროჟა თავმოყვარეობადაკარგული ბიჭი იყო. იგი იღებდა კაკლებს და ურიგდებოდა ბავშვს.

დიახ, მე იშვიათად ავდიოდი ამ ქუჩაზე და როცა კი გავივლიდი, ბავშვი ამოდიოდა ასფალტიდან და სეროჟა გალახული ბრუნდებოდა სახლში. მაგრამ ეხლა მე ამ ქუჩაზე, კარგახანია, ერთი ახალი ამხანაგი გამიჩნდა. მე ახლა ხშირად დავდივარ ამ ქუჩაზე ამ ამხანაგთან.

მე ახლა აღარ ვკარგავ სხეულს. აღარ ნელდება ჩემი ნაბიჯი. თვალები აღარ გამოეყოფა სხეულს, ბავშვი აღარ ამოდის ასფალტიდან და სეროჟა გალახული აღარ ბრუნდება სახლში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ