მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 260 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გაზაფხულის მზე. სამყარო ამთქნარებს გადაღლილი, მთქნარება გამოღვიძების. დედამიწიდან ადის ორთქლი, დედამიწა უერთდება ზეცას. მზე ანათებს აღვივებული და გაჩერებული, მზე თითქოს ბუდეა ჩიტების. თითქოს ბუდეს ცეცხლი მოსდებია და დამფრთხალან ჩიტები და ეხლა დასრიალებენ დაღვრილ ზეცაში. უფრთხიან მზეს და ეშვებიან დაბლა. ავსებენ ქვეყანას სიცოცხლით და სიხარულით.

მათ დანახვაზე ხეები იმოსებიან მწვანით. გაზაფხული ზეიმობს და თვრება, როგორც მეზღვაური თავზე ხელაღებული, რომელსაც მოელის დაღუპვა გარდაუვალი, რომელიც ზეიმობს და თვრება იმ იმედით, რომ მას სახელით მოელის გმირული განმეორება ქვეყანაზე და ყველა იმ გემზე, რომელიც ჯერ არ დაღუპულა.

მე ასეთ ამინდში არ შეიძლება არ ვიჯდე ბაღში. ბაღში გაზაფხული ორმაგია. მე ვზივარ ბაღში და მზეზე ვთბები. ბაღში თვლემს ყოველი, ბაღში თვლემენ პენსიონერები და დაბალი ხმით საუბრობენ, თურმე სადღაც ვიღაცა აჯანყდა, სადღაც ვიღაცა დამორჩილდა. ვიღაცა რაღაცას თხოულობს. თურმე თავისუფლებას.

მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. ადამიანები ფიქრობენ ადამიანებზე. მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. მე არ ვმსახურობ არსად. მე არა მაქვს პასპორტი. მე არა ვარ მოქალაქე. მე ბინა არა მაქვს. ჩემს ბინაში ცხოვრობენ ჩემი მეზობლები. მე ღამეს ვათევ მხოლოდ.

მე არ მსურს ომი. არ მსურს. მე არ მსურს სიცოცხლე. მე არ მსურს სიკვდილი. მე არ მსურს არაფერი. მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. მე დავივიწყე ხალხი. მე დავივიწყე მეგობრები, ამხანაგები და ნათესავები და აღარც მათ ვახსოვარ მე. მე ქუჩაში ვეღარ მამჩნევს თვით მილიციელიც.

მე ვარ ადამიანი, რომელიც მზეზე თბება. მე ვარ ჭკვიანი ადამიანი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ