მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1047 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წიგნი გათვალისწინებულია ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის - როგორც დამხმარე სახელმძღვანელო თარგმნის თეორიასა და პრაქტიკაში.

მხოლოდ არსებით და ფუნდამენტურ კატეგორიებამდე „დაწნეხილ-დაწურული“ ეს მოკლე კურსი გზამკვლევის მაგივრობას გაგიწევთ - გეზსა და მიმართულებას მოგცემთ, და უდავოდ დაგეხმარებათ თავად დასახოთ სწორი ორიენტირები. ამავდროულად, მართებულად დასმული აქცენტები მიგითითებთ და დაგაფიქრებთ თარგმანში უცილობლად გასათვალისწინებელ ნიუანსებსა და რეალიებზე.

გისურვებთ წარმატებას სრულყოფილი თარგმანის დაუფლებისკენ მიმავალ ამ საინტერესო გზაზე!

 

თარგმნის თეორია და პრაქტიკა Translation – Theory and Practice

შესავალი

 

ჯერ კიდევ არ არსებობს ერთნიშნა პასუხი კითხვაზე - თუ სად და როდის გაჩნდა ადამიანი. ერთი თეორიის თუ მოსაზრების თანახმად, ადამიანის აკვანი აფრიკაში დაირწა და იქიდან მისი გამრავლებული შთამომავლობა მთელ დედამიწას მოედო.

ამ განსახლებამ, ამ დასახლებათა დაშორიშორებულობამ შეასუსტა, ან სულაც შეწყვიტა ახალმოსახლეთა ურთიერთკავშირები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი თავდაპირველი ერთიანი ენის ჯერ დიალექტებად ჩამოსხვაფერება, შემდეგ კი ამ დიალექტების ცალ-ცალკე ენებად ჩამოყალიბება. მეორე თეორიის, თუ მოსაზრების მიხედვით, ადამიანი, მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა და მაშასადამე, ეს გაბნეული ადამიანები თავიდანვე სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ.

პირველი თეორიის ერთგვარი გამოძახილია ლეგენდა „ბაბილონის გოდოლის“ შესახებ, რომლის შენებასაც ხალხი შეუდგა,

ცაში ასასვლელი კიბის აღსამართავად და რომელი განზრახვის ჩასაშლელადაც ღმერთმა მათ თავდაპირველი საერთო ენა დაავიწყა და ისინი ახალ სხვადასხვა ენებზე აალაპარაკა.

ასეა თუ ისე, სხვადასხვა ხალხებს შორის ურთიერთობის საშუალებად, მათ შორის ერთგვარ „შუამავლად“, უხსოვარი დროიდან გვევლინება თარგმანი.

პროფესორ გივი გაჩეჩილაძის (1966) განმარტებით, თარგმანი ერთ ენაზე შექმნილი ნაწარმოების სხვა ენის საშუალებით განმეორებაა. ავტორი არ მიუთითებს აღნიშნული განსაზღვრება მარტო მხატვრულ თარგმანს გულისხმობს, თუ ყოველგვარ თარგმანს ზოგადად. ორსავე შემთხვევაში ავტორის

გამონათქვამი უნაკლო არ არის, რამეთუ იგი არ მოიცავს თარგმანის თარგმანს - ერთის მხრივ, და სიტყვის თარგმანს - მეორეს მხრივ. როგორც ვიცით, ნებისმიერ ენაში, და მათ შორის ქართულშიც არაიშვიათია შემთხვევები, როცა თარგმანი ორიგინალიდან კი არ სრულდება, არამედ ამ ორიგინალის რომელიმე სხვა ენაზე არსებული თარგმანიდან.

რაც შეეხება სიტყვის თარგმანს, იგი მოცემულია ორ და მეტ ენოვან ლექსიკონებში.

თარგმანის უფრო ზუსტ განმარტებას ვკითხულობთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, რომელიც გვამცნობს, რომ „თარგმანი არის ერთი ენიდან მეორეზე გადაღებული ტექსტი ან სიტყვა“.

როგორც ცნობილია, ჩვენ ვმეტყველებთ წინადადებებით, რომლებიც სიტყვებისა და შესიტყვებებისაგან შედგება; მაგრამ რადგანაც თვით შესიტყვებები ისევ სიტყვებისაგან შედგება, მაშასადამე ლექსიკისა და საერთოდ ენის ძირითადი საშენი აგურია სიტყვა, რომელიც ფორმისა და შინაარსის, ე.ი. მნიშვნელობის ერთიანობას წარმოადგენს. მეტი თვალსაჩინოებისათვის სიტყვა შეიძლება შევადაროთ თხილს ან კაკალს, რომელსაც აქვს გარე სამოსელი, გარსი ანუ ფორმა ნაჭუჭის სახით, რომელშიც მისი შინაარსი, ე.ი. მისი გულია გამოხვეული.

ბუნებაში ნაჭუჭი და გული ცალ-ცალკე არ არსებობს. ასევე განუყოფელია სიტყვის სამოსელი, გარსი, მისი ფორმა (clothing, garb, form) და მისი შინაარსი ანუ მნიშვნელობა (meaning).

სიტყვის, როგორც მისი ამ ორი მხარის, ე.ი. ფორმისა და მნიშვნელობის განუყოფელი ერთიანობის აქსიომატურობის ფონზე ერთგვარ დისონანსად ჟღერს პროფესორ ო. ახმანოვასა და რ. იძელისის განცხადება წიგნში „What is the English We Use“ (1978) - თითქოს თარგმნისას ხდებოდეს სიტყვის ფორმიდან, გარსიდან, სამოსელიდან (garb) მნიშვნელობის გამოცალკევება და ამ მნიშვნელობის მთარგმნელი ენის სიტყვის ფორმაში, გარსში, სამოსელში მოთავსება - რაც ყოვლად გაუმართლებელია; რადგანაც სანამ ერთი გარსიდან მნიშვნელობას მეორე გარსში გადავიტანდეთ, ეს მნიშვნელობა შიშველი, ე.ი. უსამოსელო იქნებოდა; და მაშასადამე, სიტყვის როგორც ფორმისა და შინაარსის ერთობლიობა დაირღვეოდა.

სინამდვილეში, არსაიდან არაფერი არ გამოგვაქვს და არავითარ ახალ გარსში არ ვათავსებთ. თარგმნისას ჩვენ ერთი ენიდან მეორეზე გადაგვაქვს არა სიტყვის ფორმა და მნიშვნელობა ცალ-ცალკე, არამედ მათი, ე.ი. ფორმისა და შინაარსის ერთიანობა; ანუვცვლითსათარგმნი ენის სიტყვას, ვთარგმნით მთარგმნელი ენის იმავე მნიშვნელობისა და სტილის სიტყვით;

ხოლო თუ ასეთი მასპინძელ ენაში არ მოიპოვება, მაშინ მისი უახლოესი ეკვივალენტით, ან სულაც მთელი ფრაზით.

იგივე ხერხს მივმართავთ ფრაზების, წინადადებებისა და მთელი ტექსტების ერთი ენიდან მეორეზე გადაღების შემთხვევაშიც.

მთარგმნელის მეტად რთულ ამოცანასა და მთავარ საზრუნავს, სწორედ სათარგმნ და მთარგმნელ ენათა არსენალებში საჭირო ენობრივ შესატყვისობათა დაძებნა-დადგენა წარმოადგენს, რამეთუ ყველა განზომილებით, ე.ი. ფორმით, მნიშვნელობითა და ხმარებით ერთნაირი სიტყვები არათუ ორ სხვადასხვა ენაში, არამედ ერთი და იგივე ენის სხვადასხვა დიალექტებშიც ძნელად თუ მოიპოვება.

ამის დასტურად ქართულ-მეგრული მასალაც გამოდგებოდა. (ზოგი ენათმეცნიერი მეგრულს ქართველურ ენად მიიჩნევს,

ზოგიც დიალექტად) მაგალითად, ერთნაირი მნიშვნელობის მაგრამ ფორმალურად განსხვავებული სიტყვებია: მალე - მალьяს; ისევ - ისევლე, კინე; იღლია - (რ)ღია; სისხლი - ზისხირი და ა.შ.

ფორმალურ განსხვავებას მნიშვნელობაში განსხვავებაც ერთვის სიტყვებში - დიანთილი, მუანთილი, რომლებიც შესაბამისად ქართულ დედამთილ-სიდედრს და მამამთილ-სიმამრს აღნიშნავენ. ხოლო ერთი და იგივე ფორმა ჭუკი - ქართულში ბატის მართვეა, მეგრულში კი - თაგვი.

ქართული ხელის შესატყვისი ინგლისურს არ გააჩნია და იგი უნდა ითარგმნოს ინგლისურად იმისდა მიხედვით, თუ ხელის რა ნაწილი ღებულობს მონაწილეობას მოქმედებაში - როგორც hand (მტევანი) ან როგორც arm (მკლავი): to shake hands, მაგრამ to take a child in one’s arms. ასევე, სიტუაციის მიხედვით უნდა ვთარგმნოთ სიტყვა box კოლოფად ან ყუთად; და სიტყვა blue ლურჯად ან ცისფრად და ა.შ.

აქედან გამომდინარე, თარგმანი არასოდეს წარმოადგენს ორიგინალის ზუსტ ასლს; მასში ყოველთვის რაღაც იცვლება, რაღაც იკარგება ან რაღაც ემატება.

დედანთან სიახლოვე-დაშორებულობის, ე.ი. დედნისადმი ერთგულების მიხედვით ჯ. კეტფორდი (1965) თარგმნის ხარისხების შემდეგ იერარქიას ასახელებს:

1. სიტყვა-სიტყვითი თარგმანი (word-for-word - дословный перевод);

2. პირდაპირი (literary translation - буквальный перевод);

3. ადეკვატური თარგმანი (adequate translation - адекватный перевод) – აღმავალი ხაზით;

4. თავისუფალი თარგმანი (free translation - свободный перевод);

5. გადაკეთება (alteration - переделка);

6. მიბაძვა (imitation - подражание) - დამავალი ხაზით.

საილუსტრაციოდ კეტფორდს მოჰყავს რუსული ფრაზის Бог с ними თარგმანები შემდეგი კვალიფიკაციებით:

1. God with them – სიტყვა-სიტყვითი თარგმანი

2. God is with them – პირდაპირი თარგმანი და

3. Don’t mind them – ადეკვატური თარგმანი.

რაც შეეხება თავისუფალ თარგმანს, გადაკეთებასა და მიბაძვას - ეს ტექსტის თარგმანებია და ავტორთან ისინი არ განიხილება.

მოკლედ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თარგმანი ქალია - თუ ლამაზია, ერთგული არ არის; და პირიქით - თუ ერთგულია, ლამაზი არ არის. (საბედნიეროდ, დღეს ასეთ პარალელს აღარავინ ავლებს) მაშასადამე, (ჩემეული განმარტებით) თარგმანი არის ერთი ენიდან მეორეზე გადაღებული ტექსტი ან სიტყვა ამ უკანასკნელთა ფორმალურ-შინაარსობრივ თავისებურებათა შესაძლო შენარჩუნებით (გათვალისწინებით).

 

თარგმანის მოკლე ისტორია

 

თარგმანის საჭიროება განპირობებულია ხალხებს შორის ურთიერთობის გარდუვალობით - ერთის მხრივ, და სხვადასხვა ენების არსებობით - მეორეს მხრივ. 

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თავდაპირველად, დამწერლობის შექმნამდე თარგმანი მხოლოდ ზეპირი იქნებოდა, რომელთაგან ჩვენამდე მხოლოდ ფოლკლორის ნიმუშებია მოღწეული. წერილობითი თარგმანის ისტორიასაც ანტიკურობამდე მივყავართ, როდესაც თავისუფალი თარგმანი, გადაკეთება და მიბაძვა დომინირებდა. ფეოდალურმა ეპოქამ მას დაუპირისპირა პირდაპირი და სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, რომლითაც ძირითადად რელიგიური ტექსტები სრულდებოდა. ამ ორი სახის თარგმანს შორის ბრძოლა დღესაც გრძელდება. 

ყველაფერს საჭიროება ბადებს და გამონაკლისი არც თარგმანია. სხვადასხვა ხალხებს აინტერესებდათ და ესაჭიროებოდათ ერთი-მეორის მიღწევათა გაცნობა და გამოყენება. ასე რომ, თარგმანს უძველესი დროიდან ეყრება საფუძველი. ითარგმნებოდა როგორც რელიგიური, ისე საერო; როგორც სამეცნიერო-ტექნიკური, ისე მხატვრული ლიტერატურა და იგი სათანადო დარგის თუ ცხოვრების სფეროს განუყოფელი ნაწილი ხდებოდა; და ამგვარად, ხელს უწყობდა კაცობრიობის განვითარებას. 

ხალხთა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა მხატვრული ლიტერატურა, რომლის საუკეთესო ნიმუშები თარგმანის საშუალებით, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადიოდა. შუმერული პოეზიის ნიმუშებმა ჩვენამდე აქადური თარგმანების სახით მოაღწია და ეს თარგმანები განეკუთვნება ჩვენს წელთ აღრიცხვამდე III ათასწლეულს, ხოლო ხეთურმა ლიტერატურამ შემოგვინახა ჩვ.წ.აღ.-მდე XIII საუკუნის ხურიტული მითოსი. 

მთარგმნელობით საქმიანობას ოდითგანვე ეწეოდნენ ქართველი მწიგნობრებიც. ძირითადად ესენი იყვნენ საეკლესიო მამები და მეფის კარის პოეტები. ქართველები თარგმნიდნენ ყველა იმ დროისათვის დიდი ხალხის შემოქმედებას და ამ თარგმანებიდან ჩვენ ვიგებთ, თუ ვისთან ქონიათ ჩვენს წინაპრებს მჭიდრო ურთიერთობა. ეს ქვეყნებია ძირითადად ინდოეთი, არაბეთი, სირია, პალესტინა, სპარსეთი და ბიზანტია.

რა თქმა უნდა, ითარგმნებოდა პირველ რიგში სასულიერო ტექსტები, მაგრამ ყურადღების მიღმა არც საერო ლიტერატურა რჩებოდა. ძნელი წარმოსადგენია ქართველთა უფრო დიდი მტერი, ვიდრე ირანი იყო; მაგრამ ქართველები ისევე შეჰხაროდნენ სპარსულ პოეზიას, როგორც თვით სპარსელები. ამ სპარსული და არაბული სამყაროს ტენდენციები და მოტივები დიდ გავლენას ახდენდა თვით ქართულ ლიტერატურაზე, და ენაზეც.

ჩვენი ორიენტაცია ამ მიმართულებით იცვლება მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში, როდესაც საქართველო იძულებული ხდება რუსეთს შეუერთდეს. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ გადარჩა შესაძლო ფიზიკური განადგურებისა და გამაჰმადიანებისაგან; და რაც მთავარია, მან მეტ-ნაკლებად ამოისუნთქა ათასი ჯურის დამპყრობელთა შემოსევებისაგან და ხელი მიჰყო მშვიდობიან აღმშენებლობას. ამ პერიოდში უამრავი ნაწარმოები ითარგმნება რუსულიდან - იმპერიაში შემავალი სხვა ქვეყნების ლიტერატურის ჩათვლით და აგრეთვე, დასავლეთ ევროპის ხალხთა ლიტერატურებიდან.

ქართველი მთარგმნელებიდან აღსანიშნავია სინას მთისა და ათონის მონასტრის მამათა ნაღვაწი. კერძოდ, გრიგოლ და ექვთიმე ათონელების, ეფრემ მცირისა და პეტრიწის თარგმანები – რომელთაც დიდად შეუწყვეს ხელი როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას.

როგორც აღინიშნა, თავდაპირველად თავისუფალი თარგმანი დომინირებდა. თავისუფალი თარგმანის ნიმუშია “ვისრამიანი“, გადაკეთებად შეიძლება მივიჩნიოთ “როსტომიანი“, ხოლო ადეკვატური თარგმანის ნიმუშია „ქილილა და დამანა“. ეს უკანასკნელი ინდური წარმოშობისაა, მაგრამ მსოფლიოში გავრცელდა არაბული თარგმანის მეშვეობით; ქართულში კი, იგი ნათარგმნია ახალი სპარსულიდან. თარგმანი წამოუწყია თეიმურაზ მეფის მამას - დავითს. შემდეგ ის დაუსრულებია ორ უცნობ პიროვნებას ვახტანგ VI-ის დავალებით. მოგვიანებით, თვით ვახტანგს უთარგმნია უფრო სრულყოფილად. ხოლო დღევანდელი საუკეთესო ვარიანტი ეკუთვნის სულხან საბა ორბელიანს.

ქართველებს, როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, არამარტო შემოჰქონდათ, არამედ კიდეც გაჰქონდათ ლიტერატურული ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ „ვისრამიანს“ ევროპა ქართული ვერსიის ინგლისური თარგმანით გაეცნო. ქართველები - შეიძლება თავისი ბუნებიდან გამომდინარე - მეტად თავისუფლად ეკიდებოდნენ თარგმანს; მათ შორის რელიგიურსაც. მაგალითად, „კურთხევანის“ თარგმანში მათ იმდენი ცვლილებები შეუტანიათ, რომ ბერძნებს ეჭვიც კი შეჰპარვიათ ქართველთა მართლმადიდებლობაში.

რაც შეეხება საერო ლიტერატურას, აქ ჩვენი მთარგმნელები ვალდებულნიც კი იყვნენ შეეცვალათ მაჰმადიანურ ტექსტთა გარკვეული პასაჟები, რომლებიც მიუღებელი იყო ქართველი მკითხველისათვის - როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ისე იქ გაშიშვლებულ ხორციელ ვნებათა შემცველი სცენების გამო.

ათასი ჯურის დამპყრობთა შემოსევების გამოისობით, ქართველი მწიგნობარ-მთარგმნელებიც ხშირად სხვადასხვა ქვეყნებს იყვნენ შეფარებულნი და იქ ეწეოდნენ მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად, მათი ყურადღების ეპიცენტრშიც იმ კულტურულ სივრცეში შექმნილი ნაწარმოებები ექცეოდა. ლოგიკურია, რომ რუსეთთან იძულებითმა კავშირმა გარკვეულწილად ამ მიმართულებითაც შეცვალა კულტურული ვექტორი.

თარგმანის მეშვეობით ამ დროს ეცნობა ქართველი დიდ რუს ავტორებს: პუშკინს, ლერმონტოვს, ტოლსტოის, ჩერნიშევსკის და არა მხოლოდ. ამავე პერიოდში ითარგმნა მსოფლიოს ბუმბერაზი გენიოსებიც: დანტე, სერვანტესი, ბალზაკი, შექსპირი.

სხვათა შორის, შექსპირის მაჩაბელ-ჭავჭავაძისეული თარგმანები საუკეთესოა ამავე ავტორის სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებს შორის. ამ თარგმანებმა დიდი ბიძგი მისცა თეატრალური ხელოვნების აღორძინება-განვითარებასაც.

ქართულ ლიტერატურაში ძნელად თუ მოიპოვება მეტ-ნაკლებად დიდი ავტორიტეტი, რომელსაც თარგმანშიც არ მოესინჯოს კალამი. ამ მხრივ აღსანიშნავია ნიკო ავალიშვილი, თედო სახოკია, გერონტი ქიქოძე, მამა-შვილი გამსახურდიები და სხვა.

კარგი გაგებით თარგმანის აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ჟურნალები „ცისკარი“, „არილი“, „ახალი საუნჯე“; გაზეთები, „ლიტერატურული საქართველო“, „ლიტერატურული გაზეთი“ და სხვები.

 

თარგმანთა სახეები

 

სათარგმნი ტექსტის რაგვარობის, მისი წამყვანი საკომუნიკაციო ფუნქციისა და თარგმანში გამოყენებული მეტყველების ფორმის მიხედვით პროფესორი ვილენ კომისაროვი (1990) თარგმანის შემდეგ სახეებს გამოყოფს, ესენია: მხატვრული ანუ ლიტერატურული და არამხატვრული ანუ სპეციალური ანუ ინფორმაციული თარგმანი – ერთის მხრივ; ხოლო ზეპირი და წერილობითი თარგმანი - მეორეს მხრივ.

მხატვრულ თარგმანს საქმე აქვს ლიტერატურულ ნაწარმოებთან, რომლის დანიშნულება, როგორც ვიცით, მკითხველზე ესთეტიკურ-ემოციური ზეგავლენის მოხდენაა; ხოლო სპეციალური თარგმანის მიზანია მკითხველისა თუ მსმენელისათვის რაიმე ინფორმაციის მიწოდება.

ლიტერატურული ჟანრების მიხედვით მხატვრული თარგმანის სახეებია: მხატვრული პროზის თარგმანი, პოეზიის თარგმანი, დრამატურგიის თარგმანი.

ქვესახეობები აქვს სპეციალურ თარგმანსაც. კერძოდ, აქ განეკუთვნება სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი, სოციალურ-პოლიტიკური, საჯარო გამოსვლების, რეკლამების, ოფიციალური დოკუმენტაციებისა და საყოფაცხოვრებო ხასიათის ტექსტების თარგმანი.

წერილობით თარგმანს ასრულებს მთარგმნელი (translator - переводчик), ზეპირ თარგმანს კი - თარჯიმანი (interpreter - переводчик-толмач).

ნებისმიერი ტიპის ტექსტი შეიძლება ზეპირადაც ითარგმნოს და წერილობითაც. მაგრამ მხატვრული ტექსტი, როგორც წესი, წერილობით ითარგმნება. ინფორმაციული ტექსტებიდან კი - წერილობით ითარგმნება სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალურ-პოლიტიკური ლიტერატურა, დოკუმენტაცია, ხელსაწყოების, აპარატურის, მედიკამენტების ინსტრუქციები და სხვა.

ზეპირ თარგმანს ექვემდებარება საჯარო გამოსვლები, ლექციები, მოხსენებები, ოფიციალური და კერძო საუბრები.

წერილობით თარგმანს საქმე აქვს როგორც დედნის, ისე თარგმანის ფიქსირებულ, ვიზუალურ-გრაფიკულ ტექსტებთან, რომლებსაც მთარგმნელი არაერთხელ უბრუნდება, რათა ხელახლა აღიქვას ორიგინალი და საჭირო შესწორებები შეიტანოს თარგმანში. წერილობითი თარგმნის დროს მთარგმნელი არაა მოქცეული დროის მკაცრ არტახებში. მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს თარგმნა, დაუბრუნდეს უკვე გადათარგმნილ ნაწყვეტს, ხელახლა გაიაზროს დედნისა და ნათარგმნის ნებისმიერი ნაწილი, მოიშველიოს ლექსიკონები და სხვა ცნობარები, ისარგებლოს სპეციალისტთა რჩევითა და კონსულტაციებით. ამიტომ წერილობით თარგმანს მოეთხოვება - და აქ კიდეც მიიღწევა - დედნისა და თარგმანის ეკვივალენტობის შესაძლო უმაღლესი დონე.

ზეპირი თარგმანის შესრულებისას კი - მთარგმნელი მოკლებულია ყველა ამ „შეღავათს“. მას საქმე აქვს არა ფიქსირებულ, ერთჯერად, არამედ „წარმავალ“ აკუსტიკურ ტექსტთან, რომელთანაც დაბრუნება და თარგმანში შესწორებების შეტანა გამორიცხულია. იგი მუდამ ცაიტნოტშია, სულ დროის ნაკლებობას განიცდის და ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის: ისმენს ტექსტს ერთ ენაზე, თარგმნის მეორეზე და წარმოთქვამს თარგმანს ფაქტიურად იმავე დროში, რომელსაც ორატორი მხოლოდ ერთ მოქმედებას - კერძოდ კი, ორიგინალის წარმოთქმას ანდომებს. ამ სამი მოქმედების სინქრონიზაცია დაკავშირებულია ხანმოკლე მეხსიერების დიდ დატვირთვასთან, ყურადღების მაქსიმალურ დაძაბვასთან, სამეტყველო კომპრესირების (შეკუმშვების) აუცილებლობასთან, ორიგინალის შემდგომი ნაწილების პროგნოზირებასა და უკვე მოსმენილის საფუძველზე მცდარი პროგნოზების კორექტირებასა და მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებასთან.

ზეპირ თარგმანში გაარჩევენ სინქრონულ და თანმიმდევრულ ანუ „დადევნებულ“ თარგმანს. სინქრონული თარგმანის დროს თარჯიმანი სპეციალურ კაბინაში საყურისებით უსმენს ორატორს და ერთი-ორი წამის დაყოვნებით მიკროფონით გადასცემს თარგმანს – რაც ისეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობასთანაა დაკავშირებული, რომ იგი თავის მოვალეობას სრულფასოვნად მხოლოდ 20-30 წუთის განმავლობაში ასრულებს; შემდეგ კი - სხვა თარჯიმნით იცვლება.

სინქრონული თარგმანის სახესხვაობაა ე.წ. „წაჩურჩულებითი“ თარგმანი, როდესაც თარჯიმანი კაბინაში კი არ ზის, არამედ მსმენელის გვერდით იმყოფება და ნახევარი ხმით „უჩურჩულებს“ მას თარგმანს. ეგრეთწოდებული დადევნებული ანუ თანმიმდევრული თარგმანის შემთხვევაში თარჯიმანი თარგმნას იწყებს მაშინ, როცა მოლაპარაკე უკვე წარმოთქვამს ტექსტის გარკვეულ ნაწილს. ეს ნაწილი შეიძლება მერყეობდეს ცალკეული წინადადებიდან დაწყებული აბზაცამდე ან უფრო მეტი მოცულობის ტექსტამდე.

დადევნებული თარგმნისას, თარჯიმანი როგორც წესი, თავის ბლოკნოტში აკეთებს ჩანაწერებს ციფრობრივ მონაცემებზე, ადგილმდებარეობის სახელწოდებებზე, დასახელებულ პიროვნებათა სახელებზე - რასაც შემდგომ ეყრდნობა თავის ზეპირ თარგმანში. ზოგჯერ თარჯიმანს წინასწარ აძლევენ ორატორის გამოსვლის გრაფიკულ ტექსტს, რომელიც მას დიდ დახმარებას უწევს თარგმანში.

ზეპირად თარგმნისას გრაფიკული ტექსტის გამოყენების განსაკუთრებული სახეა ე.წ. ფურცლიდან თარგმნა (sight translation – перевод с листа).

ზეპირი თარგმანის პირობები - დროში შეზღუდულობა, ნათქვამის ერთჯერადობა და მისი ხელახლა მოსმენის შეუძლებლობა – არ იძლევა დედნის სრულად თარგმნის საშუალებას. ამიტომ თარჯიმანი იძულებულია მის შეკვეცაზე, ტექსტის გარკვეულ სეკვესტრზე წავიდეს. ამის საშუალებას კი მას აძლევს ტექსტისთვის, გამონათქვამისთვის დამახასიათებელი ჭარბი ინფორმაციულობა - გვერდითი, მეორეხარისხოვანი, თანმხლები ნიუანსების სახით, რომელთა თარგმანში გამოტოვება ორიგინალის ძირითად აზრს ვერას ავნებს (აკლებს). ასეთი ნიუანსებია: აზრის დუბლირებები, თავაზიანობის ფორმულები, გაკვრითი შენიშვნები, მოცემული ინფორმაციისადმი ავტორის დამოკიდებულებისა და მისი გრძნობა-ემოციების გამომხატველი გამონათქვამები, თემიდან გადახვევები და ა.შ.

 

მხატვრული თარგმანი

 

როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ტექსტი სიტყვებითა და შესიტყვებებით ნაქსოვი ქსოვილია. მაგრამ მხატვრულისაგან განსხვავებით, არამხატვრული ტექსტი წმინდა ინფორმაციული ხასიათის მშრალი ტექსტია – ყოველგვარი ემოციების აღმძვრელი შეფერილობის გარეშე; მაშინ როდესაც მხატვრულ ტექსტში, მთავარი ინფორმაცია კი არ არის, არამედ მისი გაფორმებულობა, მისი შეფუთულობა, რომელმაც ესთეტიკურ-ემოციური ზეგავლენა უნდა მოახდინოს მკითხველზე. თუმცა, როგორც მხატვრულ ტექსტში მოიპოვება წმინდა ინფორმაციული ხასიათის უჩუქურთმო ადგილები, ისე არამხატვრულ ტექსტში გვხვდება მხატვრული მუხტის მქონე „ოაზისები“.

ყოველგვარი თარგმანი, უპირველეს ყოვლისა, მონაწილე ენათა კანონზომიერებისა და მათი ურთიერთშესაბამისობის ცოდნას ემყარება. ენობრივ შეფარდებათა მაქსიმალურად შესწავლამ მანქანურ თარგმანამდე მიგვიყვანა (machine translation – машинный, автоматический перевод). მაგრამ მანქანა ამ შეფარდებათა იქით ვერ მიდის. მას არ გააჩნია შემოქმედების უნარი. ამის გარეშე კი, წარმოუდგენელია მხატვრული თარგმანი.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საუკეთესო თარგმანი სრულდება არა შესაბამისი ლექსიკური და სინტაქსური შენაცვლებებით, არამედ ორიგინალური საშუალებებით. მანქანას არ ძალუძს სტილისტურ შესატყვისობათა მოძიება. სტილისტიკა ის საზღვარია, სადაც მხატვრული თარგმანი ემიჯნება წმინდა ლინგვისტურ თარგმანს.

ფაქტიურად მხატვრული თარგმანი იწყება იქ, სადაც თავდება ლინგვისტურ შესატყვისობათა დადგენა. ენა ისეთივე მასალაა მთარგმნელისათვის, როგორიც ქვა მოქანდაკისათვის. იგი ანგარიშს უწევს მასალის თავისებურებებს, მაგრამ რაც მას ამოქმედებს, რაც მან უნდა გამოხატოს – ესაა დედნის მიერ აღძრული იდეა, განწყობა, და ეს მას ადეკვატურ საშუალებებს აძებნინებს მთარგმნელ, მასპინძელ ენაში. ასე რომ, კარგი თარგმანი წარმოადგენს დედნის ადეკვატურ განმეორებას სხვა ენაზე, მაგრამ არა ლინგვისტური, არამედ ესთეტიკური გაგებით.

სრულფასოვანი მხატვრული ნაწარმოები ფორმისა და შინაარსის თავისებურ ერთიანობას წარმოადგენს. ამიტომ თარგმანში მეორდება არა ფორმა და არა შინაარსი ცალ-ცალკე, არამედ ეს მათი თავისებური ერთიანობა, ახალი მასალისაგან.

ამგვარად, თარგმნა შემოქმედებითი პროცესია და ყოველ მთარგმნელს სრულფასოვნად მხოლოდ გარკვეული – მისი ინდივიდუალურობისა და განწყობის შესაბამისი ნაწარმოების თარგმნა შეუძლია. ორიგინალური შემოქმედის წინაშე დგას ცხოვრების სინამდვილე, რომელსაც იგი მხატვრულად ასახავს. სინამდვილეს ასახავს მეცნიერებაც, მაგრამ ამ ასახვებს შორის არსებითი განსხვავებებია.

ლიტერატურა, საერთოდ ხელოვნება, საზოგადოებრივი ცნობიერების სპეციფიკური ფორმაა. საზოგადოებრივი ცნობიერება კი – საზოგადოებრივი ყოფიერების ასახვაა. იგი სხვა არაფერია, თუ არა სწორად თუ მცდარად შეცნობილი ყოფიერება. ხელოვნება ყოფიერების მხატვრულ შეცნობას, “სილამაზის კანონიერებით” განპირობებულ ასახვას წარმოადგენს. 

ლიტერატურის საგანი სინამდვილეა, ადამიანის ცხოვრება და მისი გარემო; ოღონდ არა მთელი სინამდვილე, მაგ. ქიმიური და ფიზიკური მოვლენები, არამედ მხოლოდ ადამიანის უშუალო სინამდვილის პლასტიკური ასახვა სიტყვის მეშვეობით.

სინამდვილის მხატვრული ასახვის თავისებურება იმით არის განპირობებული, რომ თვით ეს ასახვა გვევლინება, როგორც შეთხზვა. მწერალი შეთხზულის, გამონაგონის საშუალებით განასახიერებს ობიექტურ სინამდვილეს. შეთხზვა, გამონაგონი, ფანტაზია, ჭეშმარიტი შემოქმედის აუცილებელ თვისებას, მხატვრული განზოგადების საფუძველს წარმოადგენს. მწერლის გამონაგონი, “სიცრუე” არსებითად აზრის ამხსნელია, ცოცხალი ხატია. მხატვრული ფანტაზია სინამდვილისაგან ამგვარი განრიდებით უფრო ღრმა და ნათელ წარმოსახვას იძლევა სინამდვილის არსისა, ვიდრე თვით ეს ფაქტები და მოვლენები ამჟღავნებენ. ამიტომ ამბობდა ბელინსკი (2001) – ხელოვნებაში წარმოსახული სინამდვილე უფრო ჰგავს სინამდვილეს, ვიდრე თვით სინამდვილე; და აქ ლიტერატურა ემიჯნება ისეთ მეცნიერებას, როგორიც ისტორიაა.

ავტორიტეტებს მიაჩნიათ, რომ ბალზაკის შემოქმედებაში მისი დროის საფრანგეთი უფრო სრულად და ყოველმხრივაა ასახული, ვიდრე მეცნიერულ, ისტორიულ გამოკვლევებში.

ლიტერატურულ-შემეცნებითი ასახვის თვისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი სინამდვილის გარეგანი, ემპირიული ფორმის ანდა ობიექტურად მოცემული საგნებისა და მოვლენების პირდაპირ გამეორებას, ასლს კი არ იძლევა – არამედ თვით ქმნის ისეთ ხატოვან ამბებსა და ხასიათებს, მხატვრულ სახეებს, რაშიც უფრო რეალურად ვლინდება სინამდვილის არსი.

ცხადია, ხელოვნების საგნის საზღვრები უფრო ვიწროა, ვიდრე მეცნიერებისა და ფილოსოფიისა – იგი განასახოვნებს ადამიანებს, მათ ურთიერთობებს, ცხოვრებასა და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ბუნებრივ გარემოს. ლიტერატურის საგანი გვევლინება როგორც ობიექტურ მოვლენათა გარკვეული მთლიანობა, ხოლო ამ მთლიანობის ძირითადი ფაქტორი ადამიანია. ამიტომ იყო, რომ ბალზაკმა ლიტერატურას ადამიანთა გულების ისტორია უწოდა, მაქსიმ გორკიმ კი – ადამიანთმცოდნეობა.

ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა მხატვრული მეტყველებაა. მწერალი კი არ ლაპარაკობს ან “წერს”, არამედ თამაშობს მეტყველებას – როგორც აქტიორი სცენაზე; რომელიც თვითონ კი არ მოქმედებს, არამედ თამაშობს მოქმედებას. მხატვრული მეტყველება “ინფორმირება” კი არ არის, არამედ “სახე-ჟესტების” ქმნადობაა. მკითხველს შიშველი აზრის პირისპირ კი არ აყენებს, არამედ მხატვრული სინამდვილის წინაშე.

ლიტერატურული ნაწარმოები ახალი სინამდვილეა და ლიტერატურული ფორმა გამოდის როგორც ამ ახალი სინამდვილის აგების წესი. ლიტერატურა არის აზროვნება მხატვრული სახეებით, რაც ყოველთვის მოიცავს ამა თუ იმ ხასიათის განზოგადებას – მწერლის ძირითადი იდეური პოზიციისა და შემოქმედებითი პრინციპის შესაბამისად. მწერალი, ისევე როგორც მეცნიერი ემყარება ობიექტური სინამდვილისაგან მიღებულ შეგრძნებებს. მაგრამ მისი შეგრძნებები საგანთა და მოვლენათა მხოლოდ უბრალო ანაბეჭდებს კი არ იძლევა, არამედ უაღრესად განცდითი და ყოველმხრივია; ობიექტის ყველა მხარეს უკუაფენს. მწერალი ვალდებულია შეინარჩუნოს და შემოინახოს ობიექტთან მიმართებაში აღძრული განცდა, ემოცია და იმავე ძალითა და ინტელექტის შერწყმით გადმოსცეს იგი.

მთარგმნელის წინაშე ცხოვრების სინამდვილის გარდა, დგას მხატვრული სინამდვილეც – სათარგმნი ნაწარმოების სახით. მისი ვალია ერთმანეთს შეუთანხმოს ეს ორი სინამდვილე. ცხოვრება მას კარნახობს რა და როგორ თარგმნოს, მაგრამ მას ერთგვარად ზღუდავს წინამდებარე დედანი – თავისი ფორმითა და შინაარსით. სწორედ ამაშია თარგმნის სპეციფიკური სხვაობა ორიგინალური შემოქმედებისაგან.

მთარგმნელის სახელმძღვანელო “კოდექსია” თარგმნის ზოგადი და კერძო თეორიები, რომლებიც პრაქტიკისაგან დაგროვილი მონაცემების განზოგადოებას წარმოადგენს, და თავის მხრივ, ხელს უწყობს თარგმნის პრაქტიკას – განსაზღვრავს რა მის პირობებს, ხასიათსა და ხარისხს. თარგმნა შესაძლებელია თეორიის გარეშეც, და პირიქით – კარგი თეორეტიკოსი შეიძლება ცუდი მთარგმნელი იყოს; მაგრამ ეს უკვე უკიდურესობაა.

მხატვრული თარგმანის თეორიის ძირითადი ამოცანა ადეკვატურობის განსაზღვრა და მისი მიღწევის ზოგადი გზების დადგენაა. დედნისა და თარგმანის ტექსტთა იდენტურობისათვის, მათში შემავალ შესაბამის გამონათქვამთა საკომუნიკაციო მიზნისა და სიტუაციის ერთიანობის გარდა, აგრეთვე საჭიროა ამ გამონათქვამთა შემადგენელი სიტყვებისა და მათ შორის არსებულ სინტაქსურ მიმართებათა იდენტურობაც.

გამონათქვამის შინაარსი მის შემადგენელ სიტყვათა და შესიტყვებათა მნიშვნელობებზეა აგებული, მაგრამ იგი ხშირად არ უდრის ამ მნიშვნელობათა უბრალო ჯამს.

სრულმნიშვნელოვანი სიტყვის, როგორც ენის ძირითადი ერთეულის მნიშვნელობაში სამი სახის ინფორმაცია იყრის თავს:

1. ინფორმაცია აღსანიშნი საგნის ნიშან-თვისებებზე, რომელსაც სიტყვის საგნობრივ-ლოგიკური ანუ დენოტაციური ანუ პირდაპირი მნიშვნელობა ეწოდება;

2. ინფორმაცია მოლაპარაკე კოლექტივის/ადამიანთა ჯგუფის დამოკიდებულების შესახებ ამ საგნისადმი, ე.წ. სიტყვის კონოტაციური მნიშვნელობა;

3. ინფორმაცია მოცემული სიტყვის სხვა სიტყვებთან სემანტიკურ კავშირებზე, რომელსაც სიტყვის შიგალინგვისტური მნიშვნელობა ჰქვია.

როგორც ვიცით, სიტყვის მნიშვნელობა შედგებაუმცირესი სემანტიკური სეგმენტებისაგან – სემებისაგან. არაიშვიათად, სხვადასხვა ენათა შესაბამისი სიტყვები სხვადასხვაგვარ და სხვადასხვა რაოდენობის სემებს შეიცავენ. ამიტომ თარგმანში დედნის ინფორმაციას ან რაიმე აკლდება, ან ემატება.

თარგმანი განიცდის გარკვეულ დანაკარგებს, ან გარკვეულ ჩამატებებს ღებულობს.

to kill ზმნასა და მის ქართულ ეკვივალენტ კვლას ორი საერთო სემა აქვთ: 1. სიცოცხლის წართმევის სემა; და 2. ამ ობიექტის სულიერობის სემა. მაგრამ კვლისაგან განსხვავებით to kill-ს მესამე სემაცა აქვს. ესაა მოქმედების ობიექტის უსულობის სემა, როგორც მაგალითად: to kill an article (სტატიის გაკრიტიკება, “დამარხვა”); to kill a plan (გეგმის ჩაფუშვა, ჩაშლა);

to kill a bill (კანონ-პროექტის ჩაგდება). ანდა კიდევ, ინგლისური წინადადების The student is reading ეკვივალენტური თარგმანი სტუდენტი კითხულობს არ არის დედნის იდენტური თავისი შინაარსით, რამეთუ ქართული იგნორირებას უკეთებს როგორც არტიკლის, ისე განგრძობითობის სპეციფიკურ ინფორმაციებს. თანაც, სტუდენტი ქართულში უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეა, ინგლისურში კი იგი შეიძლება სკოლის მოსწავლეც იყოს. მთარგმნელის ამოცანაა შეინარჩუნოს და განსხვავებულ ლინგვისტურ და სოციალურ კონტექსტში “ჩარგოს” დედნის მნიშვნელობათა და სტილისტურ ნიუანსთა გამა.

ინფორმაციის დაკარგვას ადგილი აქვს to kill-ის სინონიმების – to assassinate და to murder თარგმნისას; რადგან პირველი ნიშნავს ღალატით მოკვლას, მეორე კი – დანაშაულებრივად/განზრახ მოკვდინებას. მათ ერთსიტყვიან თარგმანში კვლა კი – ეს ნიუანსები იკარგება. ავიღოთ სხვა მაგალითი – ქართულში ცოცხალი არსებაც ცურავს, გემიც და მორიც; ინგლისურში კი – შესაბამისად გვაქვს: swims, sails და floats.

აფიქსირებს რა სიტყვათა მნიშვნელობებში აღსანიშნ საგანთა გარკვეულ ნიშან-თვისებებს, თითოეული ენა თავის “სამყაროს სურათს” ქმნის. ამიტომ ქართულში – ბუზი ჭერზე ზის, ინგლისურში კი – დგას: A fly stands on the ceiling. რუსულში - носят одежду, бороду, усы, причёску, მაგრამ არა კოსმეტიკურ საშუალებებს, როგორც ამას ადგილი აქვს ინგლისურში: She was wearing a new kind of perfume. to boil – ქართულად დუღებაცაა და ხარშვაც, to wash – ბან(ვ)აცაა და რეცხვაც. კომისაროვის (1965) აზრით – dog არ არის собака-ს იდენტური, რამეთუ იგი пёс-საც აღნიშნავს; რაშიც მას ვერ დავეთანხმებით, რადგან ასეთი მნიშვნელობა собака-საც გააჩნია.

ზოგიერთი სიტყვა მხოლოდ დენოტაციური მნიშვნელობის მატარებელია, ხოლო შესაბამისი კონოტაციური მეწყვილე სულ სხვა სიტყვაა. შემდეგ სიტყვებში პირველი კონოტაციურად ნეიტრალურია, მეორე კი – კონოტაციურად მარკირებული: grandfather – grand(-d)ad, grandpa(pa); grandmother – grandma(mma), granny; father – dad(dy); mother – ma(mma), ma[æ]mmy, mum(my), mom(my); son-sonny, girl- girlie, aunt – auntie, dog-doggie, cat-pussy, smell-fragrance (არომატის კონოტაციით).

smell - სუნი;

fragrance - სასიამოვნო სუნი, არომატი;

stink - მყრალი სუნი;

როგორც ვიცით, სიტყვის კონოტაციურ სემანტიკას მისი ემოციონალური სტილისტური ხატოვანი სემები ქმნიან, რომელთა წყალობით იგი განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს მსმენელსა და მკითხველზე. პოტენციური ხატოვნება ჩაფიქსირებულია ზოგიერთი არაკონოტაციური სიტყვის სემანტიკაში თუ არა, ხმარებაში მაინც. მაგ. მელა – ასოცირდება ეშმაკობასთან, ლომი – გულადობასთან, ფარშავანგი – სიამაყესთან. ასეთივე ასოციაციებით ხასიათდებიან რუსული – Митрофанушка, Петрушка; ინგლისური – Humpty-Dumpty; ქართული – ნაცარქექია და არსენა.

წყარო და მასპინძელი ენების შესაბამისი სიტყვები შეიძლება ერთნაირი ასოციაციურობა-ხატოვნებით ხასიათდებოდნენ, მაგრამ ხშირად ისინი ამ მხრივ ერთმანეთს არ ემთხვევიან: თოვლივით თეთრი – as white as snow, დღესავით ნათელი – bright as day; მაგრამ thin as a rake – ჩხირივით გამხდარი – худой как щепка, strong as a horse – ვირივით ღონიერი – сильный как бык, stupid as a goose – ბატი – глуп как пробка. ზოგჯერ მნიშვნელობის ამ კომპონენტის თარგმანში განმეორება არ ხერხდება და ხატი იკარგება.

ორიგინალისა და თარგმანის სიტყვათა ეკვივალენტურობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სიტყვათა შიგალინგვისტური მნიშვნელობა, რომელიც განპირობებულია ამ სიტყვათა ადგილით ენობრივ სისტემაში. ნებისმიერი სიტყვა რთულ და მრავალმხრივ ურთიერთობაშია სხვა სიტყვებთან, და ეს კავშირები მის სემანტიკაშია ასახული. მაგალითად, რუსული стол – სემანტიკურად უკავშირდება ავეჯის სხვა ნივთების სახელწოდებებს – стул, обстановка, . . . - და მათთან დაკავშირებულ სხვა სიტყვებს, როგორიცაა – деревянный, круглый, накрывать, . . . სხვა ტიპის სემანტიკურ კავშირს ავლენს სიტყვა стол – ისეთ სიტყვებთან, როგორიცაა – столовая, застольный, столоваться და სხვა, რომელთაც ძირეული მორფემის საერთოობა აკავშირებთ.

შიგალინგვისტური მნიშვნელობა, რომელსაც ენის სისტემა სიტყვას თავს ახვევს, შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც კომუნიკაციის მონაწილენი ყურადღებას არ ამახვილებენ, რამეთუ იგი აზრის გაფორმების ელემენტად მიაჩნიათ, და არა თვითონ აზრად.

 

თარგმნის ლინგვისტური საფუძვლები

 

როგორც უკვე ითქვა, თარგმნა, პირველ ყოვლისა საკონტაქტო ენებში, ე.ი. სათარგმნ და მასპინძელ ენებში ლინგვისტურ შესატყვისობათა ძიება-დადგენის პროცესია.

ერთი ენიდან მეორეში გადადის ანუ ითარგმნება მხოლოდ შინაარსის პლანი, ე.ი. სიტყვათა და შესიტყვებათა მნიშვნელობები და მათგან ნაშენი, მათგან ნაქსოვი ტექსტის შიგთავსი.

თარგმანს, როგორც წესი, არ ექვემდებარება ადამიანთა გვარ-სახელები და გეოგრაფიული სახელწოდებები. სათარგმნი ენიდან მასპინძელ ენაში მხოლოდ მათი ფორმის – წარმოთქმა და დაწერილობა – გადატანა ანუ ტრანსლიტერაცია ხდება. მაგრამ მცირე გამონაკლისი ყველა წესსა აქვს.

მაგალითად, ქართულში სხვადასხვა ენებიდან ტრანსლიტერირებული და ნაწილობრივ გადმოთარგმნილია უამრავი საკუთარი სახელი, როგორიცაა – ჰომეროსი, შექსპირი, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

გასაგები მიზეზების გამო, გაცილებით იშვიათია ქართულიდან სხვა ენებში საკუთარ სახელთა ტრანსლიტერაციისა და თარგმნის ფაქტები, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ – Rustaveli, Stalin, Tbilisi, David the Builder, King Tamar და ა.შ.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ერთნაირი მნიშვნელობის მქონე გვარები - ინგლ. Smith (სმიტი), გერმ. Schmidt (შმიდტი), ფრანგ. Lefeuvre (ლეფუვრე), რუს. Кузнецов (კუზნეცოვი), ქართ. მჭედლიძე, მჭედლიშვილი, მჭედლური, მეგრ. ჭკადუა, სვან. მუშკუდიანი < მʅშკიდ, აფხაზ. Ажьиба (აჟიბა) თარგმანებს არ წარმოადგენს. ისინი ერთნაირი ეტიმოლოგიის, ერთნაირი მოტივაციის, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოცენებული სახელდებითი სიტყვებია.

 

1. ფონეტიკურ-ორთოგრაფიული საფუძვლები

 

თარგმანის ძირითადი ობიექტია ტექსტის შინაარსის პლანი, ე.ი. მისი ლექსიკური და გრამატიკული ასპექტები; მაგრამ ბუნებრივია, არც მისი სამოსელი, მისი გამოხატვის პლანი, ე.ი. ფორმა, ე.ი. ფონეტიკური და გრამატიკული ასპექტებია უგულებელყოფილი.

გამოხატვის პლანი, ტექსტის ფონეტიკა – შინაარსზე არანაკლებ ფასეულია პოეზიაში, რომელიც პროზისაგან სწორედ თავისი ჟღერადობით, ე.ი. რიტმიკითა და რითმით განსხვავდება. რიტმი, ე.ი. წინადადების სეგმენტთა თავისებური მონაცვლეობა ახასიათებს პროზასაც, რაც სხვადასხვა ავტორთან სხვადასხვაგვარია და მაშასადამე, მათი სტილის თავისებურებას წარმოადგენს.

ენათაშორის ფონეტიკურ-ორთოგრაფიულ შესატყვისობათა საკითხი დგება ერთი ენიდან მეორეზე სესხებისა და საკუთარ სახელთა, ე.ი. ადამიანთა გვარ-სახელებისა და გეოგრაფიულ სახელწოდებათა ერთი ენიდან მეორეზე გადატანის, ე.ი. ტრანსლიტერაციის დროს.

მაშასადამე, ტრანსლიტერაცია – ლათინური სიტყვიდან littera ანბანის ასო - ჰქვია ერთი ენის სიტყვის ფორმის, კერძოდ კი მისი დაწერილობის მეორე ენაზე გადაწერას, მეორე ენის ასოებით მის გამეორებას. იგივენაირად, ერთი ენის სიტყვის წარმოთქმის მეორე ენაზე გახმიანებას, მეორე ენის ბგერებით გამეორებას ტრანსფონიზაცია უნდა ეწოდებოდეს - ძველბერძნული phōnḗ ბგერა - ანალოგიით; მაგრამ ასეთი დიფერენციაცია და ბუნებრივია, ასეთი ტერმინიც არ არსებობს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულისათვის ტერმინი ტრანსლიტერაცია სავსებით საკმარისი და მისაღებია, რამეთუ ქართულში ასო და ბგერა ერთი და იმავე ნიშნით აღინიშნება. ჩვენ შემთხვევაში ტრანსლიტერაცია გულისხმობს ნასესხობათა და საკუთარ სახელთა გადმოქართულება-გადაინგლისურებას.

ერთი ენიდან მეორეში სიტყვის ფორმის გადატანის, ტრანსლიტერირებისათვის საჭიროა ამ ენების ფონეტიკურ-ორთოგ- რაფიულ სისტემათა შეტოლება-შეპირისპირების გზით მათ ასო-ბგერათა შესაძლო ადეკვატურ შესაბამისობათა დადგენა. აქ უპრიანია მოვიყვანოთ ქართულ და ინგლისურ ხმოვანთა და თანხმოვანთა ცხრილები. 

 

 

როგორც ვხედავთ, ქართულში მხოლოდ ხუთი მოკლე ხმოვანი გვაქვს - ა, ე, ი, ო და . ამ ხუთი ასო-ბგერითა და მათი კომბინაციებით გადმოიცემა ყველა მეტ-ნაკლებად იდენტური ინგლისური როგორც მოკლე, ისე გრძელი მონოფთონგები, დიფთონგები და ტრიფთონგები. ამასთან, [æ] ყოველთვის ტრანსლიტერირდება როგორც „ე“, ნეიტრალური ბგერა [ə(:)] კი - როგორც „“ ან „“, თანაც ყოველთვის გადმოიტანება ხმოვნების შემდეგ მდგომი „r“-იც.

მაგალითად: Alps – ალპები, America – ამერიკა, assistant – ასისტენტი, band - ბანდა, cat - კატა, lamp - ლამპა; mark - მარკა, park - პარკი, Green - გრინი, meeting - მიტინგი, Pete - პიტი; court - კორტი, Ford - ფორდი, port - პორტი; verbal - ვერბალური; autobus - ავტობუსი, diagram - დიაგრამა, soul - სული, valley - ველი;

მეტი პრობლემებია თანხმოვნების ინგლისურ-ქართული და კიდევ უფრო მეტი - ქართულ-ინგლისური ტრანსლიტერაციის დროს. ქართულს არ გააჩნია ინგლისური f[f], th[ð], th[Ɵ], ნახევრადხმოვანი y[j] და w[w]-ს ბადალი ასო-ბგერები.

f[f]-ს ყოველთვის ჩაენაცვლება „ფ“: მაგალითად: federal - ფედერალური, festival - ფესტივალი, form - ფორმა...

th[ð]-ს უნდა ჩაენაცვლოს ქართული „დ“, th[Ɵ]-ს კი - „თ“.

ასეცაა სიტყვებში: the Netherlands - ნიდერლანდები, theme - თემა...

მაგრამ Galsworthy - გოლზუორთი, რაც ჩემი აზრით გაუმართლებელია.

გაუმართლებელია აგრეთვე w[w]-ს ქართულ „უ“-დ გადმოქართულება, რადგანაც „w“ თანხმოვანია, „უ“ კი - ხმოვანი; და მაშასადამე: ვაშინგტონი (Washington) და არა უოშინგტონ, ვატერპოლო (waterpolo) და არა უოტერპოლო, ვალტერ (Walter) და არა უალტერ, ვილიამ (William) და არა უილიამ, როგორც ზოგიერთები გვთავაზობენ.

რაც შეეხება ნახევრადხმოვან j[ȷ]-ს - „Y“ ძველ ქართულში იყო; დღეს კი იგი უბრალო „ი“-დ გადმოიტანება; მაგრამ ამ ბგერიანი ნასესხობანი და საკუთარი სახელები არ გვეგულება.

თავის მხრივ ინგლისურს არ გააჩნია ათი ქართული ბგერა - კ, პ, ტ, ძ, წ, ც, ჭ, ღ, ხ და ყ;

ქართული თანხმოვნები წარმოდგენილია სამეულებად, წყვილეულებად და ცალეულებად. სამეულებში ერთი მჟღერი უპირისპირდება ორ ყრუს, რომელთაგანაც ერთი მკვეთრია და მეორე - ფშვინვიერი. ინგლისურისა და რუსულისათვის სამეულები უცხოა და მათ აქ წყვილეულები შეესაბამება - ინგლისურს აკლია მკვეთრები, რუსულს კი - ფშვინვიერები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინგლისური ფშვინვიერები უფრო ნაკლები ფშვინვით ხასიათდებიან, ვიდრე მათი ქართული ეკვივალენტები; ხოლო ინგლისური მჟღერი თანხმოვნები უფრო მჟღერები არიან, ვიდრე ქართული მჟღერი თანხმოვნები.

 

 

 

ქართულში სულ 7 ცალეულია, აქედან 5 მჟღერია და 2 ყრუ.

ქართული ყრუ ცალეულებიდან ერთი - „ყ“ მკვეთრია, რომელიც ინგლისურში ისევ „k“-ით გადმოიცემა; მეორე - „ჰ“ კი - ფშვინვიერია. ინგლისურში მხოლოდ „h“ გვაქვს, რუსულს კი არც ერთი მათგანი არ გააჩნია.

იმის გამო, რომ ინგლისური ფშვინვიერები უფრო ნაკლები ფშვინვით ხასიათდებიან ვიდრე მათი ქართული ეკვივალენტები, (უფრო მეტად კი რუსულის გავლენით) ეს ფშვინვიერები ქართულში უმეტესწილად შესაბამისი მკვეთრებით გადმოიცემიან: მაგალითად: Clinton - კლინტონი ან ქლინთონი, party - პარტია, port - პორტი, აკაკი წერეთელი - Akaki Tsereteli, ილია ჭავჭავაძე - Ilia Chavchavadze და ა.შ. . . მაგრამ green card - გრინქარდი. ასე რომ, ეს საკითხი მოსაგვარებელია.

 

2. ლექსიკური საფუძვლები

 

მეტყველება, ტექსტი – იქნება ეს ზეპირი თუ გრაფიკული, რაღაც ინფორმაციას გვაწვდის; გარკვეული ინფორმაციის, გარკვეული შინაარსის მატარებელია.

ბუნებრივია, რომ ტექსტის ინფორმაცია მასში შემავალ წინადადებათა ინფორმაციების ჯამს წარმოადგენს.

თავის მხრივ, თითოეული წინადადების ინფორმაცია იმ სიტყვათა და შესიტყვებათა მნიშვნელობების ნაკრებია, რომლებისგანაც იგი შედგება.

როგორც ვიცით, სიტყვა ფორმისა და მნიშვნელობის ერთიანობაა. სიტყვის ფორმა ესაა მისი ჟღერადობა, ე.ი. წარმოთქმა და მისი დაწერილობა; ხოლო სიტყვის მნიშვნელობა ისაა, რასაც იგი აღნიშნავს, რასაც იგი ასახელებს. ის კი აღნიშნავს და ასახელებს არა უშუალოდ საგანს, ან მის ნიშან-თვისებას, ან მის მოქმედებას, არამედ ამ საგნის ცნებას, ამ ნიშან-თვისების ცნებას, ამ მოქმედების ცნებას.

ცნება არის რაიმე საგნის, რაიმე ნიშან-თვისების, რაიმე მოქმედების, რაიმე მოვლენის იმ მახასიათებელთა მინიმუმი, რომლითაც ჩვენ ამ საგანს, ამ ნიშან-თვისებას, ამ მოქმედებას, ამ მოვლენას ვცნობთ, გამოვარჩევთ მას სხვა საგნებისა, ნიშან-თვისებებისა, მოქმედებებისა და მოვლენებისაგან.

 

 

მაშასადამე, ბატკნის ცნება მოიცავს ყველა ბატკანს – დიდსა და პატარას, მსუქანსა და მჭლეს, დედალსა და მამალს, თეთრსა და ნაცრისფერს და ა.შ.; მაგიდის ცნება მოიცავს ყველანაირ მაგიდას – მრგვალს, სამკუთხედს, ოთხკუთხედს, ერთფეხას, სამფეხას, ოთხფეხას, მაღალს, დაბალს, სასადილოს, საწერს და ა.შ.; ხოლო მის ნიშან-თვისებათა მინიმუმი მოცემულია მის დეფინიციაში – მაგიდა არის ერთ ან მეტ ფეხზე დამაგრებული ფიცარი ან სხვა მასალის დაფა, რომელზეც სადილობენ და წერენ.

წყლის, როგორც ნივთიერების ნიშან-თვისებათა მინიმუმში შედის: 1. სითხეობა; 2. გამჭვირვალობა; 3. უსუნობა; და 4. დასალევად და/ან დასაბანად-გასარეცხად გამოყენებადობა. ნიშან-თვისებათა ეს მინიმუმი სავალდებულო და საკმარისია ყველასათვის, ყველა ეროვნების წარმომადგენლისათვის, რათა მან იცნოს და გამოარჩიოს წყალი ნავთისაგან, ზეთისაგან, რძისაგან და ა.შ.; მაშასადამე, წყლის ცნება ყველასათვის ერთნაირია, ოღონდ მას სხვადასხვა ენაში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ქართულში – წყალი, რუსულში – вода, ინგლისურში – water, გერმანულში – wasser და ა.შ. და ამ სიტყვის წარმოთქმისას, დაწერისას, გაგონებისას თუ წაკითხვისას ენის მცოდნემ იცის, თუ რა ნივთიერებაზე მიუთითებენ.

წყალს უამრავი სხვა ნიშან-თვისებებიც აქვს, რომლებიც მაგალითად, ცნობილია ქიმიკოსისათვის. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის საკმარისი და სავალდებულოა მხოლოდ მის ნიშან-თვისებათა ეს მინიმუმი. არა მარტო საკმარისი, არამედ სავალდებულოცაა ნიშან-თვისებათა ამ მინიმუმის ცოდნა.

საგნის ნიშან-თვისებები შესაბამის ცნებაში, ე.ი. შესაბამისი სიტყვის მნიშვნელობაში აისახება როგორც ამ მნიშვნელობის შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები, რომელთაც სემები ეწოდება. ეს სემები მეტ-ნაკლებად კარგად იკითხება სიტყვათა დეფინიციებში. მაგალითისათვის ავიღოთ სიტყვა boys წინადადებიდან Boys like football. სათანადო დეფინიციების მიხედვით ამ სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობის შემადგენელი სემებია:

1. სულიერობა; 2. ადამიანობა; 3. მოზარდობა; და 4. მამრობითობა. მაგრამ ამ სიტყვას გრამატიკული მნიშვნელობაც აქვს, რომლის სემებია: 1. მრავლობითობის სემა; 2. საზოგადო ბრუნვის სემა; და 3. მოქმედების შემსრულებლის სემა.

ლექსიკურ სემებს სიტყვის ფორმაში თავისი წარმომადგენლები, თავისი აღმნიშვნელები, ე.ი. თავისი ექსპონენტები არ გააჩნიათ. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ სიტყვის რომელი ბგერა, რომელი ნაწილი რა სემას გადმოსცემს. გრამატიკულ სემებს კი, როგორც წესი, თავისი ექსპონენტები აქვთ. მაგალითად, მოხმობილ სიტყვაში boys – მრავლობითობის სემის ექსპონენტია, გამომხატველია ფლექსია s[z], საზოგადო ბრუნვის სემის ექსპონენტია ნულოვანი ფლექსია – უფრო სწორად კი უაპოსტროფობა; ხოლო მოქმედების შემსრულებლის სემის გამომხატველია ამ სიტყვის პოზიცია – სახელდობრ, მისი დგომა შემასმენლის წინ.

სიტყვაში სამი სახის ინფორმაცია იყრის ხოლმე თავს, ესენია:

1. ინფორმაცია სიტყვის დამოკიდებულების შესახებ რეფე- რენტისადმი, ე.ი. საგნისადმი, ნიშან-თვისებისადმი, და ა.შ., რომელსაც სიტყვის საგნობრივ-ლოგიკური ანუ დენოტაციური მნიშვნელობა ეწოდება. მაგალითად, სიტყვის boy დენოტაციური მნიშვნელობაა – მამრობითი სქესის ბავშვი a male child;

2. ინფორმაციას სიტყვასა და ადამიანს შორის დამოკიდე- ბულების შესახებ, უფრო სწორად კი – ადამიანის დამოკიდე- ბულების შესახებ სიტყვით აღნიშნული რეფერენტისადმი სიტყვის კონოტაციური მნიშვნელობა ეწოდება; და როგორც ტერმინი გვიჩვენებს, ის თან სდევს დენოტაციურ მნიშვნელობას; ოღონდ იგი ყველა სიტყვას არ გააჩნია. მაგალითად, სიტყვა boy კონოტაციურად ნეიტრალურია, ე.ი. მასში არ იკითხება რა- იმე განსაკუთრებული დამოკიდებულება რეფერენტისადმი, ე.ი. მამრობითი სქესის ბავშვისადმი, როგორც ამას ექნებოდა ადგილი ამ სიტყვის სინონიმის urchin-ის შემთხვევაში, რომელიც ცელქ ბავშვს აღნიშნავს;

3. ინფორმაცია სიტყვის სხვა სიტყვებთან დამოკიდებულების შესახებ, რომელსაც სიტყვის შიგალინგვისტური მნიშვნელობა ეწოდება. სიტყვის შიგალინგვისტური მნიშვნელობა გულისმობს ამ სიტყვის კავშირ-ურთიერთობებს სხვა სიტყვებთან, როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ჭრილში.

ვერტიკალური კავშირ-ურთიერთობები ესაა ეგრეთწოდებული ჰიპერონიმულ-ჰიპონიმური კავშირ-ურთიერთობები.

ჰიპონიმი (hyponym) შედარებით ვიწრო მნიშვნელობის მქონე სიტყვაა, რომელიც შედის უფრო ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვაში, რომელსაც მისი ჰიპერონიმი (hyper(o)nym orsuperordinate) ეწოდება. თავის მხრივ ჰიპერონიმი შეიძლება შედიოდეს მასზე უფრო ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვის შემადგენლობაში, რომელიც მისი ჰიპერონიმია - თვითონ კი, ამ ჰიპერონიმის ჰიპონიმი და ა.შ.

ჩვენ მიერ მაგალითად აღებული სიტყვა boy ჰიპერონიმულ-ჰიპონიმურ ურთიერთობაშია სიტყვასთან child, რომლის შემადგენლობაშიაც იგი შედის როგორც ჰიპონიმი, და რომელიც მისი ჰიპერონიმია; თავის მხრივ child – human-ის შემადგენლობაში შედის და მისი ჰიპონიმი human კი – child-ის ჰიპერონიმია; და ბოლოს, human ჰიპონიმად შედის animal-ის შემადგენლობაში, animal კი – მისი ჰიპერონიმია. 

 

 

 

 

 

 

kill - (და)კვლა

stab - დანით მოკვლა

shootup - დახვრეტა

crush - to put to death by pressing გაჭყლეტა

execute - to put to death according to the sentence სიკვდილით დასჯა

electrocute - to injure or kill by electric shock დენის დარტყმით სიკვდილი/სიკვდილით დასჯა ელექტროსკამზე

hang - to put to death by hanging ჩამოხრჩობა

guillotine - to behead by guillotine სიკვდილით დასჯა გილიოტინაზე

lynch - to put to death without a lawful trial ჩაქოლვა

drown - (to cause) to die in water because unable to breathe წყალში დახრჩობა

strangle - to put to death by hindering of breathing გაგუდვა

murder - to kill a human being unlawfully and on purpose ადამიანის (წინასწარ განზრახვით) დანაშაულებრივად მოკვდინება

butcher - 1. killing violently with a knife დანით მხეცურად მოკვლა; 2. needless and cruel killing of people ხალხის უმიზეზოდ და ულმობლად დახოცვა

slay - (archaic or literary) to kill in a violent way განგმირვა; e.g.St. George slew the dragon.

slaughter - to kill (animals, people) in large numbers ცხოველების ან ხალხის დახოცვა

massacre - cruel killing of large numbers of people ხალხის მასიური და ულმობელი ხოცვა-ჟლეტა = genocide commit suicide - to put oneself to death თავის მოკვლა

assassinate - to put to kill for political reasons პოლიტიკური მკვლელობა არჩევნებზე, პარლამენტმა მათი ანულირება მოახდინა.

ამ პირდაპირი მნიშვნელობების გარდა, ქართული ეკვივალენტისგან განსხვავებით ინგლისურ ზმნას to kill სხვა მნიშვნელობებიც გააჩნია:

Her crystal clear voice/soprano just killed the audience.

მისმა წკრიალა ხმამ/სოპრანომ უბრალოდ განაცვიფრა მსმენელი.

She dressed up to kill all other girls at the party.

ის ისე გამოიპრანჭა/ისეთ ზმანზე მივიდა, რომ წვეულებაზე მყოფი სხვა გოგოები “დაეცნენ”.

His constant failures killed all his ambition.

მუდმივმა მარცხმა მასში ჩაკლა ყოველგვარი მისწრაფება.

By winning in the play-off the team killed all the competition.

დამატებით რაუნდში გამარჯვებით გუნდმა წერტილი დაუსვა კონკურენციას.

The football player managed to kill the ball; then he was just killing the clock to retain the score by the end of the round.

ფეხბურთელმა მოახერხა და ბურთი ჩაუჭრა მეტოქეს; მერე ის უბრალოდ დროს წელავდა რაუნდის დასრულებამდე ანგარიშის შესანარჩუნებლად.

Guys killed the bottle in postgame locker room celebration.

გამარჯვების აღსანიშნავად თამაშის მერე გასახდელში ბიჭებმა მაგრად მოილხინეს/შეუბერეს/დალიეს.

Having realized the negative implications for the upcoming elections, the parliament killed the recently adopted constitutional amendments.

გააცნობიერეს რა, თუ რა უარყოფითად აისახებოდა ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მოახლოებულ არჩევნებზე, პარლამენტმა მათი ანულირება მოახდინა.

Yesterday evening we were just killing time telling stories of our childhood; Zura’s story was so funny, it nearly killed me.

გუშინ საღამოს ბავშვობაში გადახდენილი ისტორიების მოყოლით უბრალოდ დროს ვკლავდით/დრო გაგვყავდა; ზურას მონაყოლზე კინაღამ სიცილით მოვკვდი.

The blossoming apple trees were killed off by the sudden fall in temperature.

ტემპერატურის მოულოდნელმა ვარდნამ სულ სათითაოდ გაანადგურა/გაავერანა/მოსპო უკვე აყვავილებული ვაშლის ხეები.

The driver dipped the (head)lights and killed the motor.

მძღოლმა ჩააქრო ფარები და გამორთო ძრავი.

 

3. თარგმნის გრამატიკული ასპექტი

 

ლინგვისტური თვალსაზრისით ენა და მეტყველება, როგორც ერთი მედლის ორი მხარე მკვეთრადაა გამიჯნული ერთმანეთისაგან.

ენა, ე.ი. ლექსიკა სანამ გრამატიკის განკარგულებაში გადავიდოდეს, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ერთგვარ მკვდარ კაპიტალს, “უძრავ ქონებას” წარმოადგენს და მხოლოდ გრამატიკული დამუშავების შემდეგ, გრამატიკის “ადიდაში გატარების” შემდეგ იძენს საკომუნიკაციო ღირებულებას და იქცევა მეტყველებად.

თავის მხრივ გრამატიკა, როგორც გრამატიკული, ე.ი. მორფოლოგიური და სინტაქსური კატეგორიების ერთობლიობა როგორც წეს-მოდელების კრებული ზოგადად ადამიანის აზროვნების ნაყოფია და ამდენად, ძირითადად ერთნაირია ყველა ენაში. თუმცა, ბუნებრივია, მას ამა თუ იმ ენაში მხოლოდ ამ ენისათვის დამახასიათებელი, სპეციფიკური ნიშან-თვისებებიცა აქვს.

ინგლისურ და ქართულ გრამატიკულ სისტემათა მოკლე შეპირისპირებითი ანალიზი შემდეგ სურათს წარმოაჩენს. ინგლისურ, ისევე როგორც ქართულ არსებით სახელს ორად-ორი გრამატიკული კატეგორია აქვს, ესენია - რიცხვისა და ბრუნვის კატეგორიები. სქესის გრამატიკული კატეგორია ამ არსებითისათვის უცხოა, ე.ი. იგი გადმოიცემა არა ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვა ფორმებით, არამედ სხვადასხვა სიტყვებით - man - woman და ა.შ., ე.ი. ლექსიკურად.

რიცხვი ორია - მხოლობითი და მრავლობითი, რომელთაგან მარკირებულია, ე.ი. სპეციალური ნიშნით გამოხატულია მხოლოდ მრავლობითი. ინგლისურში მრავლობითობის მარკერები -(e)s და -en ერთმანეთს გამორიცხავენ apple - apples, ox - oxen, მაშინ როდესაც ქართული -ებ და - და - ერთსა და იმავე სიტყვასთან იხმარებიან და მათ შორის სტილისტურ განსხვავებას ქმნიან. კერძოდ, -ებ-იანი მრავლობითი ნეიტრალურ სტილს განეკუთვნება, ნართანიანი კი - მაღალფარდოვანს. კაცები - კაცი, მთები - მთაი და ა.შ., რაც თარგმანში აუცილებლად გასათვალისწინებელია.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე ის ფაქტი, რომ მრავლობითი რიცხვის განსაზღვრების შემთხვევაში საზღვრული არსებითი სახელი ქართულში მხოლობითი რიცხვის ფორმაშია: two men - ორი კაც, many books - ბევრი წიგნ და ა.შ.

ქართულში შვიდი ბრუნვაა, ინგლისურში კი მხოლოდ ორი - საზოგადო და კუთვნილებითი ანუ ნათესაობითი. ნიშანდობლივია, რომ ინგლისური კუთვნილებითი ბრუნვა ფორმალურად, უფრო სწორად კი გრაფიკულად, და მნიშვნელობითა და ფუნქციით თითქმის მთლიანად ემთხვევა მის შესაბამის ნათესაობით ბრუნვას ქართულში: Bob’s [z] house - ბობის სახლი; Kate’s [s] friend - ქეთო ამხანაგი; Boris’s [iz] car - ბორისის მანქანა, მაგრამ: მე ვახტანგის შესახებ არაფერი ვიცი - I don’t know anything about Vakhtang.

ინგლისური ზედსართავისაგან განსხვავებით, რომელიც შედარების ხარისხებისდა მიხედვით იცვლება, ქართულ ზედსართავს, ისევე როგორც რიცხვით სახელს - ბრუნვის კატეგორიაც აქვს. მაგალითად, ერთმა კარგმა ბიჭმა ერთ კარგ გოგო მოიყვანა. - One good boy married one good girl.

ინგლისური ზედსართავის შედგენილობაში შემავალი ე.წ. მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები ქართულად ითარგმნება -ში თანდებულიანი სათანადო არსებითებით ან შესაბამისი ზმნებით: The house is aflame - სახლი ცეცხლის ალშია გახვეული = სახლი იწვის; The child is sound asleep - ბავშვი ღრმა ძილშია ან ბავშვს ღრმად ძინავს.

კარდინალურ განსხვავებებთან ერთად, გარკვეული თანხვდენის წერტილებიც აღინიშნება ინგლისურ და ქართულ დროთა სისტემებს შორის. სახელდობრ, ქართულში არ არის განგრძობითი დრო, რის გამოც, ქართული წინადადება - მე ვკითხულობ - სამნაირად ითარგმნება:

1. I read.

2. I am reading.

3. I have been reading.

განსახვავებას ჩვეულებრივ, განმეორებით მოქმედებასა და მიმდინარე მოქმედებას შორის ერთი სიტყვის ფარგლებში მხოლოდ შემდეგი ზმნები გამოხატავენ: ის დადის სკოლაში და ის მიდის სკოლაში - He goes to school and He is going to school; ის ხშირად დაფრინავს ლონდონში და დღეს ლონდონში მიფრინავს - He often flies to London and He is flying to London today; ის ყოველ კვირას დაცურავს ოდესაში და ის დღეს ოდესაში მიცურავს - He sails to Odessa every week and He is sailing to Odessa today. სხვა შემთხვევებში ამ განსხვავების აღსანიშნავად გამოიყენება დროის ზმნიზედები.

აღსანიშნავია, რომ ქართულში გვაქვს შედგენილობითა და მნიშვნელობით ინგლისური პერფექტის ბადალი კონსტრუქცია, რომელიც ასევე ძირითადი ზმნის წარსული დროის მიმღეობისა და ზმნა ქონა-ყოლის პირიანი ფორმისაგან შედგება, და რომელიც, ლოგიკური დროის რომელიმე წერტილის წინარე მოქმედებას გამოხატავს.

ოღონდ ეგაა, რომ გარდაუვალ ზმნებთან და ვნებით გვარში ქართულ კონსტრუქციაში ქონა-ყოლის ნაცვლად გვაქვს ყოფნა. და ეს კონსტრუქცია აქ გამოდის როგორც შედგენილი ზმნური შემასმენელი, მაშინ როდესაც ინგლისურ კონსტრუქციაში to have განიხილება როგორც მეშველი ზმნა და მაშასადამე, ეს კონსტრუქცია წინადადებაში გამოდის როგორც მარტივი ზმნური შემასმენელი.

ინგლისურ პერფექტს ქართულში აგრეთვე შეესაბამება წყვეტილი და პირველი და მეორე თურმეობითი. ხოლო რადგანაც მომავალს თურმეობითი არ გააჩნია, მომავალი პერფექტის თარგმნის მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს:

I have seen this film = 1. მე უკვე ვნახე ეს ფილმი; 2. მე მინახავს ეს ფილმი; 3. მე ნანახი მაქვს ეს ფილმი.

I had seen this film when he invited me = 1. მე ვნახე ეს ფილმი სანამ ის დამპატიჟებდა; 2. მე მენახა ეს ფილმი სანამ ის დამპატიჟებდა; 3. მე ნანახი მქონდა ეს ფილმი მან რომ დამპატიჟა.

I shall have seen this film when he invites me = 1. მე ვნახავ ამ ფილმს სანამ ის დამპატიჟებდეს; 2. მე ნანახი მექნება ეს ფილმი ის რომ დამპატიჟებს.

აწმყო განუსაზღვრელისა და აწმყო სრულის ვნებითი გვარი ინგლისურშიაც სინონიმურია და ქართულად მათ ერთნაირი თარგმანი აქვთ.

The book is translated into Georgian = The book has been translated into Georgian - წიგნი გადათარგმნილია ქართულად.

He has gone (come) = He is gone (come) = 1. ის წავიდა (მოვიდა); 2. ის წასულა (მოსულა); 3. ის წასულია (მოსულია).

He had gone (come) = He was gone (come) before my arrival = 1. ის წავიდა (მოვიდა) ჩემს ჩამოსვლამდე; 2. ის წასულიყო (მოსულიყო) ჩემს ჩამოსვლამდე; 3. ის წასული (მოსული) იყო სანამ მე ჩამოვიდოდი.

He will have gone (come) = He will be gone (come) before my arrival = 1. ის წავა (მოვა) ჩემს ჩამოსვლამდე; 2. - ; 3. ის წასული (მოსული) იქნება სანამ მე ჩამოვალ;

ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ ქართულში წარსული დროის ორი მიმღეობა გვაქვს, რომელთაც ინგლისურში ერთი შეესაბამება, მაგალითად: The milk is boiled და has been boiled ითარგმნება როგორც 1. რძე ადუღდა; 2. რძე ადუღებულა; 3. რძე ადუღებულია; 4. რძე ანადუღარია.

ასე რომ, მსგავსი წინადადებების თარგმნისას მთარგმნელი უნდა ეცადოს შეინარჩუნოს ეს ნიუანსები.

საინტერესო, თუმცა მხოლოდ შინაარსობრივ მსგავსებასთანა გვაქვს საქმე ე.წ. მომავალი წარსულში დროის ქართული შესატყვისის შეპირისპირებისას. როგორც ინგლისურში, ისე ქართულში გვაქვს ორი მომავალი - ერთი აწმყოს პოზიციიდან, რომელსაც შეიძლება აწმყოს მომავალი ვუწოდოთ, რომლის ათვლის წერტილი აწმყოა; და მეორე - წარსულის მომავალი, რომლის ათვლის წერტილი წარსულია, და რომელიც წარსული დროის მთავარი წინადადების დამატებით დამოკიდებული წინადადების შემასმენელია.

ამ კონსტრუქციას ორივე ენაში ორი ფუნქცია აქვს - დამატებით დამოკიდებულ წინადადებაში იგი თხრობით კილოს განეკუთვნება, მთავარ წინადადებაში კი - კავშირებითს.

The boy promised that he would study well - თხრობითი კილო, მომავალი წარსულში, განუსაზღვრელი დრო.

If the boy had the book he would study well - კავშირებითი კილო.

შეჯამების სახით მოცემულია ოთხივე გრამატიკული დროის ამსახველი ფორმები ინგლისურ წინადადებებსა და მათ ქართულ თარგმანებში:

He seems to go to school; It seems that he goes to school. - ეტყობა ის დადის სკოლაში.

He seems to be going to school. - ეტყობა ის მიდის სკოლაში.

He seems to have gone to school. - ეტყობა სკოლაში წასული, ან ეტყობა უვლია სკოლაში.

He seems to have been going to school. - ეტყობა ის დიდი ხანია სკოლაში დადის.

და პირუკუ, ქართულიდან ინგლისურ თარგმანებში:

ეტყობა პრეზიდენტი დაიღალა. - The President seems to have become tired.

ეტყობა თქვენი და ჭკვიანი გოგოა. - Your sister seems to be a clever girl.

ეტყობა მათ ერთმანეთი უყვართ. - They seem to love each other.

ეტყობა ბუშსა და ჰუსეინს ერთმანეთი სძულთ. - Bush and Hussein seem to hate each other.

ეტყობა თქვენი ძმა ზედმეტად/ნამეტანი ბევრს ეწევა. - Your brother seems to smoke too much.

ეტყობა ეს კაცი ბევრს სვამს. - This man seems to drink a lot.

ეტყობა ეს კაცი ლექსებს წერს. - This man seems to write poems.

სადაა ვახტანგი? ეტყობა ეზოში ეწევა სიგარეტს. - Where is Vakhtang? He seems to be smoking in the yard.

ეტყობა მწყემსები ელიბოს მარანში სვამენ ღვინოს. - The shephards seem to be drinking in Elibo’s wine cellar.

ეტყობა ამ უკანა მერხელებს არ აინტერესებთ ინგლისური. - The back bencher students seem not to be interested in English.

ეტყობა ამინდი იცვლება. - The weather seems to be changing.

ეტყობა, მას უკვე დაწერილი აქვს საკურსო. - (S)he seems to have already written her/his term paper.

ეტყობა ათიანი მიიღო არითმეტიკაში. - (S)he seems to have got ten out of ten in arithmetic.

ეს კაცი ეტყობა მაგარი ნაწვალებია. - This man seems to have suffered a lot.

ეტყობა კარი დაკეტილია. - The door seems to be locked.

ეტყობა მათ კარი დაკეტეს. - They seem to have locked the door.

ეტყობა კარი დიდი ხანია დაკეტილია. - The door seems to have been locked for a lomg time.

ეტყობა ბევრი უჭამია. - (S)he seems to have eaten much.

ეტყობა იგი ამ პალტოს დიდი ხანია ატარებს. - (S)he seems to have been wearing this coat for ages.

ამ ბავშვს ეტყობა ერთი კვირაა კბილები არ გაუხეხია. - This child seems not to have brushed/cleaned his teeth for a week.

 

სტილისტური ასპექტი თარგმანში

 

თავდაპირველად სტილი, ლათინურად stylus ეწოდებოდა გასანთლულ დაფაზე სიტყვების ამოსაკაწრ, წვერწამახულ ჩხირს; შემდეგ იგი დაერქვა წერის მანერას, აზრის გამოთქმის მანერას, მერე კი, გავრცელდა ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, არქიტექტურაზე და ა.შ.

მაშასადამე, დღეს სტილი ნიშნავს იმას, რაც ამა თუ იმ ქმედებას, თუ ნამოქმედარს მსგავსი ქმედებებისა და ნამოქმედარებისაგან გამოარჩევს. ამ გამორჩეულობას ქმნიან “გამორჩეული” ადამიანები, შემოქმედებითი უნარის მქონე პიროვნებები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ითვალისწინებენ მათი შემოქმედების მომხმარებელ-მოტრფიალეთა გემოვნება-მოთხოვნილებასაც.

ლინგვისტიკაში სტილი ეწოდება აზრის გამოხატვის ფონეტიკურ, ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებათა თავისებურ, გამორჩეულ სისტემას. ამისდა მიხედვით ორ სტილს გაარჩევენ, ესენია: სასაუბრო სტილი და წიგნური სტილი.

თავის მხრივ, სასაუბრო სტილი იყოფა შემდეგ შემადგენლებად:

1. სასაუბრო-ლიტერატურული სტილი, რომელიც შედგება იმ ყველასათვის სავალდებულო და მისაღები სიტყვებისა და გამოთქმებისაგან, რომელსაც განათლებული ადამიანი იყენებს თავის ზეპირ თუ წერით მეტყველებაში. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ეგრეთწოდებული სტანდარტული ინგლისური, რომელიც ამ ენის შემსწავლელმა უნდა აითვისოს.

2. სუფთა სასაუბრო ანუ ფამილიარული სტილი, რომელიც არაა უნაკლო ენობრივი ნორმების თვალსაზრისით, თუმცა არ შეიცავს უწმაწურ და უხეშ სიტყვებსა და გამოთქმებს. აქ განეკუთვნება შემოკლებები, როგორიცაა doc – doctor-ის ნაცვლად, bike – bicycle-ის ნაცვლად, lab – laboratory-ს ნაცვლად. ქართულში: კაი – კარგი-ს ნაცვლად, ძაან – ძალიან-ის ნაცვლად. აქვე განიხილება გაზვიადებები და მოკრძალებული გამონათქვამები (understatements): I haven’t seen you for ages; We have heaps of time; rather bad, not so good, not half good.

3. ვულგარული სტილი, სადაც შედის ლანძღვა-გინება, წყევ- ლა-კრულვა: damn (bloody) – წყეული(მც იყავ); hang it – მოკეტე – брось; to hell – ჯანდაბამდეაც გზა გქონია; mug (face-ugly) – სიფათი; nut (head) – გოგრა; to booze (to drink much liquor) – სა- სმელებით გახეთქვა; hide (of human skin) – ტყავი; shut up or put a sock in it – მოკეტე; D & D (drunk and disorderly) – გალეშილი დებოშიორი.

ვულგარულ სტილს ზოგჯერ სლენგს, ე.ი. ჟარგონს (slang, jargon or argot) უწოდებენ, რაც უმართებულოა; რადგანაც ჟარგონი კია თავისი ბუნებით ვულგარული, მაგრამ იგი მხოლოდ გარკვეული სოციალური ჯგუფის საკუთრებაა; მხოლოდ მას ემსახურება. მაგალითად, მოსწავლეთა და სტუდენტთა ჟა- რგონია: to cram or mug or swot – ზუთხვა; to cut lessons or classes – გაკვეთილების ან მეცადინეობის ჩასტრახვა; to play hook(e)y or to play truant – შატალოზე წასვლა და ა.შ.; სამხედრო ჟარგონია: big noise – general; picture show – battle; ქურდულ ჟარგონს განეკუთვნება: a persuader – a knife; to wrap – to kill; a parker or equilizer – a pistol.

წიგნური სტილის ქვეგანაყოფებია:

1. საკუთრივ წიგნობრული ანუ პოეტური სტილი, რომელიც შეიცავს არქაიზმებს, აბრევიატურებსა და ნეოლოგიზმებს: to slay – to kill; mon – morning; nigh – near; deer – think; thou [ðau], thee [ði:], thy [ðaı], thine – you, your; behold – see; bark – listen; couch – bed;

2. მაღალფარდოვანი სტილი: to commence – to begin; to end – to finish; to demonstrate – to show; to converse – to talk; chamber – room; brief – short;

3. ოფიციალური სტილი იხმარება ოფიციალურ გამოსვლებში, საბუთებში, ბიზნესში, საქმიან მიმოწერაში, პრესაში, პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმიანობაში: comestibles – food, donation – gift, obtain – get, abandon – leave; 

4. სპეციალური ტერმინოლოგია, რომელიც მეცნიერების ამა თუ იმ დარგში იხმარება – ტექნოლოგია ან ხელოვნება და რომელთაგან ზოგიერთი სასაუბრო რეგისტრშია გადასული: electricity – ელექტროობა, jet-liner – რეაქტიული თვითმფრინავი, diagnose – დიაგნოზის დასმა.

როგორც ვხედავთ, ლინგვისტიკაში აქცენტირებულია სტილის მხოლოდ ენობრივი, უფრო სწორად კი – მხოლოდ ლექსიკური ინვენტარი; მაგრამ სტილს მეტყველებაში ქმნის არა მარტო ენობრივი მასალის რაგვარობა, როგორობა, არამედ ამ მასალით მანიპულირების ხასიათიც – მისი ორდინალური თუ არაორდინალური ფუნქციონირებაც.

ტექსტები, მეტყველების ნიმუშები, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც ლექსიკურ-გრამატიკული შედგენილობით, ასევე ამ ტექსტების სტრუქტურით, კომპოზიციით, მათში შემავალი წინადადებების სიგრძე-სიმოკლით, სიმარტივე-სირთულით, მათში წევრთა პირდაპირი თუ ინვერსიული განლაგებით, სინტაგმათა თავისებური მონაცვლეობით, ე.ი. შინაგანი რიტმით. პოეზია – მაგალითად, პროზისაგან განსხვავდება სწორედ რიტმითა და რითმით, დრამატურგია კი ხასიათდება დიალოგებით.

ყველაზე მშრალი, ე.ი. სტილისტურად ნეიტრალურია სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტი, სადაც ჭარბობს ტერმინები და პირდაპირი მნიშვნელობის მქონე სიტყვები.

მაშასადამე, მთარგმნელის ამოცანაა არა მარტო ერთ ენაზე გამოთქმული აზრის, ინფორმაციის მეორე ენაში ადეკვატური გადატანა – არამედ ამ აზრის, ამ ინფორმაციის “სამოსელის”, “შეფუთულობის” მეორე ენაზე ადეკვატური გამეორება.

 

დასკვნა

 

ამრიგად, თარგმანის ლინგვისტური საფუძვლების – საკონტაქტო ენების ფონეტიკური, ლექსიკური და გრამატიკული ასპექტების ცოდნა-გათვალისწინება აუცილებელი წინაპირობაა, ბაზისია ნებისმიერი სახის თარგმანთან შესაჭიდებლად.

ამასთან ერთად, მთარგმნელის ინდივიდუალური განცდა და მიდგომა სათარგმნი მასალისადმი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორგინალური სტილი და ხასიათი, წერისა თუ გადმოცემის მანერა – ის ზედნაშენია, რაც მხატვრული თარგმანის შემთხვევაში მთარგმნელის გამორჩეულ ხელწერას განაპირობებს; და ამ გზით, განსხვავებულ, დედნის არაიდენტურ, ფაქტიურად სრულიად ახალ სიცოცხლეს სძენს მის მიერ თარგმნილ ნაწარმოებს. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ