მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 366 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნაწყვეტი

 

სასიქადულო კაცთ მოყვარეობა ქართველებს განასხვავებს თავიანთ ისტორიულის არსებობის ყოველ ხანაში.

საქართველოს სამეფოში მოქცეულს ყოველ ხალხს ქართველებთან თანასწორი უფლება ჰქონდათ მინიჭებული და არასოდეს არ განუცდიათ შევიწროება არც სარწმუნოებაში და არც ენის საქმეში. მათ მხოლოდ მოეთხოვებოდათ სახელმწიფოს ერთგულება.

საქართველოში ძველიდგანვე სცხოვრობდნენ ურიები, მაგრამ საშუალ საუკუნეებშიაც კი არ დასდგომიათ გაჭირვება ქართველთაგან, და ურიების დარბევა, რაც ასე ხშირად იყო და ეხლაც არის ევროპაში, არასოდეს არ მომხდარა საქართველოში. ებრაელებს საქართველოს მეფენი სამძიმო დიპლომატიურ საქმესაც კი მიანდობდნენ ხოლმე.

თათრები ისე იყვნენ კმაყოფილნი თავიანთ ბედისა საქართველოს სამეფოში, რომ თავგანწირულად ებრძოდნენ შემოსეულ თათრებსვე.

სომხები ყოველთვის შეადგენდნენ საქართველოს სამეფოს ბლომს ნაწილს, და არა თუ ქართველთაგან მტრობა არ განუცდიათ, არამედ ყოველთვის მინიჭებული ჰქონდათ სრული თანასწორობა ქართველებთან და, ასე გასინჯეთ, მემკვიდრეობითაც კი ეჭირათ ქართველთა სახელმწიფოში დიდ-დიდი თანამდებობა.

შესანიშნავია, რომ რამდენიც უფრო ძლიერი იყო საქართველო, იმდენი უმეტესის სულგრძელობით და კაცთმოყვარეობით ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომ უცხო ხალხებს...

თამარ მეფემ, რომლის დროსაც საქართველოს სამეფომ მიაღწია თავისის ძლიერების ზენიტსა, გააუქმა თავისს სამეფოში მეთორმეტე საუკუნეში არა თუ სიკვდილით დასჯა, არამედ სხეულის სასტიკი სასჯელიც, შთამომავლობისა და სარწმუნოების განურჩევლად ყოველის ქვეშევრდომისათვის ერთნაირად... ამის გამო თამარის მეფობამ ისე განვლო, რომ არ ყოფილა სიკვდილით დასჯილი არც ერთი თათარი, არც ერთი ურია, მით უმეტეს ქრისტიანი.

ეს კაცთმოყვარული სამართლიანობა სხვა სჯულის ხალხების შესახებ მით უფრო შესანიშნავია, რომ ქართველები წინა საუკუნოებში ყოველთვის აღგზნებულნი იყვნენ ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობით.

რაოდენი ძალა უნდა ჰქონოდათ ქართველებს მოწყალების და კაცთმოყვარეობის, თუ იმათს მხურვალე სარწმუნოების ერთგულებასაც კი ქედი უნდა მოეხარა ამ კაცთმოყვარეობის ძალის წინაშე!

ქართველებს ამჟამად არაფერი სწადიათ მის მეტი, რომ მათ მიუწყონ იმავე საწყაოთი, როგორითაც ისინი მიუწყავდნენ ყოველთვის სხვებს...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ