მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 236 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქართველნო! გეხსომებათ ბაბილონური აღრევა ენათა ირგვლივ 1950 წელს მოსკოვში. დისკუსანტებს მოჰყავდათ ფორმულა ენისათვის, ენგელსის მიერ მონახული: „საშუალება ურთიერთშორის გაგებისა“. თითქო პირუტყვთ არ შეეძლოთ გაგება ერთიმეორისა! ამ ფორმულას ურთავდნენ მინამატს სტალინისა: „და ბრძოლისა“. თითქო იმავე პირუტყვთ არ შეეძლოთ უსიტყვოდ წარმოება ბრძოლისა!

ენა აქვს მხოლოდ იმ არსს, რომელიც აზროვნებს. პირუტყვთ არ აქვთ აზრი, არც სჭირდებათ: ცოდნა ყოფისა და ცოდნა თვითონ მათთვის ერთი და იგივეა. ეალერსება, მაგალითად, ფაშატი თავის კვიცს, მან იცის ალერსი აქტში ალერსისა. ჩვენ კი მეტყველთ შესაძლოა გვქონდეს აზრი ალერსზე, თვითონ ალერსი კი არა. აქაა ზღვარი მეტყველთა და პირუტყვთა შორის.

ასეთი გაგება ენისა ბოლშევიკების მიერ მოწმობს იმას, რომ უკანასკნელთ არ ესმით, თუ რა არის ხალხი, ანუ უკეთ: არა სწამთ იგი. ენა აზროვნებს: აზროვნებს ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ცალკეული პიროვნება, თუგინდ გენიალური. ათას მაგალითებიდან აქ თუნდაც ერთი, იტყვის რომელიმე მემატიანე: „დავით აღმაშენებელმა განამტკიცა ხელმწიფება საქართველოსი“ - ამავე დროს მიმართავს რომელიმე დიასახლისი თავის გონებას: „შვილო, ფქვილი გამტკიცე“, აქ პირველ შემთხვევაში „მტკიცება“ იგულვებს „გამაგრებას“, მეორე შემთხვევაში „გაწმენდას“ გამოდის: რაც მტკიცე არის, ის წმიდაა, და რაც წმიდა - მტკიცე.

ვინ გაიაზრა ეს? ყველა ჩვენგანს ენა უკვე ქმნილი ხვდება წინ. მოაზრე აქ ხალხია თვითონ: კრებული პიროვნება, თავისებური არსი - არც ერთ სტილში თავის ისტორიული ვითარებისა, ხალხი არაა მოცემული „მთლად“, ხოლო ყოველში იგივე „ერთეულია.“

სხვა იყო საქართველო მეთხუთმეტე საუკუნეში, სხვაა იგი მეოცეში, განა იგი იქაც და აქაც საქართველოა, როგორც ერთი და იგივე არსი - კრებული ბუნებისა?! ბოლშევიკებისთვის კი ხალხი მხოლოდ ამა თუ იმ დროს სტატისტიკურად აღრიცხული „გროვაა“ ცალკეულთა. ამავე დროს, ცალკეულს ამ გროვაში მხოლოდ „ნუმერული“ ფასი აქვს.

ბერია, ერთხანად ძლევამოსილი, ქრება უეცრად. მეტიც: სახსენებელიც ითხრება მისი. დღეს თუ ეს ემართებათ ბერიებს, რას უნდა ელოდნონ უბრალო მოქალაქენი? - ჩაუკვირდით თანამემამულენო ამ მოვლენას საარაკოს. 

ყოველი ხალხი რომელიმე განსაკუთრებული სახით აცნაურებს მსოფლიოს. სხვაა ჰომიროსის სამყარო, სხვაა რუსთაველისა, სხვაა გილგამეშისა, სხვაა ათარვაბედასი, ჰინდუსთა. ამიტომ ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია, რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენადვე უნივერსალურია იგი.

შეეყრებიან, მაგალითად: ზემოდხსენებული სამყარონი ერთიმეორეს, იხილავენ ერთიმეორეში მთელს სამყაროს, იხილავენ, ვინაიდგან თითოეული მათგანი, თუმცა ერთი სახით, აცნაურებს მსოფლიოს, იმავე დროს ასარკულად ამცნევს უკანასკნელს, როგორც მთელს.

საბჭოეთში კულტურას სტალინის ფორმულით მარტავენ: „ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური“. არ ესმით ჭკუათმყოფელთ, რომ ყოველი შინაარსი თავისგანვე ქმნის გარსს, გარე არსს, სახეობას, ფორმას.

კულტურა ფორმით ნაციონალური და შინაარსით სოციალისტური, არც ინდივიდუალურია და არც უნივერსალური: მას არ აქვს შინაგანი პლასტიური სახეობა და ამრიგად სახე, სახიერება. იგი კულტურაა ანონიმისა.

შეადარეთ, მაგალითად, რომელიმე ნაქმი რუსული ჩვენი დროისა რომელიმე ქართულ ნაქმს: გეგონება, თითქოს თარგმნილნი იყვნენ ერთიმეორეთაგან: დედანი, ორიგინალი? ვერ მონახავთ: მის ალაგას მიმალულა ანონიმი. ესაა კულტურა? თანამემამულენო, ბოლშევიზმი ხრწნის შინაგან ხალხს და ამყარებს ფსევდო-კულტურას.

ქართველთა კულტურა, ასე ინდივიდუალური და ეგზომ უნივერსალური, ქართველი ერის წიაღიდან უნდა აგრძელებდეს თავის ვითარებას. წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა: მის გენიალურ ენას, მის უნივერსალურ მითოსს, მის ჰეროულ თავგადასავალს, მის ხალას სტილს სიცოცხლისა, წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით, და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას.

თავის უფალი, გესმით რა გულისხმიერი სიტყვაა! მარჯი საქართველოს თავისი თავის უფალს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ