მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 263 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სურათი

 

რკინის მოაჯირით შემოვლებულ ვერის მოედანზე, როგორც გალიაში ასიოდე შეშის ურემი მოუმწყვდევიათ. შესავალთან. მილიციონერები სდგანან და უდარაჯებენ. ქუჩა სავსეა ხალხით, უფრო უცხოელებით, რომელიც ელის ქალაქის აგენტს. ამ აგენტმა უნდა შეაფასოს შეშა და 15.000 მანეთად ღირებული ურემი 4-5.000-ად უნდა დაურიგოს. ხაფანგში გაბმული გლეხები ღელავენ.

ერთი ახალგაზრდა გლეხი განზე გამდგარა და თავის თავს ებუტბუტება:

- დედას გიტირებთ... დაგვაცალეთ... დაგვაცალეთ...

- კაცო, სამართალი აღარ არის? - ყვირის მეორე გლეხი მეორე ჯგუფში, - ჩვენი შეშა რომ დანიხრეს, რატომ არ დანიხრავენ თავიანთ საქონელს. ჩითი გვინდა, ტყავი, შაქარი და საპონი.

- ხალხო! დაიძახა მესამემ, - აქ რაღაც ამბავია. აბა რა დასაჯერებელია, რომ ჩვენმა მთავრობამ ასეთი კანონი გამოსცა. ესენი გვატყუებენ. წავიდეთ ერთად ჩვენ მეფესთან და ვიჩივლოთ. წინათ თუ შორს იყო, ეხლა ხომ ახლოა.

აქეთ-იქიდან სიცილი მოისმა.

- რომელ მეფესთან, რეებს ლაპარაკობს.

- კონტრრევოლუციონერია...

გლეხი აირია, დაიბნა.

- როგორ თუ რომელ მეფესთან? კაცო, განა ჩვენ მეფე არა გვყავს?

ისევ სიცილი მოისმა.

- კაცო, რას იცინით! საქართველო ხომ თავისუფალია? თავისუფალია.

- მერე როგორ იქნება, რომ თავისუფალ ქვეყანას მეფე არ ჰყავდეს? აკი ავირჩიეთ შარშან ჟორდანია...

ხალხში ხარხარი ისმის.

- ჟორდანია მეფე კი არ არის, მთავრობის თავმჯდომარეა.

ერთმა გლეხმა კისერზე ხელი დაირტყა და მიუბრუნდა:

- თავმჯდომარე ჟორდანია კი არ არის, თქვენა ხართ. თავს დაგვასხედით და მოსვენებას არ გვაძლევთ.

- სულ ერთია, ჟორდანიასთან წავიდეთ! - დაიძახა პირველმა.

- წავიდეთ!.. წავიდეთ! - იგრიალეს გლეხებმა და გალიიდან გამოსვლა მოინდომეს, მაგრამ მილიციონერი გადაეღობა.

- ჯერ შეშა გაყიდეთ და მერე წადით.

ხალხი ჯგუფ-ჯგუფად არის დაყოფილი და ცხარედ კამათობს. სოფელი და ქალაქი ერთმანეთს აბრალებენ მუქთახორობას, სპეკულიანტობას. ყველაზე მეტად ერთი სტუდენტი ცხარობს:

- წინათ ასეთი ურემი შეშა ყიდულობდა ორ ფუთ საპონს, ეხლა კი, ნიხრით რომ გაყიდოს, ნახევარ ფუთს ვერ იყიდის. წინათ ეს შეშა იყიდიდა ორმოც არშინ ჩითს, ეხლა იყიდის ათ არშინს.

აქეთ-იქიდან რეპლიკები მოახალეს:

- სპეკულიანტებს ესარჩლები... მუშა მშიერია... გლეხმა უნდა გვიშველოს.

სტუდენტი არ უთმობს. ამ ჯგუფს შემოეხვივნენ გლეხები.

- სპეკულიანტებს კი არა, სამართლიანობას ვესარჩლები. ვინც მუშაობს, მშიერი არ არი. თქვენ დღეში ხუთ საათსაც არ მუშაობთ, ესენი კი თხუთმეტსაც მუშაობენ, ღამეს ტყეში ათენებენ, მუხლამდე წყალში და თოვლში დგანან.

ვიღაცამ ხორცი ახსენა:

- ხორცს ათ თუმნად ვყიდულობთ.

- თქვენ ყოველ დღე მიირთმევთ ხორცს, გლეხი კი თვეში ერთხელაც არა სჭამს.

მეორემ ომი ახსენა.

- ომს გლეხი იხდის, მისი სისხლი უფრო იღვრება, მუშა კი სახლში რჩება, რადგან თავის დაზგას და ქარხანას იგი ვერ მოშორდება. ესეც სათქმელია: აბა გადახედეთ ამ ხალხს, მუმლივით რომ დაეხვია ამ შეშას, ცხრა მეათედი უცხოელები არიან. სალდათს ესენი არ იძლევიან, სისხლს არა ღვრიან. თქვენ კი შეშას გლეხს ართმევთ და ამ ვიგინდარებს აძლევთ.

- მართალია, მართალი! - დაიძახეს აქეთ-იქიდან.

- ეს არის სამართალი, თქვე ურჯულოებო, თქვენა! - გამოვარდა ერთი გლეხი. შვილი მე მოვაკვლევინო თათარს, შეშაც მე წამართვან და ვიღაც ოხრებს დაურიგონ! ეს არის სამართალი? ხალხო, წავიდეთ ჟორდანიასთან, იქნება იმან მოგვცეს სამართალი.

- წავიდეთ, წავიდეთ.

არ გაუშვეს.

- არ შეგრჩებათ, შვილოსან, არ შეგრჩებათ. წაიღეთ შეშა, მაგრამ შხამად ამოგივათ.

- ხალხო! - გამოვარდა ისევ ფიცხი გლეხი, - მოდი, ფიცი დავდოთ, დედა შეერთოს ცოლად, ვინც ამას იქით ქალაქში შეშა მოიტანოს.

- აგრე იყოს, აგრე!

- გზები შევკრათ. ვინც ხალხს უღალატოს და სიტყვა გასტეხოს, გავაგდოთ სოფლიდან: წყალი შევუკრათ, ხმა არ გავცეთ, არაფერში მივეშველოთ.. შევაჩვენოთ და დავწყევლოთ...

- აგრე... აგრე იყოს, - მოისმოდა აქეთ-იქიდან.

ქალაქის აგენტი მოვიდა. ხალხი მიესია შეშას, როგორც მგელი დავლას. ატყდა ყვირილი, მუქარა, ჟრიამული.

წამოვედი.

მეორე, მესამე და მეოთხე დღეს იმავე მოედანზე არც ერთი ურემი აღარ გამოსულა.

ალბათ გლეხებმა გზები შეჰკრეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ