მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 282 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველას როდი ხელეწიფება ბრბოში გათქვეფა, ბრბოში ყვინთვა, ბრბოში განცხრომა, - ეს ხომ ხელოვნებაა ერთგვარი; კაცთა მოდგმის გარდაქცევა ხალისისა და სიამის წყაროდ მხოლოდ მას ძალუძს, ვისაც კეთილმა ფერიამ აკვნიდანვე შთაუნერგა მიდრეკილება გარდასახვისაკენ, ნიღბების ცვლისაკენ, შეაძულა მშობლიური კერა და შეაყვარა მოგზაურობა.

ბრბო და მარტოობა - ერთმნიშვნელოვანი სიტყვებია. პოეტის ქმედითი, ცხოველმყოფელი სული იოლად გარდაჰქმნის პირველს მეორედ. ვინაც არ იცის წარმოსახვით დასახლება თავისი სიმარტოვისა, იგი ვერასოდეს შეიგრძნობს მარტოობას ბრბოს ორომტრიალში.

პოეტს ერთი შეუდარებელი უპირატესობა აქვს. მას სურვილისამებრ ძალუძს არამარტო თვითგამოხატვა, არამედ სხვადქცევაც. პოეტს ძალუძს განსხეულდეს ნებისმიერ არსებად, იმ სულის მსგავსად, ამქვეყნად სხეულებრივ გარსს რომ დაეძებს. პოეტისთვის, ერთადერთისთვის ხსნილია ყოველივე, და თუ ზოგიერთი კუნჭული მისთვის თითქოს მიუწვდომელია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არ იმსახურებს მის ყურადღებას.

მარტოხელა, ფიქრებში წასული მეოცნებე თავისებურ თრობას ჰპოვებს სამყაროსთან ამგვარ ყოვლისმომცველ ერთობაში. ის, ვინც იოლად ითქვიფება ბრბოში, იმგვარ სიამეთა ციებ-ცხელებას განიცდის, რომელთაც ვერასოდეს ეღირსება ზანდუკივიით თავისთავში ჩაკეტილი ეგოისტი ან ლოფორთქინასავით მცონარე კაცი. იგი ეგუება ყოველგვარ პროფესიას, საკუთარივით განიცდის ყოველგვარ სიხარულს თუ ტანჯვას რომელსაც შემთხვევა მოუტანს.

ის, რასაც აღაქიანები სიყვარულს უწოდებენ, უბადრუკობაა, ფუჭი არარაობაა ამ გამოუთქმელ ორგიასთან შედარებით. ეს არის წმიდათაწმიდა პროსტიტუცია სულისა, რომელიც მთლიანად ეძლევა ყოველგვარ მოულოდნელობას, გამოუცნობს, წამიერს და ანაზდეულს, ეძლევა მთელი თავისი გზნებითა და პოეტურობით.

ამ სოფლად ბედისაგან განებივრებულთ უნდა შევახსენოთ ხოლმე, რომ არსებობენ მათთვის მიუწვდომელი სიამენი, უფრო მაღალნი, უფრო დახვეწილნი, უფრო წარმტაცნი. ამით ისინი წუთიერად მაინც დასთმობენ თავიანთ უსაზმნო ამპარტავნებას, კოლონიების დამაარსებელნი, ერისმთავარნი, მღვდელ-მისიონერები, ქვეყნის კიდეზე გადახვეწილნი, უცილოდ ნაზიარებნი არიან ამ გამოუთქმელ სიამეთა იდუმალებას. თავისი გენიით შექმნილ ხალხმრავალ ოჯახებში დამკვიდრებულნი, ისინი უცილოდ შეიგრძნობენ ამ განცხრომას და იდუმალ დასცინიან მათ, ვისაც ებრალება ასეთი ადამიანები მათი მშფოთვარე ყოფისა და ასკეტური ცხოვრების გამო.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ