მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 276 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თურმე ჩინელებს სცოდნიათ დროის გამოცნობა კატის თვალებში.

ერთხელ, ერთმა მისიონერმა, ნანკინის მიდამოებში სეირნობისას შეამჩნია, რომ შინ დარჩენოდა საათი და შემხვედრ ბიჭუნას ჰკითხა დრო.

ზეციური იმპერიის პატარა ძე ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი უეცრად მიუგო: „ახლავე გეტყვით“. რამდენიმე წუთში იგი მობრუნდა ვეებერთელა კატით ხელში, შემდეგ, როგორც ამბობენ, ჩახედა მას თვალის თეთრონებში და დაბეჯითებით მიუგო მისიონერს: „თორმეტი იქნება მალე“. მართლაც, ასე იყო.

მე კი, როდესაც ვუმზერ მშვენიერ ფელინას, რომელსაც ეგზომ უხდება თავისი სახელი, - ფელინას, მშვენებას თვისი სქესისას, სიამაყეს ჩემი სულისას, სურნელებას ჩემი გონებისას - დღეა თუ ღამე, სრული ნათელი თუ უკუნეთი, - მის მომხიბვლელ თვალებში ცხადად ვხედავ დროს - საათს, მუდამ ერთსა და იგივეს, დიდს, საზეიმოს, სივრცესავით უსაზღვროს, წუთებად და წამებად დაუყოფელს - უძრავ დროს, რომელიც არც ერთ საათზე არ არის აღნიშნული, ოხვრასავით მსუბუქს, თვალივით სწრაფს.

და თუ რომელიმე აბეზარი სტუმარი შემაწუხებს ამ დროს, როდესაც ჩემი მზერა ამ მომხიბვლელ ციფერბლატზეა მიპყრობილი, თუ რომელიმე უკუღმართი სული ან წინააღმდგომი დემონი მკითხავს: „რას უცქერ ასე დაჟინებით? რას სწავლობ მაგ არსების თვალებში, თავქეიფავ? იქნებ ხედავ, რომელი საათია?“ მე მივუგებდი მას დაუფიქრებლად: „დიახ, ვხედავ ჟამს და ეს არის მარადისობა!“

აი, არც თუ საძრახისი მადრიგალი, ქალბატონო ჩემო, - თქვენებრ სანაქებო და ზეაღმტაცი. მართალი გითხრათ, ესოდენ ეფექტური კომპლიმენტის შეთხზვამ იმდენი სიამე მომგვარა, რომ აღარაფერს მოგთხოვთ სანაცვლოდ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ