მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 203 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნება მომეცი, შევისუნთქო დიდხანს, დიდხანს, ნელსურნელება თმათა შენთა, ჩავრგო თაგი მაგ დალალებში, ვით მწყურვალმა ანკარა წყაროში, გავშალო ხელით, ვით ცხვირსახოცი - სურნელოვანი, აღვავსო მოგონებებით ჰაერი.

შენ რომ უწყოდე ყოველივე, რასაც ვხედავ, რასაც შევიგრძნობ, რაც მესმის შენს თმაში! ჩემს სულს აღავსებს არომატი, როგორც მუსიკა.

შენს თმაში ზმანებათა სამყაროა მთელი; მანდ ვხედავ ანძებს და აფრებს; ზღვას უკიდეგანოს, სად უბერავენ მუსონები, საოცნებო ქვეყნებისაკენ რომ მიმაფრენენ, ღრმა და უსახღვრო სილაჟვარდეში, სად ჰაერი გაჟღენთილია ადამიანის კანის სუნით, უხვნაყოფიან ხეთა ფოთლების ამო სურნელით.

თმათა შენთა ოკეანეში ვხედავ ნავსადგურს, სად ფუსფუსებენ მეზღვაურნი სხვადასხვა ტომის; მელანქოლიური სიმღერები სწვდება ჩემს სმენას; მოჩანს ხომალდთა დახვეწილი კონტურები უკიდეგანო ცის ფონზე, მუდმივი ხვატის სავანეში.

თმათა შენთა ალერსში კვლავ მახსენდება გარდასული დღენი, მშვენიერ გემზე გატარებული საათები, ყვავილები და კამკამა წყალი, ნაპირიდან მოქცევის ყრუ დუდუნი.

თმათა შენთა სახმილში შევიგრძნობ დაბანგული და დამაქრული თამბაქოს სურნელს; თმათა შენთა ღამეში მეზმანება ტროპიკული ლაჟვარდის უსასრულობა, ნაწნავნი შენნი მათრობენ მუშკის, ამბრის და ქოქოსის ნელსურნელებით.

მომეცი ნება კბილებით დავხრა შენი მძიმე, შავი ნაწნავნი: როცა ვღეჭავ შენს დრეკად, ხშირ თმას, აგრე მგონია, თითქოს მოგონებებს ვნთქავდე.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ