მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 239 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გასული ღამით ორი მომაჯადოებელი სატანა და ერთი არანაკლებ ღირშესანიშნავი დედაეშმაკი მესტუმრნენ ფარული კიბით, რომლითაც ჯოჯოხეთი უტევს ხოლმე ძილისაგან დაბანგულ ადამიანს და იდუმალ კავშირს ამყარებს მასთან. საზეიმო პოზებში გამწკრივდნენ ისინი ჩემს წინაშე, თითქოს ესტრადაზე დგანანო, გოგირდოვანი ნათებით ბრწყინავდნენ ღამის ბნელ ფონზე. ისეთი გოროზი და მბრძანებლური იერი ჰქონდათ, თავდაპირველად ნამდვილ ღმერთებად ჩავთვალე სამივე.

პირველ სატანას ჰერმაფროდიტის სახე ჰქონდა. მისი სხეულის კონტურები ძველი ბაკქების ნებიერი სინახით სუნთქავდნენ. მისი მშვენიერი, სევდიანი, ბუნდოვანი, მუქი ფერის თვალები იებს ჰგავდნენ, გრიგალის ცრემლებით დამძიმებულთა, ნახევრად გახსნილი ბაგენი - სახმილს, გავარვარებულს და სურნელოვანს ირგვლივ მწერები დასტრიალებდნენ და მისი მხურვალე სულთქმისაგან იწვოდნენ ჰაერში.

მის მეწამულ ჯუბას ქამარივით შემოგრაგნოდა ბრჭყვიალა გველი, რომელსაც თავი წამოეყო და სახეში შესცქეროდა პატრონს თავისი გავარვარებული, მთვრალი თვალებით. მას ამ ცოცხალ ქამარზე ეკიდა ლაპლაპა დანები, ქირურგიული ინსტრუმენტები და რაღაც ავბედითი სითხეებით სავსე შუშები. მარჯვენა ხელში წითლად მოელვარე სითხით სავსე თასი ეკავა, რომელსაც ჰქონდა ასეთი უცნაური ეტიკეტი: „სვით ამისგან ყოველთა, ეს ჩემი სისხლია, საუკეთესო გამახალისებელი“, მარცხენა ხელში ვიოლინო ეკავა რომლის ხმოვანებაც მის შვებას და ტანჯვას დაჰკვნესდა და რომლითაც იგი ავრცელებდა თავისი გადამდები სიგიჟის სენს შაბაშების მრუმე ღამეებში.

გამხდარ წვივებზე გაწყვეტილი ოქროს ჯაქვი ჰქონდა შებმული, რომელიც საგრძნობლად ბორკავდა, ასე რომ, იგი დროდადრო მიწას ჩასცქეროდა და თავმომწონედ ითვალიერებდა ფეხის ფრჩხილებს, რომელნიც გულდასმით იყვნენ გაქლიბულნი და ბრჭყვიალებდნენ კარგად გამოყვანილი ძვირფასი თვლებივით.

ბოლოს მან შემავლო თავისი უნუგეშო, სევდიანი, ვერაგულად მათრობელი მზერა და წამღერებული ხმით მითხრა: „თუ გსურს, თუ გსურს, მე შენ გაქცევ სულთა მეუფედ, ცოცხალ მატერიაზე იმეფებ შენ, როგორც მოქანდაკე - თიხაზე, მოქანდაკეხე უფრო ძალუმად იმეფებ. შენ ეზიარები უსასრულოდ განახლებად სიამეს საკუთარი თავისგან განთავისუფლებისას და სხვებში თავდავიწყებისას. შენ მოიზიდავ სულებს და შეერწყმი მათ შენის სულითა“. ხოლო მე მივუგე: „მადლობელი ვარ. მითხარ, აბა რას ვაქნევ მაგ არსებათა უბადრუკ გროვას, რომელთაც უთუოდ ჩემოდენი ფასი აქვთ ალბათ. მართალია, ოდნავ მრცხვენია წარსულის გახსენებისა, მაგრამ არც დავიწყება მსურს რაიმესი. კიდევაც რომ არ გიცნობდე შენ, ბებერო ურჩხულო, - შენი იდუმალი დანები, შენი საეჭვო შუშები, ჯაჭვნი, რომელნიც გიბორკავენ ფეხებს, განა ეგ ყოველივე ნათლად არ მეტყველებს შენთან მეგობრობის “სიძნელეებზე? დე, შენვე გქონდეს შენივე ძღვენი“.

მეორე სატანას როდი ჰქონდა ასეთი ტრაგიული და ამავე დროს მოღიმარი სახე, არც ასეთი ვერაგული და თან დახვეწილი მანერები, არც ასეთი ფაქიხი და სურნელოვანი სილამაზე. ეს იყო ჩამრგვალებული, პირმსუქანი, თვალებჭრუტა მამაკაცი, რომელსაც მძიმე ღიპი წინ წამოეგდო, მოოქროვილ-მოხატული კანი ჰქონდა, თითქოსდა ტატუირებული ათასგვარი მოძრავი ფიგურებით და თითქოს მსოფლიო ტანჯვის მრავალსახოვნება ცხადქმნილიყო ამ ნახატებში. აქ მოჩანდნენ პატარა უდღეური კაცუნები, კაუჭებზე თავჩამოხრჩობილნი, აქვე დაინახავდით ერთ ციდა, გალეულ გნომებს, რომელთა თვალებიც უფრო მრავლისმეტყველად ითხოვდნენ მოწყალებას, ვიდრე მათი მოცახცახე ხელები. აქ იყვნენ დამჭკნარი დედები თავიანთი უდღეური ბალღებითურთ, მათ რძედაშრეტილ ძუძუებს რომ მობღაუჭებოდნენ ამაოდ, და კიდევ ბევრი სხვა რამ მოჩანდა აქ.

მსუქანი ეშმაკი მუშტს იცემდა ვეება ღიპზე, საიდანაც მოისმოდა მეტალისებური რაჩხუნი, რომელიც თითქოს ურიცხვ ადამიანთა ყრუ გმინვა-გოდებაში გადადიოდა. ეშმაკი იცინოდა, ურცხვად აჩენდა თავის გამოხრულ კბილებს, იცინოდა იმ ბრიყვული სიცილით, ყოველი ქვეყნის ადამიანებს რომ სჩვევიათ ნაყროვანი სადილის შემდეგ.

ბოლოს ეს მითხრა: „მე შემიძლია მოგცე ის, რითაც ყველაფერს მიაღწევ, ის, რაც ყველაფრის ღირებულებას ატარებს, ის, რაც ყველაფრის შემცველია“. ამ სიტყვებით მან მუშტი დაირტყა თავის შემზარავ ღიპზე და ამ დარტყმის ხმამაღალმა ექომ თითქოსდა დაადასტურაო მისი უხეში სიტყვები.

მე ზიზღით ვაქციე მას ზურგი და მივუგე: „არ მსურს სიამოვნება, სხვისი ტანჯვით ნაყიდი; არ მსურს სიმდიდრე შენს კანზე ასახული ვაებით დამძიმებული, კედელზე გასაკრავ ქაღალდს რომ მიგიგავს“.

რაც შეეხება დედაეშმაკს, უნდა ვაღიარო, რომ თავდაპირველად თავისებური მომხიბლაობა ვპოვე მასში. საუკეთესო განსაზღვრა იქნებოდა ამ მომხიბლაობისა მისი შედარება ძალზე ლამაზი ქალების მიმწუხრულ მშვენებასთან„ რომელნიც მიაღწევენ რა გარკვეულ ასაკს, უკვე აღარ ბერდებიან და ინარჩუნებენ მაგიურ მომხიბლაობას ნანგრევებისას. მისი იერი ერთსა და იმავე დროს მბრძანებლურიც იყო და ოდნავ მოთენთილიც, მხერა მისი მოღლილი ჩანდა და ამავე დროს ანდამატურად მიმზიდველი.

მაგრამ ყველაზხე მეტად განმაცვიფრა მისი ხმის იდუმალებამ რომელშიც მოისმოდა ხმოვანება სულზბააე უტკბესი კონტრალტოებისა, და ამავე დროს მსუბუქი ხრინწი არყის მოყვარულთა ყელისა.

„თუ გსურს შეიმეცნო ჩემი ძალა, - მითხრა ცრუ ღმერთქალმა თავისი მომაჯადოებელი, პარადოქსული ხმით, - მისმინე. და ამ სიტყვებით პირზე მიიდო უშველებელი საყვირი, რომელიც სოფლური სალამურივით აჭრელებულიყო მსოფლიოს ყველა გაზეთების სათაურებით. მან ჩასძახა საყვირში ჩემი სახელი, რომელიც ათასი ჭექა-ქუხილის გრგვინვასავით გავარდა სივრცეში და უმორესი პლანეტის ექოდ მომიბრუნდა უკან.

„დალახვროს ეშმაკმა, - ვთქვი სანახევროდ დატყვევებულმა, - აი ეს კი მომწონს“. მაგრამ, როდესაკ კარგად დავუკვირდი მომხიბლავ ალქაჯს, ბუნდოვნად გამახსენდა, რომ მე იგი ოდესღაც მენახა, ჭიქებს რომ უჭახუნებდა ჩემს ზოგიერთ ნაცნობს, არამზადობით სახელგანთქმულთ.

მისი ბრინჯაოს საყვირის ხრინწიანმა ხმამ კი ჩემს სმენაში გააღვიძა მოგონება რომელიღაც მოსყიდული საყვირის ხმისა.

და მე მივუგე მას უკიდურესი ზიხღით: „გაეთრიე აქედან! მე იმისთვის როდი ვარ შექმნილი, რომ ცოლად შევირთო მათი საყვარელი, ვისი სახელის ხსენებაც კი არ მსურს“.

მართალია, სრული უფლება მქონდა მეამაყა ამ გაჟკაცცური უარით, მაგრამ, სამწუხაროდ, გამომეღვიძა და მთელი ძალები გამომეცალა. გუნებაში ვამბობდი: „ჭეშმარიტად, მაგრად მძინებია, რახან ასეთი წუნიობა გამოვიჩინე. ოჰ, ნეტავ კი მობრუნდებოდნენ უკან ამ სიცხადეში, მაშინ კი ნამდვილად, აღარ დავიდებდი ასეთ თავპატიჟს!“

ხმამაღლა ვუხმობდი, ვევედრებოდი, შემინდეთ-მეთქი, რამდენიც გნებავთ, დამასხით თავსლაფი, ოღონდ კვლავ დავიმსახურო-მეთქი თქვენი კეთილგანწყობა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, ძალზე მძიმე შეურაცხყოფა მივაყენე, ვინაიდან ისინი უკან აღარასოდეს მობრუნებულან.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ